საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (22)
შემდგომი ცვლილებები (16)
წინა ცვლილებები (6)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.912
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №62/ნ
2010 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 15 1 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანდართული წესდება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) უფლებამონაცვლე.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
დ. შაშკინი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №60/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 24.06.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №110/ნ - ვებგვერდი, 11.06.2012წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №179/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) იქმნება საგრანტო სისტემით მეცნიერების დაფინანსებისათვის.
2. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ფონდი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” და „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის №1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება № 60 /ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 2. ფონდის მიზნები და ძირითადი ამოცანები
1. ფონდის მიზნებია:
ა) მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება;
ბ) მეცნიერების სისტემის სიცოცხლისუნარიანობისა და განვითარებისათვის აუცილებელი დაფინანსების გაცემა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში;
გ) სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი და სამინისტროსათვის ანგარიშის წარდგენა.
2. ფონდის ძირითადი ამოცანებია მეცნიერების დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს:
ა) საწყისი ეტაპისათვის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ან/და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე, ეკ ო ნომიკურ (კომერციულ) მოგებაზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური სამეცენიერო პროექტების განხორციელებას;
ბ) კონკრეტული პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტაზე, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, გამოყენებითი ხასიათის ინოვაციებისა და მიდგომების რეალიზაციაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების განხორციელებას;
გ) ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღების მიზნით, სამეცნიერო სფეროს ფუნდამენტური საკითხების, მოვლენების, ფაქტებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზზე ორიენტირებულ კვლევებს;
დ) საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას;
ე) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის, სამეცნიერო საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემის ფორმირების მიზნით, ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევისა და აღზრდისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
ვ) საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში.
3. დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად ფონდი:
ა) (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ);
ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით:
ბ.ა. (ამოღებულია - 31.03.2011, №44/ნ);
ბ.ბ. ამტკიცებს საგრანტო კონკურსის ჩატარების წესს;
ბ.გ. აქვეყნებს კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ ინფორმაციას;
გ) კონკურსის წესით ახორციელებს:
გ.ა. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და გრანტებით დაფინანსებას;
გ.ბ. პროექტების შერჩევას სხვადასხვა სახის გრანტების, მათ შორის, მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების გასაცემად;
დ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მათი პროდუქციის წარმოებაში დანერგვის მიზნით, აგრეთვე აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით;
ე) ხელს უწყობს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვის პროცესს, ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის ფორმირებასა და მსოფლიოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში მის ინტეგრირებას;
ვ) ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში მიღწევათა გამოფენებს, სემინარებს, კონგრესებს, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს და მონაწილეობას იღებს პარტნიორი ქვეყნების ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში, ხელს უწყობს მეცნიერთა გაცვლის პროცესს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ამყარებს საქმიან კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან;
თ) რეკომენდაციას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებას და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხო ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
კ) ხელს უწყობს ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის გაცვლას, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობას, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას;
ლ) ანიჭებს პრემიებს, ჰონორარებსა და სტიპენდიებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის; ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ -კორესპონდენტთათვის ყოველთვიური ანაზღაურების გაცემას „საქართველოს მეცენიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის 16 1 მუხლის მე -6 პუნქტის საფუძველზე;
ლ1) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციულ ი ) იურიდიულ ი პირ ი ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №179/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
მუხლი 3. ფონდის მართვა
ფონდის მართვის ორგანოებია:
ა) ფონდის გენერალური დირექტორი;
ბ) სამეცნიერო საბჭო;
მუხლი 4. ფონდის გენერალური დირექტორი
1. ფონდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის გენერალური დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). ერთი და იგივე პირი ფონდის გენერალურ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. ფონდის გენერალური დირექტორი:
ა) მოქმედებს ფონდის სახელით და სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში. პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
დ) (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ);
ე) საქართველოს მთავრობის დადგენილების ან /და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე აცხადებს კონკურსებს;
ე1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი თ, უცხოურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მემორანდუმის საფუძველზე აცხადებს კონკურს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს და აცხადებს კონკურსებს;
ზ) სამეცნიერო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო პროექტის დაფინანსების თაობაზე;
თ) ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს, ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, დამტკიცებული კრიტე-რიუმების შესაბამისად ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს.
ი) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და განახლების თაობაზე, ხოლო სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე ;
ი1) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშებში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ადგენს ხარვეზის გამოსწორების ვადას. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობისას სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს რეკომენდაციას საგრანტო პროექტის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. ხარვეზის გამოსწორების ვადის მოქმედების პერიოდში, ასევე დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საგრანტო პროექტის დაფინანსება ავტომატურად ითვლება შეჩერებულად;
ი2) უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში, ან/და სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
კ) მინისტრთან შეთანხმებით არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის დირექტორის მოადგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს ;
ლ) მინისტრის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს;
მ) ანაწილებს სამუშაოს ფონდის თანამშრომელთა შორის;
ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფონდის სახსრებსა და რესურსებს;
ო) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდის თანამშრომლებთან აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს კონკურსს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისების ფორმებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
ჟ) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს;
რ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე;
ს) აქვეყნებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ მონაცემებს;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ფონდის გენერალურ დირექტორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება:
ა) პირადი სურვილით;
ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
4. ფონდის გენერალური დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
მუხლი 5. ფონდის სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო გრანტების განხილვისა და შერჩევის მიზნით ფონდში იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომელსაც ფონდის გენერალური დირექტორის წინადადებით, 15 წევრის შემადგენლობით, სამი წლის ვადით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით :
ა ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვოტით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის ერთი კვოტით;
ბ ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით;
გ ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელშიც თანამდებობრივად შედის მინისტრი და მინისტრის ერთ- ერთი მოადგილე.
21. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ 2/3 შედგება აკადემიური თანამდებობების პირებისაგან და მეცნიერებისაგან.
22. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.
3. სამეცნიერო საბჭო:
ა) ითანხმებს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ბ) ფონდის გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას კონკურსის გამოცხადების შესახებ;
გ) განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეულ სამეცნიერო პროექტებს და დაფინანსების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით მოიწვევს პრეტენდენტს ან მის წარმომადგენელს საგრანტო პროექტთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მისაღებად;
დ) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე დარგობრივი უწყებებისა და სამეცნიერო/საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების სათათბირო ხმის უფლებით მოწვევის შესახებ;
დ1) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება დასაფინანსებელ/დაფინანსებულ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ, პროექტის დამტკიცებამდე ან/და დამტკიცების შემდეგ, ნებისმიერ ეტაპზე;
ე) ამტკიცებს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად წარდგენილ პროექტს ან შეიმუშავებს რეკომენდაციას მისი დაფინანსების შესახებ და წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს;
ვ) (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ);
ზ) სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას სამეცნიერო პროექტის დაფინანსების შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის თქმის და ხარვეზის გამოსწორების დამატებითი ვადის დადგენის თაობაზე. სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციაში მიეთითება ის პირობები, რ ის გამოც მიზანშეწონილია საგრანტო პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა/შეწყვეტაზე უარის თქმა ;
თ) (ამოღებულია - 31.03.2011 №44/ნ).
4. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
41. სამეცნიერო საბჭოს წევრთა მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი და გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა არანაკლებ 4 ხმით .
5. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკუთარ წევრთაგან, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.
6. საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. სამეცნიერო საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მაინც. სამეცნიერო საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფონდის გენერალური დირექტორის ან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეცნიერო საბჭოს სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნეს სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი განცხადების საფუძველზე, განცხადების ფონდში რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში.
8. სამეცნიერო საბჭოს ყველა სხდომაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი.
81. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან ან თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნ ე ს სამეცნიერო საბჭოს წევრთა გამოკითხვის წესით. ამ შემთხვევაში მისაღებ საკითხზე წინადადება წარედგინება სამეცნიერო საბჭოს წევრებს, რომლებიც „შეთანხმების ფურცელზე“ ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება). იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება საკითხის მიღებას, აღნიშნულის შესახებ შედგება სამეცნიერო საბჭოს ოქმი, რომელსაც ხელს აწერ ენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.
9. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) გარდაცვალება;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.
10. ფონდის სამენიერო საბჭოს წევრთა მიმართ ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადების გამოანგარიშებისას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული წლების რაოდენობაში არ ჩაითვლება სამეცნიერო საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 24.06.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №110/ნ - ვებგვერდი, 11.06.2012წ.
მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი
1. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა.
2. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში სამეცნიერო საბჭოს წევრის მონაწილეობა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ძირითადი ან დამხმარე პერსონალის სტატუსით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 7. ფონდის სტრუქტურა
ფონდის გენერალური დირექტორის, დირექტორის მოადგილეებისა და სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ფონდის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
გ) მონიტორინგის დეპარტამენტი;
დ) სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 7 1 . ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები
1. ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ფონდის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) ფონდის ფინანსური ანგარიშგების და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
გ) ფონდის შესყიდვების განხორციელება;
დ) წლის ბიუჯეტის განაცხადის ფორმების შედგენა;
ე) ფონდის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვა;
ვ) საგრანტო პროექტების დაფინანსება მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომზადებული საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვის აქტის საფუძველზე, თუ განხილვის აქტით არ არის დადგენილი შუალედურ/საბოლოო ანგარიშში ხარვეზის არსებობა;
ზ) ფონდის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის პროცესში მონაწილეობა.
2. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფონდის გენერალური დირექტორისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) ფონდის დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
გ) ფონდის გენერალური დირექტორის მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
დ) ფონდის თანამშრომელთა საკადრო საკითხების მოწესრიგება;
ე) ფონდის შინაგანაწესის შესრულებისა და ფონდის თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ვ) ფონდის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ფონდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი ვიზირება;
ზ) ფონდის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) ფონდის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემების შესწავლა და მათი კვალიფიციური გადაწყვეტა;
ი) ფონდის სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლო და სხვა ორგანოებში, მესამე პირებთან ურთიერთობაში;
კ) საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ლ) ფონდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვა;
მ) სამართლებრივ საკითხებზე ფონდის გენერალური დირექტორისა და ფონდის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა.
3. მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, რომელიც მოიცავს დაფინანსებული საგრანტო პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ კონტროლს;
ბ) საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვის აქტების შედგენა.
4. სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამეცნიერო პროგრამების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საკითხების შესწავლა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების, რეკომენდაციების მომზადება და ფონდის გენერალური დირექტორისათვის წარდგენა;
ბ) სამეცნიერო საგრანტო პროექტების საგრანტო კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფილის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მოძიება და მათი ბაზის მუდმივი განახლება, საგრანტო პროექტების საექსპერტოდ გაგზავნის პროცედურების ადმინისტრირება;
გ) ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
დ) სამეცნიერო და სხვა სახის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირება;
ე) სამეცნიერო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება-განახლება;
ე1) სამინისტროსთან შეთანხმებით, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან საქმიანი თანამშრომლობის კოორდინაცია;
ვ) ფონდის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის სემინარებისა და საკონსულტაციო შეხვედრების გამართვის საკითხების კოორდინაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
მუხლი 72. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლ ებ ით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლი თ გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების მიზეზს ;
დ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში.
2. ფინანსური კონტროლის შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფინანსურ კონტროლს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
ბ) ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ საგრანტო სახსრების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ფოტოასლებისა ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით;
გ) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული კონტროლის შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს საგრანტო პროექტების პროგრამულ კონტროლს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული შუალედური ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
ბ) პროგრამული კონტროლის განხორციელება მიზნად ისახავს დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კონტროლს, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ნაბეჭდი, ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით.
