„საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №134
2005 წლის 11 აგვისტო
ქ. თბილისი
საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:
1. განისაზღვროს ლიცენზიისა და ნებართვის გამცემ ორგანოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარატმენტი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიისა და ნებართვის შემდეგი სახეების მიხედვით:
ა) საბაჟო გადამზიდველის საქმიანობის ლიცენზია;
ბ) საბაჟო ბროკერის საქმიანობის ლიცენზია;
გ) უბაჟო საცალო ვაჭრობის ობიექტების საქმიანობის ნებართვა;
დ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა;
ე) საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა;
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა;
ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვა.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
+

დ) საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა;
ე) დროებითი შენახვის საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა;
დ) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვა;
ე) საქონლის დროებითი შემოტანის ან/და გატანის ნებართვა;
ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ნებართვა;
ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების ნებართვა.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №99-სსმIII, №73, 01.06.2006წ., მუხ.910
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №99-სსმIII, №73, 01.06.2006წ., მუხ.910
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ”?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ” ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2007.
- როდის იქნა მიღებული „საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ”?
- „საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ” მიღებულია 11.08.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №134. სარეგისტრაციო კოდი — 230.200.000.10.003.000.268.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.04.2007.
- სად არის „საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.04.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საბაჟო სფეროში ლიცენზიისა და ნებართვის გამცემი ორგანოს განსაზღვრის შესახებ”, №134, 11.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 230.200.000.10.003.000.268 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10246/