ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.02.2008 ძალადაკარგული 11.08.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№79
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 12/02/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №79

2008 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

ცენტრალური გამწვევი კომისიის  შექმნის შესახებ

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევის  ორგანიზებულად მოწყობის  მიზნით:

1. დამტკიცდეს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული შემადგენლობა (დანართი№1). საქართველოს თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამწვევი კომისიების მუშაობის  საერთო  ხელმძღვანელობა და კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა  კომისიამ.

2. წვევამდელების ორგანიზებულად განაწილება განხორციელდეს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან (ქ. თბილისი, დიღმის მასივი, მე-3 კვარტალი, მე-2ბ კორპუსი).

3. შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტზე წვევამდელთა სამედიცინო შემოწმება განახორციელოს ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებულმა მუდმივმოქმედმა  სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიამ (დანართი №2).

3​1. დამტკიცდეს ცენტრალური გამწვევი კომისიის თანდართული დებულება (დანართი №3).

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

4. ეთხოვოს ქ.თბილისის მერიას (გ. უგულავა) დახმარება გაუწიოს ცენტრალურ  გამწვევ კომისიას წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის ფუნქციონირებაში.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.კვიტაშვილი) კოორდინაცია გაუწიოს მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ შესრულებული სამუშაოებისა და მოქალაქეთა დამატებითი სტაციონარულ-ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად.

6. ცენტრალური გამწვევი კომისიის თავმჯდომარემ პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია მოქალაქეთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.

7. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს ცენტრალურმა გამწვევმა კომისიამ.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანებულება №551 - სსმ III, №90, 26.07.2010 წ., მუხ.1326

8. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2007 წლის საშემოდგომი გაწვევის შესახებ “ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 17 სექტემბრის №526 ბრძანებულება.

9. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანებულება №378 - სსმ III, №103, 22.07.2008 წ., მუხ.1146

2.  საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №428 - სსმ III, №130, 04.09.2008 წ., მუხ.1312

3. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანებულება №59 - სსმ III, №10, 28.01.2010 წ., მუხ.103

4. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

5. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანებულება №551 - სსმ III, №90, 26.07.2010 წ., მუხ.1326

დანართი №1

რამაზ ნიკოლაიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე

ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

დევი ჭანკოტაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი

შალვა ჯანაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

გოჩა ფარულავა – საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, დაზვერვის სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი

გოჩა ხარშილაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის უფროსი

აკაკი სეფერთელაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

დავით კასრაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი

დავით ფერაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

დიმიტრი შარაშენიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

დავით გრიგალაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი

თამარ ქარდავა – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის მთავარი სპეციალისტი – კომისიის მდივანი.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანებულება №378 - სსმ III, №103, 22.07.2008 წ ., მუხ .1146

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 23 ივლისის ბრძანებულება №551 - სსმ III, №90, 26.07.2010 წ., მუხ.1326

დანართი №2

ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი

სამხედრო -სამედიცინო საექსპერტო კომისიის შემადგენლობა

ალექსანდრე კვიტაშვილი – საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი , მუდმივმოქმედი სამხედრო -სამედიცინო საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე

თემურ ლორთქიფანიძე – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

თინათინ გასიტაშვილი – კომისიის მდივანი

ნინო გიორგობიანი – თერაპევტი

ალექსანდრე კვერნაძე – ქირურგი

გია ქამუშაძე – ოფთალმოლოგი

დავით მარშანია – ოტოლარინგოლოგი

აკაკი ქურდაძე – ორთოპედ -ტრავმატოლოგი

ქეთევან ზედაშიძე – ფტიზიატრი

ნანა სეხნიაშვილი – დერმატო -ვენეროლოგი

ნინო ჭეიშვილი – ფსიქიატრი

ლია ყანდაშვილი – ნევროპათოლოგი

ნანა თავბერიძე – რენტგენოლოგი

ინგა ჭანტურია – სტომატოლოგი

ნინო სამყურაშვილი – ექიმ -ლაბორანტი

ინეზა ჩახავა – ლაბორანტი .