4. საგრანტო პროექტის შესრულების კონტროლის განხორციელებისას ამოცანის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება გრანტის მიმღები ძირითადი შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი ამოცანის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სამეცნიერო საბჭოს ან შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ დადასტურებული წერილობითი დოკუმენტი დასახული ამოცანის შესრულების თაობაზე.
5. საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური ანგარიშში ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომელიც დაკავშირებულია არამიზნობრივ ხარჯთან, მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნული ხარვეზის შესახებ აცნობებს ფონდის გენერალურ დირექტორს და აწვდის რეკომენდაციას ხარვეზის გამოსწორების ვადების შესახებ. სხვა შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი თავად განსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადებს, არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფონდის გენერალურ დირექტორს აწვდის საგრანტო პროექტის დაფინანსების შესაჩერებლად საჭირო ინფორმაციას.
6. საგრანტო პროექტის შესრულების შუალედურ ანგარიშში ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომლის შეფასებისთვის საჭიროა სამეცნიერო კვალიფიკაცია, მონიტორინგის დეპარტამენტი მიმართავს სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტს ინფორმაციით არსებული ხარვეზის თაობაზე, რომელიც განიხილავს და შესაბამის რეკომენდაციას აწვდის ფონდის გენერალურ დირექტორს. სხვა შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი თავად განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადებს, არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემდგომ აწვდის ინფორმაციას ფონდის გენერალურ დირექტორს ხარვეზის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და/ან საგრანტო პროექტის დაფინანსების შესაჩერებლად.
7. (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ).
8. სამინისტროს დავალებით, ფონდი უფლებამოსილია დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს გარკვეული დასრულებული საგრანტო პროექტები. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისიმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე.
9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარმოდგენილი პროექტების შეფასებისას .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
მუხლი 8. ფონდის დაფინანსება
1. ფონდის სახსრები იქმნება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტებით;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანებით;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ფონდის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 9. ფონდის ქონება
ფონდს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი
1. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობით ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ფონდის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონების თაობაზე, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ფონდს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 12. გარდამავალი დებულება
2010 წლის 1 აგვისტომდე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადგილზე მონიტორინგს ფონდი განახორციელებს მხოლოდ დასრულებულ საგრანტო პროექტებზე ამ წესდების 72 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.912
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №62/ნ
2010 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 151 მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის თანდართული წესდება.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის (რუსთაველის ფონდი) უფლებამონაცვლე.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.
დ. შაშკინი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება №60/ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 24.06.2011 წ.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №110/ნ - ვებგვერდი, 11.06.2012წ.
6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №179/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) იქმნება საგრანტო სისტემით მეცნიერების დაფინანსებისათვის.
2. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ფონდი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” და „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის №1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება № 60 /ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 2. ფონდის მიზნები და ძირითადი ამოცანები
1. ფონდის მიზნებია:
ა) მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება;
ბ) მეცნიერების სისტემის სიცოცხლისუნარიანობისა და განვითარებისათვის აუცილებელი დაფინანსების გაცემა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში;
გ) სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი და სამინისტროსათვის ანგარიშის წარდგენა.
2. ფონდის ძირითადი ამოცანებია მეცნიერების დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს:
ა) საწყისი ეტაპისათვის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ან/და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე, ეკო ნომიკურ (კომერციულ) მოგებაზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური სამეცენიერო პროექტების განხორციელებას;
ბ) კონკრეტული პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტაზე, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, გამოყენებითი ხასიათის ინოვაციებისა და მიდგომების რეალიზაციაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების განხორციელებას;
გ) ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღების მიზნით, სამეცნიერო სფეროს ფუნდამენტური საკითხების, მოვლენების, ფაქტებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზზე ორიენტირებულ კვლევებს;
დ) საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას;
ე) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის, სამეცნიერო საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემის ფორმირების მიზნით, ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევისა და აღზრდისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
ვ) საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში.
3. დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად ფონდი:
ა) (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ);
ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით:
ბ.ა. (ამოღებულია - 31.03.2011, №44/ნ);
ბ.ბ. ამტკიცებს საგრანტო კონკურსის ჩატარების წესს;
ბ.გ. აქვეყნებს კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ ინფორმაციას;
გ) კონკურსის წესით ახორციელებს:
გ.ა. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და გრანტებით დაფინანსებას;
გ.ბ. პროექტების შერჩევას სხვადასხვა სახის გრანტების, მათ შორის, მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების გასაცემად;
დ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მათი პროდუქციის წარმოებაში დანერგვის მიზნით, აგრეთვე აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით;
ე) ხელს უწყობს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვის პროცესს, ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის ფორმირებასა და მსოფლიოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში მის ინტეგრირებას;
ვ) ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში მიღწევათა გამოფენებს, სემინარებს, კონგრესებს, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს და მონაწილეობას იღებს პარტნიორი ქვეყნების ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში, ხელს უწყობს მეცნიერთა გაცვლის პროცესს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ამყარებს საქმიან კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან;
თ) რეკომენდაციას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებას და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხო ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
კ) ხელს უწყობს ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის გაცვლას, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობას, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას;
ლ) ანიჭებს პრემიებს, ჰონორარებსა და სტიპენდიებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის; ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ -კორესპონდენტთათვის ყოველთვიური ანაზღაურების გაცემას „საქართველოს მეცენიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე -6 პუნქტის საფუძველზე;
ლ1) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №179/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
მუხლი 3. ფონდის მართვა
ფონდის მართვის ორგანოებია:
ა) ფონდის გენერალური დირექტორი;
ბ) სამეცნიერო საბჭო;
მუხლი 4. ფონდის გენერალური დირექტორი
1. ფონდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის გენერალური დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). ერთი და იგივე პირი ფონდის გენერალურ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. ფონდის გენერალური დირექტორი:
ა) მოქმედებს ფონდის სახელით და სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში. პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
დ) (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ);
ე) საქართველოს მთავრობის დადგენილების ან /და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე აცხადებს კონკურსებს;
ე1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, უცხოურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მემორანდუმის საფუძველზე აცხადებს კონკურს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს და აცხადებს კონკურსებს;
ზ) სამეცნიერო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო პროექტის დაფინანსების თაობაზე;
თ) ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს, ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, დამტკიცებული კრიტე-რიუმების შესაბამისად ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს.
