სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.09.2010 ძალადაკარგული 23.10.2019
ნომერი
№166
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.027.015148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 09/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.027.015.148

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

  ბრძანება №166

2010 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულება (დანართი №1).

2. დამტკიცდეს სტაჟირების გავლის წესი (დანართი №2).

3. ეს ბრძანება ამოქმედეს გამოქვენებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

დანართი №1

სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის (შემდგომში – პალატა) მიერ სტაჟიორთა (შემგომში – სტაჟიორი) კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების წესსა და პირობებს.

    მუხლი 2 . კონკურსის ჩატარების მიზნები და პრინციპები

1. ნოტარიატის სისტემაში ერთიანი საკადრო პოლიტიკის გატარების და ხელშეწყობის, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, პალატა ახორციელებს სტაჟიორთა მომზადებას, რაც გულისხმობს თეორიული ცოდნის, პროფესიული თვისებებისა და საქმიანობის მოთხოვნების შესაბამისი უნარ-ჩვევების მქონე პირთა მოზიდვას, შერჩევას და გაგზავნას სწავლებისათვის პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში (შემდგომში – ცენტრი).

2. კონკურსი ტარდება საჯაროობის, სამართლიანობის, ობიექტურობისა და გამჭ ვ ირვალობის პრინციპების დაცვით.

3. კონკურსის გამოცხადებამდე პალატა კონკურსის ჩატარების თაობაზე ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.

    მუხლი 3. სტაჟიორობის კანდიდატი

1. სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება.

2 . სტაჟირების გასავლელად პალატისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობაა 600 ლარი. აღნიშნულ თანხას სტაჟიორი იხდის ცენტრში სწავლების დაწყებამდე არა უგვიანეს ორი დღით ადრე. სტაჟიორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უფლებამოსილია განაწილვადოს პალატისათვის გადასახდელი საფასურის ოდენობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18ოქტომბრის ბრძანება  №189-სსმ III, №134, 19.10.2010 წ; მუხ.1933

თავი II. სტაჟიორთა მიღება და სტაჟირების ვადები

    მუხლი 4. სტაჟიორთა მიღება

1. სტაჟიორთა შერჩევა და მიღება სასწავლო ცენტრში ხდება კონკურსის წესით.

2. სტაჟიორთა რაოდენობას განსაზღვრავს პალატის გამგეობა საქართველოს ნოტარიატის სისტემაში ნოტარიუსთა თანამდებობრივი რაოდენობის გათვალისწინებით.

თავი III. კონკურსი

    მუხლი 5. კონკურსის გამოცხადება

1. კონკურსს აცხადებს პალატის გამგეობა კონკურსის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე. კონკურსის პირველ და მე-2 ეტაპებს შორის უნდა განისაზღვროს გონივრული ვადა.

2. პალატა ვალდებულია კონკურსის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს პრესაში ან/და სხვა მასობრივი საშუალებების მეშვეობით, პალატის ოფიციალურ ვებგვერდზე და/ან საამისოდ განკუთვნილ ვებგვერდებზე.

3. კონკურსის შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) იმ დაწესებულების დასახელებას, იურიდიულ მისამართს და ელექტრონული ფოსტის მისამართს, სადაც სტაჟირების გავლის მსურველმა უნდა შეიტანოს საჭირო დოკუმენტები;

ბ) დოკუმენტების ჩამონათვალს და მათი წარდგენის ვადას;

გ) სტაჟირების გავლის მსურველი პირისათვის წაყენებულ მოთხოვნებს;

დ) კონკურსის ჩატარების თარიღს;

ე) კონკურსის პირველი ეტაპის თემატიკას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18ოქტომბრის ბრძანება  №189-სსმ III, №134, 19.10.2010 წ; მუხ.1933

    მუხლი 6. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები

1. სტაჟირების გავლის მსურველ პირს განცხადება შეაქვს პალატის გამგეობის მიერ შექმნილ სამდივნოში, რომელიც კომპლექტდება პალატის თანამშრომლებით. სამდივნოს საქმიანობას ხელმძღვანელობს პალატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

2. სამდივნოს ევალება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება, დადგენილ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობის შემოწმება და კანდიდატთა რეგისტრაცია.

