საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №183
2010 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №474 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.
2. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №468 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება.
8. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
9. სამინისტროს ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, 0162, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №9.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სამინისტროს საქმიანობა მოიცავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია;
ბ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სათანადო პირობების შექმნა ზოგადად სპორტის და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის;
გ) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ყოველმხრივი ხელშეწყობა;
დ) „სპორტი ყველასათვის“, „უმაღლესი მიღწევების სპორტის“ მიმართულებებისა და პროფესიული სპორტის დარგების განვითარება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტული მოძრაობებისა და ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;
ე) მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;
ვ) სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება, სპორტის სახეობათა სტატუსის განსაზღვრა, პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა;
ზ) სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ფედერაციებსა და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
თ) სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
კ) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების, ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;
ლ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სახელმწიფო პროგრამების მომზადება სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;
მ) ბავშვთა შრომითი საქმიანობის კონტროლის დაწესება, ავადმყოფი, ინვალიდი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
ნ) საბავშვო და ახალგაზრდული კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და სხვა პირებისათვის ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერა;
ო) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
პ) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ჟ) დადგენილი წესით მოქმედი საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად თავისი გამგებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
რ) დამკვეთის ფუნქციის შესრულება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოების მიზნით;
ს) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემის დაწესებულებებში მონიტორინგის, აუდიტორული და სარევიზიო მუშაობის განხორციელება;
ტ) კანონით დადგენილი წესით სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება.
3. თავისი ამოცანების შესრულებისას სამინისტრო:
ა) თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის აპარატში ხელშეკრულებით იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსა და ტექნიკურ მუშაკებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების სახით გამოსცემს სტანდარტებს, ნორმატივებს, მითითებებს, დებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
დ) დადგენილი წესით აწყობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, გამოფენებს, გამოფენა-გაყიდვებს, აუქციონებსა და სხვა ღონისძიებებს.
მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია
სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით;
ბ) კოორდინაციას უწევს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების პროგრამების გან-ხორციელებას;
გ) ქმნის პირობებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ფართო თანამშრომლობისათვის;
დ) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სპორტის კერებისა და ფონდების შექმნას; დახმარებას უწევს სპორტულ დაწესებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებაში, პარტნიორების შერჩევასა და უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში, ამ საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში;
ე) ახორციელებს თავისი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა აღრიცხვასა და კონტროლს.
მუხლი 4. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სისტემაში შედიან:
ა) საქვეუწყებო დაწესებულებები;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
11. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი;
ბ) საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი;
გ) საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე;
დ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;
ე) „ქართული სპორტის მუზეუმი.
2. ქვეყნის მასშტაბით სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვისა და მისი რეალიზების კოორდინაციის მიზნით საქართველოს მთავრობას შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შეუძლია შექმნას სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება № 468 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა
სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამინისტროს აპარატი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;
ე) სპორტის დეპარტამენტი;
ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;
ზ) რეგიონული დეპარტამენტი.
მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;
ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;
ვ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) დადგენილი წესით წყვეტს სამინისტროს თანამშრომელთა პრემირებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს;
თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად შესრულებისათვის;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს და ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმიანობის წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობის წესებს და განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს;
მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს;
ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
ო) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
პ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს;
ჟ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7. მინისტრის მოადგილეები
1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც დგინდება, თუ რომელი სტრუქტურული ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას, თუ კანონით ან საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
31. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.

მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
1. სამინისტროს აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით გადაწყვეტა;
ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;
გ) ქართული სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პირველი რიგის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა; სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი; სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
ბ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქონების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; სამინისტროს მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვა, კომუნალური მეურნეობის გამართული ფუნქციონირება, ორგტექნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელება;
გ) საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსებისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო ჯილდოებისა და სპორტის სფეროში სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარმართვა;
დ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;
ე) სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში; სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში; სამინისტროში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვისა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მუშაობასა და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებასთან დაკავშირებით; სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
3. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში მონიტორინგისა და აუდიტორული საქმიანობის განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების შესწავლა-ანალიზი; სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
4. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო საქმიანობის მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; სხვადასხვა უწყებიდან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან შესული, აგრეთვე უშუალოდ სამინისტროს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა.
