„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.07.2010 ბოლო ცვლილება 13.02.2026
ნომერი
№144
სარეგისტრაციო კოდი
070030000.22.027.014922
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 30/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (20)

შემდგომი ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
12 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 070.030.000.22.027.014.922

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №144

2010 წლის 30 ივლისი

  ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1​3 და 1​4 პუნქტების, 14​7 მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 19​1 მუხლის მე-6 პუნქტის, 38-ე მუხლის მე-4 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

1. დამტკიცდეს თანდართული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობა და გადახდის წესი.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი   თ. ბურჯალიანი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობა და გადახდის წესი

    მუხლი 1

სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებული აქტების აღსრულებისას გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული აღსრულების საფასური (შემდგომში – აღსრულების საფასური), აგრეთვე „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საფასური არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

    მუხლი 2

1. აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე აღსრულების საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.

2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე გადასახდელი საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7% (არანაკლებ 50 ლარისა), გარდა ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2​1. .აღსრულების საქმეზე სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წეს ით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის აღსრულების საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) 100 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის , ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წეს ით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წეს ით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 25%, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა;

ბ) 100 ლარიდან 200 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის , ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წეს ით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წეს ით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 20%, მაგრამ არანაკლებ 30 ლარისა;

გ) 200 ლარიდან 500 ლარამდე სახელმწიფო ბაჟის , ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წეს ით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წეს ით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 15%, მაგრამ არანაკლებ 40 ლარისა;

დ) 500 ლარი ან 500 ლარზე მეტი სახელმწიფო ბაჟის , ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის შემთხვევაში – სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წეს ით დაკისრებული ჯარიმების, ზიანის ანაზღაურების ან/და საურავის თანხის 7%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა.

3 . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა ) და საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ი საჯარო სამართლის იურიდიულ ი პირ ის – შემოსავლების სამსახურ ის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სასარგებლოდ გადასახდელი თანხების, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი თანხების და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების საფასური წინასწარ არ გადაიხდევინება. ამ გადაწყვეტილებების აღსრულების საფასურის ოდენობაა აღსასრულებელი მოთხოვნის 7%. საფასურის გადახდა მოვალეს აღსრულების დაწყებისთანავე ეკისრება.

4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების ფულადი მოთხოვნების მოვალეების მიერ კანონით დადგენილ ვადებში მოთხოვნის სრულად შესრულებისას აღსრულების საფასურის სახით ეკისრებათ აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%.

5. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის 1​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ კრედიტორი გამოიყენებს ამავე მუხლის 1​2 პუნქტით მინიჭებულ უფლებას, იგი ყოველწლიურად იხდის სააღსრულებო წარმოების საქმის გაგრძელებისათვის საფასურს 200 ლარის ოდენობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 10 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 11.03.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

    მუხლი 3

1. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასურის სახით გადახდილი თანხა კრედიტორს უბრუნდება ამოღებული მოთხოვნის პროპორციულად. საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს კრედიტორი წარუდგენს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რაც იძულებითი აღსრულების დაწყების საფუძველია.

2. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში შეტანისას იხდის აღსასრულებელი მოთხოვნის 2%-ს (მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა).

3. უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის ან გამოსახლებისას, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის ას და მშენებარე შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის ას აღსრულების საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნის შესაბამისად (გარდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, როდესაც სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან ქონების გამოთხოვი ს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის მფლობელი მოგირავნის და უძრავი ქონების შემძენის განცხადების საფუძველზე არსებული წარმოების საქმეებზე აღსრულების ეროვნული ბიურო არ დაეყრდნობა ქონების წარმოდგენილ შეფასებას და თავად შეაფას ებს მას). კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კრედიტორი ფიზიკური პირის (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მიერ აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ოდენობა, მიუხედავად აღსასრულებელი მოთხოვნისა, არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს.

5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულებისათვის რეგისტრაციას დაქვემდებარებულ თითოეულ ნივთზე და სხვა კატეგორიის საქმეებზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას კრედიტორი იხდის აღსრულების საფასურს 100 ლარის ოდენობით.

6. (ამოღებულია - 01.07.11 №82).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 10 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 11.03.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 23 მაისის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 24.05.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 ივლისი ბრძანება №95 - ვებგვერდი, 26.07.2011წ.

    მუხლი 4

კერძო აღმასრულებელი აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართავს სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადით, წარუდგენს სააუქციონო დოკუმენტაციის (სააღსრულებო წარმოების შესაბამისი მასალების) მის მიერ დამოწმებულ ასლებს და აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე შეაქვს ამ მომსახურებისათვის დადგენილი საფასური, რომლის ოდენობა შეადგენს განაცხადის წარდგენის დღისათვის მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის 1%-ს, მაგრამ არანაკლებ 200 ლარისა. სააუქციონო მომსახურების გაწევის შესახებ განაცხადის მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით წარმოდგენის შემთხვევაში სააღსრულებო წარმოების მასალები არ საჭიროებს დამოწმებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

    მუხლი 5

აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო ბიუროს საამისოდ უფლებამოსილი პირები რეესტრის მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფენ შესაბამისი ცნობებისა და ამონაწერების გაცემას ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. რეესტრიდან შესაბამისი ცნობა და ამონაწერი გაიცემა დაინტერესებული პირის განცხადებისა და დადგენილი საფასურის წინასწარ გადახდის საფუძველზე, რომლის ოდენობა შეადგენს 10 ლარს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.

