დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.03.2008 ძალადაკარგული 07.07.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№110
სარეგისტრაციო კოდი
010.080.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 04/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

  ბრძანებულება №110

2008 წლის 4 მარტი

  ქ. თბილისი

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №4 10 - ვებგვერდი, 28.07.2011წ.

1. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესი.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №4 10 - ვებგვერდი, 28.07.2011წ.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესი

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №4 10 - ვებგვერდი, 28.07.2011წ.

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი ადგენს:

 ა) დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) შექმნისა და გაუქმების წესს;  

ბ) დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის წესს.

2. ეს წესი არ აწესრიგებს თვითმმართველი ერთეულის სტატუსის მქონე დასახლების (თვითმმართველი ქალაქი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საკითხებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №4 10 - ვებგვერდი, 28.07.2011წ.

    მუხლი 2. დასახლების შექმნა ან გაუქმება

1. დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) შექმნის ან გაუქმების შუამდგომლობით თვითმმართველი ერთეულის საკრებულო მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს.

2. საკრებულოს შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:

ა) დასახლების შექმნის ან გაუქმების საჭიროების დასაბუთება;

ბ) შესაქმნელ ან გასაუქმებელ დასახლებაში მოსახლეთა რიცხოვნობა;

გ) შესაქმნელი ან გასაუქმებელი დასახლების სახელი, ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა;

დ) სხვა დოკუმენტები, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

3. დასახლების შექმნის შესახებ საკრებულოს შუამდგომლობას აგრეთვე თან უნდა დაერთოს შესაქმნელი დასახლების შესაბამისობის დასაბუთება შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.

4. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საკრებულოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარდგინებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს დასახლების შექმნის ან გაუქმების თაობაზე. წარდგინებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. დასახლების შექმნის ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

5. დასახლებისათვის შესაბამისი კატეგორიის მიკუთვნება (შეცვლა), ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პირველი მუხლის ,,დ“ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, განიხილება, როგორც დასახლების შექმნა და ხორციელდება დასახლების შექმნისათვის ამ წესით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 14 მარტის №143 ბრძანებულება - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.465   

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 ივლისის ბრძანებულება №4 10 - ვებგვერდი, 28.07.2011წ.

    მუხლი 3. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა

1. დასახლების (ქალაქი, დაბა, სოფელი) ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შუამდგომლობით თვითმმართველი ერთეულის საკრებულო მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს.

2. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ საკრებულოს შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:

ა) დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის საჭიროების დასაბუთება;

ბ) დასახლების ახალი ადმინისტრაციული საზღვარი და სქემატური რუკა.

3. სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საკრებულოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, წარდგინებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის თაობაზე. წარდგინებას თან უნდა დაერთოს ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. დასახლების ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 4. დასახლებისათვის სახელის მინიჭება და შეცვლა

დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის საკითხები რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

საქართველოს პრეზიდენტის 20 08 წლის 14 მარტის №143 ბრძანებულება - სსმ III, №41, 19.03.2008 წ., მუხ.465

    მუხლი 5. გადაწყვეტილებების მიღების რიგითობა

დასახლების შექმნა ან გაუქმება, მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლა, რაც იწვევს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას, შესაძლებელია განხორციელდეს თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

    მუხლი 6. მონაცემების რეგისტრაცია

ამ წესის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დასახელების შექმნის (გაუქმების), მისი ადმინისტრაციული საზღვრისა და სახელის შეცვლის შესახებ მონაცემების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე, იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

    მუხლი 7. წესში ცვლილებების შეტანა

ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, მისი გაუქმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „დასახლების შექმნის, გაუქმებისა და მისი ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლის, დასახლებისათვის სახელის მინიჭებისა და შეცვლის წესის შესახებ“, №110, 04.03.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.080.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/102466-2/