5. სპორტის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების, კვლევისა და ანალიზის შედეგად სპორტის პრიორიტეტული და სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) სხვა სამინისტროების მიერ სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა და მათთან თანამშრომლობა, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, სპორტის დარგში სამეცნიერო, სამედიცინო და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა, სამეცნიერო შეკრებების, სიმპოზიუმების, კონფერენციების მოწყობისა და სხვა შეხვედრების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
გ) სპორტის სისტემის მუშაობის თვალსაზრისით წინადადებების ანალიზი და მომზადება, მათი ეროვნული საინვესტიციო პროგრამების ჩარჩოებში ჩასართავად, „სპორტი ყველასათვის“ მიმართულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებების კალენდრის შემუშავებისა და მისი შესრულების ანალიზის განხორციელება, სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
დ) სპორტული პროფილის საწარმოებისა და ობიექტების ტექნიკური განახლების, რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის შესახებ წინადადებების კვლევა და წარდგენა, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვის საკითხების შემუშავება, სპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებების პროექტების მომზადება, დარგში მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერული მიღწევების განზოგადება და მათი პრაქტიკაში დანერგვა;
ე) (ამოღებულია – 14.12.2011, №474);
ვ) საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების სტატისტიკური აღრიცხვიანობის ორგანიზება და წარმოება, არსებული მდგომარეობის ანალიზი ძირითადი მონაცემების მიხედვით;
ზ) ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებებსა და სასპორტო სკოლებთან ერთად მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მომზადება;
თ) ქვეყანაში სპორტული განათლების დაგეგმვაში მონაწილეობა, მწვრთნელთა და სპორტის სფეროში მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია;
ი) (ამოღებულია – 14.12.2011, №474);
კ) „სპორტი ყველასათვის“ მიმართულების, ფიზიკური აღზრდის, სპორტული რეზერვის მზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად სამუშაოების წარმოება და სპორტული კლუბების ჩამოსაყალიბებლად პირობების შექმნა;
ლ) სპორტული რეზერვების მზადებისათვის ზრუნვა, ბავშვთა სპორტის განვითარების საკითხების შესახებ წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობა, სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ორგანიზაციული საკითხების მონიტორინგის ჩატარება;
მ) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებისათვის ფიზიკური აღზრდის სასწავლო პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის სპორტული ღონისძიებების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა და მათი სპორტში ჩაბმისათვის პირობების შექმნა;
ნ) საქართველოში „უმაღლესი მიღწევების სპორტის“ მიმართულების განვითარების საკითხების ხელმძღვანელობა;
ო) სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის მომზადება, დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა და მათი კოორდინაცია;
პ) ეროვნულ ფედერაციებთან, ასოციაციებსა და კლუბებთან თანამშრომლობა; ქვეყნის სპორტის სხვადასხვა სახეობებისა და სხვადასხვა ასაკის (ბავშვების, კადეტების, იუნიორებისა და დიდების) ნაკრები გუნდების დაკომპლექტებაში მონაწილეობა, ოლიმპიური თამაშებისათვის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატე-ბისათვის ნაკრები გუნდებისა და ცალკეული სპორტსმენების ინდივიდუალური მომზადების გეგმების შედგენაში, ასევე კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობა; ნაკრები გუნდების წევრთა და კანდიდატთა დოსიეს ყოველგვარი მონაცემებით მომზადება, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებების ორგანიზება, შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნულ შეჯიბრებებში წამყვანი სპორტსმენების მონაწილეობის უზრუნველყოფა, „უმაღლესი მიღწევების სპორტისა“ და „სპორტი ყველასათვის“ მიმართულებებისათვის აუცილებელი სახსრების საჭიროების შესახებ განაცხადების მომზადება, ოლიმპიური მოძრაობის კოორდინაცია;
ჟ) „უმაღლესი მიღწევების სპორტის“ მიმართულების შემუშავებაში მონაწილეობა;
რ) დოპინგსაწინააღმდეგო საკითხების ხელმძღვანელობა. სპორტული ბაზების ეფექტური გამოყენების კვლევა და ანალიზი.
6. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ბავშვების, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, საზოგადოებრივ და ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გეგმის შემუშავება და განხორციელება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვთა შრომითი საქმიანობის კონტროლის დაწესების, ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და დახმარების მიზნით შესაბამისი პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;
გ) ახალგაზრდობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) იმ პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია, რომელთა მიზანია ახალგაზრდული დღეების, თამაშობებისა და სხვა მასობრივ ღონისძიებათა ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა;
ზ) ახალგაზრდებს შორის ეროვნებათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
თ) ქვეყანაში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოპოვებული და გადამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ი) საქართველოს, საზღვარგარეთის ქვეყნების ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) ახალგაზრდობის პრობლემებთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობის განხორციელება, ახალგაზრდობასთან მიმართებაში არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ და ბავშვთა ორგანიზაციების საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა, ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;
მ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მიზნით სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა.
7. რეგიონული დეპარტამენტის კომპეტენციაა: საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ადგილობრივი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; შესაბამისი ადგილობრივი სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მათ ტერიტორიაზე არსებული სპორტული ობიექტების დატვირთვისა და იქ მიმდინარე სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი პროცესის შესახებ; სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ; საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებ სა და სასპორტო სასწავლო დაწესებულებებთან; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი განხორციელებისა და განვითარების კოორდინაცია; ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №474 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.
მუხლი 9. მინისტრის სათათბირო ორგანოები
1. მინისტრს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებითა და თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება, თავიანთი თანხმობით, ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
მუხლი 10. სამინისტროს სიმბოლიკა
1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მმ დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“.
2. სამინისტრო იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა.
5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, კონვერტებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
მუხლი 11. სამინისტროს ქონება
სამინისტროს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები.
მუხლი 12. სამინისტროს რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია
სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
+

მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია🔗

7. რეგიონული დეპარტამენტის კომპეტენციაა: საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ადგილობრივი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; შესაბამისი ადგილობრივი სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მათ ტერიტორიაზე არსებული სპორტული ობიექტების დატვირთვისა და იქ მიმდინარე სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი პროცესის შესახებ; სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ; საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და სასპორტო სასწავლო დაწესებულებებთან; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი განხორციელებისა და განვითარების კოორდინაცია; ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა.

