წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.09.2010 ძალადაკარგული 27.12.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.104.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 38, 15/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2010 წლის 24 სექტემბერი

ქ. წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებ ის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

 

1. დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებ ა დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპ ა ლიტეტის საკრებულოს 2006 წლის 27 ნოემბრის №17 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                         კ. ციმინტია

შეტანილი ცვლილებები:

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №42-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1925

2. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის დადგენილება №2-ვებგვერდი, 15.02.2011წ.

დანართი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საკრებულოს აპარატის სტატუსი

1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.

2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.

3. აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ დაწესებულებას.

    მუხლი 2. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები

1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.

2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3. აპარატის ძირითადი ფუნქციები

აპარატის ძირითადი ფუნქციებია:

ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;

ბ) მოამზადოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტები, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;

გ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

დ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათ უფლებამოსილების განხორციელებაში;

ე) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;

ვ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;

ზ) უზრუნველყოს საკრებულო, საკრებულოს კომისიები და სამუშაო ჯგუფები სამართლებრივი ინფორმაციითა და იურიდიული კონსულტაციით. გაუწიოს მეთოდური დახმარება საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში. დაიცვას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინტერესები სასამართლოში. განახორციელოს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების კოდიფიკაცია და სისტემატიზაცია, საჭიროების შემთხვევაში მოამზადოს წინადადებები მიღებული სამართლებრივი აქტების გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, საკრებულოს თანამდებობის პიორებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე;

თ) საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო აღრიცხვიანობა;

ი) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

თავი II

აპარატის ხელმძღვანელობა

    მუხლი 4. აპარატის უფროსი

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. აპარატის უფროსი:

ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინ ს ტრუქციებს;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;

დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს;

ვ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს;

ზ) კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს ბიუროს სხდომების ოქმების წარმოებას, სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვას, კონტროლს უწევს მათ შესრულებას.

3. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მთ ავარი სპეციალისტი საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №42-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1925

თავი III

აპარატის საჯარო მოსამსახურეები

    მუხლი 5. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი

1. აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე და რომლებიც ასრულებენ კანონმდებლობით და ამ დებულებით მათთვის დაკისრებულ მოვალეობებს.

2. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის შედეგების მიხედვით.

3. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.

    მუხლი 6. აპარატის თანამშრომლები.

1. (ამოღებულია - 28.01.2011, №2).

2. აპარატის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობანი და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის დადგენილება №2-ვებგვერდი, 15.02.2011წ.

    მუხლი 7. აპარატის განყოფილებები

    აპარატის განყოფილებებია:

     ა) საინფორმაციო-ანალიტიკური და სოციალურ საკითხთა განყოფილება;

     ბ) იურიდიული, საქმისწარმოებისა და პერსონალის მართვის განყოფილება;

     გ) საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №42-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1925

    მუხლი 7​1. საინფორმაციო-ანალიტიკური და სოციალურ საკითხთთა განყოფილება

     საინფორმაციო-ანალიტიკურ და სოციალურ საკითხთა განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას და გამოქვეყნებას, ახდენს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;

ბ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და სამუშაო ჯგუფების თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან, რეაგირებას ახდენს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით შემოსულ კორესპონდენციებზე, ღებულობს ინფორმაციას ტერიტორიული ერთეულებისაგან სოციალურ საკითხებზე;

გ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას გამგეობასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;

     დ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ე) უზრუნველყოფს ჟურნალისტების დასწრებას საკრებულოსა და მისი კომისიების სხდომებზე, მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას, მათ ინფორმირებას. საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;

ვ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და საკრებულოს დელეგაციების მივლინებას, ახორციელებს ადგილობრივი ტელევიზიითა და პრესით საკრებულოს სხდომის ან საჯარო მოსმენის დღის წესრიგის, ჩატარების ადგილის, დროისა და თარიღის, სხვადასხვა პროგრამების მოსახლეობისათვის გაცნობას. ტელევიზიის საშუალებით საკრებულოს სხდომების გაშუქებას;

ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო-საცნობარო და პროგრამულ მომსახურებას, საკრებულოს ოფიციალური ინფორმაციის კომპიუტერიზაციას და ინტერნეტიზაციას;

თ) უზრუნველყოფს საკრებულოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების ფუნქციონირებას, საიტებისა და ინტერნეტგვერდების შექმნას, მათ განახლებას. ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციასა და გადაცემას საკრებულოს აპარატის უფროსისათვის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან დაცვას.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №42-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1925