3. სტაჟირების გავლის მსურველ პირთა განცხადების რეგისტრაცია იწყება კონკურსის ჩატარების თარიღის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს და მთავრდება კონკურსის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განცხადებები აღარ მიიღება.

4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა პირმა სამდივნოში და/ან ელექტრონული ფორმით უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) აპლიკაცია თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი № 1ა);

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3X4).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18ოქტომბრის ბრძანება  №189-სსმ III, №134, 19.10.2010 წ; მუხ.1933

თავი IV. საკონკურსო კომისია

    მუხლი 7. საკონკურსო კომისიის შექმნა და შემადგენლობა

1. საკონკურსო კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით. საკონკურსო კომისია შედგება სამი წევრისაგან.

2. საკონკურსო კომისიის წევრები თავისი შემადგენლობიდან ირჩევენ საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს.

3. საკონკურსო კომისია იქმნება კონკურსის დაწყებამდე 5 დღით ადრე და მისი უფლებამოსილება წყდება კონკურსის საბოლოო შედეგების დამტკიცებისთანავე.

4. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა ანონიმურია და არ შეიძლება გამოცხადდეს კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე.

5. საკონკურსო კომისიის წევრის ვინაობის გამჟღავნება საკონკურსო კომისიის წევრის მიერ შეიძლება გახდეს მისთვის საკონკურსო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

    მუხლი 8. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი

1. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.

2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

    მუხლი 9. საპრეტენზიო კომისია და პრეტენზიების განხილვის წესი

1. კონკურსის პროცედურებთან და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, პალატის გამგეობის გადაწყვეტილებით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება პალატის გამგეობის მიერ.

2. საპრეტენზიო კომისია შედგება სამი წევრისაგან, რომლებიც თავისი შემადგენლობიდან ხმათა უმრავლესობით ირჩევენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს. პირი, რომელიც იყო საკონკურსო კომისიის წევრი, არ შეიძლება იმავდორულად იყოს საპრეტენზიო კომისიის წევრი.

3. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

4. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს.

5. განცხადება პრეტენზიის თაობაზე მიიღება ტესტირების შედეგების გამოცხადებიდან მეორე დღეს 18:00 საათამდე წერილობით. საპრეტენზიო კომისიის მიერ განცხადებები განიხილება მისი რეგისტრაციიდან ორი დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე დგება ოქმი.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას ამტკიცებს საკონკურსო კომისია.

თავი V. კონკურსის ჩატარების პროცედურა

    მუხლი 10. კონკურსის პირობები

1. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია.

2. კონკურსი ტარდება ორ ეტაპად, ტესტირების ფორმით.

3. ტესტირებაზე დაგვიანებით გამოცხადება პირს ართმევს ტესტირებაში მონაწილეობის უფლებას.

    მუხლი 11. სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმები

სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) პროფესიული უნარ-ჩვევები;

ბ) ზოგადი უნარები.

    მუხლი 12. ტესტირება

1.  ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით, ორ ეტაპად და მოიცავს პროფესიულ და ზოგადი უნარების ტესტებს. პროფესიული ტესტირების თემატიკას ამტკიცებს პალატის გამგეობა.

2.  თითოეულ ეტაპზე ტესტი შედგება 100 კითხვისგან. ზ ოგადი უნარების ტესტირებისთვის პირს ეძლევა 2 საათი, ხოლო პროფესიული უნარ-ჩვევები ს ტესტირებისთვის – 4 საათი. თითოეული შეკითხვა ფასდება ერთი ქულით. დადებითი შეფასების მისაღებად სტაჟირების გავლის მსურველმა უნდა დააგროვოს მინიმუმ 80 ქულა ტესტირების თითოეულ ეტაპზე.