მუხლი 1🔗

მუხლი 2🔗

3. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №29 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.
1. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.
2. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები ქმნიან სამინისტროს ერთიან სისტემას.
4. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
5. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებებით. სამინისტროს უფლება არა აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მის კომპეტენციას განეკუთვნება.
8. სამინისტრო მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.
9. სამინისტროს ადგილსამყოფელია: საქართველო, ქ. თბილისი, 0162, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. №9.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №2 9 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები🔗
1. სამინისტროს საქმიანობა მოიცავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:
ა) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია;
ა) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, დაგეგმვა და მისი რეალიზების კოორდინაცია;
ბ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მისი გატარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სათანადო პირობების შექმნა ზოგადად სპორტის და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის;
ბ) ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და მისი გატარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება; სათანადო პირობების შექმნა ზოგადად სპორტის და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის;
გ) ფიზიკური აღზრდის, ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარების ყოველმხრივი ხელშეწყობა;
დ) „სპორტი ყველასათვის“, „უმაღლესი მიღწევების სპორტის“ მიმართულებებისა და პროფესიული სპორტის დარგების განვითარება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სპორტული მოძრაობებისა და ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია;
ე) მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება;
ვ) სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება, სპორტის სახეობათა სტატუსის განსაზღვრა, პროფესიული და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა;
ვ) სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება და დამტკიცება;
ზ) სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ფედერაციებსა და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა;
თ) სპორტში აკრძალულ მასტიმულირებელ საშუალებათა გამოყენების აღმოფხვრის ღონისძიებათა განხორციელება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ბავშვთა, ახალგაზრდობისა და ახალგაზრდა ოჯახების სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის სოციალური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა პრობლემების გადაჭრის მიზნით, ახალგაზრდობისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნების გათვალისწინებით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება და განხორციელება;
კ) განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების, ახალგაზრდა მეცნიერთა, სპორტსმენთა და შემოქმედთათვის სახელმწიფო მხარდაჭერა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;
ლ) ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობისა და სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების შესამუშავებლად სახელმწიფო პროგრამების მომზადება სხვა შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობით;
მ) ბავშვთა შრომითი საქმიანობის კონტროლის დაწესება, ავადმყოფი, ინვალიდი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნა;
მ) ავადმყოფი, ინვალიდი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისათვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელება;
ნ) საბავშვო და ახალგაზრდული კულტურული, სამეცნიერო, სპორტული და სხვა ღონისძიებების ორგანიზება და სხვა პირებისათვის ამგვარ ღონისძიებათა მოწყობის მხარდაჭერა;
ო) თავისი მმართველობის სფეროსთან დაკავშირებულ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და ამ სფეროს განვითარების მიზნით თანამშრომლობის განმტკიცება;
პ) სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში საინვესტიციო და საქველმოქმედო საქმიანობის განხორციელების ხელშეწყობა;
ჟ) დადგენილი წესით მოქმედი საკანონმდებლო ბაზის დასახვეწად თავისი გამგებლობის სფეროსთან დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
რ) დამკვეთის ფუნქციის შესრულება სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარებისათვის საჭირო კაპიტალური მშენებლობის, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოების წარმოების მიზნით;
ს) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სისტემის დაწესებულებებში მონიტორინგის, აუდიტორული და სარევიზიო მუშაობის განხორციელება;
ტ) კანონით დადგენილი წესით სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებისათვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების განაწილება.
3. თავისი ამოცანების შესრულებისას სამინისტრო:
ა) თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში თავის აპარატში ხელშეკრულებით იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსა და ტექნიკურ მუშაკებს;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების სახით გამოსცემს სტანდარტებს, ნორმატივებს, მითითებებს, დებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანების სახით გამოსცემს ნორმატივებს (სპორტის სფეროში დაფინანსებისა და ფიზიკური მომზადების), მითითებებს, დებულებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას;
დ) დადგენილი წესით აწყობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, გამოფენებს, გამოფენა-გაყიდვებს, აუქციონებსა და სხვა ღონისძიებებს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №2 9 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.
მუხლი 3. სამინისტროს კომპეტენცია🔗
სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში დადგენილი წესის შესაბამისად სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სარგებლობს საბიუჯეტო სახსრებით;
ბ) კოორდინაციას უწევს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროების განვითარების პროგრამების გან-ხორციელებას;
გ) ქმნის პირობებს სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან ფართო თანამშრომლობისათვის;
დ) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სპორტის კერებისა და ფონდების შექმნას; დახმარებას უწევს სპორტულ დაწესებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრებაში, პარტნიორების შერჩევასა და უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში, ამ საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში;
დ) ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური სპორტის და ახალგაზრდობის კერებისა და ფონდების შექმნას; დახმარებას უწევს სპორტულ და ახალგაზრდულ დაწესებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებაში, პარტნიორების შერჩევასა და უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვაში, ამ საქმიანობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში;
ე) ახორციელებს თავისი მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა აღრიცხვასა და კონტროლს.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №2 9 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.
