საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (56)
შემდგომი ცვლილებები (18)
წინა ცვლილებები (38)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №99/ნ
2010 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ” ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასური დანართი №2 შესაბამისად.
21. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დ. შაშკინი
დანართი №1
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს დებულება ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების (შემდგომში – სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს და ავტორიზაციის პროცედურას.
მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად.
3. დაწესებულებას აქვს მისია, რომელიც შეესაბამება საქართველოში განათლების სათანადო საფეხურის ძირითად მიზნებს და არის დაწესებულების თვითმყოფადობისა და სახის გამომხატველი.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) მატერიალურ რესურსებს;
გ) ადამიანურ რესურსებს.
41. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;
გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;
ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
42. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი შედგება კომპონენტებისაგან, კერძოდ:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიასა და სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა.ა) უსდ-ის მისია;
ა.ბ) სტრატეგიული განვითარება.
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ბ.ა) ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
ბ.გ) ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა.
გ) საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
გ.ა) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება;
გ.ბ) საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი;
გ.გ) სწავლის შედეგების შეფასება.
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
დ.ა) პერსონალის მართვა;
დ.ბ) აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის დატვირთვა.
ე) სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ე.ა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, ცვლილებისა და განათლების აღიარების წესი და სტუდენტთა უფლებები;
ე.ბ) სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებები.
ვ) კვლევასთან, განვითარებასთან ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ვ.ა) კვლევითი საქმიანობა;
ვ.ბ) კვლევის მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია;
ვ.გ) კვლევითი საქმიანობის შეფასება.
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ზ.ა) მატერიალური რესურსი;
ზ.ბ) საბიბლიოთეკო რესურსები;
ზ.გ) საინფორმაციო რესურსი;
ზ.დ) ფინანსური რესურსი.
5. ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ავტორიზაციის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.
51. ავტორიზაციის პროცესი უნდა იყოს სანდო, თანამიმდევრულად განხორციელებული და მისი შედეგები უნდა იყოს საჯარო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგი“ და ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები.
52. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება:
ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;
ბ) საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას;
გ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას.
53. ამ მუხლის 52 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიცემა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონსულტაციის გაწევაზე უფლებამოსილი ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების განსაზღვრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველ დაწესებულებაში ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების შესახებ.
54. ამ მუხლის 53 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის შედეგად დგება წერილობითი ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია გაწეული კონსულტაციის შესახებ. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი ოქმის მომზადებას, ამასთან გამოყოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დაწესებულების სახელით ხელს მოაწერს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის ოქმს.
6. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის იქმნება შემდეგი სახის ავტორიზაციის საბჭოები:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
თავი II
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
მუხლი 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას;
ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები;
გ) სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
დ) სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად;
ე) შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით;
ვ) შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმი.
მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი
1. სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:
ა.ა) ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;
ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;
ა.დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები;
ბ) სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
გ) სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;
დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;
ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:
ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ;
ვ.ე) კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს;
ზ) სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები;
თ) შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;
ი) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა.
2. მატერიალური რესურსის კონკრეტული პარამეტრები დგინდება ცენტრის რეკომენდაციებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №115/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 ივლისის ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
მუხლი 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი;
ბ) სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე სისტემა;
დ) მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები;
ე) სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები;
ვ) სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.
თავი III
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
მუხლი 6. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია პროფესიული განათლების კრედიტების სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები). პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია მისანიჭებელი კვალიფიკაცია, მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები და სწავლებისა და პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მეთოდოლოგია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბ) დაწესებულებაში არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), სადაც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების წესის შესახებ;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ პროფესიულ სტანდარტებს. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტს;
დ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, ასევე მიღებული განათლების აღიარების წესები;
ე) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმები;
ვ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებსაც იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
მუხლი 7. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს მატერიალური რესურსი, რომელიც გამოიყენება დაწესებულების მიზნების რეალიზაციისათვის და შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის:
ა.ა) ერთ მისამართზე 400 კვ.მ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს 100 პროფესიულ სტუდენტზე ნაკლებ კონტინგენტიანი დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;
ა.ბ) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი;
ბ) დაწესებულებაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
გ) დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას;
დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, ასევე დაწესებულების მართვაში;
ე) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა;
ვ) დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:
ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.
ზ) დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის;
თ) ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას, მასზე განთავსებულია საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი და სხვ.). ინფორმაციის განახლება ხდება რეგულარულად, ისე, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი;
ი) შემუშავებულია დაწესებულების განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
მუხლი 8. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობებს;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაწესებულებას ჰყავს 20 პროფესიულ სტუდენტზე პროგრამის განმახორციელებელი მინიმუმ ერთი პირი;
გ) პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შერჩევა ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. შრომითი ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები/მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
თავი IV
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება ამ ბრძანების დანართი №3-ით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 10. ამოღებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 11. ამოღებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №226/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
თავი V
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების გარეშე
მუხლი 12. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
მუხლი 13. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პირობა
1. ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ ამ დებულების III თავით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სურვილის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ცენტრში წარადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმას, მასზე დასართავ დოკუმენტაციას და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, შესაბამისი საბჭო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება ავტორიზაციის ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება №82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
თავი VI
ავტორიზაციის ჩატარების წესი
მუხლი 14. ავტორიზაციის პროცესი
1. ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა;
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
დ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ავტორიზაციის თვითშეფასების ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
ე) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
ვ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
ზ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის დაწესებულებისთვის გაცნობა;
თ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;
ი) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
კ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის დაწესებულებისთვის გაცნობა;
ლ) საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;
მ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
ნ) დასაბუთებული გადაწყვეტილების ცენტრის მიერ გამოქვეყნება.
2. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. ავტორიზაციის პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 15. საავტორიზაციო განაცხადი
1. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
ბ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც თვითშეფასების შევსებულ ფორმაზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-17 მუხლით დადგენილი ვადები.
3. საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურ ენაზე თარგმნას, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია თვითშეფასების დამტკიცებულ ფორმაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრი თარგმანს უგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აცნობოს ცენტრს თარგმანთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები, ამ დოკუმენტაციის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნია შენიშვნა თარგმანთან დაკავშირებით.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდგომ, ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, თავად წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი თარგმანი, რა დროსაც არ გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი რეგულაციები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თარგმანის სისწორესა და ავთენტურობაზე პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თუ ავტორიზაციის პროცესში გამოიკვეთა თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზი, რომელიც გავლენას ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაზე, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავებისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება № 38/ ნ - ვებგვერდი, 31.03.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 11.09.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 29.01.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 23.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 16. თვითშეფასება
1. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება.
2. თვითშეფასება ხდება ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.
3. თვითშეფასების შედეგები აისახება თვითშეფასების ფორმაში.
4. თვითშეფასების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 17. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა
1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულების საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.
5. თუ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ავტორიზაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 18. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი
1. ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.
2. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტები დაწესებულების სტატუსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი იყოფა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ექსპერტებად.
4. ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 19. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა
1. ავტორიზაციის საფასურის გადახდიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გათვალისწინებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის ფორმირებისას მხედველობაში მიიღება ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები; ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტი, საერთაშორისო ექსპერტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.
21. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისსაავტორიზაციო განაცხადში მითითებულია რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, ექსპერტთა ჯგუფში თანათავმჯდომარის სტატუსით შედის შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი.
22. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ბრძანებით ცალ-ცალკე იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტ(ებ)ისაგან, ამასთან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტიც.
4. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.
5. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
6. ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
7. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
8. ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
9. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
10. ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.
11. ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
12. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლენს ცენტრის თანამშრომელს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 10.03.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 191. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასებისშევსებული ფორმის შეფასება
1. ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამ დებულების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას ექსპერტთა ჯგუფის წევრების კომპეტენციის გათვალისწინებით.
3. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
მუხლი 20. საავტორიზაციო ვიზიტი
1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.
3. ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.
4. დაწესებულება უფლებამოსილია ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ფორმაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.
5. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.
51. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს საავტორიზაციო ვიზიტის განმავლობაში საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას.
6. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ საავტორიზაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 201. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთანშესაბამისობის შეფასება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ორ შემთხვევაში, კერძოდ, თუ:
ა) დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“;
ბ) დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ის კომპონენტებისა) მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ გამოიყენება ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან მიმართებით, რა დროსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტების ერთ-ერთ კომპონენტთან მიმართებით მაინც შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 202. ოთხდონიანი შეფასების სკალის განმარტება
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. თუმცა, დაწესებულებას აქვს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 1 წელი) დასაძლევად მას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება საბაზო დონეზე უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას აქვს ისეთი სუსტი მხარეები, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება. თუმცა, დაწესებულებას აქვს მზაობა და საშუალოვადიან პერიოდში (1 წელზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 წელი) სუსტი მხარეების დასაძლევად შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება არსებული რესურსებითა ან/და პრაქტიკით ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 21. დასკვნის მომზადება
1. თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
2. დასკვნის პროექტი აღწერს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.
3. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
4. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
61. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტისა და დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისათვის საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას. აღნიშნული დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 22. ზეპირი მოსმენა
1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომში – საბჭო) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ მოწვეული წევრების ¾-ისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.
6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.
9. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
10. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ.
12. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 14.12.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №112 / ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 23. საბჭოს შემადგენლობა
1. თითოეული საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.
12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
2. შესაბამისი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭო გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია ასევე მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.
4. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;
ე) ამ დებულების 231 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;
ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №212/ნ - ვებგვერდი, 27.12.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 231. საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები
1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.
2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.
5. საბჭოს წევრი ვალდებულია, დღის წესრიგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.
6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შესაბამისი საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;
ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ავტორიზაციის მაძიებლის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.
8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 24. ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით, საიდანაც მოწვეულ წევრთა ხმები უნდა შეადგენდეს დამსწრე მოწვეულ წევრთა არანაკლებ ¾-ს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები.
4. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
5. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.
7. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 241. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის ცვლილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში
1. უნივერსიტეტი, რომელსაც სურს ავტორიზაციის დარჩენილი ვადით საქმიანობა განაგრძოს სასწავლო უნივერსიტეტის ან კოლეჯის სტატუსით და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სახესთან – სასწავლო უნივერსიტეტთან/კოლეჯთან, თავსებად საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს.
2. სასწავლო უნივერსიტეტი, რომელსაც სურს ავტორიზაციის დარჩენილი ვადით საქმიანობა განაგრძოს კოლეჯის სტატუსით და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სახესთან – კოლეჯთან, თავსებად საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლის თაობაზე დადებით/უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის შუამდგომლობისა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ამ დებულების 24-ე მუხლით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მისი საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შეცვლილ სახესთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №180/ნ - ვებგვერდი, 16.10.2017წ.
მუხლი 25. გადაწყვეტილება ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ
1. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, თითოეული სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ ამ დებულების 201 და 202 მუხლებით დადგენილი წესით, ოთხდონიანი სკალის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.
3. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.
4. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.
4 1. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი საბჭო მოსწავლეთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გარდა, ასევე განუსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას.
5. ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა გულისხმობს შესაბამისი საბჭოს მიერ დაწესებულებისათვის თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების ჯამს. თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს, ასევე პროგრამის განხორციელების ადგილს.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას:
ა) ყველა სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 201მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;
გ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და მიმართავს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ (2 წლის ვადაში) შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;
დ) ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სხვა არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ;
ე) ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)თან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.
61. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილება შესაბამის საბჭოს სხდომაზე. ამ განხილვის შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.
62. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად, თუ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კვლავ შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.
7. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთი სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 251. გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა ( პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში , ასევე – პროფესიულ სტუდენტთა ) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ
1. საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების ერთჯერზე არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ, ამ დებულების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე იმავე მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შემთხვევებში.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებით, ამ შეზღუდვისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე ცენტრში წარადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს. ამ ანგარიშის წარდგენა დაწესებულებას შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრეც, მაგრამ სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მინიმუმ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, ასევე ამ ანგარიშის ცენტრში წარუდგენლობის შემთხვევაში ცენტრის ინიციატივით, დაწესებულებაში ხორციელდება მონიტორინგი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეხსნას სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვა;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელახლა შეეზღუდოს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება;
გ) გაუქმდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 26. ამოღებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
თავი VI1
სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
მუხლი 261. სააპელაციო საბჭოს შემადგენლობა
1. ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ავტორიზაციის მაძიებელმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში.
2. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი.
3. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. სააპელაციო საბჭოს საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სააპელაციო საბჭო ფუნქციურად დამოუკიდებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისგან.
5. სააპელაციო საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;
დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს სააპელაციო საბჭოს საქმიანობას;
ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას;
ზ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
6. სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
მუხლი 262. სააპელაციო საბჭოს საქმიანობის წესი
1. სააპელაციო საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.
2. სააპელაციო საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
3. სააპელაციო საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
4. სააპელაციო საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, ავტორიზაციის საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს სხვა წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.
5. სააპელაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
6. სააპელაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააპელაციო საბჭოს სამდივნო (შემდგომში - სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სამდივნო სააპელაციო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) სააპელაციო საჩივარსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;
ბ) საავტორიზაციო დოკუმენტაციას;
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და მასზე მაძიებლის მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
8. (ამოღებულია - 31.01.2018, №07/ნ).
9. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, სააპელაციო საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. სააპელაციო საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტაციის მიწოდებაც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 263. სააპელაციო საჩივარი
1.სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მიმართვა სააპელაციო საბჭოსადმი;
ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა/დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) იმ საბჭოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელება;
ე) მოთხოვნა;
ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
2. სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია;
ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ამ დებულების 261 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა;
დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს.
3. სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივრის მიღების ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით.
4. (ამოღებულია - 31.01.2018, №07/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 264. სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა
სააპელაციო საბჭო ვალდებულია სააპელაციო საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
მუხლი 265. ზეპირი მოსმენა
1. სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის, საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ ავტორიზაციის მაძიებლის მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. სააპელაციო საბჭოს სხდომას იწვევს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს სააპელაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სააპელაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ რაოდენობაში არ ჩაითვლება სააპელაციო საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.
6. სააპელაციო საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები, ასევე, ცენტრის წარმომადგენლები, უფლებამოსილი არიან, დაესწრონ ზეპირ მოსმენას, ხოლო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით - მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.
8. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაზე სხვა პირის მოწვევა.
9. სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს სააპელაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პირი.
10. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
11. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს სააპელაციო საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს ის მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, რომელსაც დაეფუძნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. ზეპირ მოსმენაზე სააპელაციო საბჭო მსჯელობს მხოლოდ იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც შემუშავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე.
13. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და სააპელაციო საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე და სააპელაციო საბჭოს მდივანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 266. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭოს მონაწილეობა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ წარმოებაში
1. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ ავტორიზაციის საბჭოს, სამდივნოს მეშვეობით, ეგზავნება სააპელაციო საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტების ასლები.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის ასლის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს სააპელაციო საბჭოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება სააპელაციო საჩივრის შესახებ.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის, ზეპირ მოსმენაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ამ საბჭოს თავმჯდომარით ან მისი თანხმობით, საბჭოს სხვა წევრით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 267. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებები
1. სააპელაციო საბჭო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
2. სააპელაციო საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;
ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
3. სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
4. სააპელაციო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
6. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
მუხლი 268. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები
1. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.
2. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო განიხილავს საკითხს ამ დებულების 22-ე და 24-26-ე მუხლებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
3. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ავტორიზაციის საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
4. ამ თავით განსაზღვრული წესით ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტორიზაციის მაძიებელს/საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
თავი VII
ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგები
მუხლი 27. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგები
ავტორიზაციის შედეგად დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტები კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ დებულების 251 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 271. ავტორიზაციის თავისებურებები
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებელი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს, ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს, ან ამ დებულების 241 მუხლით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, განიხილავს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის საკითხს. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა ცენტრში წარადგინოს ამ პუნქტით სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლიდან ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას.
2. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო უნივერსიტეტი ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს, ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს, ან ამ დებულების 241 მუხლით დადგენილი წესით, სასწავლო უნივერსიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, განიხილავს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის საკითხს. ამ შემთხვევაში, სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა ცენტრში წარადგინოს ამ პუნქტით სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლიდან, ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება სასწავლო უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამას.
3. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს. ეს წესი არ ვრცელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პროგრამას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №180/ნ - ვებგვერდი, 16.10.2017წ.
მუხლი 28. ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები
ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;
ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;
გ) პროფესიულ სტუდენტებს/სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.
მუხლი 29. დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები
1. ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულება ითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით. თუ ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა ემთხვევა რეორგანიზაციის პერიოდს, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.
2. ავტორიზებული დაწესებულების გაყოფის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულებები ვალდებულნი არიან გაიარონ ავტორიზაცია. ამასთან, რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლედ განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელსაც სურს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვება, ვალდებულია დაფუძნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი, რა შემთხვევაშიც იგი ჩაითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 მარტის ბრძანება № 35/ ნ - ვებგვერდი, 07.03.2017წ.
თავი VIII
ავტორიზაციის პირობების შემოწმება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 30. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა
1. ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით (ხელმოწერილი და დასკანერებული), ამასთან, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.
3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №22 3 /ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 2 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 08.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 29.02.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
მუხლი 301. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი
1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.
2. ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალსა და შესაბამის რესურსებთან დაკავშირებით. განაცხადს უნდა ერთვოდეს, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და სილაბუსები/მოდულები.
4. საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
5. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
6. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
7. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მსურველი დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
10. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს, შესაბამისი საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.
11. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 4 ივნისის ბრძანება №104/ნ - ვებგვერდი, 05.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №112 / ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 302. ს აგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო პერიოდშიგანხორციელებული ცვლილებები
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო ფართის ან მისამართის ცვლილების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 30 კალენდარული დღით ადრე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რა დროსაც დაწესებულება ვალდებულია შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყების შესახებ ცენტრს აცნობოს დაუყოვნებლივ და წარუდგინოს ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მინიჭების მომენტიდან მასწავლებლების/პროფესიული განათლების მასწავლებლების/აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საერთო რაოდენობის ცვლილებამ მიაღწია 10%-ს, დაწესებულება ვალდებულია ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ცენტრს აღნიშნულის შესახებ.
3. საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა, სწავლის შედეგების ცვლილების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების შესახებ გამოცემული აქტი.
4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 31. ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ ან არაგეგმური მონიტორინგის გზით.
2. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.
21. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.
3. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
4. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
5. დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
8. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან არაუმეტეს მონიტორინგის ვიზიტამდე 1 დღით ადრე.
9. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან დაწესებულება არღვევს საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.
91. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდა მონიტორინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ნაწილში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების შემოწმების შედეგად შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებს.
92. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ დებულების 251 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.
10. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.
12. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №223/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 10.03.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 32. ამოღებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
თავი IX
მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრის წესი
მუხლი 33. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრის ზოგადი საფუძვლები
1. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრავს ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო.
2. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრა ხდება:
ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით;
ბ) მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა ან სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შემთხვევაში (მხოლოდ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით) – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.
3. ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა მიღება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
31. ავტორიზაციის საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა მოიცავს მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა რაოდენობებსაც.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, გარდა სტუდენტის სტატუსის აღდგენის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესით ჩარიცხვისას სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბების კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება №82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №109/ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
მუხლი 331. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა
1. მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული მოსწავლეების/ პროფესიული სტუდენტების/ სტუდენტების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების მოსწავლეების/ პროფესიულისტუდენტების/ სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების სპეციფიკასა და დაწესებულების რესურსებს.
3. შესაბამისი საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 34. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილებისრაოდენობების გაზრდა
1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადი.
2. ცენტრისათვის წარსადგენი მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, დაწესებულების მოსწავლეების/ პროფესიული სტუდენტების/ სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
5. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
6. დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
9. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 331 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
10. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მიეთითება ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლისთვის განსაზღვრული ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდაც სურს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
11. შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ასევე სხვა მატერიალური რესურსის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ჩარიცხვის მომენტისთვის არ იარსებებს შესაბამისი გარემოებები, ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
12. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №118/ნ - სსმ III, №162,13.10.2010წ.,მუხ.2294
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 35. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
მუხლი 36. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
მუხლი 37. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
მუხლი 38. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის წესი
1. საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერდადგენილ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობისფარგლებში.
2. შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა, მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ფაქტობრივი (აქტიური სტატუსის მქონე) და შესაბამისი წლის დამამთავრებელი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი წლისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის შესახებ მონაცემები არ შეესაბამება ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილ ადგილების რაოდენობას, ცენტრი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის დაწესებულებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
მუხლი 39. ცენტრის ინიციატივით დაწესებულებისათვის მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა რაოდენობის შეცვლა
ცენტრის ინიციატივით დაწესებულების მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების საფუძველზე, ამ დებულების შესაბამისად.
თავი X
გარდამავალი დებულებები
მუხლი 40. ავტორიზაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი გარდამავალ ეტაპზე
1. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი თვითშეფასების ანგარიშის გადამოწმებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წარდგინების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭო იღებს ამ დებულების VIII თავით დადგენილი წესით.
4. (ამოღებულია - 17.12.2012, №251/ნ).
5. (ამოღებულია - 17.12.2012, №251/ნ).
6. თუ ამ დებულების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე განხორციელდა ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმა და რეორგანიზაციის პერიოდს დაემთხვა ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვროს ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.
7. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის პირველ თებერვლამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე.
8. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2016 წლის პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე ან 20 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე.
9. ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც 2016 წელს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარდა სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, უფლებამოსილია, ცენტრს 2016 წლის 25 აგვისტოდან 05 სექტემბრის ჩათვლით დამატებით წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმით.
10. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2017 წელს დამატების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
11. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ვალდებულნი არიან შესაბამისი საბჭოს მიერ განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, 2018 წლის 01 მარტამდე უზრუნველყონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების განაწილება თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით და პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შუამდგომლობით მიმართონ შესაბამის საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადანაწილება გაითვალისწინებს შესაბამისი საბჭოს მიერ თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის უკვე განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდას, ეს პროცესი უნდა წარიმართოს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №222/ნ - ვებგევრდი, 10.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №251/ნ - ვებგვერდი, 18.12.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 29.01.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 23.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 მარტის ბრძანება № 35/ ნ - ვებგვერდი, 07.03.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 ივლისის ბრძანება №120/ნ - ვებგვერდი, 31.07.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
დანართი №2
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასური
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებს, ავტორიზაციის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებსა და დამატებული ღირებულების გადასახადს.
2. ამ დანართით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით.
საქართველოს განათლებისა და მ ეცნიერების მინისტრის 2012 წლის 2 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 08.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №112 / ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 11. ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური
ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 12. ავტორიზაციის საფასურის უკან დაბრუნება
ავტორიზაციის საფასური, გარდა ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურისა, სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 13. ავტორიზაციის საფასური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობ ის (მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 42 კაც/დღე) მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახე – 1/10 წილი , საიდანაც :
ა.ა) კოლეჯი = 30%;
ა.ბ) სასწავლო უნივერსიტეტი = 50%;
ა.გ) უნივერსიტეტი =100%;
ბ ) მდგომარეობა ( არსებული / ახალი ) – 1/20 წილი , საიდანაც :
ბ.ა) ახალი = 70%;
ბ.გ) არსებული = 100%;
გ ) სტუდენტების მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – ¼ წილი , საიდანაც :
გ.ა) 1-500 = 60%;
გ.ბ) 501-1500 = 70%;
გ.გ) 1501-4500 = 80%;
გ.დ) 4501-13500 = 90%;
გ.ე) 13501-და მეტი = 100%;
დ ) მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა – ¼ წილი , საიდანაც :
დ.ა) 1-20 = 60%;
დ.ბ) 21-50 = 70%;
დ.გ) 51-100 = 80%;
დ.დ) 101-150 = 90%;
დ.ე) 151-და მეტი = 100%;
ე ) აკადემიური პერსონალის რაოდენობა – 1/5 წილი , საიდანაც :
ე.ა) 1-50 = 45%;
ე.ბ) 51-100 = 60%;
ე.გ) 101-150 = 70%;
ე.დ) 151-200 = 80%;
ე.ე) 201-და მეტი = 100%;
ვ ) ფართი – 1/20 წილი , საიდანაც :
ვ.ა) 1-5000 კვ.მ.= 50%;
ვ.ბ) 5001-15000 კვ.მ. = 60%;
ვ.გ) 15001-40000 კვ.მ. = 70%;
ვ.დ) 40001-80000 კვ.მ. = 80%;
ვ.ე) 80001-და მეტი კვ.მ. = 100%.
ზ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/10 წილი , საიდანაც :
ზ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ზ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
ზ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახისა და კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით:
ა) კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის:
|
კაც / დღე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინებისსაჭიროების შემთხვევაში |
|
20 |
17884 |
21319 |
|
21 |
18207 |
21989 |
|
22 |
18529 |
22658 |
|
23 |
18852 |
23328 |
|
24 |
19175 |
23997 |
|
25 |
19498 |
24667 |
|
26 |
19821 |
25336 |
|
27 |
20143 |
26006 |
|
28 |
20466 |
26676 |
|
29 |
20789 |
27345 |
|
30 |
21112 |
28015 |
|
31 |
21434 |
28684 |
|
32 |
21757 |
29354 |
|
33 |
22080 |
30023 |
|
34 |
22403 |
30693 |
|
35 |
22726 |
31362 |
|
36 |
23048 |
32032 |
|
37 |
23371 |
32702 |
|
38 |
23694 |
33371 |
|
39 |
24017 |
34041 |
|
40 |
24339 |
34710 |
|
41 |
24662 |
35380 |
|
42 |
24985 |
36049 |
ბ) სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის:
|
კაც / დღე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროების გარეშე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინებისსაჭიროების შემთხვევაში |
|
20 |
23713 |
27148 |
|
21 |
24036 |
27818 |
|
22 |
24359 |
28487 |
|
23 |
24681 |
29157 |
|
24 |
25004 |
29826 |
|
25 |
25327 |
30496 |
|
26 |
25650 |
31166 |
|
27 |
25973 |
31835 |
|
28 |
26295 |
32505 |
|
29 |
26618 |
33174 |
|
30 |
26941 |
33844 |
|
31 |
27264 |
34513 |
|
32 |
27586 |
35183 |
|
33 |
27909 |
35853 |
|
34 |
28232 |
36522 |
|
35 |
28555 |
37192 |
|
36 |
28878 |
37861 |
|
37 |
29200 |
38531 |
|
38 |
29523 |
39200 |
|
39 |
29846 |
39870 |
|
40 |
30169 |
40540 |
|
41 |
30491 |
41209 |
|
42 |
30814 |
41879 |
გ) უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის:
|
კაც / დღე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისგარეშე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისშემთხვევაში |
|
20 |
26073 |
29508 |
|
21 |
26396 |
30178 |
|
22 |
26719 |
30847 |
|
23 |
27041 |
31517 |
|
24 |
27364 |
32186 |
|
25 |
27687 |
32856 |
|
26 |
28010 |
33526 |
|
27 |
28333 |
34195 |
|
28 |
28655 |
34865 |
|
29 |
28978 |
35534 |
|
30 |
29301 |
36204 |
|
31 |
29624 |
36873 |
|
32 |
29946 |
37543 |
|
33 |
30269 |
38213 |
|
34 |
30592 |
38882 |
|
35 |
30915 |
39552 |
|
36 |
31238 |
40221 |
|
37 |
31560 |
40891 |
|
38 |
31883 |
41560 |
|
39 |
32206 |
42230 |
|
40 |
32529 |
42900 |
|
41 |
32851 |
43569 |
|
42 |
33174 |
44239 |
4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონეავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯები, რაც გამოითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული კაც/დღის ნამრავლით შესაბამის კოეფიციენტზე, შემდეგი სახით:
|
კაც / დღე |
კოეფიციენტი ( მივლინებისსაჭიროების გარეშე ) |
კოეფიციენტი ( მივლინების საჭიროების შემთხვევაში ) |
|
20 |
806.1 |
850.3 |
|
21 |
772.0476 |
818.0952 |
|
22 |
741.0909 |
788.8182 |
|
23 |
712.8696 |
762.087 |
|
24 |
686.9583 |
737.5833 |
|
25 |
663.12 |
715.04 |
|
26 |
641.0769 |
694.1923 |
|
27 |
620.7037 |
674.963 |
|
28 |
601.8214 |
657.0714 |
|
29 |
584.2069 |
640.4138 |
|
30 |
567.7667 |
624.8667 |
|
31 |
552.3548 |
610.3226 |
|
32 |
537.9688 |
596.6875 |
|
33 |
524.4242 |
583.8485 |
|
34 |
512.2647 |
571.8235 |
|
35 |
499.6571 |
560.4286 |
|
36 |
488.3056 |
549.7222 |
|
37 |
477.5676 |
539.5405 |
|
38 |
467.9211 |
529.9474 |
|
39 |
457.7436 |
520.7949 |
|
40 |
448.575 |
512.125 |
|
41 |
439.878 |
503.9024 |
|
42 |
431.5476 |
496.0238 |
5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება ამ დანართის 16 მუხლით გათვალისწინებული საფასური.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 14. ავტორიზაციის საფასური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებ ა იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობ ის (მინიმუმ 12 და მაქსიმუმ 30 კაც/დღე) მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) მდგომარეობა ( არსებული / ახალი ) – 1/20 წილი , საიდანაც :
ა.ა) ახალი = 70%;
ა.ბ) არსებული = 100%;
ბ ) პროფესიული სტუდენტების მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – 1/5 წილი , საიდანაც :
ბ.ა) 1-20 = 50%;
ბ.ბ) 21-50 = 70%;
ბ.გ) 51-150 = 80%;
ბ.დ) 151-500 = 90%;
ბ.ე) 501-და მეტი = 100%;
გ ) მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა – ½.5 წილი , საიდანაც :
გ.ა) 1-5 = 40%;
გ.ბ) 6-10 = 70%;
გ.გ) 11-15 = 80%;
გ.დ) 16-20 = 90%;
გ.ე) 21-და მეტი = 100%;
დ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/ 5 წილი , საიდანაც :
დ.ა) 1-20 = 40%;
დ.ბ) 21-50 = 60%;
დ.გ) 51-100 = 70%;
დ.დ) 101-150 = 80%;
დ.ე) 151-და მეტი = 100%;
ე ) ფართი – 1/20 წილი , საიდანაც :
ე.ა) 1-500 კვ.მ.= 50%;
ე.ბ) 501-1500 კვ.მ. = 60%;
ე.გ) 1501-3000 კვ.მ. = 70%;
ე.დ) 3001-5000 კვ.მ. = 80%;
ე.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%;
ვ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/ 10 წილი , საიდანაც :
ვ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ვ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
ვ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
|
კაც / დღე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისშემთხვევაში |
|
12 |
5469 |
6780 |
|
13 |
5747 |
7438 |
|
14 |
6025 |
8096 |
|
15 |
6304 |
8754 |
|
16 |
6582 |
9412 |
|
17 |
6860 |
10070 |
|
18 |
7138 |
10728 |
|
19 |
7416 |
11386 |
|
20 |
7694 |
12044 |
|
21 |
7972 |
12702 |
|
22 |
8250 |
13360 |
|
23 |
8528 |
14018 |
|
24 |
8806 |
14676 |
|
25 |
9084 |
15334 |
|
26 |
9362 |
15993 |
|
27 |
9641 |
16651 |
|
28 |
9919 |
17309 |
|
29 |
10197 |
17967 |
|
30 |
10475 |
18625 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 15. ავტორიზაციის საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებ ა იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობ ის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) მდგომარეობა ( არსებული / ახალი ) – 1/20 წილი , საიდანაც :
ა.ა) ახალი = 70%;
ა.ბ) არსებული = 100%;
ბ ) მოსწავლეთა მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
ბ.ა) 1-50 = 50%;
ბ.ბ) 51-150 = 60%;
ბ.გ) 151-300 = 70%;
ბ.დ) 301-500 = 80%;
ბ.ე) 501-1000 = 90%;
ბ.ვ) 1001 და მეტი = 100%;
გ ) ზოგადი განათლების საფეხურების რაოდენობა , რომელთა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც სურს დაწესებულებას – ½.5 წილი , საიდანაც :
გ.ა) 1 = 30%;
გ.ბ) 2 = 70%;
გ.გ) 3 = 100%;
დ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/20 წილი , საიდანაც :
დ.ა) 1-20 = 50%;
დ.ბ) 21-50 = 60%;
დ.გ) 51-100 = 70%;
დ.დ) 101-150 = 80%;
დ.ე) 151-და მეტი = 100%;
ე ) ფართი – 1/10 წილი , საიდანაც :
ე.ა) 1-250 კვ.მ.= 45%;
ე.ბ) 251- 500 კვ.მ. = 60%;
ე.გ) 501-2000 კვ.მ. = 70%;
ე.დ) 2001-5000 კვ.მ. = 80%;
ე.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%.
ვ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/ 10 წილი , საიდანაც :
ვ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ვ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
ვ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
|
კაც / დღე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე |
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროების შემთხვევაში |
|
6 |
3328 |
4498 |
|
9 |
3995 |
5592 |
|
12 |
4663 |
7526 |
|
15 |
5330 |
9460 |
4. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება ამ დანართის 16 მუხლით გათვალისწინებული საფასური.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 16. საფასური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის
1. ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლებაექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობ ის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
|
კაც / დღე |
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა |
საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროების გარეშე |
საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისშემთხვევაში |
|
12 |
1-10 |
4299 |
5889 |
|
18 |
11-20 |
5609 |
7870 |
|
21 |
21-30 |
6265 |
9396 |
|
24 |
31-50 |
6920 |
10923 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 17. საფასური საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს დაიმატოს შესაბამისი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, იხდის საფასურს, რომლისოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებააკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
|
კაც / დღე |
აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა |
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე |
საფასური ( ლარში ) მივლინების შემთხვევაში |
|
9 |
1 |
1918 |
2602 |
|
12 |
2 |
2360 |
3587 |
|
15 |
3/4 |
2803 |
4573 |
3. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს დაიმატოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლებაექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
|
კაც / დღე |
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა |
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე |
საფასური ( ლარში ) მივლინების შემთხვევაში |
|
9 |
1-5 |
3643 |
4898 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 18. საფასური მოსწავლეთა / პროფესიულ სტუდენტთა / სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობ ის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) მოსწავლეთა მოთხოვნილი რაოდენობა , რომლითაც დაწესებულებას სურს ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა – 1/ 3.33 წილი , საიდანაც :
ა.ა) 1-50 = 60%;
ა.ბ) 51-100 = 70%;
ა.გ) 101-200 = 80%;
ა.დ) 201-500 = 90%;
ა.ე) 501-და მეტი = 100%;
ბ ) მოსწავლეთა არსებული ზღვრული რაოდენობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
ბ.ა) 1-50 = 50%;
ბ.ბ) 51-150 = 60%;
ბ.გ) 151-300 =70%;
ბ.დ) 301-500 = 80%;
ბ.ე) 501-1000 = 90%;
ბ.დ) 1001 და მეტი = 100%;
გ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/5 წილი , საიდანაც :
გ.ა) 1-20 = 40%;
გ.ბ) 21-50 = 60%;
გ.გ) 51-100 = 70%;
გ.დ) 101-150 = 80%;
გ.ე) 151-და მეტი = 100%;
დ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/10 წილი , საიდანაც :
დ.ა) ერთ მისამართზე = 30%;
დ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
დ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
ე ) ფართი – 1/10 წილი , საიდანაც :
ე.ა) 0-250 კვ.მ.= 40%;
ე.ბ) 251-500 კვ.მ. = 60%;
ე.გ) 501-2000 კვ.მ. = 70%;
ე.დ) 2001-5000 კვ.მ. = 80%;
ე.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
|
კაც / დღე |
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე |
საფასური ( ლარში ) მივლინების შემთხვევაში |
|
4 |
1670 |
2172 |
|
6 |
1968 |
2877 |
|
8 |
2266 |
3582 |
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობ ის მიხედვით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) სტუდენტების მოთხოვნილი რაოდენობა , რომლითაც დაწესებულებას სურს ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა – 1/ 5 წილი , საიდანაც :
ა.ა) 1-100 = 60%;
ა.ბ) 101-150 = 70%;
ა.გ) 151-500 = 80%;
ა.დ) 501-1000 = 90%;
ა.ე) 1001-და მეტი = 100%;
ბ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
ბ.ა) 1-20 = 45%;
ბ.ბ) 21-50 = 60%;
ბ.გ) 51-100 = 70%;
ბ.დ) 101-150 = 80%;
ბ.ე) 151-და მეტი = 100%;
გ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
გ.ა) ერთ მისამართზე = 35%;
გ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
გ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%;
დ ) ფართი – 1/5 წილი , საიდანაც :
დ.ა) 1-500 კვ.მ.= 50%;
დ.ბ) 501-1500 კვ.მ. = 60%;
დ.გ) 1501-3000 კვ.მ. = 70%;
დ.დ) 3001-5000 კვ.მ. = 80%;
დ.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, საფასური შეადგენს:
|
კაც / დღე |
საფასური ( ლარში ) მივლინებისგარეშე |
საფასური ( ლარში ) მივლინებისშემთხვევაში |
|
8 |
2266 |
3134 |
|
9 |
2415 |
3452 |
|
10 |
2564 |
3771 |
|
11 |
2713 |
4089 |
|
12 |
2862 |
4409 |
|
13 |
3011 |
4727 |
|
14 |
3160 |
5045 |
|
15 |
3309 |
5364 |
|
16 |
3458 |
5682 |
7. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლებაექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
|
კაც / დღე |
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა |
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე |
საფასური ( ლარში ) მ ივლინებისშემთხვევაში |
|
6 |
1-5 |
2988 |
3907 |
|
9 |
6-10 |
3643 |
4893 |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები
1. ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2012 წლის 1 ნოემბრამდე მიიღებს სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას და ცენტრში წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს პროფესიული ან საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. დაწესებულება, რომელმაც სსიპ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარადგინა 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად 2011 წლის 1 თებერვლამდე დამატებით წარადგინოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ან მოახდინოს არსებული პროგრამების მოდიფიცირება. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.
