საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმსიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.029.014.896
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №65
2010 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 27 აპრილის №35 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 23 ივლისიდან.
კ. სუბელიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი, სამინისტროს სისტემის ფარგლებში მონიტორინგისა და აუდიტორული მუშაობის განხორციელება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ასევე სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოსული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
3. შიდა აუდიტი უნდა განხორციელდეს აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) დამოუკიდებლობა;
ბ) ობიექტურობა;
გ) პროფესიონალიზმი;
დ) საჯაროობა;
ე) გამჭვირვალობა;
ვ) კანონიერება.
მუხლი 2. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა
1. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, ემორჩილება კანონს და მოქმედებს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან შექმნილი შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201 1 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება, ასევე მათი პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, რაც მოიცავს საბიუჯეტო სახსრების სათანადოდ, ეკონომიურად, ეფექტურად და ეფექტიანად, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას;
გ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ვ) სამინისტროს ან/და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ან/და სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ერთეულის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ი) სამინისტროს სისტემის ორგანოებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების განუხრელი შესრულებისა და დაცვის კონტროლი, ასევე “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურების კანონიერების შესწავლა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწმება.
კ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ლ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
მ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავება და მინისტრისათვის შესათანხმებლად წარდგენა;
ნ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს დეპარტამენტი ახორციელებს “სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შიდა აუდიტის შესაბამისი სახეების გამოყენებით, რაც მოიცავს აუდიტის დაგეგმვას, განხორციელებას, ანგარიშგებასა და გაწეული რეკომენდაციების გაწევას და მათ შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას.
3. შიდა აუდიტის დაწყების სამართლებრივი საფუძველია კანონისა და დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული შიდა აუდიტორული დავალება. მუშავდება შიდა აუდიტის გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა. შესამოწმებელ ობიექტს აუდიტის დაწყებამდე წარედგინება შემოწმების განხორციელების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი და პროგრამა (გეგმა), ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა.
4. შემოწმება ხორციელდება სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გამოთხოვით, ან/და ასეთი საჭიროების შემთხვევაში შესამოწმებელ ობიექტზე გასვლით. შესწავლის მიზნით, დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოიძახოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი მოსამსახურე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ახსნა-განმარტება იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოსამსახურეები, მხოლოდ მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201 1 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილება
1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სისტემის ორგანოებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
3. დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს აუდიტი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში გამოვლენილი დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;
გ) მიიღოს განცხადებები, წერილები და სხვა სახის ინფორმაცია სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეთა ქმედებებზე. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოსული განცხადებების განხილვის შემდგომ, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართოს მინისტრს, რომ შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაგზავნილ იქნეს გამოძიების მიზნით შესაბამის ორგანოებში;
დ) აუდიტის საგანთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ან/და რისკის შეფასების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა და მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში.
4. სამინისტროს თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
მუხლი 5. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
1. შიდა აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას.
ბ) დეპარტამენტის თანამშრომლებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს.
გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე.
დ) პასუხისმგებელია ამ დებულების მოთხოვნათა შესრულებაზე.
ე) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს. სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მას ამტკიცებს მინისტრი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შიდა აუდიტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის, დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ. ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; წარადგენს წინადადებებს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
თ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;
ი) წარუდგენს მინისტრს აუდიტორული შემოწმების მასალებიდან გამომდინარე დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
კ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებასა და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ლ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების სტრუქტურასა და ფუნქციებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას;
მ) თანამშრომლობს საბჭოსთან და მოთხოვნის შემთხვევაში საბჭოს თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით;
ნ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს თითოეული შიდა აუდიტორული დავალების შესასრულებლად საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა;
ო) ასრულებს საბჭოს მიერ განსაზღვრულ, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
4. შიდა აუდიტის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს დეპარტამენტის უფროსის დავალებები;
ბ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი და პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა;
გ) დაიცვას მისი საქმიანობიდან გამომდინარე კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტი შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე;
დ) დაიცვას შიდა აუდიტი ს სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201 1 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
მუხლი 6. ანგარიშგება
1. სამინისტროს სისტემის ორგანოების შემოწმების აუდიტორული დასკვნის პროექტის მომზადება ხორციელდება აუდიტის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში და წარედგინება მინისტრს. დეპარტამენტის დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შიდა აუდიტის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების ძირითად მოთხოვნებს.
2. აუდიტორული დასკვნის პროექტში შეტანილ იქნება ინფორმაცია მოპოვებული მასალების, გამოვლენილი ფაქტებისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, მათი ანალიზი და მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები, ასევე შემოწმებული შიდა კონტროლის სისტემების სანდოობისა და ადეკვატურობის შეფასება. ანგარიშის პროექტის განხილვისა და სიზუსტის დადგენის შემდეგ ხდება მისი საბოლოო გამოქვეყნება.
3. დეპარტამენტმა ყოველკვარტალურად აწარმოოს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგება და წარუდგინოს საბჭოს.