მუხლი 4. სამინისტროს სისტემა🔗
1. სამინისტროს სისტემაში შედიან:
ა) საქვეუწყებო დაწესებულებები;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელთა სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
11. სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი;
ბ) საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი;
გ) საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე;
დ) საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრი;
ე) „ქართული სპორტის მუზეუმი.
2. ქვეყნის მასშტაბით სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში ქვეყნის ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, დაგეგმვისა და მისი რეალიზების კოორდინაციის მიზნით საქართველოს მთავრობას შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შეუძლია შექმნას სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება № 468 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
მუხლი 5. სამინისტროს აპარატის სტრუქტურა🔗
სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სამინისტროს აპარატი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) იურიდიული დეპარტამენტი;
დ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი;
ე) სპორტის დეპარტამენტი;
ვ) ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი;
ზ) რეგიონული დეპარტამენტი.
ზ) ანალიტიკური დეპარტამენტი.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №2 9 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.
მუხლი 6. სამინისტროს ხელმძღვანელობა, ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის აქტებით და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას.
2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტას.
3. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის;
გ) ზედამხედველობს და თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
გ) ზედამხედველობას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთ მოვალეობათა შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს;
ე) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი; ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს;
ვ) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
ზ) დადგენილი წესით წყვეტს სამინისტროს თანამშრომელთა პრემირებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს;
თ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის შესახებ; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად შესრულებისათვის;
ი) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხარჯთა ნუსხებს, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგენს და ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმიანობის წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
ლ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობის წესებს და განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს;
მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების ხელმძღვანელთა იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, მინისტრის ბრძანებებს;
მ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს თანამდებობის პირების, სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელების იმ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებს, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივ აქტებს, მინისტრის ბრძანებებს;
ნ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს და პასუხისმგებელია ბრძანებათა კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
ო) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;
პ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს;
პ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მოქმედების სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;
ჟ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
4. მინისტრის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №2 9 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.
მუხლი 7. მინისტრის მოადგილეები🔗
1. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც დგინდება, თუ რომელი სტრუქტურული ერთეულის, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას, თუ კანონით ან საქართველოს მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
31. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამინისტროს საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის დადგენილება № 468 – ვებგვერდი, 14.12.2012წ.
მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია🔗
მუხლი 8. სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია🔗
1. სამინისტროს აპარატის კომპეტენციაა:
ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით გადაწყვეტა;
ა) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების სამსახურებრივი დავალებების მიღება, შესრულება და დანიშნულებისამებრ მათი ოპერატიული მიწოდება; მინისტრის მიერ დანიშნული თათბირებისა და სხვა შეკრებების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღების ორგანიზება და სხვა მიმდინარე საკითხების სამინისტროს ხელმძღვანელობის მითითებით გადაწყვეტა; მინისტრის მოწვევით სამთავრობო დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება; კანონმდებლობით დადგენილი კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; მინისტრთან და მინისტრის მოადგილეებთან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან შეხვედრის ორგანიზება; საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და თანმხლები დელეგაციის წევრების ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, ვიზების გაცემისათვის ხელშეწყობა, განთავსება, ტრანსპორტირება და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; ქვეყანაში ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;
ბ) სამინისტროში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით საზოგადოების ფართო ფენებისათვის გაცნობა; სამინისტროს ინფორმაციული უზრუნველყოფა; მინისტრის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადების კოორდინაცია; სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში;
გ) ქართული სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა.
გ) ქართული სპორტის პოპულარიზაცია უცხოეთში და საზღვარგარეთის შესაბამისი სფეროების პოპულარიზაცია საქართველოში; სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავება; საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საზღვარგარეთ არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; საერთაშორისო თანამშრომლობის კერძო ინიციატივების ხელშეწყობა; სამინისტროს საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა და ანალოგიურ ღონისძიებათა საქართველოში მოწყობა.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პირველი რიგის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა; სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი; სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა;
ა) სამინისტროს სტრატეგიული გეგმებისა და პირველი რიგის ამოცანების რეალიზაციისათვის საჭირო ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიანი დაგეგმვა; ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენა; სამინისტროს ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვა და მის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის კოორდინაცია; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზი; სამინისტროს წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ნაერთი ბალანსის შედგენა; ქვეყანაში მოქმედ საკანონმდებლო ბაზასთან ჰარმონიზაციით სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო გამოცდილების დანერგვა; ელექტრონული ხაზინის პროგრამაში ვალდებულების დოკუმენტების და კვარტალური განაცხადების, საგადახდო მოთხოვნების, სავალუტო-საგადახდო მოთხოვნების და წინასწარი გადახდების დამოწმება/გადავადების დარეგისტრირება/დადასტურება. საშტატო ნუსხის ადმინისტრირება, შრომის ანაზღაურების ელექტრონული უწყისის მომზადება, რედაქტირება, დადასტურება, დარიცხვა, გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის დამატება/რედაქტირება, დადასტურება, სახელმწიფო ხაზინაში გაგზავნა;
