საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.024.014.889
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
2010 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის თანდართული საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ . ქობალია
შეტანილი ცვლილებები:
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
ბ) სასურველია აშშ - ის ან ევროპის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში (LLM);
გ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა;
ე) თანამდებობის შესაბამისი პროფილით (სამოქალაქო, ადმინისიტრაციული სამართლის სპეციალიზაციით) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება .
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „ საჯარო სამსახურის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“
კ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
ლ) საქართველოს კანონი „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”
მ) საქართველოს კანონი „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ”
ნ) საქართველოს კანონი „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;
ო) „ საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი;
პ) სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები .
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.024.014.889
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
მინისტრის ბრძანება №1-1/1230
+
2010 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
+
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის თანდართული საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ვ. ქობალია
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №1-1/776 - ვებგვერდი, 30.05.2011 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
+
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21 წლის ასაკიდან 65 წლამდე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება;
გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „ საჯარო სამსახურის შესახებ“;
ზ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;
ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“;
კ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
ლ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“;
მ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2137 ბრძანება „იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ.“
ნ) საქართველოს კანონი „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;
ნ) საქართველოს მთავრობის 2005 წლის 3 დეკემბრის №218 დადგენილება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით სარგებლობის უფლებით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ო) საქართველოს ეკონომიკური განვითრების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის №1–1/1415 ბრძანება „სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
პ) საქართველოს ეკონომკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანება „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 25 მაისის ბრძანება №1-1/776 - ვებგვერდი, 30.05.2011 წ.
ჟ) საქართველოს ეკონომკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის №1-1/1017 ბრძანება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
რ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 7 ივნისის №1-1/875 ბრძანება „სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვისა და გადაცემის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ს) ნორმატიული აქტების შემუშავების უნარი;
ტ) სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზისა და შესაბამისი დასკვნების ფორმულირების უნარი.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“, №1-1/1230, 21.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.014889 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1020290-1/