ი) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და განახლების თაობაზე, ხოლო სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე ;
ი1) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშებში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ადგენს ხარვეზის გამოსწორების ვადას. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობისას სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს რეკომენდაციას საგრანტო პროექტის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. ხარვეზის გამოსწორების ვადის მოქმედების პერიოდში, ასევე დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საგრანტო პროექტის დაფინანსება ავტომატურად ითვლება შეჩერებულად;
ი2) უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში, ან/და სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
კ) მინისტრთან შეთანხმებით არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის დირექტორის მოადგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს ;
ლ) მინისტრის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს;
მ) ანაწილებს სამუშაოს ფონდის თანამშრომელთა შორის;
ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფონდის სახსრებსა და რესურსებს;
ო) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდის თანამშრომლებთან აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს კონკურსს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისების ფორმებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
ჟ) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს;
რ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე;
ს) აქვეყნებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ მონაცემებს;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ფონდის გენერალურ დირექტორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება:
ა) პირადი სურვილით;
ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
4. ფონდის გენერალური დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
მუხლი 5. ფონდის სამეცნიერო საბჭო
1. სამეცნიერო გრანტების განხილვისა და შერჩევის მიზნით ფონდში იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომელსაც ფონდის გენერალური დირექტორის წინადადებით, 15 წევრის შემადგენლობით, სამი წლის ვადით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით :
ა ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვოტით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის ერთი კვოტით;
ბ ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით;
გ ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელშიც თანამდებობრივად შედის მინისტრი და მინისტრის ერთ- ერთი მოადგილე.
21. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ 2/3 შედგება აკადემიური თანამდებობების პირებისაგან და მეცნიერებისაგან.
22. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.
3. სამეცნიერო საბჭო:
ა) ითანხმებს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ბ) ფონდის გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას კონკურსის გამოცხადების შესახებ;
გ) განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეულ სამეცნიერო პროექტებს და დაფინანსების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით მოიწვევს პრეტენდენტს ან მის წარმომადგენელს საგრანტო პროექტთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მისაღებად;
დ) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე დარგობრივი უწყებებისა და სამეცნიერო/საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების სათათბირო ხმის უფლებით მოწვევის შესახებ;
დ1) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება დასაფინანსებელ/დაფინანსებულ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ, პროექტის დამტკიცებამდე ან/და დამტკიცების შემდეგ, ნებისმიერ ეტაპზე;
ე) ამტკიცებს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად წარდგენილ პროექტს ან შეიმუშავებს რეკომენდაციას მისი დაფინანსების შესახებ და წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს;
ვ) (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ);
ზ) სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას სამეცნიერო პროექტის დაფინანსების შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის თქმის და ხარვეზის გამოსწორების დამატებითი ვადის დადგენის თაობაზე. სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციაში მიეთითება ის პირობები, რის გამოც მიზანშეწონილია საგრანტო პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა/შეწყვეტაზე უარის თქმა ;
თ) (ამოღებულია - 31.03.2011 №44/ნ).
4. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
41. სამეცნიერო საბჭოს წევრთა მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი და გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა არანაკლებ 4 ხმით .
5. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკუთარ წევრთაგან, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.
6. საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. სამეცნიერო საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მაინც. სამეცნიერო საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფონდის გენერალური დირექტორის ან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეცნიერო საბჭოს სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნეს სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი განცხადების საფუძველზე, განცხადების ფონდში რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში.
8. სამეცნიერო საბჭოს ყველა სხდომაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი.
81. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან ან თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნე ს სამეცნიერო საბჭოს წევრთა გამოკითხვის წესით. ამ შემთხვევაში მისაღებ საკითხზე წინადადება წარედგინება სამეცნიერო საბჭოს წევრებს, რომლებიც „შეთანხმების ფურცელზე“ ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება). იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება საკითხის მიღებას, აღნიშნულის შესახებ შედგება სამეცნიერო საბჭოს ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.
9. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) გარდაცვალება;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.
10. ფონდის სამენიერო საბჭოს წევრთა მიმართ ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადების გამოანგარიშებისას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული წლების რაოდენობაში არ ჩაითვლება სამეცნიერო საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 24.06.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №110/ნ - ვებგვერდი, 11.06.2012წ.
მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი🔗
1. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა.
2. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში სამეცნიერო საბჭოს წევრის მონაწილეობა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ძირითადი ან დამხმარე პერსონალის სტატუსით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 7. ფონდის სტრუქტურა🔗
ფონდის გენერალური დირექტორის, დირექტორის მოადგილეებისა და სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ფონდის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
გ) მონიტორინგის დეპარტამენტი;
დ) სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 71 . ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები🔗
1. ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ფონდის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) ფონდის ფინანსური ანგარიშგების და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
გ) ფონდის შესყიდვების განხორციელება;
დ) წლის ბიუჯეტის განაცხადის ფორმების შედგენა;
ე) ფონდის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვა;
ვ) საგრანტო პროექტების დაფინანსება მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომზადებული საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვის აქტის საფუძველზე, თუ განხილვის აქტით არ არის დადგენილი შუალედურ/საბოლოო ანგარიშში ხარვეზის არსებობა;
ზ) ფონდის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის პროცესში მონაწილეობა.
2. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფონდის გენერალური დირექტორისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) ფონდის დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
გ) ფონდის გენერალური დირექტორის მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
დ) ფონდის თანამშრომელთა საკადრო საკითხების მოწესრიგება;
ე) ფონდის შინაგანაწესის შესრულებისა და ფონდის თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ვ) ფონდის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ფონდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი ვიზირება;
ზ) ფონდის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) ფონდის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემების შესწავლა და მათი კვალიფიციური გადაწყვეტა;
ი) ფონდის სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლო და სხვა ორგანოებში, მესამე პირებთან ურთიერთობაში;
კ) საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ლ) ფონდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვა;
მ) სამართლებრივ საკითხებზე ფონდის გენერალური დირექტორისა და ფონდის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა.
3. მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, რომელიც მოიცავს დაფინანსებული საგრანტო პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ კონტროლს;
ბ) საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვის აქტების შედგენა.
4. სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამეცნიერო პროგრამების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საკითხების შესწავლა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების, რეკომენდაციების მომზადება და ფონდის გენერალური დირექტორისათვის წარდგენა;
ბ) სამეცნიერო საგრანტო პროექტების საგრანტო კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფილის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მოძიება და მათი ბაზის მუდმივი განახლება, საგრანტო პროექტების საექსპერტოდ გაგზავნის პროცედურების ადმინისტრირება;
გ) ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
დ) სამეცნიერო და სხვა სახის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირება;
ე) სამეცნიერო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება-განახლება;
ე1) სამინისტროსთან შეთანხმებით, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან საქმიანი თანამშრომლობის კოორდინაცია;
ვ) ფონდის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის სემინარებისა და საკონსულტაციო შეხვედრების გამართვის საკითხების კოორდინაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
მუხლი 72. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი🔗
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებ ით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების მიზეზს ;

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №179/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 27.02.2013წ.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (შემდგომში – ფონდი) იქმნება საგრანტო სისტემით მეცნიერების დაფინანსებისათვის.
2. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ფონდი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ” და „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონებით, საქართველოს მოქმედი ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
4. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი საბანკო ანგარიში და ბეჭედი.
5. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის №1.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 2 მაისის ბრძანება № 60 /ნ - ვებგვერდი, 04.05.2011 წ.
მუხლი 2. ფონდის მიზნები და ძირითადი ამოცანები🔗
1. ფონდის მიზნებია:
ა) მეცნიერების დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა. მეცნიერების დაფინანსების ერთიანი სისტემის შექმნა და მის მიმართ საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბება;
ბ) მეცნიერების სისტემის სიცოცხლისუნარიანობისა და განვითარებისათვის აუცილებელი დაფინანსების გაცემა ჯანსაღი კონკურენციის პირობებში;
გ) სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების ბენეფიციართა საქმიანობის მონიტორინგი და სამინისტროსათვის ანგარიშის წარდგენა.
2. ფონდის ძირითადი ამოცანებია მეცნიერების დაფინანსების გზით ხელი შეუწყოს:
ა) საწყისი ეტაპისათვის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ან/და საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე, ეკო ნომიკურ (კომერციულ) მოგებაზე ორიენტირებული მაღალტექნოლოგიური სამეცენიერო პროექტების განხორციელებას;
ბ) კონკრეტული პრაქტიკული ამოცანის გადაწყვეტაზე, ახალი ტექნოლოგიების შემუშავებაზე, გამოყენებითი ხასიათის ინოვაციებისა და მიდგომების რეალიზაციაზე ორიენტირებული სამეცნიერო პროექტების განხორციელებას;
გ) ახალი ან უფრო სრულყოფილი ცოდნის მიღების მიზნით, სამეცნიერო სფეროს ფუნდამენტური საკითხების, მოვლენების, ფაქტებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზზე ორიენტირებულ კვლევებს;
დ) საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერულ კვლევას;
ე) უმაღლესი განათლებისა და კვლევითი საქმიანობის შერწყმის, სამეცნიერო საქმიანობისათვის უწყვეტი მომზადების სისტემის ფორმირების მიზნით, ნიჭიერი ახალგაზრდების შერჩევისა და აღზრდისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;
ვ) საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა მონაწილეობას საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში.
3. დასახულ ამოცანათა გადასაწყვეტად ფონდი:
ა) (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ);
ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით:
ბ.ა. (ამოღებულია - 31.03.2011, №44/ნ);
ბ.ბ. ამტკიცებს საგრანტო კონკურსის ჩატარების წესს;
ბ.გ. აქვეყნებს კონკურსის გამოცხადებისა და კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ ინფორმაციას;
გ) კონკურსის წესით ახორციელებს:
გ.ა. სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შერჩევასა და გრანტებით დაფინანსებას;
გ.ბ. პროექტების შერჩევას სხვადასხვა სახის გრანტების, მათ შორის, მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების გასაცემად;
დ) ხელს უწყობს პრინციპულად ახალი ტექნოლოგიების განვითარებას მათი პროდუქციის წარმოებაში დანერგვის მიზნით, აგრეთვე აღიარებული საბაზო ტექნოლოგიების გამოყენებას საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევების წარმოებაში დანერგვისა და ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით;
ე) ხელს უწყობს ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დამუშავებისა და დანერგვის პროცესს, ქვეყნის ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის ფორმირებასა და მსოფლიოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში მის ინტეგრირებას;
ვ) ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აწყობს სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების სფეროში მიღწევათა გამოფენებს, სემინარებს, კონგრესებს, სიმპოზიუმებსა და სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს და მონაწილეობას იღებს პარტნიორი ქვეყნების ანალოგიური ხასიათის ღონისძიებებში, ხელს უწყობს მეცნიერთა გაცვლის პროცესს;
ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით ამყარებს საქმიან კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხო ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან;
თ) რეკომენდაციას უწევს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში;
ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს მოლაპარაკებას და დებს ხელშეკრულებებს საქართველოსა და უცხო ქვეყნების იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან;
კ) ხელს უწყობს ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის გაცვლას, საქართველოს მეცნიერთა და სპეციალისტთა საერთაშორისო პროგრამებში, კონფერენციებსა და შეხვედრებში მონაწილეობას, ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეების წარმომადგენელთა შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზებას;
ლ) ანიჭებს პრემიებს, ჰონორარებსა და სტიპენდიებს მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის; ასევე უზრუნველყოფს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ -კორესპონდენტთათვის ყოველთვიური ანაზღაურების გაცემას „საქართველოს მეცენიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის მე -6 პუნქტის საფუძველზე;
ლ1) უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი ;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის დადგენილება №179/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №179/ნ - ვებგვერდი, 11.09.2012წ.