3.  პალატის გამგეობა უფლებამოსილია საკონკურსო კომისიის დასაბუთებული წინადადების საფუძველზე დასწიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადებითი შეფასებისთვის დადგენილი მინიმალური ზღვარი.

4.  ტესტირების დროს სტაჟირების გავლის მსურველი პირის მიერ საკანონმდებლო ან სხვა მასალის გამოყენების გამოვლენა წარმოადგენს კონკურსიდან პირის მოხსნის საფუძველს.

5.  ტესტირების შედეგები ქვეყნდება პალატის შენობაში და ვებგვერდზე ტესტირების ჩატარებიდან სამი დღის ვადაში.

6.  ტესტები ხელმისაწვდომია მხოლოდ პალატის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირებისათვის.

7.  კონკურსში გამარჯვებულად ითვლება პირი, რომელიც წარმატებით გაივლის ორივე ეტაპს და დააგროვებს ამ დებულებით განსაზღვრულ ქულების შესაბამის რაოდენობას.

8. საკონკურსო კომისია ამტკიცებს კონკურსის საბოლოო შედეგებს და წარუდგენს პალატის გამგეობას კონკურსის დასრულებიდან ათი დღის ვადაში.

9. კონკურსის ორივე ეტაპის დასრულების შემდეგ კონკურსში მონაწილეთა ნამუშევრები ილუქება და ინახება პალატაში ერთი წლის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ნამუშევრები ნადგურდება.

10. კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პალატა სტაჟიორს სტაჟირებისათვის აგზავნის ცენტრში, რის თაობაზეც ინფორმაციას აწვდის სამინისტროს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 27 სექტემბრის ბრძანება  № 175 -სსმ III, №1 24 , 28 .0 9 .2010 წ; მუხ. 1814

    მუხლი 13. ჩაშლილი კონკურსი

  კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის შედეგად ვერ იქნება შერჩეული სტაჟიორი.

 

დანართი №1 ​ა

 

 

 

ფოტოსურათი

 

 

ა პ ლ ი კ ა ც ი ი ს    ფ ო რ მ ა

პირადი ინფორმაცია

 

გვარი, სახელი, მამის სახელი:

 

 

გაქვთ თუ არა შეცვლილი გვარი, სახელი, მამის სახელი (დადებითი პასუხის შემთხვევაში დააზუსტეთ როდის და რა მიზეზით)

 

მოქალაქეობა :

 

დაბადების რიცხვი, თვე, წელიწადი და ადგილი :

 

ოჯახური მდგომარეობა:

 

იურიდიული მისამართი რეგისტრაციის მიხედვით:

 

ფაქტ ობრივი საცხოვრებელი მისამართი:

 

სახლის ტელეფონი/მობილურის ნომერი:

 

□ პირადობის მოწმობის / □ პასპორტის № :

 

პირადი №, გაცემულია/გაცემის თარიღი:

 

ავტომანქანის მართვის მოწმობის №/ კატეგორია

 

სამხედრო ბილეთის № და სამხედრო წოდება

 

ელფოსტა

 

 

განათლება

 

№

სასწავლებლის დასახელება

სწავლების წლები

ფაკულტეტი

კვალიფიკაცია და დიპლომის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კლასიფიკაციის ასამაღლებელი კურსები (ტრენინგები)

 

 

№

ტრენინგის დასახელება

ტრენინგის ჩატარების ადგილი, პერიოდი

ორგანიზაციის დასახელება (ვის მიერ იყო ორგანიზებული)

რა სახის ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

უცხო ენა (მიუთითეთ, რომელ უცხო ენას ფლობთ და რა დონეზე)

 

უცხო ენა

უცხო ენის ცოდნა

□

□ ძალიან კარგად

□ კარგად

□ საშუალოდ

□ ცუდად

□

□ ძალიან კარგად

□ კარგად

□ საშუალოდ

□ ცუდად

□

□ ძალიან კარგად

□ კარგად

□ საშუალოდ

□ ცუდად

□

□ ძალიან კარგად

□ კარგად

□ საშუალოდ

□ ცუდად

 

