წყალმომარაგების ტარიფების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.08.2010 ბოლო ცვლილება 29.12.2025
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.015003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 100, 17/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (26)

შემდგომი ცვლილებები (17)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.16.009.015.003

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

დადგენილება №17

2010 წლის 17 აგვისტო

ქ. ქუთაისი

წყალმომარაგების ტარიფების შესახებ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 43​2  მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:

    მუხლი 1

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (გარდა ფოთის თვითმმართველი ერთეულის) მომხმარებლებისათვის, მომხმარებელთა კატეგორიის მიხედვით, განისაზღვროს წყალმომარაგების შემდეგი ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი):

ა)  გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 0,23 ლარი/მ​3 , მათ შორის:

ა.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 0,17 ლარი/მ​3 ;

ა.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,06 ლარი/მ​3 ;

ბ)  გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 2,03 ლარი/სულზე/თვეში, მათ შორის:

ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 1,50 ლარი/სულზე/თვეში;

ბ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,53 ლარი/სულზე/თვეში;

გ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფი – 3,65 ლარი/მ​3 , მათ შორის:

გ.ა) სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი – 2,86 ლარი/მ​3 ;

გ.ბ) წყალარინების ზღვრული ტარიფი – 0,79 ლარი/მ​3 .

    მუხლი 2

1. ამ დადგენილებით განსაზღვრული ყველა ტარიფი გაანგარიშებულია დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

2. დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვა წარმოებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 3.

ეს დადგენილება ძალაში შედის 2010 წლის 23 აგვისტოდან.

თავმჯდომარე                 გ. ჩალაგაშვილი

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „წყალმომარაგების ტარიფების შესახებ“, №17, 17.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.015003 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1022192-9/