ბ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქონების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; სამინისტროს მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვა, კომუნალური მეურნეობის გამართული ფუნქციონირება, ორგტექნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს აპარატის თანამშრომელთა მატერიალური და სოციალური პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და კონკურსის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, ასევე აღნიშნული შესყიდვების განხორციელების პროცესში სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებელობით დადგენილი პროცედურების (შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა და საჭიროების შემთხვევაში საპასუხო კორესპონდენციის პროექტის მომზადება და სხვა) განხორციელება; ხელშეკრულების პროექტის მომზადება იმ სახელმწიფო შესყიდვებზე რომლებზეც არ ვრცელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი; სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დადგენილ ვადებში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ წლიური და კორექტირებული გეგმის მომზადება და სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დადგენილ ვადებში შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა; გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და კონკურსის შედეგად გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების მომზადება; გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის და კონკურსის პროცედურების ამსახველი დოკუმენტების მომზადება; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების, ასევე ხელშეკრულების გარეშე განხორციელებული შესყიდვების ფაქტობრივი ხარჯის შესახებ ინფორმაციის სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარდგენა დადგენილ ვადებში;
გ) საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსებისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო ჯილდოებისა და სპორტის სფეროში სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარმართვა;
გ) სამინისტროს სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება; სამინისტროს ძირითადი საშუალებებისა და ქონების საექსპლუატაციო პირობების შექმნა; სამინისტროს მართვისათვის საჭირო თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფა, შენობა-ნაგებობისა და ქონების მოვლა-შენახვა, კომუნალური მეურნეობის გამართული ფუნქციონირება, ორგტექნიკითა და სამეურნეო საქონლით მომარაგება და სხვა ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ზედახმედველობა (მათ შორის, საწვავისა და რეცხვის ტალონებით უზრუნველყოფა); სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე და სამინისტროს ქონების გადაცემებთან დაკავშირებით მიღება-ჩაბარების პროექტის მომზადება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; სამინისტროს ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია;
დ) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად აპარატის შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა;
დ) სამინისტროს საკადრო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება; ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; საკადრო რესურსების ოპტიმიზაცია და მართვა, პერიოდული სტატისტიკური ანალიზი; ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსებისა და საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება და გამართვა; საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესით დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების მიღებისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ წინადადებებისა და ბრძანების პროექტების და შრომითი ხელშეკრულებების მომზადება; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება; სახელმწიფო ჯილდოებისა და სპორტის სფეროში საპატიო წოდებათა მინიჭების მიზნით მასალების მომზადება; საარქივო საქმიანობის წარმართვა; სტაჟირების ორგანიზება და განხორციელება; საკადრო მონაცემთა სისტემატიზაცია და განახლება; პერსონალის შერჩევისა და განვითარების უზრუნველყოფა; პერსონალის პიროვნული და საქმიანი თვისებების შეფასების ორგანიზება მათი რაციონალური განაწილებისა და გამოყენების მიზნით; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, სამუშა ო)აღწერილობების მომზადება და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამუშავება; შესაბამისი ცნობების მომზადება და გაცემა;
ე) სამინისტროსათვის ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის შემუშავება და მისი დანერგვის უზრუნველყოფა სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში; სამინისტროს საჭიროებიდან გამომდინარე, ტექნიკური და კომპიუტერული მოწყობილობების ახალი ინოვაციური მოწყობილობებით ჩანაცვლება და მათზე მონიტორინგის წარმოების უზრუნველყოფა; აქტიური მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის დაცული ქსელების წარმოებაში; სამინისტროში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვისა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; საკონსულტაციო მომსახურების გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მუშაობასა და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებასთან დაკავშირებით; სამინისტროში არსებული კომპიუტერული ქსელის სისტემების ადმინისტრირებისა და მართვის უზრუნველყოფა, ამასთან, მისი შიდა და გარე ქსელური პერიმეტრის დაცვა; არსებული სერვისების მხარდაჭერისა და ახალი ინოვაციური მომსახურების დანერგვის, მონაცემთა უწყვეტობისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ე) სამინისტროს საქმისწარმოების ორგანიზება; კანონმდებლობის შესაბამისად შინაგანაწესის შემუშავება, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციისა და მოქალაქეთა განცხადებების დამუშავება და მათი განხილვის მეთვალყურეობა; მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების დავალებათა შესრულების კონტროლი; საიდუმლო საქმისწარმოება; სამინისტროში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვისა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; კონსულტაციის გაწევა სამინისტროს მოსამსახურეთათვის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში მუშაობასა და მასში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებასთან დაკავშირებით; სამინისტროს ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის შესაბამისად შემოსული კორესპონდენციის მიღება, გაფორმება და შესაბამისი ადრესატისთვის მიწოდება, სამინისტროში შექმნილი მასალების ელექტრონულად და ფოსტით გაგზავნის უზრუნველყოფა; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემა; საშვთა ბიუროს საქმიანობის განხორციელება;
3. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში მონიტორინგისა და აუდიტორული საქმიანობის განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისა და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების საკითხების შესწავლა; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების შესწავლა-ანალიზი; სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; კორუფციასთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
ვ) სპორტული და ახალგაზრდული პროფილის ობიექტების ტექნიკური განახლების, რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის შესახებ წინადადებების კვლევა და წარდგენა; ქვეყნის მასშტაბით არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საინვესტიციო წინადადებების შესწავლა და წარდგენა; დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული და ახალგაზრდული პროფილის ნაგებობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვის საკითხების შემუშავება; ქვეყანაში არსებული სპორტული და ახალგაზრდული პროფილის ობიექტების (მოედნები, დარბაზები, ბანაკები და სხვა ნაგებობები) შესახებ მონაცემების შეგროვება და მონიტორინგის განხორციელება.
4. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს ცენტრალური აპარატის სამართლებრივი უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო საქმიანობის მონიტორინგი; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია; საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენის უზრუნველყოფის კოორდინაცია; სხვადასხვა უწყებიდან და სამინისტროს სისტემის დაწესებულებებიდან შესული, აგრეთვე უშუალოდ სამინისტროს მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა.
3. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სისტემის დაწესებულებებში შიდააუდიტორული საქმიანობის განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესება, მისი მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულების ხელშეწყობა; სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერებისა და მიზნობრიობის შესწავლისა და ანალიზის მეშვეობით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს სამინისტროს დასახული მიზნების შესრულებაში; სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სისტემის დაწესებულებების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება; სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით კანონშესაბამისი რეაგირება; სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
4. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადება, სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ბრძანებების პროექტების ვიზირება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენა და მისი განხორციელების კოორდინაცია, სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების საქართველოს პარლამენტში წარდგენისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან შემოსული სამართლებრივი აქტების პროექტებზე რეაგირება; სხვადასხვა უწყებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტების თაობაზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და იურიდიული პირების საჩივრების განხილვაში მონაწილეობა, სამინისტროს სახელით გასაგზავნი შესაბამისი წერილების მომზადება; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში სამართლებრივ საკითხებზე წარმომადგენლობა; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების გარდა, სამინისტროს სახელით გასაფორმებული სხვადასხვა ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების მომზადება.
5. სპორტის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების, კვლევისა და ანალიზის შედეგად სპორტის პრიორიტეტული და სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) სხვა სამინისტროების მიერ სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა და მათთან თანამშრომლობა, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, სპორტის დარგში სამეცნიერო, სამედიცინო და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა, სამეცნიერო შეკრებების, სიმპოზიუმების, კონფერენციების მოწყობისა და სხვა შეხვედრების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ბ) სხვა სამინისტროების მიერ სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში მონაწილეობა და მათთან თანამშრომლობა, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, სპორტის დარგში სამეცნიერო, სამედიცინო და გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა, სამეცნიერო შეკრებების, სიმპოზიუმების, კონფერენციების მოწყობისა და სხვა შეხვედრების კოორდინაცია და ხელშეწყობა;
გ) სპორტის სისტემის მუშაობის თვალსაზრისით წინადადებების ანალიზი და მომზადება, მათი ეროვნული საინვესტიციო პროგრამების ჩარჩოებში ჩასართავად, „სპორტი ყველასათვის“ მიმართულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებების კალენდრის შემუშავებისა და მისი შესრულების ანალიზის განხორციელება, სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
გ) სპორტის სისტემის მუშაობის თვალსაზრისით წინადადებების ანალიზი და მომზადება, მათი ეროვნული საინვესტიციო პროგრამების ჩარჩოებში ჩასართავად;
დ) სპორტული პროფილის საწარმოებისა და ობიექტების ტექნიკური განახლების, რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის შესახებ წინადადებების კვლევა და წარდგენა, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვის საკითხების შემუშავება, სპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრუ-ლებების პროექტების მომზადება, დარგში მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერული მიღწევების განზოგადება და მათი პრაქტიკაში დანერგვა;
დ) „სპორტი ყველასათვის“ მიმართულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებების კალენდრის შემუშავებისა და მისი შესრულების ანალიზის განხორციელება, სპორტული შედეგების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ე) (ამოღებულია – 14.12.2011, №474);
ე) სპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა, დარგში მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერული მიღწევების განზოგადება და მათი პრაქტიკაში დანერგვა, დოპინგსაწინააღმდეგო საკითხების ხელმძღვანელობა.;
ვ) საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების სტატისტიკური აღრიცხვიანობის ორგანიზება და წარმოება, არსებული მდგომარეობის ანალიზი ძირითადი მონაცემების მიხედვით;
ვ) ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებებსა და სასპორტო სკოლებთან ერთად მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მომზადება;