3. პროფესიული კოლეჯები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილნი არიან, 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინონ 2011 წლის 1 თებერვლამდე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.
4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2015 წელს დამატების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2015 წლის 10 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ბიუჯეტიდან.
5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2016 წელს დამატების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2016 წლის 1 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, 2016 წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით დამატების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2016 წლის 15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან, იმ ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამებისათვის, რომელთა დამატების მიზნითაც ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება პირველად ტარდება.
7. ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მიიღებს სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას და 2018 წლის 1 იანვრამდე ცენტრში წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს პროფესიული ან საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოსაპოვებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №118/ნ - სსმ III, №162,13.10 .2010წ.,მუხ.294
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 იანვრის ბრძანება №6/ნ - ვებგვერდი, 28.01.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 29.02.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №180/ნ - ვებგვერდი, 16.10.2017წ.
10
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისბრძანება №99/ნ
2010 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისისაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ” ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასური დანართი №2 შესაბამისად.
21. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი №1
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს დებულება ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების (შემდგომში – სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს და ავტორიზაციის პროცედურას.
მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად.
3. დაწესებულებას აქვს მისია, რომელიც შეესაბამება საქართველოში განათლების სათანადო საფეხურის ძირითად მიზნებს და არის დაწესებულების თვითმყოფადობისა და სახის გამომხატველი.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) საგანმანათლებლო პროგრამებს; ბ) მატერიალურ რესურსებს; გ) ადამიანურ რესურსებს.41. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.42. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი შედგება კომპონენტებისაგან, კერძოდ:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიასა და სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა.ა) უსდ-ის მისია;
ა.ბ) სტრატეგიული განვითარება.
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ბ.ა) ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
ბ.გ) ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა.
გ) საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
გ.ა) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება;
გ.ბ) საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი;
გ.გ) სწავლის შედეგების შეფასება.
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
დ.ა) პერსონალის მართვა;
დ.ბ) აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის დატვირთვა.
ე) სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ე.ა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, ცვლილებისა და განათლების აღიარების წესი და სტუდენტთა უფლებები;
ე.ბ) სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებები.
ვ) კვლევასთან, განვითარებასთან ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ვ.ა) კვლევითი საქმიანობა;
ვ.ბ) კვლევის მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია;
ვ.გ) კვლევითი საქმიანობის შეფასება.
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ზ.ა) მატერიალური რესურსი;
ზ.ბ) საბიბლიოთეკო რესურსები;
ზ.გ) საინფორმაციო რესურსი;
ზ.დ) ფინანსური რესურსი.
5. ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ავტორიზაციის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.
51. ავტორიზაციის პროცესი უნდა იყოს სანდო, თანამიმდევრულად განხორციელებული და მისი შედეგები უნდა იყოს საჯარო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგი“ და ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები.
52. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება:
ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;
ბ) საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას;
გ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას.
53. ამ მუხლის 52 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიცემა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონსულტაციის გაწევაზე უფლებამოსილი ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების განსაზღვრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველ დაწესებულებაში ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების შესახებ.
54. ამ მუხლის 53 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის შედეგად დგება წერილობითი ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია გაწეული კონსულტაციის შესახებ. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი ოქმის მომზადებას, ამასთან გამოყოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დაწესებულების სახელით ხელს მოაწერს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის ოქმს.
6. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის იქმნება შემდეგი სახის ავტორიზაციის საბჭოები: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე; ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
მუხლი 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას;
ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები;
გ) სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
დ) სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად; ე) შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით; ვ) შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმი.მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი🔗
1. სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ: ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:ა.ა) ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით; ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი; ა.დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები; ბ) სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები; გ) სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით; დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის; ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას; ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს: ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი; ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა; ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ;
ვ.ე) კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს; ზ) სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები; თ) შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს; ი) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა. 2. მატერიალური რესურსის კონკრეტული პარამეტრები დგინდება ცენტრის რეკომენდაციებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №115/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 ივლისის ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.მუხლი 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი;ბ) სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე სისტემა; დ) მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები; ე) სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები; ვ) სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
მუხლი 6. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია პროფესიული განათლების კრედიტების სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები). პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია მისანიჭებელი კვალიფიკაცია, მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები და სწავლებისა და პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მეთოდოლოგია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბ) დაწესებულებაში არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), სადაც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების წესის შესახებ;გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ პროფესიულ სტანდარტებს. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტს;
დ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, ასევე მიღებული განათლების აღიარების წესები; ე) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმები; ვ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებსაც იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.მუხლი 7. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს მატერიალური რესურსი, რომელიც გამოიყენება დაწესებულების მიზნების რეალიზაციისათვის და შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის:
ა.ა) ერთ მისამართზე 400 კვ.მ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს 100 პროფესიულ სტუდენტზე ნაკლებ კონტინგენტიანი დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;
ა.ბ) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი; ბ) დაწესებულებაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები; გ) დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას; დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, ასევე დაწესებულების მართვაში; ე) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა;ვ) დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:
ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი; ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა; ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები; ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები. ზ) დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის; თ) ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას, მასზე განთავსებულია საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი და სხვ.). ინფორმაციის განახლება ხდება რეგულარულად, ისე, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი;ი) შემუშავებულია დაწესებულების განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.მუხლი 8. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობებს; ბ) საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაწესებულებას ჰყავს 20 პროფესიულ სტუდენტზე პროგრამის განმახორციელებელი მინიმუმ ერთი პირი; გ) პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შერჩევა ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. შრომითი ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები/მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები🔗
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება ამ ბრძანების დანართი №3-ით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.მუხლი 10. ამოღებულია🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.მუხლი 11. ამოღებულია🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №226/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. თავი Vპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების გარეშე
მუხლი 12. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
მუხლი 13. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პირობა🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ ამ დებულების III თავით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში. 2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სურვილის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ცენტრში წარადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმას, მასზე დასართავ დოკუმენტაციას და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. 3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, შესაბამისი საბჭო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება ავტორიზაციის ვადით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება №82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 14. ავტორიზაციის პროცესი🔗
1. ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა;
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
დ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ავტორიზაციის თვითშეფასების ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
ე) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
ვ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
ზ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის დაწესებულებისთვის გაცნობა;
თ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;
ი) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
კ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის დაწესებულებისთვის გაცნობა;
ლ) საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;
მ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
ნ) დასაბუთებული გადაწყვეტილების ცენტრის მიერ გამოქვეყნება.
2. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. ავტორიზაციის პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.მუხლი 15. საავტორიზაციო განაცხადი🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
ბ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც თვითშეფასების შევსებულ ფორმაზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-17 მუხლით დადგენილი ვადები.
3. საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურ ენაზე თარგმნას, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია თვითშეფასების დამტკიცებულ ფორმაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრი თარგმანს უგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აცნობოს ცენტრს თარგმანთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები, ამ დოკუმენტაციის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნია შენიშვნა თარგმანთან დაკავშირებით.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდგომ, ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, თავად წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი თარგმანი, რა დროსაც არ გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი რეგულაციები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თარგმანის სისწორესა და ავთენტურობაზე პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თუ ავტორიზაციის პროცესში გამოიკვეთა თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზი, რომელიც გავლენას ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაზე, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავებისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება № 38/ ნ - ვებგვერდი, 31.03.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 11.09.2014წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 29.01.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 23.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 16. თვითშეფასება🔗
1. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება. 2. თვითშეფასება ხდება ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად. 3. თვითშეფასების შედეგები აისახება თვითშეფასების ფორმაში. 4. თვითშეფასების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.მუხლი 17. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა🔗
1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულების საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.
5. თუ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ავტორიზაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.მუხლი 18. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი🔗
1. ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.
2. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტები დაწესებულების სტატუსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი იყოფა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ექსპერტებად.
4. ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 19. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა🔗
1. ავტორიზაციის საფასურის გადახდიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გათვალისწინებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის ფორმირებისას მხედველობაში მიიღება ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები; ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტი, საერთაშორისო ექსპერტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.
21. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისსაავტორიზაციო განაცხადში მითითებულია რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, ექსპერტთა ჯგუფში თანათავმჯდომარის სტატუსით შედის შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი.
22. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ბრძანებით ცალ-ცალკე იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტ(ებ)ისაგან, ამასთან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტიც.
4. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.
5. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
6. ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
7. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
8. ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
9. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
10. ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.
11. ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
12. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლენს ცენტრის თანამშრომელს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 10.03.2015წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 191. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასებისშევსებული ფორმის შეფასება🔗
1. ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამ დებულების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - 30 კალენდარული დღის ვადაში.2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას ექსპერტთა ჯგუფის წევრების კომპეტენციის გათვალისწინებით.
3. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.მუხლი 20. საავტორიზაციო ვიზიტი🔗
1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.
3. ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.
4. დაწესებულება უფლებამოსილია ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ფორმაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.
5. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.
51. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს საავტორიზაციო ვიზიტის განმავლობაში საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას.
6. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ საავტორიზაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 201. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთანშესაბამისობის შეფასება🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ორ შემთხვევაში, კერძოდ, თუ:
ა) დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“;
ბ) დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ის კომპონენტებისა) მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ გამოიყენება ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან მიმართებით, რა დროსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტების ერთ-ერთ კომპონენტთან მიმართებით მაინც შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 202. ოთხდონიანი შეფასების სკალის განმარტება🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. თუმცა, დაწესებულებას აქვს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 1 წელი) დასაძლევად მას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება საბაზო დონეზე უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას აქვს ისეთი სუსტი მხარეები, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება. თუმცა, დაწესებულებას აქვს მზაობა და საშუალოვადიან პერიოდში (1 წელზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 წელი) სუსტი მხარეების დასაძლევად შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება არსებული რესურსებითა ან/და პრაქტიკით ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 21. დასკვნის მომზადება🔗
1. თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. 2. დასკვნის პროექტი აღწერს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან. 3. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. 4. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. 5. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.61. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტისა და დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისათვის საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას. აღნიშნული დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას. 8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 22. ზეპირი მოსმენა🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომში – საბჭო) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ მოწვეული წევრების ¾-ისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.
6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.
9. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
10. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ.
12. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 14.12.2011წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №112 / ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 23. საბჭოს შემადგენლობა🔗
1. თითოეული საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.
12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
2. შესაბამისი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭო გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია ასევე მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.
4. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;
ე) ამ დებულების 231 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;
ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №212/ნ - ვებგვერდი, 27.12.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 231. საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები🔗
1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი. 2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად. 3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. 4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას. 5. საბჭოს წევრი ვალდებულია, დღის წესრიგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა. 6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შესაბამისი საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას: ა) ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას; ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას; გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ავტორიზაციის მაძიებლის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 24. ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები🔗
1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით, საიდანაც მოწვეულ წევრთა ხმები უნდა შეადგენდეს დამსწრე მოწვეულ წევრთა არანაკლებ ¾-ს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები.
4. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
5. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.
7. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 241. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის ცვლილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში🔗
1. უნივერსიტეტი, რომელსაც სურს ავტორიზაციის დარჩენილი ვადით საქმიანობა განაგრძოს სასწავლო უნივერსიტეტის ან კოლეჯის სტატუსით და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სახესთან – სასწავლო უნივერსიტეტთან/კოლეჯთან, თავსებად საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. 2. სასწავლო უნივერსიტეტი, რომელსაც სურს ავტორიზაციის დარჩენილი ვადით საქმიანობა განაგრძოს კოლეჯის სტატუსით და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სახესთან – კოლეჯთან, თავსებად საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლის თაობაზე დადებით/უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის შუამდგომლობისა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ამ დებულების 24-ე მუხლით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მისი საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შეცვლილ სახესთან. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №180/ნ - ვებგვერდი, 16.10.2017წ.მუხლი 25. გადაწყვეტილება ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ🔗
1. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, თითოეული სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ ამ დებულების 201 და 202 მუხლებით დადგენილი წესით, ოთხდონიანი სკალის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.
3. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.
4. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.
41. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი საბჭო მოსწავლეთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გარდა, ასევე განუსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას.
5. ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა გულისხმობს შესაბამისი საბჭოს მიერ დაწესებულებისათვის თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების ჯამს. თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს, ასევე პროგრამის განხორციელების ადგილს.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას:
ა) ყველა სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 201მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;
გ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და მიმართავს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ (2 წლის ვადაში) შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;
დ) ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სხვა არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ;
ე) ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)თან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.
61. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილება შესაბამის საბჭოს სხდომაზე. ამ განხილვის შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.
62. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად, თუ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კვლავ შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.
7. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთი სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 251. გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა ( პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში , ასევე – პროფესიულ სტუდენტთა ) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ🔗
1. საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების ერთჯერზე არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ, ამ დებულების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე იმავე მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შემთხვევებში.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებით, ამ შეზღუდვისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე ცენტრში წარადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს. ამ ანგარიშის წარდგენა დაწესებულებას შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრეც, მაგრამ სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მინიმუმ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, ასევე ამ ანგარიშის ცენტრში წარუდგენლობის შემთხვევაში ცენტრის ინიციატივით, დაწესებულებაში ხორციელდება მონიტორინგი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეხსნას სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვა;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელახლა შეეზღუდოს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება;
გ) გაუქმდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 26. ამოღებულია🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.მუხლი 261. სააპელაციო საბჭოს შემადგენლობა🔗
1. ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ავტორიზაციის მაძიებელმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში. 2. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი. 3. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. სააპელაციო საბჭოს საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სააპელაციო საბჭო ფუნქციურად დამოუკიდებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისგან. 5. სააპელაციო საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში; დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს სააპელაციო საბჭოს საქმიანობას; ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან; ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას; ზ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე. 6. სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.მუხლი 262. სააპელაციო საბჭოს საქმიანობის წესი🔗
1. სააპელაციო საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი. 2. სააპელაციო საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად. 3. სააპელაციო საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია. 4. სააპელაციო საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, ავტორიზაციის საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს სხვა წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას. 5. სააპელაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა. 6. სააპელაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააპელაციო საბჭოს სამდივნო (შემდგომში - სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 7. სამდივნო სააპელაციო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას: ა) სააპელაციო საჩივარსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას; ბ) საავტორიზაციო დოკუმენტაციას; გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და მასზე მაძიებლის მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას. 8. (ამოღებულია - 31.01.2018, №07/ნ). 9. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, სააპელაციო საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. სააპელაციო საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტაციის მიწოდებაც. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 263. სააპელაციო საჩივარი🔗
1.სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მიმართვა სააპელაციო საბჭოსადმი; ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა/დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია; გ) იმ საბჭოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება; დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელება; ე) მოთხოვნა; ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის. 2. სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია; ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ; გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ამ დებულების 261 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა; დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს. 3. სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივრის მიღების ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით. 4. (ამოღებულია - 31.01.2018, №07/ნ). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 264. სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა🔗
სააპელაციო საბჭო ვალდებულია სააპელაციო საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.მუხლი 265. ზეპირი მოსმენა🔗
1. სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის, საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ ავტორიზაციის მაძიებლის მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. 2. სააპელაციო საბჭოს სხდომას იწვევს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე. 3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში. 4. სხდომას უძღვება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს სააპელაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი. 5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სააპელაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ რაოდენობაში არ ჩაითვლება სააპელაციო საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება. 6. სააპელაციო საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები, ასევე, ცენტრის წარმომადგენლები, უფლებამოსილი არიან, დაესწრონ ზეპირ მოსმენას, ხოლო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით - მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში. 8. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაზე სხვა პირის მოწვევა. 9. სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს სააპელაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პირი. 10. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე. 11. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს სააპელაციო საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს ის მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, რომელსაც დაეფუძნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. 12. ზეპირ მოსმენაზე სააპელაციო საბჭო მსჯელობს მხოლოდ იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც შემუშავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე. 13. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და სააპელაციო საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე და სააპელაციო საბჭოს მდივანი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 266. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭოს მონაწილეობა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ წარმოებაში🔗
1. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ ავტორიზაციის საბჭოს, სამდივნოს მეშვეობით, ეგზავნება სააპელაციო საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტების ასლები. 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის ასლის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს სააპელაციო საბჭოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება სააპელაციო საჩივრის შესახებ. 3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის, ზეპირ მოსმენაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ამ საბჭოს თავმჯდომარით ან მისი თანხმობით, საბჭოს სხვა წევრით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 267. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებები🔗
1. სააპელაციო საბჭო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით. 2. სააპელაციო საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ; ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ. 3. სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. 4. სააპელაციო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. 5. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. 6. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.მუხლი 268. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები🔗
1. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში. 2. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო განიხილავს საკითხს ამ დებულების 22-ე და 24-26-ე მუხლებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. 3. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ავტორიზაციის საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე. 4. ამ თავით განსაზღვრული წესით ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტორიზაციის მაძიებელს/საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ერთხელ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.მუხლი 27. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგები🔗
ავტორიზაციის შედეგად დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტები კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ დებულების 251 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 271. ავტორიზაციის თავისებურებები🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებელი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს, ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს, ან ამ დებულების 241 მუხლით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, განიხილავს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის საკითხს. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა ცენტრში წარადგინოს ამ პუნქტით სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლიდან ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას.
2. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო უნივერსიტეტი ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს, ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს, ან ამ დებულების 241 მუხლით დადგენილი წესით, სასწავლო უნივერსიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, განიხილავს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის საკითხს. ამ შემთხვევაში, სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა ცენტრში წარადგინოს ამ პუნქტით სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლიდან, ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება სასწავლო უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამას.
3. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს. ეს წესი არ ვრცელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პროგრამას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №180/ნ - ვებგვერდი, 16.10.2017წ.მუხლი 28. ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები🔗
ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს; ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში; გ) პროფესიულ სტუდენტებს/სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.მუხლი 29. დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები🔗
1. ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულება ითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით. თუ ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა ემთხვევა რეორგანიზაციის პერიოდს, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.
2. ავტორიზებული დაწესებულების გაყოფის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულებები ვალდებულნი არიან გაიარონ ავტორიზაცია. ამასთან, რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლედ განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელსაც სურს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვება, ვალდებულია დაფუძნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი, რა შემთხვევაშიც იგი ჩაითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 28.01.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 მარტის ბრძანება № 35/ ნ - ვებგვერდი, 07.03.2017წ.ავტორიზაციის პირობების შემოწმება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.მუხლი 30. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა🔗
1. ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით (ხელმოწერილი და დასკანერებული), ამასთან, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით. 3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №22 3 /ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 2 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 08.05.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 29.02.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.მუხლი 301. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა. 2. ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალსა და შესაბამის რესურსებთან დაკავშირებით. განაცხადს უნდა ერთვოდეს, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და სილაბუსები/მოდულები. 4. საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ. 5. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. 6. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. 7. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მსურველი დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას. 10. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს, შესაბამისი საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით. 11. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 17.05.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 4 ივნისის ბრძანება №104/ნ - ვებგვერდი, 05.06.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №112 / ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 302. ს აგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო პერიოდშიგანხორციელებული ცვლილებები🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო ფართის ან მისამართის ცვლილების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 30 კალენდარული დღით ადრე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რა დროსაც დაწესებულება ვალდებულია შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყების შესახებ ცენტრს აცნობოს დაუყოვნებლივ და წარუდგინოს ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მინიჭების მომენტიდან მასწავლებლების/პროფესიული განათლების მასწავლებლების/აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საერთო რაოდენობის ცვლილებამ მიაღწია 10%-ს, დაწესებულება ვალდებულია ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ცენტრს აღნიშნულის შესახებ.
3. საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა, სწავლის შედეგების ცვლილების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების შესახებ გამოცემული აქტი.
4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.მუხლი 31. ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ ან არაგეგმური მონიტორინგის გზით. 2. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.21. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.
3. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს. 4. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. 5. დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს. 7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას. 8. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან არაუმეტეს მონიტორინგის ვიზიტამდე 1 დღით ადრე. 9. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან დაწესებულება არღვევს საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.91. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდა მონიტორინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ნაწილში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების შემოწმების შედეგად შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებს.
92. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ დებულების 251 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.
10. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით. 12. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №223/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011 წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 10.03.2015წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.მუხლი 32. ამოღებულია🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.მუხლი 33. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრის ზოგადი საფუძვლები🔗
1. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრავს ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო.
2. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრა ხდება:
ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით; ბ) მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა ან სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით; გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შემთხვევაში (მხოლოდ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით) – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.3. ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა მიღება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
31. ავტორიზაციის საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა მოიცავს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა რაოდენობასაც.
31. ავტორიზაციის საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა მოიცავს მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა რაოდენობებსაც.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, გარდა სტუდენტის სტატუსის აღდგენის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესით ჩარიცხვისას სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბების კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება №82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №109/ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 331. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა🔗
1. მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა. 2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული მოსწავლეების/ პროფესიული სტუდენტების/ სტუდენტების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების მოსწავლეების/ პროფესიულისტუდენტების/ სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების სპეციფიკასა და დაწესებულების რესურსებს.3. შესაბამისი საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 34. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილებისრაოდენობების გაზრდა🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადი. 2. ცენტრისათვის წარსადგენი მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, დაწესებულების მოსწავლეების/ პროფესიული სტუდენტების/ სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
5. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი. 6. დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას. 9. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 331 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.10. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მიეთითება ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლისთვის განსაზღვრული ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდაც სურს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
11. შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ასევე სხვა მატერიალური რესურსის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ჩარიცხვის მომენტისთვის არ იარსებებს შესაბამისი გარემოებები, ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 12. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №118/ნ - სსმ III, №162,13.10.2010წ.,მუხ.2294 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011 წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 35. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.მუხლი 36. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.მუხლი 37. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ. მუხლი 38. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის წესი 1. საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერდადგენილ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობისფარგლებში.2. შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ფაქტობრივი (აქტიური სტატუსის მქონე) და შესაბამისი წლის დამამთავრებელი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი წლისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
2. შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა, მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ფაქტობრივი (აქტიური სტატუსის მქონე) და შესაბამისი წლის დამამთავრებელი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი წლისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
მუხლი 39. ცენტრის ინიციატივით დაწესებულებისათვის მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა რაოდენობის შეცვლა🔗
ცენტრის ინიციატივით დაწესებულების მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების საფუძველზე, ამ დებულების შესაბამისად.გარდამავალი დებულებები
მუხლი 40. ავტორიზაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი გარდამავალ ეტაპზე🔗
1. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი თვითშეფასების ანგარიშის გადამოწმებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წარდგინების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭო იღებს ამ დებულების VIII თავით დადგენილი წესით.
4. (ამოღებულია - 17.12.2012, №251/ნ). 5. (ამოღებულია - 17.12.2012, №251/ნ). 6. თუ ამ დებულების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე განხორციელდა ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმა და რეორგანიზაციის პერიოდს დაემთხვა ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვროს ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს. 7. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის პირველ თებერვლამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე. 8. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2016 წლის პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე ან 20 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე. 9. ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც 2016 წელს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარდა სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, უფლებამოსილია, ცენტრს 2016 წლის 25 აგვისტოდან 05 სექტემბრის ჩათვლით დამატებით წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმით. 10. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2017 წელს დამატების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით. 11. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ვალდებულნი არიან შესაბამისი საბჭოს მიერ განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, 2018 წლის 01 მარტამდე უზრუნველყონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების განაწილება თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით და პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შუამდგომლობით მიმართონ შესაბამის საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადანაწილება გაითვალისწინებს შესაბამისი საბჭოს მიერ თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის უკვე განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდას, ეს პროცესი უნდა წარიმართოს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №222/ნ - ვებგევრდი, 10.10.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №251/ნ - ვებგვერდი, 18.12.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 05.06.2015წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 29.01.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 23.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 მარტის ბრძანება № 35/ ნ - ვებგვერდი, 07.03.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 ივლისის ბრძანება №120/ნ - ვებგვერდი, 31.07.2017წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.დანართი №2
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასური
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებს, ავტორიზაციის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებსა და დამატებული ღირებულების გადასახადს. 2. ამ დანართით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით.საქართველოს განათლებისა და მ ეცნიერების მინისტრის 2012 წლის 2 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 08.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 17.05.2012წ.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №112 / ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 11. ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური🔗
ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 12. ავტორიზაციის საფასურის უკან დაბრუნება🔗
ავტორიზაციის საფასური, გარდა ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურისა, სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 13. ავტორიზაციის საფასური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის🔗
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 42 კაც/დღე) მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახე – 1/10 წილი , საიდანაც :
ა.ა) კოლეჯი = 30%;
ა.ბ) სასწავლო უნივერსიტეტი = 50%;
ა.გ) უნივერსიტეტი =100%;
ბ ) მდგომარეობა ( არსებული / ახალი ) – 1/20 წილი , საიდანაც :
ბ.ა) ახალი = 70%;
ბ.გ) არსებული = 100%;
გ ) სტუდენტების მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – ¼ წილი , საიდანაც :
გ.ა) 1-500 = 60%;
გ.ბ) 501-1500 = 70%;
გ.გ) 1501-4500 = 80%;
გ.დ) 4501-13500 = 90%;
გ.ე) 13501-და მეტი = 100%;
დ ) მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა – ¼ წილი , საიდანაც :
დ.ა) 1-20 = 60%;
დ.ბ) 21-50 = 70%;
დ.გ) 51-100 = 80%;
დ.დ) 101-150 = 90%;
დ.ე) 151-და მეტი = 100%;
ე ) აკადემიური პერსონალის რაოდენობა – 1/5 წილი , საიდანაც :
ე.ა) 1-50 = 45%;
ე.ბ) 51-100 = 60%;
ე.გ) 101-150 = 70%;
ე.დ) 151-200 = 80%;
ე.ე) 201-და მეტი = 100%;
ვ ) ფართი – 1/20 წილი , საიდანაც :
ვ.ა) 1-5000 კვ.მ.= 50%;
ვ.ბ) 5001-15000 კვ.მ. = 60%;
ვ.გ) 15001-40000 კვ.მ. = 70%;
ვ.დ) 40001-80000 კვ.მ. = 80%;
ვ.ე) 80001-და მეტი კვ.მ. = 100%.
ზ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/10 წილი , საიდანაც :
ზ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ზ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
ზ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახისა და კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით:
ა) კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის:
კაც / დღე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინებისსაჭიროების შემთხვევაში
20
17884
21319
21
18207
21989
22
18529
22658
23
18852
23328
24
19175
23997
25
19498
24667
26
19821
25336
27
20143
26006
28
20466
26676
29
20789
27345
30
21112
28015
31
21434
28684
32
21757
29354
33
22080
30023
34
22403
30693
35
22726
31362
36
23048
32032
37
23371
32702
38
23694
33371
39
24017
34041
40
24339
34710
41
24662
35380
42
24985
36049
ბ) სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის:
კაც / დღე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროების გარეშე

23713
27148
21
24036
27818
22
24359
28487
23
24681
29157
24
25004
29826
25
25327
30496
26
25650
31166
27
25973
31835
28
26295
32505
29
26618
33174
30
26941
33844
31
27264
34513
32
27586
35183
33
27909
35853
34
28232
36522
35
28555
37192
36
28878
37861
37
29200
38531
38
29523
39200
39
29846
39870
40
30169
40540
41
30491
41209
42
30814
41879
გ) უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის:
კაც / დღე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისგარეშე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისშემთხვევაში
20
26073
29508
21
26396
30178
22
26719
30847
23
27041
31517
24
27364
32186
25
27687
32856
26
28010
33526
27
28333
34195
28
28655
34865
29
28978
35534
30
29301
36204
31
29624
36873
32
29946
37543
33
30269
38213
34
30592
38882
35
30915
39552
36
31238
40221
37
31560
40891
38
31883
41560
39
32206
42230
40
32529
42900
41
32851
43569
42
33174
44239
4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონეავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯები, რაც გამოითვლება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული კაც/დღის ნამრავლით შესაბამის კოეფიციენტზე, შემდეგი სახით:კაც / დღე
კოეფიციენტი ( მივლინებისსაჭიროების გარეშე )
კოეფიციენტი ( მივლინების საჭიროების შემთხვევაში )
20
806.1
850.3
21
772.0476
818.0952
22
741.0909
788.8182
23
712.8696
762.087
24
686.9583
737.5833
25
663.12
715.04
26
641.0769
694.1923
27
620.7037
674.963
28
601.8214
657.0714
29
584.2069
640.4138
30
567.7667
624.8667
31
552.3548
610.3226
32
537.9688
596.6875
33
524.4242
583.8485
34
512.2647
571.8235
35
499.6571
560.4286
36
488.3056
549.7222
37
477.5676
539.5405
38
467.9211
529.9474
39
457.7436
520.7949
40
448.575
512.125
41
439.878
503.9024
42
431.5476
496.0238
5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება ამ დანართის 16 მუხლით გათვალისწინებული საფასური. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 14. ავტორიზაციის საფასური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის🔗
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 12 და მაქსიმუმ 30 კაც/დღე) მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) მდგომარეობა ( არსებული / ახალი ) – 1/20 წილი , საიდანაც :
ა.ა) ახალი = 70%;
ა.ბ) არსებული = 100%;
ბ ) პროფესიული სტუდენტების მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – 1/5 წილი , საიდანაც :
ბ.ა) 1-20 = 50%;
ბ.ბ) 21-50 = 70%;
ბ.გ) 51-150 = 80%;
ბ.დ) 151-500 = 90%;
ბ.ე) 501-და მეტი = 100%;
გ ) მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა – ½.5 წილი , საიდანაც :
გ.ა) 1-5 = 40%;
გ.ბ) 6-10 = 70%;
გ.გ) 11-15 = 80%;
გ.დ) 16-20 = 90%;
გ.ე) 21-და მეტი = 100%;
დ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/ 5 წილი , საიდანაც :
დ.ა) 1-20 = 40%;
დ.ბ) 21-50 = 60%;
დ.გ) 51-100 = 70%;
დ.დ) 101-150 = 80%;
დ.ე) 151-და მეტი = 100%;
ე ) ფართი – 1/20 წილი , საიდანაც :
ე.ა) 1-500 კვ.მ.= 50%;
ე.ბ) 501-1500 კვ.მ. = 60%;
ე.გ) 1501-3000 კვ.მ. = 70%;
ე.დ) 3001-5000 კვ.მ. = 80%;
ე.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%;
ვ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/ 10 წილი , საიდანაც :
ვ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ვ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
ვ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
კაც / დღე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისშემთხვევაში
12
5469
6780
13
5747
7438
14
6025
8096
15
6304
8754
16
6582
9412
17
6860
10070
18
7138
10728
19
7416
11386
20
7694
12044
21
7972
12702
22
8250
13360
23
8528
14018
24
8806
14676
25
9084
15334
26
9362
15993
27
9641
16651
28
9919
17309
29
10197
17967
30
10475
18625
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 15. ავტორიზაციის საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის🔗
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაიხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) მდგომარეობა ( არსებული / ახალი ) – 1/20 წილი , საიდანაც :
ა.ა) ახალი = 70%;
ა.ბ) არსებული = 100%;
ბ ) მოსწავლეთა მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
ბ.ა) 1-50 = 50%;
ბ.ბ) 51-150 = 60%;
ბ.გ) 151-300 = 70%;
ბ.დ) 301-500 = 80%;
ბ.ე) 501-1000 = 90%;
ბ.ვ) 1001 და მეტი = 100%;
გ ) ზოგადი განათლების საფეხურების რაოდენობა , რომელთა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც სურს დაწესებულებას – ½.5 წილი , საიდანაც :
გ.ა) 1 = 30%;
გ.ბ) 2 = 70%;
გ.გ) 3 = 100%;
დ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/20 წილი , საიდანაც :
დ.ა) 1-20 = 50%;
დ.ბ) 21-50 = 60%;
დ.გ) 51-100 = 70%;
დ.დ) 101-150 = 80%;
დ.ე) 151-და მეტი = 100%;
ე ) ფართი – 1/10 წილი , საიდანაც :
ე.ა) 1-250 კვ.მ.= 45%;
ე.ბ) 251- 500 კვ.მ. = 60%;
ე.გ) 501-2000 კვ.მ. = 70%;
ე.დ) 2001-5000 კვ.მ. = 80%;
ე.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%.
ვ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/ 10 წილი , საიდანაც :
ვ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ვ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
ვ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
კაც / დღე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
6
3328
4498
9
3995
5592
12
4663
7526
15
5330
9460
4. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება ამ დანართის 16 მუხლით გათვალისწინებული საფასური.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 16. საფასური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლებაექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
კაც / დღე
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
საფასური ( ლარში ) მივლინების
საჭიროების გარეშე
საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისშემთხვევაში
12
1-10
4299
5889
18
11-20
5609
7870
21
21-30
6265
9396
24
31-50
6920
10923
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 17. საფასური საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს დაიმატოს შესაბამისი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, იხდის საფასურს, რომლისოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებააკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:კაც / დღე
აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
საფასური ( ლარში )
მივლინების შემთხვევაში
9
1
1918
2602
12
2
2360
3587
15
3/4
2803
4573
3. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს დაიმატოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლებაექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
კაც / დღე
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
საფასური ( ლარში )
მივლინების შემთხვევაში
9
1-5
3643
4898
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 18. საფასური მოსწავლეთა / პროფესიულ სტუდენტთა / სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) მოსწავლეთა მოთხოვნილი რაოდენობა , რომლითაც დაწესებულებას სურს ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა – 1/ 3.33 წილი , საიდანაც :
ა.ა) 1-50 = 60%;
ა.ბ) 51-100 = 70%;
ა.გ) 101-200 = 80%;
ა.დ) 201-500 = 90%;
ა.ე) 501-და მეტი = 100%;
ბ ) მოსწავლეთა არსებული ზღვრული რაოდენობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
ბ.ა) 1-50 = 50%;
ბ.ბ) 51-150 = 60%;
ბ.გ) 151-300 =70%;
ბ.დ) 301-500 = 80%;
ბ.ე) 501-1000 = 90%;
ბ.დ) 1001 და მეტი = 100%;
გ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/5 წილი , საიდანაც :
გ.ა) 1-20 = 40%;
გ.ბ) 21-50 = 60%;
გ.გ) 51-100 = 70%;
გ.დ) 101-150 = 80%;
გ.ე) 151-და მეტი = 100%;
დ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/10 წილი , საიდანაც :
დ.ა) ერთ მისამართზე = 30%;
დ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
დ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
ე ) ფართი – 1/10 წილი , საიდანაც :
ე.ა) 0-250 კვ.მ.= 40%;
ე.ბ) 251-500 კვ.მ. = 60%;
ე.გ) 501-2000 კვ.მ. = 70%;
ე.დ) 2001-5000 კვ.მ. = 80%;
ე.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
კაც / დღე
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
საფასური ( ლარში ) მივლინების შემთხვევაში
4
1670
2172
6
1968
2877
8
2266
3582
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) სტუდენტების მოთხოვნილი რაოდენობა , რომლითაც დაწესებულებას სურს ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა – 1/ 5 წილი , საიდანაც :
ა.ა) 1-100 = 60%;
ა.ბ) 101-150 = 70%;
ა.გ) 151-500 = 80%;
ა.დ) 501-1000 = 90%;
ა.ე) 1001-და მეტი = 100%;
ბ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
ბ.ა) 1-20 = 45%;
ბ.ბ) 21-50 = 60%;
ბ.გ) 51-100 = 70%;
ბ.დ) 101-150 = 80%;
ბ.ე) 151-და მეტი = 100%;
გ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
გ.ა) ერთ მისამართზე = 35%;
გ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
გ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%;
დ ) ფართი – 1/5 წილი , საიდანაც :
დ.ა) 1-500 კვ.მ.= 50%;
დ.ბ) 501-1500 კვ.მ. = 60%;
დ.გ) 1501-3000 კვ.მ. = 70%;
დ.დ) 3001-5000 კვ.მ. = 80%;
დ.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, საფასური შეადგენს:
კაც / დღე
საფასური ( ლარში ) მივლინებისგარეშე
საფასური ( ლარში ) მივლინებისშემთხვევაში
8
2266
3134
9
2415
3452
10
2564
3771
11
2713
4089
12
2862
4409
13
3011
4727
14
3160
5045
15
3309
5364
16
3458
5682
7. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლებაექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:კაც / დღე
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
საფასური ( ლარში ) მ ივლინებისშემთხვევაში
6
1-5
2988
3907
9
6-10
3643
4893
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.მუხლი 2. გარდამავალი დებულებები🔗
1. ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2012 წლის 1 ნოემბრამდე მიიღებს სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას და ცენტრში წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს პროფესიული ან საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. დაწესებულება, რომელმაც სსიპ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარადგინა 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად 2011 წლის 1 თებერვლამდე დამატებით წარადგინოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ან მოახდინოს არსებული პროგრამების მოდიფიცირება. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.
