„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.05.2008 ბოლო ცვლილება 07.04.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№284
სარეგისტრაციო კოდი
400.010.010.08
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 79, 03/06/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №284

2008 წლის 30 მაისი

ქ. თბილისი

წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

1. საქართველოში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების (24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფის) და ენერგოსექტორის დარეგულირების პროცესის ხელშეწყობის, აღნიშნულ სფეროებში პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამისი უწყებების საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შეიქმნას წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისია (შემდეგში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ნიკა გილაური – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

გიორგი ბარამიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი

ლაშა გოცირიძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე

ჯაბა ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე

სულხან ზუმბურიძე – შპს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი, მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე

ირაკლი კვაშილავა – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყლით უზრუნველყოფის რეგიონული განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე

დავით კობერიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) მრჩეველი, კომისიის მდივანი

ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი

კონსტანტინე მგელაძე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი

ზურაბ პოლოლიკაშვილი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი

გურამ ჩალაგაშვილი – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

გიორგი ხაჩიძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ზურაბ ჯანჯღავა – შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის ბრძანებულება №158-სსმIII, №40, 31.03.2009წ., მუხ.456

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანებულება №364-სსმIII, №79, 29.06.2009წ., მუხ.859

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №40-სსმIII, №6, 20.01.2010წ., მუხ.41

11. კომისიის თავმჯდომარის ინიციატივით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება ეთხოვოთ სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის ბრძანებულება №158-სსმIII, №40, 31.03.2009წ., მუხ.456

2. კომისიის სხდომებს იწვევს კომისიის თავმჯდომარე.

3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე და ფორმდება ოქმის სახით.

4. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია.

5. კომისიამ პერიოდულად წარმოადგინოს ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ.

„51. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოში წყლის რესურსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების სამთავრობო საკონსულტაციო საბჭოს შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 30 იანვრის №89 განკარგულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის ბრძანებულება №158-სსმIII, №40, 31.03.2009წ., მუხ.456

52. ეთხოვოს საქართველოს მთავრობას ძალადაკარგულად გამოაცხადოს:

ა) „საქართველოში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 16 აგვისტოს №416 განკარგულება;

ბ) „საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილება;

გ) „საქართველოს წყალმომარაგებისა და სანიტარიული უზრუნველყოფის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 15 თებერვლის №30 დადგენილება.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის ბრძანებულება №158-სსმIII, №40, 31.03.2009წ., მუხ.456

6. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 მარტის ბრძანებულება №158-სსმIII, №40, 31.03.2009წ., მუხ.456

2.საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 29 ივნისის ბრძანებულება №364-სსმIII, №79, 29.06.2009წ., მუხ.859

3.  საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 იანვრის ბრძანებულება №40-სსმIII, №6, 20.01.2010წ., მუხ.41

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“, №284, 30.05.2008, სარეგისტრაციო კოდი 400.010.010.08 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103120-3/