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 21 ივლისის ბრძანებულება №378 - სსმ III, №103, 22.07.2008 წ ., მუხ .1146

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 4 სექტემბრის ბრძანებულება №428 - სსმ III, №130, 04.09.2008 წ ., მუხ .1312

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანებულება №59 - სსმ III, №10, 28.01.2010 წ., მუხ.103

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

 

 

დანართი №3

ცენტრალური გამწვევი კომისიის დებულება

მუხლი  1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ცენტრალური გამწვევი კომისიის (შემდეგში – კომისია) უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.

2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. კომისიას აქვს ბლანკი და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

4.  კომისიას შესაძლებელია ჰქონდეს  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული  სხვა რეკვიზიტები.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

    მუხლი 2. კომისიის ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის საერთო ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

    მუხლი 3. კომისიის  უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამწვევი კომისიებიდან;

ბ) გამოითხოვოს ინფორმაცია ცენტრალურ გამწვევ კომისიასთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო-სამედიცინო საექსპერტო კომისიიდან;

გ) თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების გამწვევ კომისიებს გაუწიოს მეთოდური  და საკონსულტაციო დახმარება;

დ) კომისიის შემადგენლობიდან შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ ჯგუფის ხელმძღვანელი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი);

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიიღოს და განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და საჩივრები;

ვ) მიიღოს გადაწყვეტილებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ)კონკრეტულ საკითხებზე საკონსულტაციოდ მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

    მუხლი 4. კომისიის შემადგენლობა

1. კომისიის შემადგენლობას, მათ შორის, კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის თავმჯდომარის  მოადგილესა და კომისიის მდივანს განსაზღვრავს  საქართველოს პრეზიდენტი.

2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიის თავმჯდომარე:

ა)   უძღვება კომისიის სხდომებს;

ბ) უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტის მოთხოვნით მოიწვიოს კომისიის სხდომა  კონკრეტული დღის წესრიგით;

გ) ხელს აწერს კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის სხვა დოკუმენტაციას.

4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს  კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის სხვა წევრი.

6. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას, კომისიის საქმისწარმოებას და კომისიის სხდომის ოქმების შედგენას.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

    მუხლი 5. კომისიის სამუშაო ჯგუფი

1. ცენტრალურ  გამწვევ კომისიასთან არსებული წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტიდან გაწვეულ პირთა განაწილების მიზნით კომისია საკუთარი შემადგენლობიდან ქმნის სამუშაო ჯგუფს.

2. სამუშაო ჯგუფის უფროსი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) უფლებამოსილია საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ  წვევამდელთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში მოახდინოს წვევამდელთა განაწილება შესაბამის  სახელმწიფო დაწესებულებათა მიხედვით.

3. სამუშაო ჯგუფის უფროსი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი)  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირთა დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს.

4. სამუშაო ჯგუფის უფროსი (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) კომისიის თავმჯდომარეს პერიოდულად აწვდის ინფორმაციას უწყებებში წვევამდელთა გაწვევის მიმდინარეობის შესახებ.

5. სამუშაო ჯგუფის უფროსის (შემკრებ-გამანაწილებელი პუნქტის უფროსი) არყოფნის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის  უფროსის დავალებით  მის მოვალეობას  ასრულებს სამუშაო ჯგუფის წევრი.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის წესი

1. კომისიის საქმიანობის ძირითადი ფორმაა კომისიის სხდომა.

2. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივით საჭიროებისამებრ ან კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ  ნახევარზე მეტის მოთხოვნით.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

4. კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის 1/3-ისა.

5. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი. სხდომის ოქმში აისახება კომისიის წევრის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავშეკავების, უარის თქმის მიზეზის ან/და სხდომაზე  გამოთქმული განსხვავებული აზრის შესახებ.

6. დაუშვებელია კომისიის წევრის მიერ თავისი უფლებამოსილების სხვისთვის გადაცემა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

    მუხლი 7. კომისიის საქმისწარმოების უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომების მოწვევის და ჩატარების  ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული  განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანებულება №418 - სსმ III, №68, 15.06.2010 წ., მუხ.1006

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ცენტრალური გამწვევი კომისიის შექმნის შესახებ“, №79, 07.02.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102244-5/