სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.09.2010 ბოლო ცვლილება 13.09.2012
ნომერი
№1-1/1565
სარეგისტრაციო კოდი
370030000.22.024.016007
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 125, 30/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1565

+

2010 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ

+

„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემ უ ლი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 23 სექტემბრის № 1-1/1017 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 10 აგვისტოდან.

მინისტრის პირველი მოადგილე    ა. კეკელია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ .

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემ უ ლი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი

+

თავი I ზოგადი დებულებები

+

    მუხლი 1. რეგულირების სფერო

+

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემ უ ლი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდა პ ირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესსა და პირობებს.

2. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), მისი ტერიტორიული ორგანო ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედი აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანო.

3. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცალკეული მიწის ნაკვეთების პრივატიზების თაობაზე სპეციალურ გადაწყვეტილებას, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი თანხმობით იღებს საქართველოს მთავრობა.

3​1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ 500-მეტრიან სასაზღვრო ზოლში არსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცალკეული მიწის ნაკვეთების პრივატიზების მიზნით პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობისათვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის მიღების შემთხვევაში, სამინისტროს მეშვეობით საკითხი ეგზავნება საქართველოს მთავრობას, რომლის მიერ პრივატიზებაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ახორციელებს პრივატიზებას ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.

4. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება შესაძლებელია საქართველოს მოქალაქისათვის ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

თავი II სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზება

+

    მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება

+

1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.

 2. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს ადგენს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, რომელიც არ უნდა იყოს 7 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 60 კალენდარულ დღეზე მეტი.

 3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ ქვეყნდება პრივატიზების დათქმულ თარიღამდე 10 კალენდარული დღით ადრე.

4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას და მისამართს;

ბ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების დროს და ადგილს;

გ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

დ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის და ფართობის შესახებ;

ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საწყის საფასურს, უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის (შემდგომში _ უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია)/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც განისაზღვრება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ და შეადგენს სახელმწიფო ქონების საწყისი საფასურის არანაკლებ 10% და არა უმეტეს 80%.

ვ) ბიჯის სიდიდეს;

ზ) მონაცემებს საპრივატიზებო მიწის ნაკვეთზე არსებული უძრავი ქონებისა და მრავალწლიანი ნარგავების შესახებ;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

6. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

7. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

8. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ საპრივატიზებო კომისიას (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სხვა წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით გასცემს აუქციონში გამარჯვების დადასტურებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 ივნისის ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

    მუხლი 3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირება, აგეგმვა და ნატურაში გადატანა

+

1. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირების უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, სამინისტროს და მესამე პირს.

2. საქართველოს მოქალაქის, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე მესამე პირის მიერ საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პირები მიმართავენ სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს.

3.  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აგეგმვასა და ნატურაში გადატანას ახორციელებს სამინისტრო ან საკითხის ინიციატორი.

4. როდესაც პრივატიზების ინიციირებისათვის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, აგრეთვე მესამე პირებს სურთ აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზება, ისინი ვალდებულნი არიან:

ა) შეარჩიონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) და საჭიროების შემთხვევაში დაყონ ოპტიმალური ზომის (არანაკლებ 3-ჰექტრიან) ნაკვეთებად. აღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე ნაკლებია;

ბ) დაამზადონ შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) დეტალური საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ნახაზები), აგრეთვე მოიკვლიონ ინფორმაცია მისი (მათი) კატეგორიისა და თაობაზე;

გ) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოში წარადგინონ განცხადება აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) პრივატიზების ინტერესის გამოხატვის შესახებ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

    მუხლი 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები

+

1. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა)  განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის სურვილის გამოხატვის შესახებ, რითაც განმცხადებელი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება აუქციონის წესსა და პირობებს. განაცხადში აღინიშნება ინფორმაცია მონაწილის შესახებ, ქონების დასახელება, საწყისი ფასი, ლოტის ნომერი და სხვა ინფორმაცია.

ბ)  ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ ორგანოს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) (ამოღებულია - 10.06.11 №1-1/906);

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში) და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ( იურიდიული პირის შემთხვეაში);

ვ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ზ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.

2. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აქუციონში თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.