ზ) ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებებსა და სასპორტო სკოლებთან ერთად მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მომზადება;
ზ) ქვეყანაში სპორტული განათლების დაგეგმვაში მონაწილეობა, მწვრთნელთა და სპორტის სფეროში მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია;
თ) ქვეყანაში სპორტული განათლების დაგეგმვაში მონაწილეობა, მწვრთნელთა და სპორტის სფეროში მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაცია;
თ) ფიზიკური აღზრდის, სპორტული რეზერვის მზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად სამუშაოების წარმოება და სპორტული კლუბების ჩამოყალიბებაში ხელშეწყობა;
ი) (ამოღებულია – 14.12.2011, №474);
ი) სპორტული რეზერვების მზადებისათვის ზრუნვა, ბავშვთა სპორტის განვითარების საკითხების შესახებ წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობა, სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ორგანიზაციული საკითხების მონიტორინგის ჩატარება;
კ) „სპორტი ყველასათვის“ მიმართულების, ფიზიკური აღზრდის, სპორტული რეზერვის მზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად სამუშაოების წარმოება და სპორტული კლუბების ჩამოსაყალიბებლად პირობების შექმნა;
კ) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებისათვის ფიზიკური აღზრდის სასწავლო პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის სპორტული ღონისძიებების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა და მათი სპორტში ჩაბმისათვის პირობების შექმნა;
ლ) სპორტული რეზერვების მზადებისათვის ზრუნვა, ბავშვთა სპორტის განვითარების საკითხების შესახებ წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობა, სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ორგანიზაციული საკითხების მონიტორინგის ჩატარება;
ლ) „უმაღლესი მიღწევების სპორტისა“ და „სპორტი ყველასათვის“ მიმართულებებისათვის აუცილებელი სახსრების საჭიროების შესახებ განაცხადების მომზადება, ოლიმპიური მოძრაობის კოორდინაცია;
მ) ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებისათვის ფიზიკური აღზრდის სასწავლო პროგრამების შედგენაში მონაწილეობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის სპორტული ღონისძიებების ორგანიზების კოორდინაცია და ხელშეწყობა და მათი სპორტში ჩაბმისათვის პირობების შექმნა;
მ) სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის მომზადება, დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა და მათი კოორდინაცია;
ნ) საქართველოში „უმაღლესი მიღწევების სპორტის“ მიმართულების განვითარების საკითხების ხელმძღვანელობა;
ნ) ეროვნულ ფედერაციებთან, ასოციაციებსა და კლუბებთან თანამშრომლობა; ოლიმპიური თამაშებისათვის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ნაკრები გუნდებისა და ცალკეული სპორტსმენების ინდივიდუალური მომზადების გეგმების შედგენაში მონაწილეობა;
ო) სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ეროვნულ და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებათა კალენდარული გეგმის მომზადება, დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა და მათი კოორდინაცია;
ო) ნაკრები გუნდების წევრთა და კანდიდატთა ყოველგვარი მონაცემების შესწავლა, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებების ორგანიზება, შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნულ შეჯიბრებებში წამყვანი სპორტსმენების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
პ) ეროვნულ ფედერაციებთან, ასოციაციებსა და კლუბებთან თანამშრომლობა; ქვეყნის სპორტის სხვადასხვა სახეობებისა და სხვადასხვა ასაკის (ბავშვების, კადეტების, იუნიორებისა და დიდების) ნაკრები გუნდების დაკომპლექტებაში მონაწილეობა, ოლიმპიური თამაშებისათვის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატე-ბისათვის ნაკრები გუნდებისა და ცალკეული სპორტსმენების ინდივიდუალური მომზადების გეგმების შედგენაში, ასევე კონტრაქტების გაფორმებაში მონაწილეობა; ნაკრები გუნდების წევრთა და კანდიდატთა დოსიეს ყოველგვარი მონაცემებით მომზადება, ეროვნული და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებების ორგანიზება, შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნულ შეჯიბრებებში წამყვანი სპორტსმენების მონაწილეობის უზრუნველყოფა, „უმაღლესი მიღწევების სპორტისა“ და „სპორტი ყველასათვის“ მიმართულებებისათვის აუცილებელი სახსრების საჭიროების შესახებ განაცხადების მომზადება, ოლიმპიური მოძრაობის კოორდინაცია;
პ) ადგილობრივი სპორტის სამსახურების თანამშრომლობის კოორდინაცია სპორტის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და სასპორტო სასწავლო დაწესებულებებთან;
ჟ) „უმაღლესი მიღწევების სპორტის“ მიმართულების შემუშავებაში მონაწილეობა;
ჟ) შესაბამისი ადგილობრივი სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მათ ტერიტორიაზე არსებული სპორტული ობიექტების დატვირთვისა და იქ მიმდინარე სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი პროცესის შესახებ;
რ) დოპინგსაწინააღმდეგო საკითხების ხელმძღვანელობა. სპორტული ბაზების ეფექტური გამოყენების კვლევა და ანალიზი.
რ) სპორტის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი განხორციელებისა და განვითარების კოორდინაცია;
ს) ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა;
ტ) სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპორტის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.
6. ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ბავშვების, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, საზოგადოებრივ და ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გეგმის შემუშავება და განხორციელება;
ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ბავშვებისა და ახალგაზრდების უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, საზოგადოებრივ და ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გეგმის შემუშავება და განხორციელება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ბავშვთა შრომითი საქმიანობის კონტროლის დაწესების, ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და დახმარების მიზნით შესაბამისი პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და დახმარების მიზნით შესაბამისი პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;
გ) ახალგაზრდობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
გ) ახალგაზრდობაში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
დ) ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ე) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) იმ პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია, რომელთა მიზანია ახალგაზრდული დღეების, თამაშობებისა და სხვა მასობრივ ღონისძიებათა ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა;
ვ) იმ პროგრამების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია, რომელთა მიზანია ახალგაზრდული დღეების, თამაშობებისა და სხვა მასობრივ ღონისძიებათა ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა;
ზ) ახალგაზრდებს შორის ეროვნებათაშორისი ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით პროგრამების შემუშავება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
თ) ქვეყანაში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ მოპოვებული და გადამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ი) საქართველოს, საზღვარგარეთის ქვეყნების ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს, საზღვარგარეთის ქვეყნების ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;
კ) ახალგაზრდობის პრობლემებთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობის განხორციელება, ახალგაზრდობასთან მიმართებაში არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
კ) ახალგაზრდობის პრობლემებთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობის განხორციელება; ახალგაზრდობასთან მიმართებაში არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ და ბავშვთა ორგანიზაციების საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა, ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ახალგაზრდულ და ბავშვთა ორგანიზაციების საქმიანობისა და პრობლემების შესწავლა, ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შესაბამისი პროგრამებისა და წინადადებების მომზადება;
მ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მიზნით სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა.
მ) ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
7. რეგიონული დეპარტამენტის კომპეტენციაა: საქართველოს რეგიონებში სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა, სხვადასხვა სპორტულ და ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება; ადგილობრივი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და მონიტორინგი; შესაბამისი ადგილობრივი სამსახურებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მათ ტერიტორიაზე არსებული სპორტული ობიექტების დატვირთვისა და იქ მიმდინარე სასწავლო-საწვრთნელი და გამაჯანსაღებელი პროცესის შესახებ; სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ; საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე შექმნილი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კონტროლი; სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და სასპორტო სასწავლო დაწესებულებებთან; სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი განხორციელებისა და განვითარების კოორდინაცია; ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა.
ნ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მიზნით სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა;
ო) რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებათა დაგეგმვა და განხორციელება;
პ) ადგილობრივი ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურების თანამშრომლობის კოორდინაცია ახალგაზრდობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებსა და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებთან;
ჟ) ახალგაზრდობის სფეროში ადგილობრივი და რეგიონული დაგეგმარების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათი განხორციელებისა და განვითარების კოორდინაცია;
რ) ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირების ხელშეწყობა;
ს) სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ახალგაზრდობის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.
7. ანალიტიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს საქმიანობის შესწავლა, მიღებული მონაცემების ანალიზისა და განზოგადების შედეგად სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნების მომზადება და შიდასამსახურებრივი წინადადებების და ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროს საქმიანობის ცალკეული მიმართულების ოპტიმიზაციის მიზნით; კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და მისი შედეგების ანალიზი; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და კვლევითი პროექტების მართვა; საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი რეფორმების გატარების მიზნით; ახალგაზრდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება; ახალგაზრდული და სპორტის პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ახალგაზრდობის და სპორტის შესახებ კანონმდებლობის საჭიროებისამებრ განახლებისა და დახვეწის შესახებ წინადადებების მომზადება; სპორტის და ახალგაზრდობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე სასწავლო-მეთოდოლოგიური ტრენინგ-მოდულების შემუშავება; სტრატეგიული მნიშვნელობის ინიციატივების შესახებ პროგრამების შემუშავება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა; სპორტის და ახალგაზრდობის ჯანსაღი განვითარების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, სტატისტიკური მეთოდოლოგიის განსაზღვრა; ახალგაზრდობას შორის სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და მისი შედეგების ანალიზი; კვლევა და ანალიზი ახალგაზრდობის და სპორტის პრიორიტეტულ საკითხებზე; ახალგაზრდობასთან მიმართებაში არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიება, ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების სტატისტიკური აღრიცხვიანობის ორგანიზება და წარმოება, არსებული მდგომარეობის ანალიზი ძირითადი მონაცემების მიხედვით; ქვეყანაში ახალგაზრდობისა და სპორტის პოლიტიკის შესახებ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა; სისტემატური ინფორმაციის მიღება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში განხორციელებულ ღონისძიებათა შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №474 - ვებგვერდი, 16.12.2011წ.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 თებერვლის დადგენილება №2 9 – ვებგვერდი, 19.02.2013წ.
მუხლი 9. მინისტრის სათათბირო ორგანოები🔗
1. მინისტრს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებით (შემდგომში – სათათბირო ორგანოები), განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.
2. სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დანიშნულ იქნეს სხვა სამთავრობო დაწესებულების მოხელე ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებითა და თანხმობით. მის მუშაობაში შეიძლება, თავიანთი თანხმობით, ჩაბმულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან სახელმწიფო მოხელეები.
მუხლი 10. სამინისტროს სიმბოლიკა🔗
1. სამინისტროს აქვს მრგვალი, 50 მმ დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია სახელმწიფო გერბი. რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო“.
2. სამინისტრო იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს აბრაზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და აბრებზე.
4. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა.
5. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, კონვერტებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებსა და სამინისტროს სუვენირებზე.
მუხლი 11. სამინისტროს ქონება🔗
სამინისტროს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის მფლობელობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები.
მუხლი 12. სამინისტროს რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია🔗
სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №183, 07.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.12.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1022587-2/