    მუხლი 6 (ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 17 იანვრის ბრძანება №10 - ვებგვერი, 17.01.2011 წ.

    მუხლი 7

იმ კატეგორიის საქმეებზე, რომლებიც „საღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის № 221 ბრძანების 15​4 მუხლის თანახმად, აღსასრულებლად მიიღო აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, აღსრულების საფასური განისაზღვრება კრედიტორსა და კერძო აღმასრულებელს შორის დადებული ხელშეკრულებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრული ოდენობის ფარგლებში დადგენილი საზღაურის ოდენობის შესაბამისად. კერძო აღმასრულებლისათვის საზღაურის სახით წინასწარ გადახდილი თანხა კრედიტორს დაუბრუნდება ამოღებული თანხის (მოთხოვნის) პროპორციულად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 23 აგვისტოს ბრძანება  №156-სსმ III, №103, 24.08.2010 წ; მუხ.1548

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 9 სექტემბრის ბრძანება  №165-სსმ III, №114, 09.09.2010 წ; მუხ.1713

    მუხლი 8

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურების საფასური განისაზღვრება დანართი №1-ისა და დანართი №2-ის შესაბამისად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

    [მუხლი 9

1. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ან/და გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელების, ასევე „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “საქართველოს კანონ ით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7 %-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა;

ბ) გაკოტრების მმართველის ფუნქციის განხორციელებისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7 %-ს, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა;

გ) მეურვის ფუნქციის განხორციელებისას გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში – 5 000 (ხუთი ათასი) ლარი;

დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “საქართველოს კანონ ით განსაზღვრული წესით სააუქციონო მომსახურების გაწევისას – სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 1 %-ს , მაგრამ არანაკლებ 200 (ორასი) ლარისა;

2. იმ შემთხვევაში, თუ ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები ან „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ “საქართველოს კანონის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სასამართლოს სადეპოზიტო ანარიშზე შეტანილი თანხა ნაკლებია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ოდენობაზე, სხვაობის გადახდა არ ხდება. ამოქმედდეს 2011 წლის 1 აგვისტოდან.]

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

დანართი №1

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული უძრავი ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურების საფასური

სახეობა

ერთეული

ფასი ( ლარებში)

შენიშვნა

უძრავი ქონება

 

 

 

მიწის ნაკვეთი ( სასოფლო - სამეურნეო ) 1 ჰა - ის ჩათვლით

1

50

 

მიწის ნაკვეთი ( სასოფლო - სამეურნეო ) 1 ჰა - ზე მეტი 10 ჰა - მდე

1

100

ყოველ დამატებით 1 ჰა - ზე დამატებით 10 ლარი

მიწის ნაკვეთი ( არასასოფლო სამეურნეო)

1

100

 

ბინა

1

150

 

კერძო სახლი

1

250

 

კომერციული და საოფისე დანიშნულების ფართები 200 კვ . მ - ის ჩათვლით

1

200

ყოველ დამატებით 100 კვ . მ - ზე 50 ლარი

საწარმო ო დანიშნულების 500 კვ . მ - ის ჩათვლით შენობა - ნაგებობები

1

500

501 კვმ-დან ზემოთ ყოველ 100 კვ.მ-ზე დამატებით 20 ლარი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

დანართი №2

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ პირის მიმართვის საფუძველზე განხორციელებული მოძრავი ქონების შეფასების (საბაზრო ღირებულების განსაზღვრის) მომსახურების საფასური

სახეობა

ფასი

მოძრავი ქონება

 

საოფისე ტექნიკა და ინვენტარი ( ფანქრები , მარკერები , საქაღალდეები , სტეპლერები , ქსეროქსები , კომპიუტერული ტექნიკა და სხვა ) .

 100 ლარამდე – 15 ლარი , 100 ლარიდან 10 000 ლარის ჩათვლით – 40 ლარი , 10 000 ლარის ზევით – 200 ლარი

ავეჯი ( ფურნიტურა , დეკორატიული ნივთები)

დანადგარები

სამშენებლო მასალები , სამშენებლო კონსტრუქციები , სამშენებლო ტექნიკა , ელექტროტექნიკური საქონელი , სამეურნეო საქონელი

საოჯახო ტექნიკა და ნივთები ( აუდიო -, ვიდეოტექნიკა , ელექტრო -ტექნიკა , სამზარეულო ინვენტარი)

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი

ჯართი

1 ტონა – 15 ლარი

იარაღი

1 ერთეული – 40 ლარი

ცხოველები და ფრინველები

საერთო ღირებულების 5 %

ბიზნესწილები

400 ლარი

არამატერიალური აქტივები ( ლიცენზიები და ნებართვები)

500 ლარი

სხვა ( შერეული)

5000 ლარამდე – ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარისა ,
5000-დან 100 000 ლარამდე – 200+5000 ლარის ზევით ღირებულების 2%,
100 000-დან 1 000 000 ლარ ის ჩათვლით – 2050+100 000 ლარის ზევით ღირებულების 1%,
1 000 000 ლარის ზევით – ღირებულების 0,8 %

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 01.07.2011 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 26 ივლისი ბრძანება №95 - ვებგვერდი, 26.07.2011წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე, №144, 30.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 070030000.22.027.014922 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1027449-7/