4. შიდა აუდიტის უფროსი შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წლიურ ანგარიშს. წლიური ანგარიში ასევე წარედგინება საბჭოს მიმდინარე წლის არა უგვიანეს 31 იანვრისა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) ინფორმაციას განხორციელებული შიდა აუდიტის შესახებ;
გ) ძირითად დასკვნებს და რეკომენდაციებს დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებულ საქმიანობას და ინფორმაციას შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) წინადადებებს შიდა აუდიტის განვითარების შესახებ;
ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერ შეზღუდვას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201 1 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
მუხლი 7. თანამშრომლობა საქართველოს კონტროლის პალატასთან
სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან და თავისი კომპენტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ურთიერთობების კოორდინაციას და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
+
სახელმსიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.029.014.896
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის
ბრძანება №65
2010 წლის 22 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2010 წლის 27 აპრილის №35 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 23 ივლისიდან.
კ. სუბელიანი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2011 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011წ.
2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი, სამინისტროს სისტემის ფარგლებში მონიტორინგისა და აუდიტორული მუშაობის განხორციელება, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ასევე სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოსული განცხადებების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრის) სამართლებრივი აქტებით, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და მინისტრის ცალკეული დავალებებით.
3. შიდა აუდიტი უნდა განხორციელდეს აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსისა და შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) დამოუკიდებლობა;
ბ) ობიექტურობა;
გ) პროფესიონალიზმი;
დ) საჯაროობა;
ე) გამჭვირვალობა;
ვ) კანონიერება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
მუხლი 2. დეპარტამენტის დამოუკიდებლობა🔗
1. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში არის დამოუკიდებელი, ემორჩილება კანონს და მოქმედებს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. დეპარტამენტი მოქმედებს საქართველოს მთავრობასთან შექმნილი შიდა აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველ საბჭოსთან (შემდგომში – საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
2. დეპარტამენტი მოქმედებს „ შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოს (ჰარმონიზაციის ცენტრის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ნოემბრის № 345 დადგენილების პირველი მუხლის საფუძველზე შექმნილ შიდა კონტროლთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი საბჭოსთან (ჰარმონიზაციის ცენტრი) (შემდგომში - საბჭო) კოორდინირებულად და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201 1 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
მუხლი 3. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები🔗
1. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება, ასევე მათი პრევენციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, რაც მოიცავს საბიუჯეტო სახსრების სათანადოდ, ეკონომიურად, ეფექტურად და ეფექტიანად, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენების ხელშეწყობისათვის საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებას;
გ) სამინისტროს ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგებისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ვ) სამინისტროს ან/და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის (ერთეულის) ან/და სამინისტროსადმი დაქვემდებარებული ერთეულის საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ზ) წინასწარი კონტროლის ღონისძიებების განხორციელება მინისტრის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ი) სამინისტროს სისტემის ორგანოებში საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და მინისტრის ნორმატიული აქტების განუხრელი შესრულებისა და დაცვის კონტროლი, ასევე “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული პროცედურების კანონიერების შესწავლა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სათანადოდ შესრულების შემოწმება.
კ) სამინისტროს სისტემის ორგანოებში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შელახვის, სამსახურებრივი გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
ლ) სამინისტროს საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება;
მ) შიდა აუდიტის სტრატეგიული და წლიური გეგმების შემუშავება და მინისტრისათვის შესათანხმებლად წარდგენა;
ნ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ დებულების მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს დეპარტამენტი ახორციელებს “სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შიდა აუდიტის შესაბამისი სახეების გამოყენებით, რაც მოიცავს აუდიტის დაგეგმვას, განხორციელებას, ანგარიშგებასა და გაწეული რეკომენდაციების გაწევას და მათ შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს დეპარტამენტი ახორციელებს „ სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შიდა აუდიტის შესაბამისი სახეების გამოყენებით, რაც მოიცავს აუდიტის დაგეგმვას, განხორციელებას, ანგარიშგებას, რეკომენდაციების გაწევას და მათ შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით შესაბამისი ზომების მიღებას.
3. შიდა აუდიტის დაწყების სამართლებრივი საფუძველია კანონისა და დებულების მოთხოვნათა შესაბამისად გაცემული შიდა აუდიტორული დავალება. მუშავდება შიდა აუდიტის გეგმა, რომელშიც აისახება მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა და რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის მეთოდები, სახე და რაოდენობა. შესამოწმებელ ობიექტს აუდიტის დაწყებამდე წარედგინება შემოწმების განხორციელების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი და პროგრამა (გეგმა), ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა.
4. შემოწმება ხორციელდება სათანადო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის გამოთხოვით, ან/და ასეთი საჭიროების შემთხვევაში შესამოწმებელ ობიექტზე გასვლით. შესწავლის მიზნით, დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოიძახოს სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი მოსამსახურე, ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ახსნა-განმარტება იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს მოსამსახურეები, მხოლოდ მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201 1 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
მუხლი 4. დეპარტამენტის უფლებამოსილება🔗
1. დეპარტამენტის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სისტემის ორგანოებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის მიერ შესწავლისა და ანალიზის ობიექტი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
3. დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჩაატაროს აუდიტი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში გამოვლენილი დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ;
გ) მიიღოს განცხადებები, წერილები და სხვა სახის ინფორმაცია სამინისტროში დასაქმებულ მოსამსახურეთა ქმედებებზე. სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე შემოსული განცხადებების განხილვის შემდგომ, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდაციით მიმართოს მინისტრს, რომ შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაგზავნილ იქნეს გამოძიების მიზნით შესაბამის ორგანოებში;
დ) აუდიტის საგანთან დაკავშირებით შიდა აუდიტის ან/და რისკის შეფასების პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა და მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში.