დამატებითი ინფორმაცია თქვენ შესახებ (ჯილდო, აკადემიური ხარისხი)

 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (მიუთითეთ, რომელი პროგრამები იცით და რა დონეზე)

 

პროგრამები

პროგრამების ცოდნის დონე

□ ძალიან კარგად

□ კარგად

□ საშუალოდ

□ ცუდად

□ ძალიან კარგად

□ კარგად

□ საშუალოდ

□ ცუდად

□ ძალიან კარგად

□ კარგად

□ საშუალოდ

□ ცუდად

□ ძალიან კარგად

□ კარგად

□ საშუალოდ

□ ცუდად

 

შრომითი საქმიანობა/სტაჟირება (გთხოვთ ჩამონათვალში გაითვალისწინოთ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში თანამდებობის შეცვლის პროცესიც და მიუთითეთ ამ შენაცვლების (დაწინაურება, დაქვეითება) მიზეზი. წარმოების და დაწესებულების დასახელება უნდა ჩაიწეროს ისე, როგორც ეწოდებოდა მოცემულ ორგანიზაციას თქვენი მუშაობის პერიოდში).

 

 

№

ორგანიზაციის დასახელება და იურიდიული მისამართი

 

თანამდებობა

 

 

 

ფუნქციათა ჩამონათვალი

 

მუშაობის წლები

 

ყოველთვიური ანაზღაურება

 

სამუშაოდან წამოსვლის მიზეზი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ოჯახის წევრები (მიუთითეთ ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილები, დედა, მამა, და, ძმა. თუ ცოლი ატარებს მეუღლის გვარს, საჭიროა ასევე მიუთითოთ ქალიშვილობის გვარი). ასევე, მიუთითეთ თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირები.

ოჯახის წევრები (მიუთითეთ ოჯახის წევრები: მეუღლე, შვილები, დედა, მამა, და, ძმა. თუ ცოლი ატარებს მეუღლის გვარს, საჭიროა ასევე მიუთითოთ ქალიშვილობის გვარი). ასევე, მიუთითეთ თქვენთან მუდმივად მცხოვრები პირები.

 

ოჯახის წევრები

გვარი, სახელი, მამის სახელი

დაბადების რიცხვი, თვე, წელიწადი

სამუშაო ადგილი, თანამდებობა

საცხოვრებელი მისამართი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი ხელმძღვანელების საკონტაქტო ინფორმაცია ბოლო 3 სამუშაო ადგილიდან.

 

№

ორგანიზაციის დასახელება

გვარი, სახელი

თანამდებობა

 

სამსახურის მისამართი

ტელეფონის ნომერი,

ელ-ფოსტა, ვებგვერდი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი მოტივაცია ნოტარიუსთა პალატის მიერ გამოცხადებული სტაჟირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. რატომ გსურთ სტაჟირების გავლა?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია შეესაბამება სინამდვილეს .

თანახმა ვარ, ნოტარიუსთა პალატის მიერ გადამოწმდეს აღნიშნული ინფორმაცია .

 

  შევსების თარიღი :  ..............  ........................................... 201 ..... წელი .

 

პირადი ხელმოწერა : .....................................................

 

                       

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 18ოქტომბრის ბრძანება  №189-სსმ III, №134, 19.10.2010 წ; მუხ.1933

 

დ ანართი №2

სატაჟირების გავლის წესი

    მუხლი 1. სტაჟირების მიზნები

1. სტაჟირების მიზ ა ნია სტაჟიორთა კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორის მომზადება და ადაპტირება იმ სამუშაო გარემო ში , რომელშიც მას, როგორც ნოტარიუსს (დანიშვნის შემთხვევაში), მოუწევს საქმიანობა.

2. სწავლება მიზნად ისახავს ნოტარიუსის თანამდებობის დასაკავებლად კადრების მომზადებასა და ნოტარიატის სისტემის მაღალკვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტების ხელშეწყობას.

    მუხლი 2. სტაჟირება

სტაჟირება ნიშნავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან არსებულ სასწავლო ცენტრში (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ დადგენილი პროგრამით სწავლებას.