მუხლი 3. ფონდის მართვა🔗
ფონდის მართვის ორგანოებია:
ა) ფონდის გენერალური დირექტორი;
ბ) სამეცნიერო საბჭო;
მუხლი 4. ფონდის გენერალური დირექტორი🔗
1. ფონდის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია და მის საქმიანობას ხელმძღვანელობს ფონდის გენერალური დირექტორი, რომელსაც 4 წლის ვადით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). ერთი და იგივე პირი ფონდის გენერალურ დირექტორად შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. ფონდის გენერალური დირექტორი:
ა) მოქმედებს ფონდის სახელით და სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობებში. პასუხისმგებელია ფონდის საქმიანობის სწორად წარმართვაზე;
ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
გ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
დ) (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ);
ე) საქართველოს მთავრობის დადგენილების ან /და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე აცხადებს კონკურსებს;
ე1) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით, უცხოურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და მემორანდუმის საფუძველზე აცხადებს კონკურს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სახელმწიფო სტიპენდიების, ჰონორარების, პრემიების მინიჭების წესს და აცხადებს კონკურსებს;
ზ) სამეცნიერო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო პროექტის დაფინანსების თაობაზე;
თ) ადგენს საგრანტო კონკურსის გამართვისა და საგრანტო განაცხადების მიღების ვადებს, ამტკიცებს საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმებს, დამტკიცებული კრიტე-რიუმების შესაბამისად ექსპერტთა მიერ პროექტების შეფასების წარმოდგენის ფორმასა და შევსების წესს.
ი) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საგრანტო პროექტის დაფინანსების შეჩერებისა და განახლების თაობაზე, ხოლო სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის, აგრეთვე პროექტის ხელმძღვანელის ინიციატივის არსებობის შემთხვევაში, საგრანტო დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე ;
ი1) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშებში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში ადგენს ხარვეზის გამოსწორების ვადას. დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობისას სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს რეკომენდაციას საგრანტო პროექტის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე. ხარვეზის გამოსწორების ვადის მოქმედების პერიოდში, ასევე დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე საგრანტო პროექტის დაფინანსება ავტომატურად ითვლება შეჩერებულად;
ი2) უფლებამოსილია გრანტის მიმღების მიერ ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არა უგვიანეს 20 დღით ადრე წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან/და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება. საანგარიშო წლის პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში ცვლილებები დასაშვებია პროექტის მიმდინარე წლის საერთო ბიუჯეტის 5%-ის ფარგლებში, ან/და სამეცნიერო საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.
კ) მინისტრთან შეთანხმებით არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის დირექტორის მოადგილეებს და განსაზღვრავს მათ ფუნქციებს ;
ლ) მინისტრის კურატორ მოადგილესთან შეთანხმებით ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს;
მ) ანაწილებს სამუშაოს ფონდის თანამშრომელთა შორის;
ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ბიუჯეტს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ფონდის სახსრებსა და რესურსებს;
ო) ფონდის ბიუჯეტის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ფონდის საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფონდის თანამშრომლებთან აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს კონკურსს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისების ფორმებსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
ჟ) შეიმუშავებს და სამინისტროს წარუდგენს ფონდის მუშაობის ყოველწლიურ ანგარიშს;
რ) სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე;
ს) აქვეყნებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ მონაცემებს;
ტ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებულ მოვალეობათა შესასრულებლად ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ფონდის გენერალურ დირექტორს ვადაზე ადრე უწყდება უფლებამოსილება:
ა) პირადი სურვილით;
ბ) გარდაცვალების შემთხვევაში;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
4. ფონდის გენერალური დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
მუხლი 5. ფონდის სამეცნიერო საბჭო🔗
1. სამეცნიერო გრანტების განხილვისა და შერჩევის მიზნით ფონდში იქმნება სამეცნიერო საბჭო, რომელსაც ფონდის გენერალური დირექტორის წინადადებით, 15 წევრის შემადგენლობით, სამი წლის ვადით ამტკიცებს მინისტრი.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შემდეგი სახით :
ა ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვოტით, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისათვის ერთი კვოტით;
ბ ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვოტით;
გ ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელშიც თანამდებობრივად შედის მინისტრი და მინისტრის ერთ- ერთი მოადგილე.
გ ) სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის 1/3 განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კვოტით, რომელშიც თანამდებობრივად შედის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებების წარმომადგენლები.
21. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის მინიმუმ 2/3 შედგება აკადემიური თანამდებობების პირებისაგან და მეცნიერებისაგან.
22. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრი. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.
22. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობს მინისტრის მოადგილე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს თავმჯდომარის მოადგილე.