4. სამინისტროს თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ან/და ქმედების განხორციელება.
მუხლი 5. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები🔗
1. შიდა აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას.
ბ) დეპარტამენტის თანამშრომლებს აძლევს მითითებებსა და დავალებებს.
გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე.
დ) პასუხისმგებელია ამ დებულების მოთხოვნათა შესრულებაზე.
ე) ამზადებს და მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს. სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე და მას ამტკიცებს მინისტრი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს შიდა აუდიტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის, დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ. ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; წარადგენს წინადადებებს დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;
თ) მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;
ი) წარუდგენს მინისტრს აუდიტორული შემოწმების მასალებიდან გამომდინარე დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
კ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებასა და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ლ) ახორციელებს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე დაწესებულების სტრუქტურასა და ფუნქციებში განხორციელებული ცვლილებების შეფასებას;
მ) თანამშრომლობს საბჭოსთან და მოთხოვნის შემთხვევაში საბჭოს თანამშრომლებს უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციით;
ნ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს თითოეული შიდა აუდიტორული დავალების შესასრულებლად საჭირო აუდიტის სახე, მოქმედების სფერო, განხორციელების სიხშირე და შიდა აუდიტორთა რაოდენობა;
ო) ასრულებს საბჭოს მიერ განსაზღვრულ, საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.
31. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. დეპარტამენტის უფროსის და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს;
ბ) უფლებამოსილია ხელი მოაწეროს/ ვიზირება გაუკეთოს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
დ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში.
4. შიდა აუდიტის თანამშრომელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს დეპარტამენტის უფროსის დავალებები;
ა) შეასრულოს დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის დავალებები.
ბ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი და პროგრამა, ასევე უფლება-მოვალეობათა ნუსხა;
გ) დაიცვას მისი საქმიანობიდან გამომდინარე კონფიდენციალურობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტი შიდა აუდიტორული დასკვნის შედგენამდე;
დ) დაიცვას შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა და საბჭოს მიერ დამტკიცებული შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201 1 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის ბრძანება №59 - ვებგვერდი, 27.03.2013წ.
მუხლი 6. ანგარიშგება🔗
1. სამინისტროს სისტემის ორგანოების შემოწმების აუდიტორული დასკვნის პროექტის მომზადება ხორციელდება აუდიტის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში და წარედგინება მინისტრს. დეპარტამენტის დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შიდა აუდიტის მარეგულირებელ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების ძირითად მოთხოვნებს.
2. აუდიტორული დასკვნის პროექტში შეტანილ იქნება ინფორმაცია მოპოვებული მასალების, გამოვლენილი ფაქტებისა და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, მათი ანალიზი და მათ საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები, ასევე შემოწმებული შიდა კონტროლის სისტემების სანდოობისა და ადეკვატურობის შეფასება. ანგარიშის პროექტის განხილვისა და სიზუსტის დადგენის შემდეგ ხდება მისი საბოლოო გამოქვეყნება.
3. დეპარტამენტმა ყოველკვარტალურად აწარმოოს დასახული პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული ქმედებების ანგარიშგება და წარუდგინოს საბჭოს.
4. შიდა აუდიტის უფროსი შეიმუშავებს და მინისტრს წარუდგენს წლიურ ანგარიშს. წლიური ანგარიში ასევე წარედგინება საბჭოს მიმდინარე წლის არა უგვიანეს 31 იანვრისა, რომელიც უნდა მოიცავდეს:
ა) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ შიდა აუდიტის გეგმის შეუსრულებლობის მიზეზებს (მათი არსებობის შემთხვევაში);
ბ) ინფორმაციას განხორციელებული შიდა აუდიტის შესახებ;
გ) ძირითად დასკვნებს და რეკომენდაციებს დაწესებულებაში არსებული ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესახებ;
დ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად შიდა აუდიტის ობიექტის მიერ განხორციელებულ საქმიანობას და ინფორმაციას შეუსრულებელი რეკომენდაციების შესახებ;
ე) წინადადებებს შიდა აუდიტის განვითარების შესახებ;
ვ) შიდა აუდიტის მიმდინარეობისას შიდა აუდიტორის საქმიანობის ნებისმიერ შეზღუდვას.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 201 1 წლის 17 მაისის ბრძანება №62 - ვებგვერდი, 18.05.2011 წ.
მუხლი 7. თანამშრომლობა საქართველოს კონტროლის პალატასთან🔗
სახელმწიფო ფინანსების კონტროლის სფეროში დეპარტამენტი თანამშრომლობს საქართველოს კონტროლის პალატასთან და თავისი კომპენტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ურთიერთობების კოორდინაციას და კონტროლის პალატის მოთხოვნით შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №65, 22.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.029.014896 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1025650-1/