შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.09.2010 ძალადაკარგული 13.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.135.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 06/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2010 წლის 17 სექტემბერი

დაბა შუახევი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 1. დამტკიცდეს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 29 დეკემბრის №12 დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე             ნ. ამაღლობელი

შეტანილი ცვლილებები:

1. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №25 -სსმV , №65 , 17.12 .2010წ.,მუხ.1950

დანართი

შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის

 დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური

1. შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომში  – ადმინისტრაციული სამსახური) წარმოადგენს შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ, საინფორმაციო, საფინანსო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

2. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციაა უზრუნველყოს გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია გამგეობის საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურიერთობა გამგეობასთან.

3. ადმინისტრაციული სამსახური წარმოადგენს გამგეობის მუდმივმოქმედ, მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილ სამსახურს.

4 . ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს საკუთარი ბლანკი და შტამპი. ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 25 -სსმ V , № 65 , 17.12 .2010წ.,მუხ. 1950

    მუხლი 2. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, გამგეობისა და ადმინისტრაციული სამსახურის დებულება.

2 . ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის შინაგანაწესით და სხვა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტებით.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 25 -სსმ V , № 65 , 17.12 .2010წ.,მუხ. 1950

    მუხლი 3. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციები

ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყო ფ ს გამგეობის სამუშაო თათბირების მომზადებას, უზრუნველყო ფ ს გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება ს და გამოქვეყნება ს ;

ბ) გამგებლის დავალებების შესაბამისად მოამზადოს გამგეობის სამუშაო გეგმების პროექტები;

გ) ორგანიზება გაუწიოს გამგეობის ურთიერთობას საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

დ) ამზად ებ ს გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტებ ს;

ე) უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების ოქმების წარმოება;

ვ) წარადგინოს და დაიცვას გამგეობისა და ტერიტორიული ორგანოების ინტერესები სასამართლოში;

ზ) უზრუნველყოს გამგეობის ერთიანი საქმისწარმოება, სამსახურებრივი დოკუმენტების, მოქალაქეთა, ორგანიზაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილებისა და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატებისათვის; განახორციელოს კონტროლი დასმული საკითხების კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განხილვაზე. უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალების დამუშავება;

თ) მოახდინოს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა; გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, თვითმმართველი ერთეულის საინფორმაციო-ტელეკომუნიკაციური სისტემების ორგანიზება და განვითარება, მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაობის ორგანიზება;

ი) უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;

კ) მოახდინოს გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა შესაბამისად ხარჯების გაწევა და საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება;

ლ) შეასრულოს გამგებლის სხვა დავალებები.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 25 -სსმ V , № 65 , 17.12 .2010წ.,მუხ. 1950

თავი II

ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

    მუხლი 4. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულები

ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) იურიდიული განყოფილება.

    მუხლი 5. საქმისწარმოების განყოფილება

საქმისწარმოების განყოფილება:

ა) ახორციელებს გამგებლის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და ოქმების შედგენას, ორგანიზაციას უწევს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას, თათბირებზე მონაწილე პირთა მოწვევას;

ბ) უზრუნველყოფს გამგებლის დავალებათა პროექტების მომზადებას და აკონტროლებს მათ შესრულებას;

გ) ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით და გამგებლის დავალებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;

დ) უზრუნველყოფს გამგებლის სახელზე შემოსული წერილების, განცხადებებისა და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპონდენციის გადაგზავნას;

ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ სამსახურში ერთიან საქმისწაროებას:

ვ) უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო, საინფორმაციო-ტექნოლოგიურ და პროგრამულ მომსახურებას;

ზ) ორგანიზებას უწევს გამგეობის თანამდებობის პირების შეხვედრებს მოსახლეობასთან;

თ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს თვითმმართველ ერთეულში ოფიციალური დელეგაციების მიღებას და თვითმმართველი ერთეულის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას;

ი) უზრუნველყოფს გამგებელთან, გამგებლის მოადგილეებთან, მოქალაქეთა მიღების ორგანიზაციას, აანალიზებს მოქალაქეთა მიღების დროს დასმულ საკითხებს; უზრუნველყოფს საუწყებო არქივის წარმოებას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 6. იურიდიული განყოფილება

იურიდიული განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს საკრებულოში განსახილველი იმ სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, რომელიც გამგებლის მიერ არის ინიციირებული;

ბ) კოორდინაციას უწევს საკრებულოზე გამგებლის მიერ განსახილველად წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების საბოლოო რედაქციის შემუშავებას და ამზადებს სათანადო დოკუმენტაციას;

გ) შესაბამისი დავალების შემთხვევაში ახორციელებს გამგეობის ინტერესების დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობის დროს (მათ შორის, ამ ორგანოთა სხდომებზე, თათბირებზე და ა.შ.);

დ) უზრუნველყოფს სათანადო ღონისძიებების გატარებას გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს შორის ცალკეული პროექტისა და საკითხის თაობაზე შეთანხმების მისაღწევად;

ე) განიხილავს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (ტერიტორიული ორგანოების) მიერ მომზადებულ ცალკეულ საკითხებს;

ვ) ახორციელებს გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ზ) შეისწავლის გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებს და შესაბამისი რეაგირებისათვის წარუდგენს გამგებელს წინადადებებს;

თ) ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის და გამგეობის წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში, ასევე სხვა დაწესებულებებში (ორგანიზაციებში);

ი) განიხილავს მოქალაქეთა წერილებსა და საჩივრებს;

კ) უზრუნველყოფს კადრების აღრიცხვას, პირადი საქმეების წარმოებას, საკადრო საქმის-წარმოების განხორციელებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 25 -სსმ V , № 65 , 17.12 .2010წ.,მუხ. 1950

თავი III

ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა

    მუხლი 7. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი

1. ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

ა) უძღვება ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

გ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

დ) გამგებელს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს;

ვ) განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; გამგებელს წარუდგენს წინადადებებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ზ) აკონტროლებს მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონისა და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვას;

თ) ახორციელებს გამგეობისა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 8. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს – განყოფილებას (შემდგომში  – განყოფილება) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

დ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეებზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციასა და დაგეგმარების წესს, შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის საკითხებზე;

ზ) უქმნის შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, შრომის შინაგანაწესის დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციული სამსახურის  უფროსისა და გამგებლის წინაშე.

4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

 

 

 

თავი IV

ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები

    მუხლი 9. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან საჯარო კონკურსის შედეგების მიხედვით.

2. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურის თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ატარებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

3. კონკურსი ტარდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. (ამოღებულია)

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 25 -სსმ V , № 65 , 17.12 .2010წ.,მუხ. 1950

    მუხლი 11. ადმინისტრაციული სამსახურის  საჯარო მოსამსახურეთა უფლებები

 ადმინისტრაციული სამსახურის  საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:

ა) წარუდგინოს უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

    მუხლი 12. ადმინისტრაციული სამსახურის  საჯარო მოსამსახურეთა სხვა მოვალეობები

ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.

თავი V

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 13. (ამოღებულია)

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება № 25 -სსმ V , № 65 , 17.12 .2010წ.,მუხ. 1950

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №17, 17.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.135.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1021758-1/