3. (ამოღებულია - 10.06.11 №1-1/906);

4. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „ საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი ღებულობს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.

5. პირს, უფლება აქვს ბეს/უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

6.  განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა)  განაცხადის წარმომდგენი პირი, კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შემძენად;

ბ)  დარღვეულია „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

    მუხლი 5. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი

+

1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო).

5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას) აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს, გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა ითვლება გამარჯვებულად.    

7. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები, რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და საჯარო აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

8. იმ შემთხვევაში , თუ პრივატიზების განმახორციელებელმა ორგანომ გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება და განმცხადებელს აღარ სურს გადავადებულ აუქციონში მონაწილეობა ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბეს თანხა უკან უბრუნდება.

 9. საჯარო აუქციონის შედეგები უქმდება, გამარჯვებულ პირს ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში , თუ:

ა) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგინა სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) საჯარო აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.

10. (ამოღებულია - 10.06.11 №1-1/906);

11. კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბეს თანხა. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

12. საჯარო აქციონის დამთავრების შემდეგ კომისია გასცემს აუქციონში გამარჯვების დადასტურებას, რომლის საფუძელზეც პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსა და მყიდველს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც არის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის , საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველი.

13. აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

    მუხლი 6. საჯარო აუქციონის მომწყობი კომისია

+

1.  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების მიზნით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოები ქმნიან კომისიას, რომ ე ლიც დამოუკიდებელია მისი უფლებამოსილების განხორციელებისას.

2. კომისია შედგება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენლებისაგან.

3.  კომისია შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. კომისიის თავმჯდომარ ი ს სხვა წევრებს , რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზ ღ ვრება ორი წლით ნიშნავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს ხელმძღვანელი.

4.  კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში , კომისიის თავმჯომარის გადაწყვეტილებით , კომისიის ერთ-ერთი წევრი. კომისია შეიმუშავებს და ამტკიცებს მუშაობის რეგლამენტს.

5. კომისიას ჰ ყავს მდივანი , რომელსაც ევალება კომისიის სხდომის ოქმის , აუქციონის სხდომის ოქმისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმის შედგენა და კომისიის მიერ მასზე დაკისრებული სხვა ფუ ნ ქციების შესრულება . კომისიის სხდომები ტარდება საჯაროდ.

6. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. კომისია უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი და გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.   

7. (ამოღებულია - 10.06.11 №1-1/906).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

    მუხლი 7. საჯარო აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საფასური და მისი გადახდის წესი

+

1. საჯარო აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საფასურ ს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაუცემელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, საჯარო აუქციონზე გატანილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაიყიდება მიწის ნაკვეთის საფასურად, მიუხედავად მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობისა (ნაგებობებისა) ან/და მრავალწლიანი ნარგავებისა.

2. საჯარო აუქციონში გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში იხდის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურს და გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს წარუდგენს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც არის საჯარო რეესტრში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი.

3.  საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბეს თანხა ეთვლება ანგარიშსწორებისას.

 4. 2011 წლის 1 იანვრამდე აუქციონის გზით პრივატიზებულ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდა დადასტურდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ წერილობით, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

თავი III სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემ უ ლი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება

+

    მუხლი 8. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების პირობები

+

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ექვემდებარება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას.

2. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების აუცილებელი პირობაა სახელმწიფოსა და მოიჯარეს შორის გაფორმებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება.

3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ხორციელდება საიჯარო ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის საფუძველზე.

4. დაუშვებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილის პრივატიზება. თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი შედგება რამდენიმე, ერთმანეთისაგან სივრცობრივად/გეოგრაფიულად დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთისაგან, მოიჯარეს უფლება აქვს გამოისყიდოს სასურველი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები). სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) ნაწილის პრივატიზების შემთხვევაში დარჩენილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთებზე) საიჯარო ხელშეკრულება უქმდება და იგი (ისინი) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

5. თუ მოიჯარე არ მიმართავს შესაბამის ორგანოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, მაშინ „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზებისათვის „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

6. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცვლილების ან/და დამატების შეტანის, აგრეთვე საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოშლის უფლება აქვს სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს, რომელიც ასევე უფლებამოსილია დაასრულოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის პროცედურა. საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადახდის ზედამხედველობას და შესაბამისი სტრუქტურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო ორგანოს მიერ დელეგირებული უფლების ფარგლებში ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილი ორგანო.