    მუხლი 7​2. იურიდიული, საქმისწარმოებისა და პერსონალის მართვის განყოფილება

იურიდიული, საქმისწარმოებისა და პერსონალის მართვის განყოფილება:

ა) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების და აპარატის შესაბამისი საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;

ბ) უზრუნველყოფს საკრებულოს, მისი კომისიების, აპარატის სტრუქტურული ერთეულების სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მომზადებას;

 გ) საკონსულტაციო-სამართლებრივ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს, ახდენს საკრებულოს სამართლებრივი აქტების კოდიფიკაციას და სისტემატიზაციას; აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან. საჭიროების შემთხევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის შესახებ;

 დ) ახორციელებს საკადრო ცვლილებებთან, მოსამსახურეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან და წახალისებასთან დაკავშირებული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მომზადებას;

ე) წარმოადგენს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებს სასამართლოში წინასწარ გაცემული მინდობილობის შესაბამისად;

ვ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და უზრუნველყოფს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარისათვის დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენას;

ზ) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას, აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს;

თ) უზრუნველყოფს საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, სისტემატიზაციას, მათ ანოტაციებს, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისათვის გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას;

ი) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტაციაზე საკრებულოს თანა-მდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს, აკონტროლებს კორესპოდენციის განსახილველად გამზადებას, საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას;

კ) უზრუნველყოფს სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებული გადაწყვეტილების გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

ლ) ახორციელებს საკრებულოს კომისიების სხდომების ოქმების წარმოებას;

მ) უზრუნველყოფს საკრებულოში მომზადებული დოკუმენტაციის კომპიუტერულ ბეჭდვასა და გამრავლებას;

ნ) უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას, აფორმებს აპარატის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტაციებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №42-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1925

      მუხლი 7​3. საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება

საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და სტატისტიკის განყოფილება:

ა) უზრუნველყოფს ფინანსური სახსრებისა და მატერიალურ საშუალებათა ხარჯვის აღრიცხვას და ანალიზს, ადგენს საკრებულოს შენახვის ხარჯებს;

ბ) ახორციელებს საკრებულოსა და მისი აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დაგეგმვას;

გ) დახმარებას უწევს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას:

გ.ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გათვალისწინებული შემოსავლების მიღებისა და ხარჯვის მიზნობრიობის შესწავლაში;

გ.ბ) ფინანსური ხასიათის სამართლებრივი აქტების (ბიუჯეტი, ცვლილებები ბიუჯეტში და სხვა) პროექტების განხილვაში;

დ) აანალიზებს და აფასებს ფინანსურ საკითხებზე ყოველთვიურ ანგარიშებს, ანალიტიკურ მასალებს და წინადადებებს წარუდგენს საკრებულოს თავ-მჯდომარეს შემდგომი რეაგირებისათვის;

ე) უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს თანამდებობის პირებს და წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მიკუთვნებულ საკითხებში;

ვ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვაზე ინფორმაციის მოწოდებას საკრებულოს თავმჯდომარისთვის;

ზ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული შენობის შენახვას, მოვლა-პატრონობასა და ექსპლოატაციის, სანიტარიული ნორმების დაცვას;

თ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების და აპარატის მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ, სატრანსპორტო, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას, სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას;

ი) უზრუნველყოფს საკრებულოს ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას;

კ) უზრუნველყოფს მოსახლეობის აღრიცხვას დასახლებული ერთეულების მიხედვით. ახორციელებს და აგროვებს სტატისტიკურ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის: ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებული მიწის, ქონების, შინაური პირუტყვისა და ფრინველის, დასახლებულ ტერიტორიაზე გაშენებული ხეხილის და სხვ. თაობაზე. ამასთან, ფლობს და აღრიცხავს მონაცემებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაობაზე;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსა-ზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №42-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1925

     მუხლი 7​4. განყოფილების უფროსი

განყოფილების უფროსი:

ა) ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საერთო ხელმძღვანელობას. პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;

 გ)  განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

 დ) აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა კუთვნილი შვებულების გამოყენებისა და მივლინების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;

ზ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამა-რთლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს;

თ) აუცილებელ პირობებს უქმნის შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისთვის;

ი) განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს აპარატის წინაშე;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის დადგენილება №42-სსმV, №64, 16.12.2010წ.,მუხ.1925

    მუხლი 8. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი

1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო.

2. აპარატის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

თავი IV

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

    მუხლი 9. დასკვნითი დებულებანი

1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებას ამტკიცებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

2. საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, №21, 24.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1031614-2/