    მუხლი 3. სტაჟირების გავლის ვადა და ეტაპები

1. სტაჟირების გავლის ვადა არის 8 თვე.

2. სტაჟირების სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს. თითოეული კურსის ხანგრძლივობაა ოთხი თვე.

    მუხლი 4. სტაჟირების თეორიული კურსი

1. სწავლების თეორიული კურსი მიმდინარეობს ცენტრში.

2. თეორიული სწავლება მოიცავს პროგრამის შესაბამისად, სანოტარო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებისა და იმ უნარ-ჩვევების შესწავლას, რომლებიც აუცილებელია ნოტარიუსად მუშაობისათვის.

3. ცენტრში სტაჟიორებს უტარდებათ ლექცია/სემინარები სხვადასხვა დარგის მოწვეული ექსპერტების და სპეციალისტების მიერ.

    მუხლი 5. სტაჟირების პრაქტიკული კურსი

1. სტაჟირების პრაქტიკული კურსი მიმდინარეობს იმ ნოტარიუსთან, სადაც პირი სტაჟირებისათვის გაიგზავნა ნოტარიუსთა პალატის მიერ.

2. ერთ სანოტარო ბიუროში შეიძლება სტაჟირებისათვის გაიგზავნოს არა უმეტეს ორი სტაჟიორი, ასევე დასაშვებია სტაჟიორთა როტაცია.

3. სტაჟირების ხელმძღვანელი ნოტარიუსი ვალდებულია სტაჟიორს შეასწავლოს პროგრამით გათვალისწინებული საკითხები და გაუწიოს მონიტორინგი სწავლების პროცესს.

4. სტაჟიორის სწავლების ხანგრძლივობა სანოტარო ბიუროში ყოველდღიურად უნდა შეადგენდეს არანაკლებ სამ საათს. სტაჟიორს უფლება აქვს წინასწარი წერილობითი შეტყობინებით, ორი სამუშაო დღის განმავლობაში არ გამოცხადდეს სანოტარო ბიუროში. საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სტაჟიორი წარადგენს ცნობას საპატიო მიზეზების არსებობის თაობაზე.

5. სტაჟირების დამთავრებისას სტაჟირების ხელმძღვანელი ნოტარიუსი ცენტრს წარუდგენს სტაჟიორის შეფასების ფორმას (დანართი 2​ა ), რომლითაც აფასებს რამდენად პასუხობს სტაჟიორი სტაჟირების პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შეფასების ფორმას ხელს აწერენ სტაჟირების ხელმძღვანელი ნოტარიუსი და სტაჟიორი, რომელიც ხელმოწერით ეთანხმება მიღებულ შეფასებას.

6. თუ სტაჟირების გავლის პერიოდში სტაჟირების ხელმძღვანელ ნოტარიუსს შეუწყდა ან შეუჩერდა სანოტარო საქმიანობის უფლება, სტაჟიორს ნოტარიუსთა პალატა სტაჟირებისათვის აგზავნის სხვა ნოტარიუსთან.

7. სტაჟიორი ნოტარიუსის შემცვლელი პირის დანიშვნისას სტაჟირებას აგრძელებს ნოტარიუსის შემცვლელ პირთან იგივე წესითა და პირობებით.

    მუხლი 6. ტესტირება

1. სტაჟიორს თეორიული და პრაქტიკული კურსის სწავლების დასასრულს უტარდება ტესტირება ან/და გასაუბრება, რომლის დანიშნულებაა სტაჟიორის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება.

2. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს გადაეცემა სერტიფიკატი და რეგისტრირდება სტაჟიორების მონაცემთა ბაზაში.

3. სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს არ გადაეცემა სერტიფიკატი. ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია სტაჟიორთა კონკურსის გავლის გარეშე ხელახლა გაიაროს სტაჟირების კურსი.