3. პროფესიული კოლეჯები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილნი არიან, 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინონ 2011 წლის 1 თებერვლამდე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.
4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2015 წელს დამატების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2015 წლის 10 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „ პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტიდან.
5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2016 წელს დამატების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2016 წლის 1 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, 2016 წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით დამატების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2016 წლის 15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან, იმ ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამებისათვის, რომელთა დამატების მიზნითაც ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება პირველად ტარდება.
7. ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მიიღებს სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას და 2018 წლის 1 იანვრამდე ცენტრში წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს პროფესიული ან საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოსაპოვებლად.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №118/ნ - სსმ III, №162,13.10 .2010წ.,მუხ.294
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 იანვრის ბრძანება №6/ნ - ვებგვერდი, 28.01.2011 წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 29.02.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №180/ნ - ვებგვერდი, 16.10.2017წ.10
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №99/ნ
2010 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „დ” ქვეპუნქტის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ო“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება დანართი №1 შესაბამისად.
2. დამტკიცდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასური დანართი №2 შესაბამისად.
21. დამტკიცდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
3. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
დანართი №1
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
ეს დებულება ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების (შემდგომში – სტანდარტები) დაკმაყოფილების პირობებს და ავტორიზაციის პროცედურას.
მუხლი 2. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანი და შინაარსი🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მიზანია შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. სტანდარტი არის სახელმწიფოს მიერ დაწესებული მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად.
3. დაწესებულებას აქვს მისია, რომელიც შეესაბამება საქართველოში განათლების სათანადო საფეხურის ძირითად მიზნებს და არის დაწესებულების თვითმყოფადობისა და სახის გამომხატველი.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) მატერიალურ რესურსებს;
გ) ადამიანურ რესურსებს.
41. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები ეხება:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას;
გ) საგანმანათლებლო პროგრამებს;
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს;
ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს;
ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას;
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
42. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის თითოეული სტანდარტი შედგება კომპონენტებისაგან, კერძოდ:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიასა და სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა.ა) უსდ-ის მისია;
ა.ბ) სტრატეგიული განვითარება.
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ბ.ა) ორგანიზაციული სტრუქტურა და მართვა;
ბ.ბ) ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;
ბ.გ) ეთიკისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა.
გ) საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
გ.ა) საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განვითარება;
გ.ბ) საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი;
გ.გ) სწავლის შედეგების შეფასება.
დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
დ.ა) პერსონალის მართვა;
დ.ბ) აკადემიური, სამეცნიერო და მოწვეული პერსონალის დატვირთვა.
ე) სტუდენტებსა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ე.ა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების, ცვლილებისა და განათლების აღიარების წესი და სტუდენტთა უფლებები;
ე.ბ) სტუდენტთა მხარდაჭერის ღონისძიებები.
ვ) კვლევასთან, განვითარებასთან ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ვ.ა) კვლევითი საქმიანობა;
ვ.ბ) კვლევის მხარდაჭერა და ინტერნაციონალიზაცია;
ვ.გ) კვლევითი საქმიანობის შეფასება.
ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებული სტანდარტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ზ.ა) მატერიალური რესურსი;
ზ.ბ) საბიბლიოთეკო რესურსები;
ზ.გ) საინფორმაციო რესურსი;
ზ.დ) ფინანსური რესურსი.
5. ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ავტორიზაციის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. საავტორიზაციო შეფასება ხორციელდება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ და ეფუძნება დაწესებულების თვითშეფასებითა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზს.
51. ავტორიზაციის პროცესი უნდა იყოს სანდო, თანამიმდევრულად განხორციელებული და მისი შედეგები უნდა იყოს საჯარო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკავშირის „უმაღლესი განათლების მოდერნიზაციის დღის წესრიგი“ და ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები.
52. საავტორიზაციო განაცხადის წარდგენამდე არანაკლებ 3 თვით ადრე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველი უფლებამოსილია, წერილობით მიმართოს ცენტრს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების თხოვნით. მოსამზადებელ ვიზიტს აქვს საკონსულტაციო ხასიათი და შეეხება:
ა) თვითშეფასების პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებას;
ბ) საავტორიზაციო ვიზიტის დაგეგმვასა და განხორციელებას;
გ) ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების განმარტებას.
53. ამ მუხლის 52 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიცემა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კონსულტაციის გაწევაზე უფლებამოსილი ცენტრის თანამშრომლის/თანამშრომლების განსაზღვრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მსურველ დაწესებულებაში ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელების შესახებ.
54. ამ მუხლის 53 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის შედეგად დგება წერილობითი ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია გაწეული კონსულტაციის შესახებ. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი ოქმის მომზადებას, ამასთან გამოყოს უფლებამოსილი პირი, რომელიც დაწესებულების სახელით ხელს მოაწერს ავტორიზაციის პროცესისათვის მოსამზადებელი ვიზიტის ოქმს.
6. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისთვის იქმნება შემდეგი სახის ავტორიზაციის საბჭოები:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე;
ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე;
გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და დაწესებულების მიერ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
მუხლი 3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმა გამომდინარეობს სკოლის მისიიდან და შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას;
ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა პასუხობს შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მოთხოვნებს და საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცოდნა, უნარები და ღირებულებები;
გ) სასკოლო სასწავლო გეგმა მოსწავლეს უზრუნველყოფს სწავლისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობით. სკოლას აქვს სპეციალური პროგრამა განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
დ) სკოლაში არსებული მოსწავლეთა შეფასების სისტემა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას. შეფასების კრიტერიუმები გამჭვირვალეა, ცნობილია სასკოლო საზოგადოებისათვის და შედეგები გამოიყენება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გასაუმჯობესებლად;
ე) შემუშავებულია მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ მშობლის ინფორმირების წესი და მშობელი უზრუნველყოფილია სასკოლო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობით;
ვ) შემუშავებულია სასკოლო სასწავლო გეგმის შეფასებისა და შემდგომი გაუმჯობესების მექანიზმი.
მუხლი 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი🔗
1. სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულებას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი მატერიალური რესურსი, მათ შორის:
ა.ა) ერთ მისამართზე 250 კვ.მ ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას 50 მოსწავლეზე ნაკლებკონტინგენტიანი სკოლის ავტორიზაციის შესახებ. ფართზე უფლება უნდა დასტურდებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ა.ბ) საკლასო ოთახები, აღჭურვილი სათანადო ინვენტარით, კერძოდ: მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს მორგებული მერხებით, სასკოლო დაფებითა და სხვა აუცილებელი მატერიალური საშუალებებით;
ა.გ) სპორტული დარბაზი, აუზი ან მოედანი;
ა.დ) სათანადოდ აღჭურვილი ლაბორატორია/ლაბორატორიები;
ბ) სკოლაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
გ) სკოლაში არის სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი ბიბლიოთეკა სათანადო რაოდენობის წიგნადი ფონდით, პერიოდიკითა და სხვა დამხმარე მასალით;
დ) სკოლას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთათვის;
ე) სკოლას აქვს სასკოლო სასწავლო გეგმით დასახული მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათ შორის, ინტერნეტით მუდმივად უზრუნველყოფილი კომპიუტერები. ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას;
ვ) სკოლაში დაცულია პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:
ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ;
ვ.ე) კერძო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის – უსაფრთხოების კამერები, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლს და რომელიც შეესაბამება „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს;
ზ) სკოლას შემუშავებული აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი წესდება, შინაგანაწესი ან გადაწყვეტილებების მიღების, საქმიანობის დაგეგმვისა და წარმართვის პროცედურათა ამსახველი სხვა დოკუმენტები;
თ) შემუშავებულია სკოლის განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს;
ი) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა.
2. მატერიალური რესურსის კონკრეტული პარამეტრები დგინდება ცენტრის რეკომენდაციებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 ივნისის ბრძანება №115/ნ - ვებგვერდი, 05.07.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №139/ნ - ვებგვერდი, 29.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 3 ივლისის ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 04.07.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
მუხლი 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) სკოლას ჰყავს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული სასწავლო პროცესის შესაბამისი ადამიანური რესურსი;
ბ) სკოლის მასწავლებლები შერჩეულნი არიან „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად;
გ) სკოლაში შემუშავებულია თანამშრომელთა შერჩევის, მიღებისა და გათავისუფლების წესები, ასევე წახალისებისა და სანქციების გამჭვირვალე სისტემა;
დ) მასწავლებლებთან, ადმინისტრაციულ, ტექნიკურ პერსონალსა და სკოლის სხვა თანამშრომლებთან გაფორმებულია ხელშეკრულებები;
ე) სკოლას შემუშავებული აქვს ადამიანური რესურსის პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები;
ვ) სკოლაში არის დაცულობის, კეთილგანწყობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის ატმოსფერო, რაც ხელს უწყობს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრის შესაძლებლობათა მაქსიმუმის გამოვლენას, პასუხისმგებლობის გადანაწილებას.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
მუხლი 6. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამები🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია პროგრამის მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები, მეთოდოლოგია და შესაბამისი კვალიფიკაცია. პროგრამა შედგენილია პროფესიული განათლების კრედიტების სისტემის შესაბამისად, აქვს თანმიმდევრული სტრუქტურა, პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სისტემა, შესაბამისი სასწავლო კურსების პროგრამები (სილაბუსები). პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ დამტკიცებულ თითოეულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში განსაზღვრულია მისანიჭებელი კვალიფიკაცია, მიზნები, მოცულობა, სწავლის შედეგები და სწავლებისა და პროფესიულ სტუდენტთა შეფასების მეთოდოლოგია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბ) დაწესებულებაში არსებობს საგანმანათლებლო პროგრამების აღწერილობა (კატალოგი), სადაც მოცემულია ინფორმაცია დაწესებულების, მისანიჭებელი კვალიფიკაციების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, სწავლის შედეგების, კრედიტებისა და შეფასების წესის შესახებ;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოსა და კონკრეტულ პროფესიულ სტანდარტებს. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგები შეესაბამება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტს;
დ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერებისა და შეწყვეტის, მობილობის, ასევე მიღებული განათლების აღიარების წესები;
ე) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის მექანიზმები;
ვ) დაწესებულებას შემუშავებული აქვს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შეფასების სისტემა, რომლის შედეგებსაც იყენებს სასწავლო პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
მუხლი 7. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალური რესურსი🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების საკუთრებაში ან მფლობელობაში აქვს მატერიალური რესურსი, რომელიც გამოიყენება დაწესებულების მიზნების რეალიზაციისათვის და შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორის:
ა.ა) ერთ მისამართზე 400 კვ.მ შენობა-ნაგებობათა საერთო ფართი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს 100 პროფესიულ სტუდენტზე ნაკლებ კონტინგენტიანი დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;
ა.ბ) სათანადო ინვენტარით აღჭურვილი სასწავლო ფართი;
ბ) დაწესებულებაში არის საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის აუცილებელი გარემო: ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტი სისტემა, სველი წერტილები, ბუნებრივი განათების შესაძლებლობა და გათბობის საშუალებები;
გ) დაწესებულების ბიბლიოთეკის ფონდი (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონულ მატარებლებზე არსებული) შეესაბამება საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების პროგრამებში (სილაბუსებში) მითითებულ ლიტერატურას;
დ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები გამოიყენება საგანმანათლებლო საქმიანობაში, ასევე დაწესებულების მართვაში;
ე) დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცემული აქტებისა და კორესპონდენციის აღრიცხვა;
ვ) დაწესებულებაში დაცულია პერსონალისა და პროფესიულ სტუდენტთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა, რისთვისაც არსებობს:
ვ.ა) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
ვ.ბ) თვალსაჩინო ადგილას გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
ვ.გ) სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მექანიზმები;
ვ.დ) წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმები.
ზ) დაწესებულებას აქვს ადაპტირებული გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პროფესიული სტუდენტებისათვის;
თ) ვებგვერდი ასრულებს საკომუნიკაციო და საინფორმაციო ფუნქციას, მასზე განთავსებულია საკონტაქტო და ასევე სტანდარტებთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია (დაწესებულების სტრუქტურა, საგანმანათლებლო პროგრამები, პერსონალი და სხვ.). ინფორმაციის განახლება ხდება რეგულარულად, ისე, რომ დაცული იყოს ინფორმაციის გონივრულ ვადაში მიღების ინტერესი;
ი) შემუშავებულია დაწესებულების განვითარების გრძელვადიანი (ექვსწლიანი) და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები, გამომდინარე დაწესებულების მისიიდან, რაც ასევე ითვალისწინებს მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენებისა და გაუმჯობესების მექანიზმებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
მუხლი 8. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ადამიანური რესურსი🔗
სტანდარტი დაკმაყოფილებულია, თუ:
ა) დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაცია შეესაბამება დაკავებულ თანამდებობებს;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მიერ. საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაწესებულებას ჰყავს 20 პროფესიულ სტუდენტზე პროგრამის განმახორციელებელი მინიმუმ ერთი პირი;
გ) პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის შერჩევა ხორციელდება კანონმდებლობის მოთხოვნებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად. შრომითი ხელშეკრულებები/დანიშვნის აქტები/მომსახურების ხელშეკრულებები გაფორმებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები
მუხლი 9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები🔗
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები განისაზღვრება ამ ბრძანების დანართი №3-ით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 10. ამოღებულია🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 11. ამოღებულია🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №226/ნ - ვებგვერდი, 15.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების გარეშე
მუხლი 12. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლებამოსილება🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული განათლების პირველი სამი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
მუხლი 13. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პირობა🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მხოლოდ ამ დებულების III თავით გათვალისწინებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სურვილის შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება/დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ცენტრში წარადგენს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმას, მასზე დასართავ დოკუმენტაციას და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.
3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, შესაბამისი საბჭო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების/მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლება საგანმანათლებლო დაწესებულებას ენიჭება ავტორიზაციის ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება №82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
ავტორიზაციის ჩატარების წესი
მუხლი 14. ავტორიზაციის პროცესი🔗
1. ავტორიზაციის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) საავტორიზაციო განაცხადის წარდგენა;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობა;
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა;
დ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ ავტორიზაციის თვითშეფასების ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის წინასწარი შესწავლა და ვიზიტის დღის წესრიგის შემუშავება;
ე) საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელება;
ვ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის შედგენა და ცენტრში წარდგენა;
ზ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის დაწესებულებისთვის გაცნობა;
თ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის ცენტრში წარდგენა დასკვნის პროექტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით;
ი) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და ცენტრში წარდგენა;
კ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის დაწესებულებისთვის გაცნობა;
ლ) საავტორიზაციო განაცხადის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე დაწესებულების მიერ ცენტრისთვის წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს წევრებისთვის გაგზავნა;
მ) ავტორიზაციის საკითხზე ზეპირი მოსმენის გამართვა და შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღება;
ნ) დასაბუთებული გადაწყვეტილების ცენტრის მიერ გამოქვეყნება.
2. ავტორიზაციის შესახებ ან ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. ავტორიზაციის პროცესი შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომლის მართვისა და გამოყენების წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 15. საავტორიზაციო განაცხადი🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების შევსებული ფორმა და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
ბ) ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც თვითშეფასების შევსებულ ფორმაზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.
2. საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ყოველი მომდევნო ავტორიზაციისას, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის უწყვეტობის მიზნით ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას უნდა გაითვალისწინოს ამ დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-17 მუხლით დადგენილი ვადები.
3. საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი უზრუნველყოფს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული იმ დოკუმენტების ინგლისურ ენაზე თარგმნას, რომელთა ინგლისურ ენაზე არსებობის მოთხოვნის შესახებ დათქმა მითითებულია თვითშეფასების დამტკიცებულ ფორმაში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მთარგმნელობითი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, ცენტრი თარგმანს უგზავნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აცნობოს ცენტრს თარგმანთან დაკავშირებული მოტივირებული შენიშვნები, ამ დოკუმენტაციის მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიჩნევა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ გააჩნია შენიშვნა თარგმანთან დაკავშირებით.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი უფლებამოსილია, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ან განაცხადის წარდგენის შემდგომ, ცენტრთან წერილობით შეთანხმებულ ვადაში, თავად წარადგინოს ცენტრში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი თარგმანი, რა დროსაც არ გამოიყენება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი რეგულაციები.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თარგმანის სისწორესა და ავთენტურობაზე პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. თუ ავტორიზაციის პროცესში გამოიკვეთა თარგმანთან დაკავშირებული ხარვეზი, რომელიც გავლენას ახდენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენაზე, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. სხვა შემთხვევაში დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავებისას, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 26 მარტის ბრძანება № 38/ ნ - ვებგვერდი, 31.03.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №121/ნ - ვებგვერდი, 11.09.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 29.01.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 23.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 16. თვითშეფასება🔗
1. თვითშეფასების მიზანია ავტორიზაციის მისაღებად დაწესებულების მზაობის შეფასება.
2. თვითშეფასება ხდება ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად.
3. თვითშეფასების შედეგები აისახება თვითშეფასების ფორმაში.
4. თვითშეფასების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 17. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობა🔗
1. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს საავტორიზაციო განაცხადზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან.
2. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ, ხოლო ამავე ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში – ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. ცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დაწესებულების საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლად ცნობის შესახებ გამოიცემა განაცხადის წარმოდგენიდან ან ხარვეზის გამოსწორებიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღის ვადაში.
5. თუ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი მაძიებლად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 15 კალენდარული დღის ვადაში არ გადაიხდის ავტორიზაციის საფასურს, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 18. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი🔗
1. ავტორიზაციის ექსპერტი არ შეიძლება იყოს ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ცენტრში დასაქმებულია 3 თვეზე ნაკლები ვადით კონკრეტული მოცულობის საექსპერტო სამუშაოს შესასრულებლად.
2. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის შემადგენლობაში წარმოდგენილნი უნდა იყვნენ გამოცდილების ფართო სპექტრის მქონე ექსპერტები დაწესებულების სტატუსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.
3. ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსი იყოფა ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ექსპერტებად.
4. ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 19. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნა🔗
1. ავტორიზაციის საფასურის გადახდიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის გათვალისწინებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის შემთხვევაში ექსპერტთა ჯგუფის ფორმირებისას მხედველობაში მიიღება ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნები; ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ექსპერტთა კორპუსის წევრები – სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტი, საერთაშორისო ექსპერტი, ასევე შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ დამსაქმებლები და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირები.
21. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისსაავტორიზაციო განაცხადში მითითებულია რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, ექსპერტთა ჯგუფში თანათავმჯდომარის სტატუსით შედის შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მქონე საერთაშორისო ექსპერტი.
22. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელს სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელ დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ ბრძანებით ცალ-ცალკე იქმნება ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შედგება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტ(ებ)ისაგან, ამასთან ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შედის ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტიც.
4. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე.
5. ავტორიზაციის ექსპერტი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება, თუ მას აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზაციის მაძიებელ იმ დაწესებულებასთან, რომელშიც უნდა განახორციელოს ვიზიტი.
6. ავტორიზაციის მაძიებელი დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში წარადგინოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
7. დაწესებულება ვალდებულია დაასაბუთოს ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილება. აცილების საფუძველი შეიძლება გახდეს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის ან/და წევრის ინტერესთა კონფლიქტი.
8. ამ დებულების მიზნებისთვის ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით და/ან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
9. ცენტრი აცილების განცხადებას განიხილავს 3 სამუშაო დღის ვადაში. აცილების განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში ცენტრი იღებს გადაწყვეტილებას ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობის ცვლილების შესახებ.
10. ავტორიზაციის ექსპერტის/ექსპერტების აცილების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი იმავე შემადგენლობით აგრძელებს საქმიანობას.
11. ვიზიტის ხანგრძლივობა და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესასრულებელი სამუშაოს მოცულობისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესის შესაბამისად.
12. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ეფექტიანად წარმართვისა და შეფასების ერთიანი მიდგომის დაცვის მიზნით, ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტზე მიავლენს ცენტრის თანამშრომელს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 10.03.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 191. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის თვითშეფასებისშევსებული ფორმის შეფასება🔗
1. ცენტრი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თითოეულ წევრს უგზავნის ამ დებულების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას ამ დებულების მე-19 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ამ დებულების მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და ავტორიზაციის სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, უზრუნველყოფს ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას ექსპერტთა ჯგუფის წევრების კომპეტენციის გათვალისწინებით.
3. საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებამდე ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც შეიმუშავებს ვიზიტის დღის წესრიგს და წინასწარ ათანხმებს მას ცენტრთან. ცენტრი ვიზიტის დღის წესრიგის შეთანხმების პროცესში ითვალისწინებს დაწესებულების არგუმენტირებულ მოსაზრებებს. ცენტრი უგზავნის დაწესებულებას დღის წესრიგის საბოლოო ვერსიას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
მუხლი 20. საავტორიზაციო ვიზიტი🔗
1. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე ვიზიტის დროს უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებს შორის მოვალეობების განაწილებას.
2. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრი მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში, უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულებას.
3. ავტორიზაციის ექსპერტი წინასწარ შეთანხმებული დღის წესრიგის მიხედვით ვალდებულია საავტორიზაციო ვიზიტის ფარგლებში შეისწავლოს ყველა საკითხი დასკვნის შესადგენად, მათ შორის, ჩაატაროს დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუირება, საჭიროების შემთხვევაში, გამოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, მოახდინოს ვიზუალური დათვალიერება და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი აქტივობები.
4. დაწესებულება უფლებამოსილია ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში ერთჯერადად წარადგინოს ცვლილებები თვითშეფასების ფორმაში ასახულ ინფორმაციასთან ან/და თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით. ამასთან, თუ ცვლილება ითვალისწინებს რომელიმე დოკუმენტის ჩანაცვლების აუცილებლობას, აღნიშნულ დოკუმენტთან ერთად დაწესებულებამ უნდა წარადგინოს ცვლილებების წერილობითი აღწერა/განმარტება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაუშვებელია თვითშეფასების ფორმაში ასახული ინფორმაციის ცვლილება.
5. დაწესებულება ვალდებულია, ხელი შეუწყოს ავტორიზაციის ექსპერტებს საავტორიზაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი დასკვნის მომზადებაში, წარუდგინოს მათ ავტორიზაციის მიზნებისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტაცია და უზრუნველყოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ მოთხოვნილ პირებთან ინტერვიუირება.
51. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს საავტორიზაციო ვიზიტის განმავლობაში საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას.
6. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი ვიზიტის ბოლო დღეს ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას წარუდგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის ძირითად მიგნებებს.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფისათვის დაწესებულების მიერ მათი საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ საავტორიზაციო განაცხადსა და/ან მასზე თანდართულ დოკუმენტებში ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 201. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთანშესაბამისობის შეფასება🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობა ფასდება ოთხდონიანი სკალის საშუალებით: „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო დანარჩენ კომპონენტებთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ორ შემთხვევაში, კერძოდ, თუ:
ა) დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, ხოლო არცერთ სხვა კომპონენტთან მიმართებით არ არის შეფასებული, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“;
ბ) დაწესებულება ამ სტანდარტის არაუმეტეს ერთ კომპონენტთან (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ის კომპონენტებისა) მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტის ერთზე მეტ კომპონენტთან მიმართებით შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტი არ გამოიყენება ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სტანდარტებთან მიმართებით, რა დროსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან”, თუ დაწესებულება ამ სტანდარტების ერთ-ერთ კომპონენტთან მიმართებით მაინც შეფასებულია, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 202. ოთხდონიანი შეფასების სკალის განმარტება🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები, დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა და მიღწეული შედეგები (ახალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – მიღწევადი მოსალოდნელი შედეგები) სრულად უზრუნველყოფს სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულებაში არსებული რესურსები და დამკვიდრებული პრაქტიკა/სისტემა მეტწილად უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი შედეგების დემონსტრირება. თუმცა, დაწესებულებას აქვს სუსტი მხარეები, რომელთა მოკლევადიან პერიოდში (არაუმეტეს 1 წელი) დასაძლევად მას აქვს მზაობა და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება საბაზო დონეზე უზრუნველყოფს კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მას აქვს ისეთი სუსტი მხარეები, რომელთა დასაძლევადაც საჭიროა მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება. თუმცა, დაწესებულებას აქვს მზაობა და საშუალოვადიან პერიოდში (1 წელზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 წელი) სუსტი მხარეების დასაძლევად შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფილი გეგმა.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ფასდება სტანდარტის კომპონენტთან მიმართებით, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, თუ დაწესებულება არსებული რესურსებითა ან/და პრაქტიკით ვერ უზრუნველყოფს მინიმუმ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დონეზე სტანდარტის კომპონენტის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 21. დასკვნის მომზადება🔗
1. თვითშეფასების შევსებული ფორმისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
2. დასკვნის პროექტი აღწერს დაწესებულების შესაბამისობას ავტორიზაციის სტანდარტებთან.
3. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და ამ მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას.
4. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
5. საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
61. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობის შემთხვევაში, ცენტრი უზრუნველყოფს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტისა და დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებისათვის საჭირო მთარგმნელობითი მომსახურების გაწევას. აღნიშნული დოკუმენტების ქართულ და ინგლისურენოვან ტექსტებს შორის განსხვავების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ქართულენოვან ტექსტს.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის ფორმა და მისთვის დადგენილი მოთხოვნები მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 22. ზეპირი მოსმენა🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოები (შემდგომში – საბჭო) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე წარდგენილი არგუმენტირებული პოზიციის შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე ან ცენტრის დირექტორი.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ მოწვეული წევრების ¾-ისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ რაოდენობაში არ ჩაითვლება საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.
6. საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები მონაწილეობენ ზეპირ მოსმენაში, ხოლო ცენტრის წარმომადგენლები ან/და სხვა დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან მიიღონ მონაწილეობა საკითხის განხილვაში სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
8. საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაში სხვა პირის მოწვევა.
9. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
10. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით.
11. ზეპირ მოსმენაზე გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ავტორიზაციის მაძიებლის ის დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა საავტორიზაციო ვიზიტის შემდეგ.
12. საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება საბჭოს სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №202/ნ - ვებგვერდი, 14.12.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №112 / ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 23. საბჭოს შემადგენლობა🔗
1. თითოეული საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. საბჭოს წევრის საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება.
12. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
2. შესაბამისი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.
3. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბჭო გადაწყვეტილებას იღებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების თაობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია ასევე მონაწილეობდეს საბჭოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული 2 პირი.
4. საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს საბჭოს საქმიანობას;
ე) ამ დებულების 231 მუხლით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში;
ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
5. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №212/ნ - ვებგვერდი, 27.12.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 231. საბჭოს საქმიანობის წესი და პრინციპები🔗
1. საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.
2. საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
3. საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
4. საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის, საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.
5. საბჭოს წევრი ვალდებულია, დღის წესრიგის გაცნობიდან 2 სამუშაო დღის ვადაში განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოების არსებობა.
6. საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს შესაბამისი საბჭოს სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სამდივნო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის სხდომის დღის წესრიგსა და შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) ავტორიზაციის მაძიებლის თვითშეფასების შევსებულ ფორმასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;
ბ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას;
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტზე ავტორიზაციის მაძიებლის მიერ წარდგენილ არგუმენტირებულ პოზიციას.
8. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია და მისი შესწავლის მიზნით საბჭო უფლებამოსილია გადადოს საკითხის განხილვა ადმინისტრაციული წარმოების დარჩენილი ვადების გათვალისწინებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 24. ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები🔗
1. საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ;
გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით. ამასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების მონაწილეობის შემთხვევაში, საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით, საიდანაც მოწვეულ წევრთა ხმები უნდა შეადგენდეს დამსწრე მოწვეულ წევრთა არანაკლებ ¾-ს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია ავტორიზაციის მაძიებელ დაწესებულებას მისცეს რეკომენდაციები.
4. საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
5. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა.
7. საბჭო უფლებამოსილია, დასაბუთებული არგუმენტაციის შემთხვევაში განსაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების ძალაში შესვლის თარიღი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 241. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის ცვლილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში🔗
1. უნივერსიტეტი, რომელსაც სურს ავტორიზაციის დარჩენილი ვადით საქმიანობა განაგრძოს სასწავლო უნივერსიტეტის ან კოლეჯის სტატუსით და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სახესთან – სასწავლო უნივერსიტეტთან/კოლეჯთან, თავსებად საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს.
2. სასწავლო უნივერსიტეტი, რომელსაც სურს ავტორიზაციის დარჩენილი ვადით საქმიანობა განაგრძოს კოლეჯის სტატუსით და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სახესთან – კოლეჯთან, თავსებად საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, უფლებამოსილია ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლის თაობაზე დადებით/უარყოფით გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის/სასწავლო უნივერსიტეტის შუამდგომლობისა და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, ამ დებულების 24-ე მუხლით დადგენილი წესით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მისი საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაში მოიყვანოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შეცვლილ სახესთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №180/ნ - ვებგვერდი, 16.10.2017წ.
მუხლი 25. გადაწყვეტილება ავტორიზაციისა და ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ🔗
1. საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ავტორიზაციის შესახებ, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, თითოეული სტანდარტი დაკმაყოფილებულად ითვლება, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ ამ დებულების 201 და 202 მუხლებით დადგენილი წესით, ოთხდონიანი სკალის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“.
3. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.
4. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას ავტორიზაციის ვადის განმავლობაში.
41. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაბამისი საბჭო მოსწავლეთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გარდა, ასევე განუსაზღვრავს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას.
5. ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა გულისხმობს შესაბამისი საბჭოს მიერ დაწესებულებისათვის თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების ჯამს. თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით, შესაბამისი საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს, ასევე პროგრამის განხორციელების ადგილს.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, თუ საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისას:
ა) ყველა სტანდარტთან მიმართებით შეფასდა, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან” და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ;
ბ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „მეტწილად შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ და ყველა სხვა სტანდარტთან მიმართებით, როგორც „შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ან ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 201მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და დაწესებულებას განუსაზღვრავს ვადას მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის წარსადგენად, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;
გ) ერთზე მეტ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ (გარდა ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)ისა) ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაწესებულების ავტორიზაციის შესახებ და მიმართავს ცენტრს დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ (2 წლის ვადაში) შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში;
დ) ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და სხვა არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ;
ე) ამ დებულების მე-2 მუხლის 41 პუნქტის „გ“ ან/და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სტანდარტ(ებ)თან მიმართებით შეფასდება, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“ ამ დებულების 201 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და არცერთ სტანდარტთან მიმართებით არ შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.
61. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილი ანგარიში განიხილება შესაბამის საბჭოს სხდომაზე. ამ განხილვის შედეგად, საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს ანგარიში ცნობად ან მიმართოს ცენტრს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მონიტორინგის განხორციელების შესახებ შუამდგომლობით, რაც აისახება საბჭოს სხდომის ოქმში.
62. საბჭოს მიერ ამ მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად, თუ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კვლავ შეფასდა, როგორც „ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან“, საბჭო იღებს გადაწყვეტილებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ.
7. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთი სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 251. გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა ( პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში , ასევე – პროფესიულ სტუდენტთა ) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ🔗
1. საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების (მონიტორინგის) პროცესის ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების ერთჯერზე არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ, ამ დებულების 25-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით, ასევე იმავე მუხლის 62 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შემთხვევებში.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მისთვის სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებით, ამ შეზღუდვისათვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე არანაკლებ 6 თვით ადრე ცენტრში წარადგენს ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და საბჭოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული რეკომენდაციების გამოსწორების შესახებ ანგარიშს. ამ ანგარიშის წარდგენა დაწესებულებას შეუძლია საკუთარი სურვილისამებრ ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაზე ადრეც, მაგრამ სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან მინიმუმ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, ასევე ამ ანგარიშის ცენტრში წარუდგენლობის შემთხვევაში ცენტრის ინიციატივით, დაწესებულებაში ხორციელდება მონიტორინგი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელია საბჭოს გადაწყვეტილებით:
ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მოეხსნას სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების შეზღუდვა;
ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ხელახლა შეეზღუდოს სტუდენტთა (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების არსებობის შემთხვევაში, ასევე – პროფესიულ სტუდენტთა) მიღების უფლება;
გ) გაუქმდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 26. ამოღებულია🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
მუხლი 261. სააპელაციო საბჭოს შემადგენლობა🔗
1. ამ დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში ავტორიზაციის მაძიებელმა/საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო საბჭოში.
2. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპელაციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს საჯარო მოხელე, ავტორიზაციის საბჭოს წევრი ან აკრედიტაციის საბჭოს წევრი.
3. სააპელაციო საბჭოს წევრებს საქმიანობა აუნაზღაურდებათ (მიეცემათ ჰონორარი) ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან. სააპელაციო საბჭოს საქმიანობის ანაზღაურების (ჰონორარის გაცემის) წესი და ოდენობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. სააპელაციო საბჭო ფუნქციურად დამოუკიდებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სახელმწიფო ორგანოებისგან.
5. სააპელაციო საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;
დ) სხდომებზე სისტემატურად გამოუცხადებლობის შემთხვევაში, თუკი ეს აფერხებს სააპელაციო საბჭოს საქმიანობას;
ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;
ვ) საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას;
ზ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.
6. სააპელაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დასტურდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
მუხლი 262. სააპელაციო საბჭოს საქმიანობის წესი🔗
1. სააპელაციო საბჭოს წევრი საკუთარი ფუნქციების შესრულებისას უნდა იყოს დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი.
2. სააპელაციო საბჭოს წევრმა უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალურობა ნებისმიერ სიტუაციაში და არ უნდა მოექცეს დაინტერესებული მხარეების გავლენის ქვეშ, მათი სტატუსის მიუხედავად.
3. სააპელაციო საბჭოს წევრმა არ უნდა გაასაჯაროოს და არ გამოიყენოს პირადი ინტერესისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოპოვებული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია.
4. სააპელაციო საბჭოს წევრი ორიენტირებული უნდა იყოს თანამშრომლობაზე და არ უნდა ცდილობდეს პრივილეგირებულ პოზიციაში თავის წარმოდგენას; საჯაროდ ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს ექსპერტის, ავტორიზაციის საბჭოს წევრისა და სააპელაციო საბჭოს სხვა წევრის კომპეტენტურობას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მათ პოზიციას.
5. სააპელაციო საბჭოს წევრი ვალდებულია, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადოს დაწესებულებასთან არსებული ინტერესთა კონფლიქტისა და თვითაცილების შესახებ. ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი გარემოებების არსებობა.
6. სააპელაციო საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სააპელაციო საბჭოს სამდივნო (შემდგომში - სამდივნო), რომლის ფუნქციასაც ასრულებს ცენტრი. სამდივნოს შემადგენლობა განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. სამდივნო სააპელაციო საბჭოს წევრებს ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) სააპელაციო საჩივარსა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას;
ბ) საავტორიზაციო დოკუმენტაციას;
გ) ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნასა და მასზე მაძიებლის მოსაზრებებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
8. (ამოღებულია - 31.01.2018, №07/ნ).
9. ზეპირი მოსმენის გამართვამდე, განსახილველ საკითხზე არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლისა და შეფასების მიზნით, სააპელაციო საბჭოს თითოეული წევრი ვალდებულია წინასწარ შეისწავლოს ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაცია. სააპელაციო საბჭოს წევრი უფლებამოსილია, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით მოითხოვოს სხვა დოკუმენტაციის მიწოდებაც.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 263. სააპელაციო საჩივარი🔗
1.სააპელაციო საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) მიმართვა სააპელაციო საბჭოსადმი;
ბ) სააპელაციო საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა/დასახელება, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია;
გ) იმ საბჭოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც საჩივრდება;
დ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასახელება;
ე) მოთხოვნა;
ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული დოკუმენტაციის ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე დოკუმენტი დაერთვის.
2. სააპელაციო საბჭო არ განიხილავს სააპელაციო საჩივარს, თუ:
ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილება სასამართლოს წარმოებაშია;
ბ) სააპელაციო საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
გ) გასულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ამ დებულების 261 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადა;
დ) მოთხოვნილი საკითხის განხილვა სცდება სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილების ფარგლებს.
3. სააპელაციო საბჭო სააპელაციო საჩივრის მიღების ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარის ხელმოწერით.
