აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2010 ძალადაკარგული 29.07.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 37, 12/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2010 წლის 24 სექტემბერი

ქ. აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებ ის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებ ა (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2006 წლის 6 ნოემბრის №2/2 „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ “ დადგენილება.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე   დ. თოფურია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №24-სსმV, №60, 07.12.2010წ.,მუხ.1833

2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 18.08.2011წ.

3. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.02.2013წ.

 

დანართი №1

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საკრებულოს აპარატის სტატუსი

1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული  უზრუნველყოფის მიზნით.

2. აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას და დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ. ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მოქალაქეთა ურთიერთობას საკრებულოსთან და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.

3. (ამოღებულია - 26.11.2010, №24).

4. აპარატს აქვს საკუთარი ბეჭედი და ბლანკი. აპარატის საქმიანობის და აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №2 4 -სსმIII, №65, 17.12.2010წ.,მუხ.183 3

    მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.

2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით, (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესითა და საქმის წარმოების წესით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები

   აპარატი:

  ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე თვითმმართველი ერთეული ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადებას და გამოქვეყნებას;

   ბ) ამზადებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტებს, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველ საკითხებს და ამ საკითხებთან დაკავშირებულ შესაბამის მასალებს;

   გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

   დ) ორგანიზაციულ მომსაურებას უწევს საკრებულოს წევრებს უფლებამოსილებების განხორციელებისას;

   ე) უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს კომ ი სიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, სხდომის ოქმების წარმოებას, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაციას, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზებას, კენჭისყრისას ხმების დათვლას;

  ვ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;

  ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს, საკრებულოს კომისიებსა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობას, უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას, შესაბამისი მასალების მომზადებას, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;

  თ) ორგანიზებას უწევს სხდომებისა და თათბირების ოქმების წარმოებას, სხდომებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა, დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;

  ი) ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტებს; ახდენს აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას; საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის სამართლებრივი აქტის შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების თაობაზე; უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და მათ გამოქვეყნებას; ახდენს ინიცი ი რების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;

 კ) უზრუნველყოფს საკრებულოში ერთიანი საქმის წარმოებას; წარმოადგენს და დაიცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;

ლ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპო ნ დენციის გაგზავნას, არქივის წარმოებას;

მ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპო ნ დენციის განსახილველად გამზადებას, მოძრაობას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;

ნ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენა, აღრიცხვა, წარმოებას. აფორმებს მათი სამუშაოზე მიღების სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

ო) უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლისა და დაცვის საკითხებს;

პ) ასრულებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სხვა დავალებებს.

თავი II. აპარატის სტუქტურა

    მუხლი 4. (ამოღებულია - 26.11.2010, №24)

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №24-სსმV, №60, 07.12.2010წ.,მუხ.1833

    მუხლი 5. აპარატის სტრუქტურული ერთეული

1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:

ა)  იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება;

ბ) სოციალურ საკითხთა განყოფილება;

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 18.08.2011წ.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.02.2013წ.

    მუხლი 5​1. იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება

1. იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების განყოფილება:

ა. ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივ აქტებს;

 ბ. მონაწილეობას იღებს შესაბამის კომისიებთან ერთად საკრებულოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების მომზადებაში;

 გ. ორგანიზაციულ და მეთოდურ დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს ფრაქციებს, საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტებისა და სოციალურ-ეკონომიკური შინაარსის პროექტების შემუშავებაში;

დ. ახორციელებს საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ე. წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში;

ვ. ახდენს საკრებულოსა და საკრებულოს თანანმდებობის პირების სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

ზ. უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მომსახურეთა პირადი საქმეების სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას;

თ. აფორმებს აპარატის მომსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდ ან გათავისუფლების, შვებულება ში გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;

ი. უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;

კ. უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანანმდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტალურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

ლ. აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე საკრებულოს თანანმდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპოდენციის განსახილველად გამზადებას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;

მ. უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

ნ. უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომებისა და თათბირების ოქმების წარმოებას; სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა და დავალებათა აღრიცხვას და კონტროლს მათ შესრულებაზე;

ო. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს .

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 18.08.2011წ.

    მუხლი 5​11.  სოციალურ საკითხთა განყოფილება

სოციალურ საკითხთა განყოფილება:

 ა) რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციაზე;

 ბ) უზრუნველყოფს ინფორმაციის მიღებას ტერიტორიული ერთეულის შესაბამისი სამსახურებისაგან სოციალურ საკითხებზე;                 

 გ) უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვას, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადებას;

 დ)  ახორციელებს სოციალურად დაუცველი კონტინგენტის ერთიანი კომპიუტერული ბაზის ფორმირებას;

ე) უზრუნველყოფს ინფორმაციის მოძიებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც ახორციელებენ სოციალურ პროგრამებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

 ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 06.02.2013წ.

თავი IV. აპარატის ხელმძღვანელობა

    მუხლი 6. აპარატის უფროსი

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. აპარატის უფროსი:

ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპრატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის კანონის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

ვ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას. უზრუნველყოფს სხდომის ოქმების წარმოებას;

ზ) აკონტროლებს აპარატის მომსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის და შინაგანაწესის მოთხოვნათა დაცვას; ამზადებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის მოსამსახურეთა წახალისების ან დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის საკითხებს;

თ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის შემადგენლობიდან ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი, საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.

    მუხლი 7. აპარატის განყოფილების უფროსი

1. აპარატის განყოფილებას ხელმძღანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანანმდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. განყოფილების უფროსი:

ა . ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღ ვ ანელობას;

ბ . პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქცი ე ბის შესრულებაზე;

გ . ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილებისათვის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

დ . განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე . აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურულ ი ერთეულის მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენებისა და მივლინების შესახებ, წახალისებისა და დისციპლინუ რ ი პასუხისმგებლობის თაობაზე;

ვ . განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სრულყოფის საკითხზე;

ზ . აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი განყოფილების მომსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმს, შრომის შინაგანწესის მოთხოვნების დაცვისათ ვ ის;

თ . ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითი და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი ანგრაიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 18.08.2011წ.

 

თავი V. აპარატის საჯარო მოსამსახურეები

    მუხლი 8. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის შედეგების მიხედვით.

2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება „საჯარო სამ ს ახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტ ი ს შესაბამისად, რომლის თანახმად კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

    მუხლი 9. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი  სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, №19, 24.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.110.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1029187-3/