    მუხლი 9. გამოსყიდვის თაობაზე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოსათვის მიმართვის წესი

+

1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული სამეურნეო ან დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისათვის მოიჯარემ განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს , შესაბამისი რაიონის გამგეობის დადგენილების გამოცემიდან 2011 წლის 1 მაისამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამგეობის დადგენილებით გათვალისწინებული საიჯარო ვადა ან 10 წელზე მეტი ვადით დადებული საიჯარო ხელშეკრულების შემთხვევაში 10 წელი გავიდა 2010 წლის 10 აგვისტომდე.

2. განცხადება უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს:

ა) იმ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;

ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;

გ) განმცხადებლის მოთხოვნას;

დ) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზრვრულ წარმოსადგენ განცხ ა დებას უნდა დაერთოს:

ა) საიჯარო ხელშეკრულება ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. საიჯარო ხელშეკრულების სხვა დანართების წარმოუდგენლობა არ შეიძლება გახდეს განცხადების მიღებაზე ან განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზი;

ბ) საიჯარო ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ამონაწერზე თანდართული მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა; საკადასტრო გეგმის არარსებობის შემთხვევაში ან თუ საკადასტრო გეგმა არ იძლევა დეტალურ სრულყოფილ ინფორმაციას მიწის ნაკევთის თაობაზე, მაშინ განცხადებას დამატებით უნდა დაერთოს შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შესრულებული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი ნახაზი/ნახაზები;

გ) ფიზიკური ან იურიდიული პირის ან/და მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების ასლები და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) გამგეობის დადგენილება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარით გაცემის თაობაზე.

4. მოიჯარეს უფლება აქვს რამდენიმე საიჯარო მიწის ნაკვეთის პრივატიზება მოითხოვოს ერთი განცხადებით და შესაბამისად განცხადებას დაურთოს წარსადგენი დოკუმენტაციის ან მათი სანოტარო წესით დამოწმებული ასლების ერთი ეგზემპლარი.

5. საიჯარო მიწის ნაკვეთის ერთობლივი სარგებლობის შემთხვევაში განცხადებას წერს ერთ-ერთი მოიჯარე, რომელსაც უნდა გააჩნდეს დანარჩენი მოიჯარე ე ბისაგან წამომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს უფლება არა აქვს მოსთხოვოს განმცხადებელს ამ მუხლში აღნიშნული დოკუმენტაციის გარდა სხვა რაიმე დამატებითი საბუთი ან ინფორმაცია.

7. პრივატიზების განმახორციელებელ ი ორგანო ვალდებულია დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება, დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი, ნომერი და დაუყოვნებლივ გადასცეს განმცხადებელს განცხადების რეგისტრაციაში გატარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

8. პრივატიზების განმახორციელებელ ი ორგანო 10 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს, დოკუმენტაცია სრულად არის თუ არა წარმოდგენილი. თუ აღმოჩნდება, რომ განმცხადებელმა არ წარადგინა ამ წესით გათვალისწინებული რაიმე დოკუმენტი ან ინფორმაცია, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას, რომლის განმავლობაშიც მან დამატებით უნდა წარადგინოს წარუდგენელი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

9. დამატებითი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო რეგისტრირებულ განცხადებაში და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტში აღნიშნავს დამატებით წარმოდგენილ დოკუმენტაციას და წარდგენის თარიღს და ადასტურებს ბეჭდით.

10. დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დოკუმენტაციის შემოწმებისათვის დადგენილი ვადის დინება ჩერდება და განახლდება მხოლოდ განმცხადებლის მიერ შესაბამისი საბუთის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.

11. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

12. თუ განმცხადებელი ამ მუხლით დადგენილი ვადების დაარღვევით შეიტანს განცხადებას პრივატიზების პროცესის დაწყების თაობაზე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო 3 სამუშაო დღის ვადაში გამოიტანს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

13. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია განუმარტოს განმცხადებელს მისი უფლებები და მოვალეობები; გააცნოს განცხადების განხილვის წესი, ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი და მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ; მისცეს განმცხადებელს შესაძლებლობა გაეცნოს საქმის განხილვის მასალებს.

14. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია მოიჯარის განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში გაეცნოს წარმოდგენილ დოკუმენტაციას , ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში განუსაზღვროს 10 -დღიანი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების ან წარმოდგენილი განცხადების სისწორის შემთხვევაში მოიჯარეს გაუგზავნოს შეტყობინება საპრივატიზებო საფასურის გადახდის თაობაზე.

15. ხარვეზის დადგენის შემთხვევაში მოიჯარის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობა არ ართმევს მას პრივატიზებაზე განცხადების განმეორებით წარდგენის უფლებას.

16. მოიჯარემ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს სრული საპრივატიზებო საფასური ან საპრივატიზებო საფასურის 50%.

 17. მოიჯარის მიერ საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენთან იდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობის (ნაგებობების) ან/და მრავალწლიანი ნარგავების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საკუთრების უფლება. ხოლო მოიჯარის მიერ საპრივატიზებო საფასურის 50%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, სადაც აღინიშნება საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების დადებიდან 1 წლის განმავლობაში.

 18. იმ საიჯარო მიწებზე , რომელთა პრივატიზებაც განხორციელდა ”სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და მყიდველთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს თანხის გადახდას ნაწილ-ნაწილ, მყიდველი საფასურს გადაიხდი ს ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკით, ხოლო თანხის სრულად გადახდის შემდგომ , გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე , პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო გასცემს ვალდებულების შესრულების დადასტურებას, რის საფუძველზეც უქმდება იპოთეკის ხელშეკრულება.

19. წარმოდგენილი განცხადების განხილვისას, თუ აღმოჩნდა, რომ საიჯარო ფართი ნაკლებია იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულ ფართზე, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო მოიჯარეს უგზავნის შეტყობინებას საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და საკადასტრო გეგმაზე მითითებული ფართის შესაბამისი საპრივატიზებო საფასურის გადახდის შესახებ, მაგრამ , თუ საიჯარო ფართი აღემატება იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულ ფართს, მაშინ მოიჯარეს უფლება აქვს პრივატიზება განახორციელოს იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულ ფართზე, რომელის მდებარეობასაც განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო.

20.სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საიჯარო მიწაზე , რომელზეც იჯარით გაცემის გამგეობის დადგენილება გამოცემულია 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება არ დაიშვება.

21. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოსათვის მიმართვის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების განხორციელებისას ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის პროცესში ამოიწურება პრივატიზების ვადა, პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს არ აქვს უფლება უარი უთხრას მოიჯარეს პრივატიზების დასრულებაზე ვადის გასვლის გამო.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

    მუხლი 10. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასური და მის გადახდის წესი

+

1. პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყის საფასურს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასური შეიძლება შემცირდეს. თუ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობი) ან/და მრავალწლიანი ნარგავები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულ ე ბის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სამეურნეო და დამხმარე ნაგებობა (ნაგებობები) ან/და მრავალწლიანი ნარგავები გაიყიდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურად.

 2. მოიჯარეს შეუძლია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საფასურის სრულად ან ნაწილ-ნაწილ გადახდა 1 წლის განმავლობაში. საფასურის 50%-ის გადახდის შემთხვევაში იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

მუხლი 11. იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზება და სარგებლობაში გადაცემა

+

 1. პრივატიზებას დაქვემდებარებული იჯარით გაცემულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები , რომელთა პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება ზე მიმართვა არ განხორციელდა 2011 წლის 1 მაის ამდე, განიკარგება იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისთვისა გათვალისწინებული წესით.

 2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები , რომლებიც არ ექვემდებარება პრივატიზებას, შეიძლება გაიცეს სარგებლობაში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 10 ივნისი ს ბრძანება №1-1/906 - ვებგვერდი, 16.06.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საჯარო აუქციონის ფორმით და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“, №1-1/1565, 28.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 370030000.22.024.016007 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1025228-1/