3. სამეცნიერო საბჭო:
ა) ითანხმებს ფონდის მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
ბ) ფონდის გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას კონკურსის გამოცხადების შესახებ;
გ) განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე შერჩეულ სამეცნიერო პროექტებს და დაფინანსების მიზანშეწონილობის განსაზღვრის მიზნით მოიწვევს პრეტენდენტს ან მის წარმომადგენელს საგრანტო პროექტთან დაკავშირებით საჭირო ახსნა-განმარტებების მისაღებად;
დ) იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო საბჭოს სხდომებზე დარგობრივი უწყებებისა და სამეცნიერო/საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების სათათბირო ხმის უფლებით მოწვევის შესახებ;
დ1) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია იმსჯელოს და მიიღოს გადაწყვეტილება დასაფინანსებელ/დაფინანსებულ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ, პროექტის დამტკიცებამდე ან/და დამტკიცების შემდეგ, ნებისმიერ ეტაპზე;
ე) ამტკიცებს დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე დასაფინანსებლად წარდგენილ პროექტს ან შეიმუშავებს რეკომენდაციას მისი დაფინანსების შესახებ და წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს;
ვ) (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ);
ზ) სამეცნიერო საგრანტო პროექტის პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას სამეცნიერო პროექტის დაფინანსების შეწყვეტის ან შეწყვეტაზე უარის თქმის და ხარვეზის გამოსწორების დამატებითი ვადის დადგენის თაობაზე. სამეცნიერო საბჭოს რეკომენდაციაში მიეთითება ის პირობები, რის გამოც მიზანშეწონილია საგრანტო პროექტის საგრანტო დაფინანსების შეწყვეტა/შეწყვეტაზე უარის თქმა ;
თ) (ამოღებულია - 31.03.2011 №44/ნ).
4. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა.
41. სამეცნიერო საბჭოს წევრთა მხრიდან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედი და გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა არანაკლებ 4 ხმით .
5. სამეცნიერო საბჭო, წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საკუთარ წევრთაგან, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს.
6. საბჭოს ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება, ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. სამეცნიერო საბჭო იკრიბება წელიწადში 4-ჯერ მაინც. სამეცნიერო საბჭოს სხდომა შეიძლება მოწვეულ იქნეს ფონდის გენერალური დირექტორის ან სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამეცნიერო საბჭოს სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნეს სამეცნიერო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობის წერილობითი განცხადების საფუძველზე, განცხადების ფონდში რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში.
8. სამეცნიერო საბჭოს ყველა სხდომაზე მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი.
81. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარესთან ან თავმჯდომარის მოადგილესთან შეთანხმებით სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნე ს სამეცნიერო საბჭოს წევრთა გამოკითხვის წესით. ამ შემთხვევაში მისაღებ საკითხზე წინადადება წარედგინება სამეცნიერო საბჭოს წევრებს, რომლებიც „შეთანხმების ფურცელზე“ ხელმოწერით ადასტურებენ თავიანთ პოზიციას (ეთანხმება, არ ეთანხმება). იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი დაეთანხმება საკითხის მიღებას, აღნიშნულის შესახებ შედგება სამეცნიერო საბჭოს ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი.
9. სამეცნიერო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება;
ბ) გარდაცვალება;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლა;
დ) სასამართლოს მიერ მისი ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევები.
10. ფონდის სამენიერო საბჭოს წევრთა მიმართ ,,მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ვადების გამოანგარიშებისას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული წლების რაოდენობაში არ ჩაითვლება სამეცნიერო საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივნისის ბრძანება №107/ნ - ვებგვერდი, 24.06.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 7 ივნისის ბრძანება №110/ნ - ვებგვერდი, 11.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 თებერვლის ბრძანება №32/ნ - ვებგვერდი, 27.02.2013წ.
მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტი🔗
1. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ფონდის თანამშრომლის მონაწილეობა.
2. დაუშვებელია ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში სამეცნიერო საბჭოს წევრის მონაწილეობა პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის, ძირითადი ან დამხმარე პერსონალის სტატუსით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 7. ფონდის სტრუქტურა🔗
ფონდის გენერალური დირექტორის, დირექტორის მოადგილეებისა და სამეცნიერო საბჭოს საქმიანობის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს ფონდის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
გ) მონიტორინგის დეპარტამენტი;
დ) სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
მუხლი 71 . ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციები🔗
1. ფინანსური და მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) ფონდის საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
ბ) ფონდის ფინანსური ანგარიშგების და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა;
გ) ფონდის შესყიდვების განხორციელება;
დ) წლის ბიუჯეტის განაცხადის ფორმების შედგენა;
ე) ფონდის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვა;
ვ) საგრანტო პროექტების დაფინანსება მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომზადებული საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვის აქტის საფუძველზე, თუ განხილვის აქტით არ არის დადგენილი შუალედურ/საბოლოო ანგარიშში ხარვეზის არსებობა;
ზ) ფონდის საშტატო განრიგში ცვლილებების შეტანის პროცესში მონაწილეობა.
2. ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფონდის გენერალური დირექტორისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) ფონდის დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
გ) ფონდის გენერალური დირექტორის მიერ მიღებული საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
დ) ფონდის თანამშრომელთა საკადრო საკითხების მოწესრიგება;
ე) ფონდის შინაგანაწესის შესრულებისა და ფონდის თანამშრომელთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ვ) ფონდის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ფონდის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი ვიზირება;
ზ) ფონდის მიერ გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, ფონდის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) ფონდის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემების შესწავლა და მათი კვალიფიციური გადაწყვეტა;
ი) ფონდის სამართლებრივი ინტერესების დაცვა სასამართლო და სხვა ორგანოებში, მესამე პირებთან ურთიერთობაში;
კ) საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ლ) ფონდის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მართვა;
მ) სამართლებრივ საკითხებზე ფონდის გენერალური დირექტორისა და ფონდის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა.
3. მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, რომელიც მოიცავს დაფინანსებული საგრანტო პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ კონტროლს;
ბ) საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების განხილვის აქტების შედგენა.
4. სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამეცნიერო პროგრამების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით საკითხების შესწავლა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების, რეკომენდაციების მომზადება და ფონდის გენერალური დირექტორისათვის წარდგენა;
ბ) სამეცნიერო საგრანტო პროექტების საგრანტო კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი კვალიფიკაციისა და პროფილის უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების მოძიება და მათი ბაზის მუდმივი განახლება, საგრანტო პროექტების საექსპერტოდ გაგზავნის პროცედურების ადმინისტრირება;
გ) ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
დ) სამეცნიერო და სხვა სახის სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების ადმინისტრირება;
ე) სამეცნიერო პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისათვის საჭირო სახელმძღვანელო დოკუმენტაციის შემუშავება-განახლება;
ე1) სამინისტროსთან შეთანხმებით, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან საქმიანი თანამშრომლობის კოორდინაცია;
ვ) ფონდის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა სახის სემინარებისა და საკონსულტაციო შეხვედრების გამართვის საკითხების კოორდინაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
მუხლი 72. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლი🔗
მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგრანტო ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განხორციელებისას:
ა) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი, თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას;
ბ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება – საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი. აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ საგრანტო ანგარიშზე დაბრუნებას;
გ) გადახარჯვად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებ ით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით, იმ შემთხვევაში, თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა აღემატება ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებულ რესურსს; გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების მიზეზს ;
დ) ნაშთად ჩაითვლება – საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი, რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო კვარტალებში.
2. ფინანსური კონტროლის შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს საგრანტო ხელშეკრულების ფინანსურ კონტროლს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული შუალედური და საბოლოო ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
ბ) ეყრდნობა გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ საგრანტო სახსრების ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომლებიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ფოტოასლებისა ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით;
გ) გრანტის მიმღების მიერ წარმოდგენილ შუალედურ ანგარიშზე ადგენს განხილვის აქტს, რომელშიც აისახება საანგარიშო პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული თანხის ხარჯვის შესაბამისობა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან.
3. პროგრამული კონტროლის შემთხვევაში მონიტორინგის დეპარტამენტი:
ა) ახორციელებს საგრანტო პროექტების პროგრამულ კონტროლს ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დამტკიცებული შუალედური ანგარიშის ფორმების შესაბამისად წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე;
ბ) პროგრამული კონტროლის განხორციელება მიზნად ისახავს დაგეგმილი ამოცანების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის კონტროლს, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ნაბეჭდი, ფოტოასლების ან ელექტრონული (დასკანერებული) სახით.
4. საგრანტო პროექტის შესრულების კონტროლის განხორციელებისას ამოცანის შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება გრანტის მიმღები ძირითადი შემსრულებლების მიერ წარმოდგენილი ამოცანის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში კი – შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სამეცნიერო საბჭოს ან შესაბამისი დარგის სპეციალისტის მიერ დადასტურებული წერილობითი დოკუმენტი დასახული ამოცანის შესრულების თაობაზე.
5. საგრანტო პროექტის შესრულების შუალედური ანგარიშში ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომელიც დაკავშირებულია არამიზნობრივ ხარჯთან, მონიტორინგის დეპარტამენტი აღნიშნული ხარვეზის შესახებ აცნობებს ფონდის გენერალურ დირექტორს და აწვდის რეკომენდაციას ხარვეზის გამოსწორების ვადების შესახებ. სხვა შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი თავად განსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადებს, არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემდგომ, ფონდის გენერალურ დირექტორს აწვდის საგრანტო პროექტის დაფინანსების შესაჩერებლად საჭირო ინფორმაციას.
6. საგრანტო პროექტის შესრულების შუალედურ ანგარიშში ისეთი ხარვეზის აღმოჩენისას, რომლის შეფასებისთვის საჭიროა სამეცნიერო კვალიფიკაცია, მონიტორინგის დეპარტამენტი მიმართავს სამეცნიერო პროგრამების დეპარტამენტს ინფორმაციით არსებული ხარვეზის თაობაზე, რომელიც განიხილავს და შესაბამის რეკომენდაციას აწვდის ფონდის გენერალურ დირექტორს. სხვა შემთხვევებში მონიტორინგის დეპარტამენტი თავად განუსაზღვრავს ხარვეზის გამოსწორების ვადებს, არა უმეტეს 7 სამუშაო დღისა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემდგომ აწვდის ინფორმაციას ფონდის გენერალურ დირექტორს ხარვეზის დამატებითი ვადის განსაზღვრისა და/ან საგრანტო პროექტის დაფინანსების შესაჩერებლად.
7. (ამოღებულია - 24.04.2012, №86/ნ).
8. სამინისტროს დავალებით, ფონდი უფლებამოსილია დარგის ექსპერტებს შეაფასებინოს გარკვეული დასრულებული საგრანტო პროექტები. ფონდი არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს დასრულებული საგრანტო პროექტის სამეცნიერო ღირებულება და არ არის პასუხისიმგებელი საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგზე.
9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების შესაბამისად შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარმოდგენილი პროექტების შეფასებისას .
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 24 აპრილის ბრძანება №86/ნ - ვებგვერდი, 26.04.2012წ.
მუხლი 8. ფონდის დაფინანსება🔗
1. ფონდის სახსრები იქმნება:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრებით;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტებით;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობებით, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანებით;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლებით;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ფონდის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ფონდი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
მუხლი 9. ფონდის ქონება🔗
ფონდს თავისი უფლებამოსილებების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. ფონდის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობით ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ფონდის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ფონდის ქონების თაობაზე, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
4. ფონდს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 11. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 12. გარდამავალი დებულება🔗
2010 წლის 1 აგვისტომდე გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ადგილზე მონიტორინგს ფონდი განახორციელებს მხოლოდ დასრულებულ საგრანტო პროექტებზე ამ წესდების 72 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 31 მარტის ბრძანება №44/ნ - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ“, №62/ნ, 28.07.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014912 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1030035-6/