    მუხლი 7. სტაჟიორის მოვალეობები

1. სტაჟიორი ვალდებულია დადგენილ ვადებში შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელი ნოტარიუსის მითითებები და დავალებები და სტაჟირების პერიოდში მისთვის დაკისრებული მოვალეობები. ამ მოვალეობათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მას ცენტრის მიერ მიეცემა გაფრთხილება სტაჟირების შეწყვეტის თაობაზე.

2. სტაჟიორი სტაჟირების დასასრულს ადგენს წერილობით ანგარიშს (შეფასების ფორმას) მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკუთარ მოსაზრებებს ცენტრის და სანოტარო ბიუროს ფუნქციონირების, იქ არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების თაობაზე.

    მუხლი 8. სტაჟიორის მონაწილეობა სანოტარო მოქმედებისას

1. სტაჟიორს ეკრძალება შუამავლობა გარიგებისას. სტაჟიორს ასევე ეკრძალება იყოს მოწმე, თარჯიმანი ან დავალების ხელშეკრულებით მოქმედი წარმომადგენელი იმ სანოტარო მოქმედებისას, რომელიც სრულდება სტაჟირების ხელმძღვანელ ნოტარიუსთან.

2 . სტაჟიორს, ასევე მის ნათესავებს შეუძლიათ სტაჟირების ხელმძღვანელ ი ნოტარი უსისაგან მოითხოვონ სანოტარო მოქმედებ ის შესრულება კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.

3 . სტაჟიორს ეკრძალება სანოტარო მოქმედების შესრულება და სანოტარო აქტის რეგისტრაცია ელექტრონულ სანოტარო რეესტრში.

    მუხლი 9. მონაწილეობა სემინარებში

ნოტარიუსთა პალატის გადაწყვეტილებით, სტაჟიორი შეიძლება და ეს წროს ნოტარიუსთა პროფესიული ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამართულ სემინარებს, კონფერენციებსა თუ სხვა მსგავს ღონისძიებებს, რისთვისაც წინასწარ წერილობით უნდა მიმართოს ნოტარიუსთა პალატას.

    მუხლი 10. საიდუმლოების დაცვა

სტაჟიორი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს და არ გაახმაუროს ცნობები იმ სანოტარო მოქმედებების თაობაზე, რაც მისთვის სტაჟირებისას გახდა ცნობილი. ეს ვალდებულება ძალაში რჩება სტაჟირების დასრულების შემდეგაც.

    მუხლი 11. სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლები

სტაჟირების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) სტაჟიორის პირადი განცხადება;

ბ) სტაჟიორის მიერ მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა სისტემატური შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

დ ანართი №2 ​ა

 

 

სტაჟიორის შეფასების ფორმა

ნოტარიუსის სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––

სანოტარო ბიუროს იურიდიული მისამართი ––––––––––––––––––––––

სტაჟიორის სახელი, გვარი და სტაჟირების დაწყების და დასრულების თარიღი –––––––––––––––––––––

ზოგადი ფაქტორები

ქულა

კომენტარი

1. სამუშაოს

 შესრულების ხარისხი

5

4

3

2

1

 

2. სამუშაოსადმი დამოკიდებულების ხარისხი

5

4

3

2

 

 

3. თეორიული

 ცოდნა, პრაქტიკული ჩვევები

5

4

3

2

1

 

4. სანდოობის

 ხარისხი

5

4

3

2

1

 

5. გუნდური

 მუშობის უნარი

5

4

3

2

1

 

შენიშვნები

გთხოვთ მიუთითოთ დამატებითი შენიშვნები სტაჟირების პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით და სტაჟიორის წარმატების ან წარუმატებლობის მიზეზები

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------

შეფასებას გავეცანი და ვეთანხმები, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით

სტჟიორის ხელმოწერა ------------------------------------------------------------------------

სტაჟირების ხელმძღვანელი ნოტარიუსის ხელმოწერა -------------------------------------------------

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სტაჟიორთა კონკურსის ჩატარების წესისა და პირობების შესახებ დებულებისა და სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“, №166, 09.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.027.015148 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.10.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1023808-2/