„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.09.2010 ძალადაკარგული 05.12.2014
ნომერი
№25.04.1186
სარეგისტრაციო კოდი
210020030.37.101.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №25.04.1186

23 სექტემბერი 2010 წელი

ქ. თბილისი

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე  მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის 2​1 პუნქტის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“საქართველოს კანონის 9​1 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 23​1 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტის ა და 28-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილია ქ. თბილისის მთელი ტერიტორია, გარდა დანართი 1-ით გათვალისწინებული ტერიტორიებისა.

1​1. ამ დადგენილების პირველი პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მობილურ გარე ვაჭრობის ობიექტებზე, რომელთა სიმაღლე არ აღემატება 1,1 მეტრს, სიგრძე 0,8 მეტრს და სიგანე 0,6 მეტრს. მათი განთავსება ნებადართულია ქ. თბილისის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დანართი 2 რუკით გათვალისწინებული ტერიტორიებისა.

ქალაქ თბილისის მთავრობ ის 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №04.01.132 - ვებგვერდი, 15.03.2011 წ.

1​2. დადგენილების პირველი და 1​1 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება გარე ვაჭრობას დაქვემდებარებულ ლატარიის ბილეთების სარეალიზაციო მობილურ დანადგარებზე. მათი განთავსება ნებადართულია ქალაქ თბილისის მთელ ტერიტორიაზე.

ქალაქ თბილისის მთავრობ ის 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №04.01.132 - ვებგვერდი, 15.03.2011 წ.

2. ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ იმ ტერიტორიებზე, რომელიც არ ჰყვება დანართი 1 და 2 რუკებზე, აგრეთვე დადგენილების 1​2 პუნქტით გათვალიწინებულ ობიექტეზე ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შებობა-ნაგებობის ან/და დანადგარების განთავსება უნდა განხორციელდეს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

ქალაქ თბილისის მთავრობ ის 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №04.01.132 - ვებგვერდი, 15.03.2011 წ.

2​1. დამტკიცდეს დანართი 2 რუკა, რომელიც წარმოადგენს ამ აქტის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს.

ქალაქ თბილისის მთავრობ ის 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №04.01.132 - ვებგვერდი, 15.03.2011 წ.

 3. ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტით განსაზღვრულ ობიექტებზე, რომლებიც განთავსებულია ამ დადგენილების თანდართული რუკით აკრძალულ ტერიტორიაზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობით და განსაზღვრული ვადით, ვადის გასვლის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია გააგრძელოს ობიექტის განთავსების ვადა არა უმეტეს 1 (ერთი) წლით.

4. ამ დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება იმ დროებით შენობა-ნაგებობებ ზე ან/და დანადგარებ ზე, რომელთა განთავსებაზე შესაბამის სამსახურში (ქ ალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახური) მიმდინარობს ადმინისტრაციული წარმოება და წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლამდე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის.

5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი გ . უგულავა

შეტანილი ცვლილებები:

1. ქალაქ თბილისის მთავრობ ის 2011 წლის 28 თებერვლის დადგენილება №04.01.132 - ვებგვერდი, 15.03.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ქ. თბილისის მთავრობის დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი შენობა-ნაგებობების ან/და დანადგარების განთავსების ადგილების განსაზღვრის შესახებ“, №25.04.1186, 23.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020030.37.101.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.02.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1019218-1/