4. (ამოღებულია - 31.01.2018, №07/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 264. სააპელაციო საჩივრის განხილვის ვადა🔗
სააპელაციო საბჭო ვალდებულია სააპელაციო საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწვეტილება მიიღოს საჩივრის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
მუხლი 265. ზეპირი მოსმენა🔗
1. სააპელაციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის, საავტორიზაციო დოკუმენტაციის, ავტორიზაციის ექსპერტების დასკვნის, ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის შესახებ ავტორიზაციის მაძიებლის მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესწავლისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
2. სააპელაციო საბჭოს სხდომას იწვევს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე.
3. ზეპირი მოსმენის შესახებ დაინტერესებულ მხარეს ეცნობება ზეპირი მოსმენის გამართვამდე არანაკლებ 7 კალენდარული დღით ადრე. დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, მონაწილეობა მიიღოს ზეპირ მოსმენაში.
4. სხდომას უძღვება სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე, ხოლო თავმჯდომარისა და მოადგილის არყოფნის შემთხვევაში – დამსწრეთა უმრავლესობით განსაზღვრული საბჭოს წევრი. სააპელაციო საბჭოს მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს სხდომის თავმჯდომარის დავალებით ასრულებს სააპელაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სააპელაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. ამ რაოდენობაში არ ჩაითვლება სააპელაციო საბჭოს ის წევრი, რომელსაც განსახილველ საკითხთან მიმართებით აქვს თვითაცილება და/ან აცილება.
6. სააპელაციო საბჭოს სხდომა საჯაროა. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია, სხდომა დახურულად გამოაცხადოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფში შემავალი ექსპერტები, ასევე, ცენტრის წარმომადგენლები, უფლებამოსილი არიან, დაესწრონ ზეპირ მოსმენას, ხოლო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით - მონაწილეობა მიიღონ ზეპირ მოსმენაში.
8. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ზეპირ მოსმენაზე სხვა პირის მოწვევა.
9. სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, სათათბირო ხმის უფლებით შესაძლებელია მონაწილეობდეს სააპელაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული პირი.
10. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა ზეპირ მოსმენაზე.
11. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს განაცხადოს შუამდგომლობა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევასთან დაკავშირებით, მისცეს სააპელაციო საბჭოს ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტებები, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა ან უარყოს ის მონაცემები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები, რომელსაც დაეფუძნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
12. ზეპირ მოსმენაზე სააპელაციო საბჭო მსჯელობს მხოლოდ იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც შემუშავდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებამდე.
13. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმი ფორმდება სხდომის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარისა და სააპელაციო საბჭოს მდივნის ხელმოწერებით. სააპელაციო საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც ხელს აწერს სააპელაციო საბჭოს თავმჯდომარე და სააპელაციო საბჭოს მდივანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 266. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭოს მონაწილეობა სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ წარმოებაში🔗
1. სააპელაციო საბჭოს მიერ სააპელაციო საჩივრის მიღების შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღებ ავტორიზაციის საბჭოს, სამდივნოს მეშვეობით, ეგზავნება სააპელაციო საჩივარი და მასზე დართული დოკუმენტების ასლები.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის ასლის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს სააპელაციო საბჭოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება სააპელაციო საჩივრის შესახებ.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო სააპელაციო საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებიც მინიჭებული აქვს ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე დაინტერესებულ მხარეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმღები ავტორიზაციის საბჭო ადმინისტრაციულ წარმოებაში, მათ შორის, ზეპირ მოსმენაზე, წარმოდგენილი უნდა იყოს ამ საბჭოს თავმჯდომარით ან მისი თანხმობით, საბჭოს სხვა წევრით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 267. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებები🔗
1. სააპელაციო საბჭო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.
2. სააპელაციო საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ;
ბ) ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ.
3. სააპელაციო საბჭოს წევრი არ არის უფლებამოსილი, თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან.
4. სააპელაციო საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
6. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრება არ იწვევს ამ გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
მუხლი 268. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები🔗
1. ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების გაზიარების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია, აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადაში.
2. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო განიხილავს საკითხს ამ დებულების 22-ე და 24-26-ე მუხლებით დადგენილი წესით და გადაწყვეტილებას იღებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.
3. ავტორიზაციის საბჭოსათვის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შესახებ სააპელაციო საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ამ დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, ავტორიზაციის საბჭოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების, სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების განხილვისა და ზეპირი მოსმენის გამართვის საფუძველზე.
4. ამ თავით განსაზღვრული წესით ავტორიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ავტორიზაციის მაძიებელს/საგანმანათლებლო დაწესებულებას შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №122/ნ - ვებგვერდი, 19.09.2016წ.
ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგები
მუხლი 27. ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგები🔗
ავტორიზაციის შედეგად დაწესებულებას უფლება აქვს მიიღოს მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და სტუდენტები კანონმდებლობით დადგენილი წესით და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ დებულების 251 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 271. ავტორიზაციის თავისებურებები🔗
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებელი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს, ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს, ან ამ დებულების 241 მუხლით დადგენილი წესით, უნივერსიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, განიხილავს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის საკითხს. ამ შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა ცენტრში წარადგინოს ამ პუნქტით სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლიდან ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარდგენისას ახორციელებს სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამას.
2. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების – სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო უნივერსიტეტი ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს, ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს, ან ამ დებულების 241 მუხლით დადგენილი წესით, სასწავლო უნივერსიტეტის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, განიხილავს ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის საკითხს. ამ შემთხვევაში, სასწავლო უნივერსიტეტი უფლებამოსილია, ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახის შეცვლასთან დაკავშირებული ცვლილების შეტანის თაობაზე დასაბუთებული შუამდგომლობა ცენტრში წარადგინოს ამ პუნქტით სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენისათვის განსაზღვრული 6-თვიანი ვადის გასვლიდან, ან აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება სასწავლო უნივერსიტეტზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამას.
3. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის მაძიებელს საავტორიზაციო განაცხადში მითითებული აქვს, რომ ავტორიზაციის მოპოვების შემთხვევაში განახორციელებს მხოლოდ იმ ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სავალდებულოა აკრედიტაციის გავლა, იგი ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში ცენტრში წარადგინოს სააკრედიტაციო განაცხადი მინიმუმ ერთი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ ვადაში არ წარადგენს ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადს ან ვერ მიიღებს აკრედიტაციას ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, საბჭო ცენტრის ინიციატივით განიხილავს აღნიშნული დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საკითხს. ეს წესი არ ვრცელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომელიც ცენტრში საავტორიზაციო განაცხადის წარმოდგენისას ახორციელებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პროგრამას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №180/ნ - ვებგვერდი, 16.10.2017წ.
მუხლი 28. ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგები🔗
ავტორიზაციაზე უარის თქმისა და ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში:
ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს/კარგავს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს;
ბ) მოსწავლეებს უფლება აქვთ, გადავიდნენ სხვა შესაბამის დაწესებულებაში;
გ) პროფესიულ სტუდენტებს/სტუდენტებს 5 წლის განმავლობაში უჩერდებათ სტატუსი და უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ მობილობის უფლებით.
მუხლი 29. დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგები🔗
1. ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულება ითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული დაწესებულებებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის ვადებიდან დარჩენილი უმცირესი ვადით. თუ ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა ემთხვევა რეორგანიზაციის პერიოდს, ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.
2. ავტორიზებული დაწესებულების გაყოფის შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად წარმოქმნილი დაწესებულებები ვალდებულნი არიან გაიარონ ავტორიზაცია. ამასთან, რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლედ განსაზღვრული იურიდიული პირი, რომელსაც სურს საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლების მოპოვება, ვალდებულია დაფუძნებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი, რა შემთხვევაშიც იგი ჩაითვლება ავტორიზებულად რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული ავტორიზაციის დარჩენილი ვადით, მაგრამ არაუმეტეს 6 თვისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება №02/ნ - ვებგვერდი, 28.01.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 მარტის ბრძანება № 35/ ნ - ვებგვერდი, 07.03.2017წ.
ავტორიზაციის პირობების შემოწმება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 30. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა🔗
1. ავტორიზაციის პირობების შემოწმების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, ცენტრს არანაკლებ სამ წელიწადში ერთხელ წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის ვადები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით (ხელმოწერილი და დასკანერებული), ამასთან, თვითშეფასების ანგარიშის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს ხარისხის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.
3. თვითშეფასების ანგარიშის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №22 3 /ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 2 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 08.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 29.02.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
მუხლი 301. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების წესი🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადით დაიმატოს აკადემიური უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, გარდა რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადების და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებისა.
2. ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარსადგენი განაცხადი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ პერსონალსა და შესაბამის რესურსებთან დაკავშირებით. განაცხადს უნდა ერთვოდეს, მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები და სილაბუსები/მოდულები.
4. საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
5. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით წარდგენილი განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლისა და საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
6. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
7. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მსურველი დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
9. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
10. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო პროგრამა შეესაბამება ავტორიზაციის სტანდარტებს, შესაბამისი საბჭო სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.
11. საგანმანათლებლო პროგრამის დამატების ან საგანმანათლებლო პროგრამის დამატებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში საგანმანათლებლო პროგრამის დამატების მიზნით განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 4 ივნისის ბრძანება №104/ნ - ვებგვერდი, 05.06.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №112 / ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 302. ს აგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საავტორიზაციო პერიოდშიგანხორციელებული ცვლილებები🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო ფართის ან მისამართის ცვლილების შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყებამდე 30 კალენდარული დღით ადრე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რა დროსაც დაწესებულება ვალდებულია შეცვლილ ფართში/მისამართზე საქმიანობის განხორციელების დაწყების შესახებ ცენტრს აცნობოს დაუყოვნებლივ და წარუდგინოს ფართის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
2. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის მინიჭების მომენტიდან მასწავლებლების/პროფესიული განათლების მასწავლებლების/აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საერთო რაოდენობის ცვლილებამ მიაღწია 10%-ს, დაწესებულება ვალდებულია ცვლილებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობოს ცენტრს აღნიშნულის შესახებ.
3. საგანმანათლებლო პროგრამის, გარდა აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა, სწავლის შედეგების ცვლილების შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ცენტრს წერილობით აცნობოს ცვლილების განხორციელებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და წარუდგინოს საგანმანათლებლო პროგრამა, ასევე ცვლილებების განხორციელების შესახებ გამოცემული აქტი.
4. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მუხლი 31. ავტორიზაციის პირობების შემოწმება მონიტორინგის გზით🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება ხორციელდება ცენტრის ინიციატივით ან საბჭოს შუამდგომლობით გეგმური და/ ან არაგეგმური მონიტორინგის გზით.
2. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების მიზნით ცენტრი უფლებამოსილია, დაწესებულებისგან გამოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და/ან გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ.
21. ცენტრის მიერ დაწესებულებისგან შესაბამისი დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, თუ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების დამატებითი საჭიროება, ცენტრი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და/ან დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი წყვეტს მონიტორინგის თაობაზე დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებას.
3. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
4. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
5. დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
7. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
8. ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და დაწესებულებაში მონიტორინგის ვიზიტის შესახებ დაწესებულებას წარედგინება უშუალოდ ვიზიტის დაწყების წინ ან არაუმეტეს მონიტორინგის ვიზიტამდე 1 დღით ადრე.
9. ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში – თუ საბჭოს მიერ ერთ-ერთ სტანდარტთან მიმართებით დაწესებულება შეფასდება, როგორც „არ არის შესაბამისობაში სტანდარტის მოთხოვნებთან“, ან დაწესებულება არღვევს საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის, პროფესიული სტუდენტის ან სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.
91. გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში განხორციელდა მონიტორინგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების ნაწილში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების შესრულების შემოწმების შედეგად შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ, თუ ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არღვევს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებს.
92. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში, ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შედეგად, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ამ დებულების 251 მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.
10. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია, საგანმანათლებლო დაწესებულებას ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს არაუმეტეს 60 დღის ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აშკარაა, რომ ამას შედეგი არ მოჰყვება.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაწესებულების მიერ შესაბამისი ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით.
12. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების შესახებ ცენტრის დირექტორის ბრძანების გამოცემიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის დინება შეჩერებულად ითვლება ავტორიზაციის საბჭოების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №223/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 9 მარტის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 10.03.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 27 მარტის ბრძანება №35ნ - ვებგვერდი, 28.03.2018წ.
მუხლი 32. ამოღებულია🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრის წესი
მუხლი 33. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრის ზოგადი საფუძვლები🔗
1. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობებს ამ წესის შესაბამისად განსაზღვრავს ავტორიზაციის შესაბამისი საბჭო.
2. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობების განსაზღვრა ხდება:
ა) ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – ავტორიზაციის ვადით;
ბ) მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა ან სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შემთხვევაში (მხოლოდ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობასთან მიმართებით) – ავტორიზაციის დარჩენილი ვადით.
3. ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ განსაზღვრულ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა მიღება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე.
31. ავტორიზაციის საბჭოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობა მოიცავს მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა რაოდენობებსაც.
4. საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი, გარდა სტუდენტის სტატუსის აღდგენის ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესით ჩარიცხვისას სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადაჭარბების კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება №82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №109/ნ - ვებგვერდი, 01.09.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
მუხლი 331. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრა🔗
1. მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის საფუძველია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრში წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში ან მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში, ასევე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დამატების შესახებ განაცხადში მითითებული ადგილების რაოდენობა.
2. საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადში მითითებული მოსწავლეების/ პროფესიული სტუდენტების/ სტუდენტების ზღვრული რაოდენობა უნდა ეფუძნებოდეს დაწესებულების მოსწავლეების/ პროფესიულისტუდენტების/ სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიას, რომელიც ითვალისწინებს პროგრამების სპეციფიკასა და დაწესებულების რესურსებს.
3. შესაბამისი საბჭო განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს და ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნისა და სხვა დაინტერესებული პირების მოსაზრებების გათვალისწინებით სხდომაზე დამსწრე წევრთა არანაკლებ 3/4-ით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საბჭო უფლებამოსილია დაეთანხმოს საგანმანათლებლო დაწესებულების მოთხოვნას ან შეამციროს მის მიერ მოთხოვნილი მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობა. საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის ბრძანება №77/ნ - ვებგვერდი, 08.05.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 34. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილებისრაოდენობების გაზრდა🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ცენტრს წარუდგინოს მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადი.
2. ცენტრისათვის წარსადგენი მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ წერილობითი განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის შესწავლის, დაწესებულების მოსწავლეების/ პროფესიული სტუდენტების/ სტუდენტების ზღვრული რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის – პროგრამების სპეციფიკისა და დაწესებულების რესურსების გათვალისწინებით, საავტორიზაციო ვიზიტის შედეგად დგება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს.
5. ცენტრი ადგენს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-18 მუხლის მე-4 და 21-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
6. დაწესებულება ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ექსპერტთა ჯგუფს და ავტორიზაციის შესაბამის საბჭოს.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული არგუმენტირებული პოზიციის წარდგენის შემთხვევაში, მისი გაცნობის შემდგომ ან არგუმენტირებული პოზიციის წარუდგენლობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდგომ, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფი აყალიბებს დასკვნას საბოლოო სახით და წარუდგენს ცენტრს.
8. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის დაწესებულებას.
9. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების 331 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
10. პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის შესახებ განაცხადში მიეთითება ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, რომლისთვის განსაზღვრული ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდაც სურს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
11. შესაბამისი საბჭო უფლებამოსილია მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მხედველობაში მიიღოს დაწესებულების ის ფართი, რომელშიც ექსპერტთა ვიზიტის დროს მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, ასევე სხვა მატერიალური რესურსის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ჩარიცხვის მომენტისთვის არ იარსებებს შესაბამისი გარემოებები, ამ გარემოებების გათვალისწინებით გამოტანილი გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ადგილების რაოდენობის გადაჭარბება არის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი ამ დებულების 33-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
12. მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის ან მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდის თაობაზე წერილობითი განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №118/ნ - სსმ III, №162,13.10.2010წ.,მუხ.2294
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 22 აგვისტოს ბრძანება №142/ნ - ვებგვერდი, 23.08.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 35. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
მუხლი 36. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
მუხლი 37. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
მუხლი 38. საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრის წესი🔗
1. საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ პირთა ადგილების რაოდენობას განსაზღვრავს ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერდადგენილ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ადგილების რაოდენობისფარგლებში.
2. შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა, მასწავლებლის მომზადებისა და ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გაანგარიშება ხდება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების შესაბამისად მოსწავლეთა/პროფესიულ სტუდენტთა/სტუდენტთა ფაქტობრივი (აქტიური სტატუსის მქონე) და შესაბამისი წლის დამამთავრებელი, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი წლისათვის გამოცხადებული მისაღები ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის შესახებ მონაცემები არ შეესაბამება ავტორიზაციის შესაბამისი საბჭოს მიერ დადგენილ ადგილების რაოდენობას, ცენტრი აღნიშნულის თაობაზე აცნობებს შესაბამის დაწესებულებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №131/ნ - ვებგვერდი, 11.08.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 26 ივნისის ბრძანება № 82/ ნ - ვებგვერდი, 28.06.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 24 აპრილის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 24.04.2018წ.
მუხლი 39. ცენტრის ინიციატივით დაწესებულებისათვის მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა რაოდენობის შეცვლა🔗
ცენტრის ინიციატივით დაწესებულების მოსწავლეთა, პროფესიულ სტუდენტთა, სტუდენტთა რაოდენობა შეიძლება შემცირდეს დაწესებულების შესაბამისი პირობების შემოწმების საფუძველზე, ამ დებულების შესაბამისად.
გარდამავალი დებულებები
მუხლი 40. ავტორიზაციის პირობების შესრულებაზე კონტროლი გარდამავალ ეტაპზე🔗
1. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების, სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის წესისა და ინსტიტუციური აკრედიტაციის საფასურის ზღვრული ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 ნოემბრის №1030 ბრძანებით დამტკიცებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის დებულების საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარდგენილი თვითშეფასების ანგარიშის გადამოწმებისა და საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის წარდგინების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამავე კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას ავტორიზაციის საბჭო იღებს ამ დებულების VIII თავით დადგენილი წესით.
4. (ამოღებულია - 17.12.2012, №251/ნ).
5. (ამოღებულია - 17.12.2012, №251/ნ).
6. თუ ამ დებულების 29-ე მუხლის პირველი პუნქტის ამოქმედებამდე განხორციელდა ავტორიზებული დაწესებულებების შერწყმა და რეორგანიზაციის პერიოდს დაემთხვა ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადის გასვლა, ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ საგანმანათლებლო დაწესებულებას განუსაზღვროს ავტორიზაციის გონივრული ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს. რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული დაწესებულების სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა/მოსწავლეთა ადგილების რაოდენობა შეადგენს რეორგანიზაციამდე არსებული რაოდენობების ჯამს.
7. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის პირველ თებერვლამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის პირველ ოქტომბრამდე.
8. იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთა ავტორიზაციის ვადა იწურება 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ცენტრში საავტორიზაციო განაცხადი უნდა წარადგინონ 2016 წლის პირველი თებერვლიდან პირველ მარტამდე ან 20 აგვისტოდან პირველ სექტემბრამდე.
9. ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც 2016 წელს ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის გარდა სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, უფლებამოსილია, ცენტრს 2016 წლის 25 აგვისტოდან 05 სექტემბრის ჩათვლით დამატებით წარუდგინოს თვითშეფასების წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმით.
10. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2017 წელს დამატების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2017 წლის 1 აგვისტოდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
11. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებები, ვალდებულნი არიან შესაბამისი საბჭოს მიერ განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, 2018 წლის 01 მარტამდე უზრუნველყონ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების განაწილება თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით და პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შუამდგომლობით მიმართონ შესაბამის საბჭოს. იმ შემთხვევაში, თუ პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გადანაწილება გაითვალისწინებს შესაბამისი საბჭოს მიერ თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის უკვე განსაზღვრული პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდას, ეს პროცესი უნდა წარიმართოს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №222/ნ - ვებგევრდი, 10.10.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №251/ნ - ვებგვერდი, 18.12.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 14 თებერვლის ბრძანება №29/ნ - ვებგვერდი, 15.02.2013წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 4 ივნისის ბრძანება №54/ნ - ვებგვერდი, 05.06.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება №08/ნ - ვებგვერდი, 29.01.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 აგვისტოს ბრძანება №101/ნ - ვებგვერდი, 23.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 7 მარტის ბრძანება № 35/ ნ - ვებგვერდი, 07.03.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 31 ივლისის ბრძანება №120/ნ - ვებგვერდი, 31.07.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
დანართი №2
საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საფასური
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. ამ დანართით გათვალისწინებული საფასურის ოდენობები მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ადმინისტრაციულ (სახელფასო, საოფისე და საბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებულ) ხარჯებს, ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯებს, ავტორიზაციის პერიოდში საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯებსა და დამატებული ღირებულების გადასახადს.
2. ამ დანართით გათვალისწინებული საფასური გადაიხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ცენტრის საბანკო ანგარიშზე შეტანის გზით.
საქართველოს განათლებისა და მ ეცნიერების მინისტრის 2012 წლის 2 მაისის ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 08.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 მაისის ბრძანება №99/ნ - ვებგვერდი, 17.05.2012წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 სექტემბრის ბრძანება №112 / ნ - ვებგვერდი, 02.09.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 11. ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური🔗
ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 500 ლარს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 12. ავტორიზაციის საფასურის უკან დაბრუნება🔗
ავტორიზაციის საფასური, გარდა ავტორიზაციის განაცხადის განხილვის საფასურისა, სრულად ბრუნდება, თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტას მოითხოვს ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
მუხლი 13. ავტორიზაციის საფასური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის🔗
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლოდაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 42 კაც/დღე) მიხედვით.
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 42 კაც/დღე) მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება საერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახე – 1/10 წილი , საიდანაც :
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახე – 1/10 წილი, საიდანაც:
ა.ა) კოლეჯი = 30%;
ა.ა) კოლეჯი = 30%;
ა.ბ) სასწავლო უნივერსიტეტი = 50%;
ა.გ) უნივერსიტეტი =100%;
ბ ) მდგომარეობა ( არსებული / ახალი ) – 1/20 წილი , საიდანაც :
ბ) მდგომარეობა (არსებული/ახალი) – 1/20 წილი, საიდანაც:
ბ.ა) ახალი = 70%;
ბ.ა) ახალი = 70%;
ბ.გ) არსებული = 100%;
ბ.ბ) არსებული = 100%;
გ ) სტუდენტების მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – ¼ წილი , საიდანაც :
გ) სტუდენტების მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – ¼ წილი, საიდანაც:
გ.ა) 1-500 = 60%;
გ.ა) 1-500 = 60%;
გ.ბ) 501-1500 = 70%;
გ.გ) 1501-4500 = 80%;
გ.დ) 4501-13500 = 90%;
გ.ე) 13501-და მეტი = 100%;
დ ) მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა – ¼ წილი , საიდანაც :
დ) მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა – ¼ წილი, საიდანაც:
დ.ა) 1-20 = 60%;
დ.ა) 1-20 = 60%;
დ.ბ) 21-50 = 70%;
დ.გ) 51-100 = 80%;
დ.დ) 101-150 = 90%;
დ.ე) 151-და მეტი = 100%;
ე ) აკადემიური პერსონალის რაოდენობა – 1/5 წილი , საიდანაც :
ე) აკადემიური პერსონალის რაოდენობა – 1/5 წილი, საიდანაც:
ე.ა) 1-50 = 45%;
ე.ა) 1-50 = 45%;
ე.ბ) 51-100 = 60%;
ე.გ) 101-150 = 70%;
ე.დ) 151-200 = 80%;
ე.ე) 201-და მეტი = 100%;
ვ ) ფართი – 1/20 წილი , საიდანაც :
ვ) ფართი – 1/20 წილი, საიდანაც:
ვ.ა) 1-5000 კვ.მ.= 50%;
ვ.ა) 1-5000 კვ.მ.= 50%;
ვ.ბ) 5001-15000 კვ.მ. = 60%;
ვ.გ) 15001-40000 კვ.მ. = 70%;
ვ.დ) 40001-80000 კვ.მ. = 80%;
ვ.ე) 80001-და მეტი კვ.მ. = 100%.
ვ.ე) 80001-და მეტი კვ.მ. = 100%;
ზ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/10 წილი , საიდანაც :
ზ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/10 წილი, საიდანაც:
ზ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ზ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ზ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
ზ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახისა და კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით:
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახისა და კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით:
ა) კოლეჯის სტატუსის მაძიებლისათვის:
კაც / დღე
კაც-დღე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
ავტორიზაციის საფასური (ლარში) მივლინების გარეშე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინებისსაჭიროების შემთხვევაში
ავტორიზაციის საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
20
17884
23340
21319
27441
21
18207
23858
21989
28378
22
18529
24376
22658
29315
23
18852
24893
23328
30252
24
19175
25411
23997
31189
25
19498
25929
24667
32126
26
19821
26447
25336
33063
27
20143
26965
26006
34000
28
20466
27483
26676
34937
29
20789
28001
27345
35874
30
21112
28519
28015
36811
31
21434
29037
28684
37748
32
21757
29555
29354
38685
33
22080
30073
30023
39622
34
22403
30591
30693
40559
35
22726
31109
31362
41496
36
23048
31627
32032
42433
37
23371
32145
32702
43370
38
23694
32663
33371
44307
39
24017
33180
34041
45244
40
24339
33698
34710
46181
41
24662
34216
35380
47118
42
24985
34734
36049
48055
ბ) სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის:
ბ) სასწავლო უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის:
კაც-დღე
კაც / დღე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროების გარეშე
ავტორიზაციის საფასური (ლარში) მივლინების გარეშე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინებისსაჭიროების შემთხვევაში
ავტორიზაციის საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
20
23713
29948
27148
34050
21
24036
30466
27818
34987
22
24359
30984
28487
35924
23
24681
31502
29157
36861
24
25004
32020
29826
37798
25
25327
32538
30496
38735
26
25650
33056
31166
39672
27
25973
33574
31835
40609
28
26295
34092
32505
41546
29
26618
34610
33174
42483
30
26941
35128
33844
43420
31
27264
35646
34513
44357
32
27586
36163
35183
45294
33
27909
36681
35853
46231
34
28232
37199
36522
47168
35
28555
37717
37192
48105
36
28878
38235
37861
49042
37
29200
38753
38531
49979
38
29523
39271
39200
50916
39
29846
39789
39870
51853
40
30169
40307
40540
52790
41
30491
40825
41209
53727
42
30814
41343
41879
54664
გ) უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის:
გ) უნივერსიტეტის სტატუსის მაძიებლისათვის:
კაც-დღე
კაც / დღე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისგარეშე
ავტორიზაციის საფასური (ლარში) მივლინების გარეშე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისშემთხვევაში
ავტორიზაციის საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
20
26073
32624
29508
36725
21
26396
33142
30178
37662
22
26719
33660
30847
38599
23
27041
34178
31517
39536
24
27364
34695
32186
40473
25
27687
35213
32856
41410
26
28010
35731
33526
42347
27
28333
36249
34195
43284
28
28655
36767
34865
44221
29
28978
37285
35534
45158
30
29301
37803
36204
46095
31
29624
38321
36873
47032
32
29946
38839
37543
47969
33
30269
39357
38213
48906
34
30592
39875
38882
49843
35
30915
40393
39552
50780
36
31238
40911
40221
51717
37
31560
41429
40891
52654
38
31883
41947
41560
53591
39
32206
42465
42230
54528
40
32529
42982
42900
55465
41
32851
43500
43569
56402
42
33174
44018
44239
57339
4. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს რეგულირებადი სამედიცინო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ავტორიზაციის ექსპერტთა ანაზღაურებისა და მივლინების (საჭიროების შემთხვევაში) ხარჯები, რაც გამოითვლება ამ მუხლის მე- 2 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული კაც/დღის ნამრავლით შესაბამის კოეფიციენტზე, შემდეგი სახით:
კაც-დღე
კაც / დღე
კოეფიციენტი ( მივლინებისსაჭიროების გარეშე )
კოეფიციენტი (მივლინების გარეშე)
კოეფიციენტი ( მივლინების საჭიროების შემთხვევაში )
კოეფიციენტი (მივლინების საჭიროების შემთხვევაში)
20
806.1
913.90
850.3
964.00
21
772.0476
875.2857
818.0952
927.4761
22
741.0909
840.1818
788.8182
894.3181
23
712.8696
808.1304
762.087
864.00
24
686.9583
778.7916
737.5833
836.2083
25
663.12
751.76
715.04
810.64
26
641.0769
726.8461
694.1923
787.0384
27
620.7037
703.7407
674.963
765.2222
28
601.8214
682.2857
657.0714
744.9285
29
584.2069
662.3103
640.4138
726.0344
30
567.7667
643.6666
624.8667
708.40
31
552.3548
626.2258
610.3226
691.9032
32
537.9688
609.9062
596.6875
676.4687
33
524.4242
594.5454
583.8485
661.9393
34
512.2647
580.0882
571.8235
648.2647
35
499.6571
566.4571
560.4286
635.3714
36
488.3056
553.5833
549.7222
623.2222
37
477.5676
541.4054
539.5405
611.7027
38
467.9211
529.8684
529.9474
600.7894
39
457.7436
518.9487
520.7949
590.4358
40
448.575
508.575
512.125
580.60
41
439.878
498.6829
503.9024
571.2682
42
431.5476
498.2619
496.0238
562.3571
5. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება ამ დანართის 16 მუხლით გათვალისწინებული საფასური.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 14.06.2019წ.
მუხლი 14. ავტორიზაციის საფასური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის🔗
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 12 და მაქსიმუმ 30 კაც/დღე) მიხედვით.
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 64 კაც/დღე) მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
ა ) მდგომარეობა ( არსებული / ახალი ) – 1/20 წილი , საიდანაც :
პროფესიული საგანმანათლებლოპროგრამების და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
ა.ა) ახალი = 70%;
ა.ბ) არსებული = 100%;
კაც/დღეების რაოდენობა
ბ ) პროფესიული სტუდენტების მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – 1/5 წილი , საიდანაც :
ბ.ა) 1-20 = 50%;
საფასური (ლარში)მივლინების საჭიროებისგარეშე
ბ.ბ) 21-50 = 70%;
ბ.გ) 51-150 = 80%;
საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
ბ.დ) 151-500 = 90%;
ბ.ე) 501-და მეტი = 100%;
გ ) მითითებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა – ½.5 წილი , საიდანაც :
გ.ა) 1-5 = 40%;
1
გ.ბ) 6-10 = 70%;
გ.გ) 11-15 = 80%;
6
გ.დ) 16-20 = 90%;
გ.ე) 21-და მეტი = 100%;
6,104.00
დ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/ 5 წილი , საიდანაც :
დ.ა) 1-20 = 40%;
8,507.00
დ.ბ) 21-50 = 60%;
დ.გ) 51-100 = 70%;
დ.დ) 101-150 = 80%;
დ.ე) 151-და მეტი = 100%;
2
ე ) ფართი – 1/20 წილი , საიდანაც :
ე.ა) 1-500 კვ.მ.= 50%;
8
ე.ბ) 501-1500 კვ.მ. = 60%;
ე.გ) 1501-3000 კვ.მ. = 70%;
6,734.00
ე.დ) 3001-5000 კვ.მ. = 80%;
ე.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%;
9,502.00
ვ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/ 10 წილი , საიდანაც :
ვ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ვ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
ვ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
3
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
10
კაც / დღე
7,365.00
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
10,556.00
4
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისშემთხვევაში
12
7,995.00
11,635.00
5
14
8,626.00
12,725.00
6
16
9,256.00
13,822.00
7
18
9,887.00
14,924.00
8
20
10,517.00
16,028.00
9
22
11,148.00
17,135.00
10
24
11,778.00
18,243.00
11
26
12,409.00
19,352.00
12
5469
28
6780
13,039.00
20,461.00
13
5747
30
7438
13,670.00
21,572.00
14
6025
32
8096
14,300.00
22,683.00
15
6304
34
8754
14,931.00
23,794.00
16
6582
36
9412
15,562.00
24,906.00
17
6860
38
10070
16,192.00
26,018.00
18
7138
40
10728
16,823.00
27,130.00
19
7416
42
11386
17,453.00
28,242.00
20
7694
44
12044
18,084.00
29,355.00
21
7972
46
12702
18,714.00
30,468.00
22
8250
48
13360
19,345.00
31,581.00
23
8528
50
14018
19,975.00
32,694.00
24
8806
52
14676
20,606.00
33,807.00
25
9084
54
15334
21,236.00
34,920.00
26
9362
56
15993
21,867.00
36,034.00
27
9641
58
16651
22,497.00
37,147.00
28
9919
60
17309
23,128.00
38,261.00
29
10197
62
17967
23,758.00
39,374.00
30
10475
64
18625
24,389.00
40,488.00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 14.06.2019წ.
მუხლი 15. ავტორიზაციის საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის🔗
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაიხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
1. ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იხდის ავტორიზაციის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება საერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) მდგომარეობა ( არსებული / ახალი ) – 1/20 წილი , საიდანაც :
ა) მდგომარეობა (არსებული/ახალი) – 1/20 წილი, საიდანაც:
ა.ა) ახალი = 70%;
ა.ა) ახალი = 70%;
ა.ბ) არსებული = 100%;
ბ ) მოსწავლეთა მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
ბ) მოსწავლეთა მოთხოვნილი ზღვრული რაოდენობა – 1/3.33 წილი, საიდანაც:
ბ.ა) 1-50 = 50%;
ბ.ა) 1-50 = 50%;
ბ.ბ) 51-150 = 60%;
ბ.გ) 151-300 = 70%;
ბ.დ) 301-500 = 80%;
ბ.ე) 501-1000 = 90%;
ბ.ვ) 1001 და მეტი = 100%;
გ ) ზოგადი განათლების საფეხურების რაოდენობა , რომელთა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც სურს დაწესებულებას – ½.5 წილი , საიდანაც :
გ) ზოგადი განათლების საფეხურების რაოდენობა, რომელთა შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც სურს დაწესებულებას – ½.5 წილი, საიდანაც:
გ.ა) 1 = 30%;
გ.ბ) 2 = 70%;
გ.გ) 3 = 100%;
დ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/20 წილი , საიდანაც :
დ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/20 წილი, საიდანაც:
დ.ა) 1-20 = 50%;
დ.ა) 1-20 = 50%;
დ.ბ) 21-50 = 60%;
დ.გ) 51-100 = 70%;
დ.დ) 101-150 = 80%;
დ.ე) 151-და მეტი = 100%;
ე ) ფართი – 1/10 წილი , საიდანაც :
ე) ფართი – 1/10 წილი, საიდანაც:
ე.ა) 1-250 კვ.მ.= 45%;
ე.ა) 1-250 კვ.მ.= 45%;
ე.ბ) 251- 500 კვ.მ. = 60%;
ე.გ) 501-2000 კვ.მ. = 70%;
ე.დ) 2001-5000 კვ.მ. = 80%;
ე.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%.
ვ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/ 10 წილი , საიდანაც :
ვ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/10 წილი, საიდანაც:
ვ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ვ.ა) ერთ მისამართზე = 0%;
ვ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
ვ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
კაც/დღე
კაც / დღე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
ავტორიზაციის საფასური (ლარში) მივლინების გარეშე
ავტორიზაციის საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
ავტორიზაციის საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
6
3328
5730
4498
7056
9
3995
6567
5592
8378
12
4663
7405
7526
10651
15
5330
8243
9460
12925
4. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი საავტორიზაციო განაცხადში მიუთითებს, რომ სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაც, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ავტორიზაციის საფასურს დაემატება ამ დანართის 16 მუხლით გათვალისწინებული საფასური.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 14.06.2019წ.
მუხლი 16. საფასური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლებაექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
მუხლი 16. საფასური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისათვის🔗
კაც / დღე
1. ზოგადსაგანმანათლებლო ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი ან ამ სტატუსის მფლობელი, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო/უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, სურს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის (მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 64 კაც/დღე) მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასურის ოდენობა განისაზღვრება ამ დანართის 14 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ცხრილის შესაბამისად.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 14.06.2019წ.
საფასური ( ლარში ) მივლინების
მუხლი 17. საფასური საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის🔗
საჭიროების გარეშე
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს დაიმატოს შესაბამისი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
საფასური ( ლარში ) მივლინების საჭიროებისშემთხვევაში
კაც/დღე
12
1-10
აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
4299
საფასური (ლარში) მივლინების გარეშე
5889
საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
18
9
11-20
1
5609
2441
7870
3217
21
12
21-30
2
6265
2943
9396
4334
24
15
31-50
3/4
6920
3445
10923
5451
3. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს დაიმატოს შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები ან/და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამები, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
მუხლი 17. საფასური საგანმანათლებლო პროგრამის დამატებისათვის🔗
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
კაც/დღე
კაც / დღე
აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
პროფესიულისაგანმანათლებლოპროგრამების და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
საფასური (ლარში)მივლინების საჭიროებისგარეშე
საფასური ( ლარში )
საფასური (ლარში) მივლინების
მივლინების შემთხვევაში
საჭიროების შემთხვევაში
9
4
1
1918
4686
2602
5729
12
6
2
2360
5182
3587
6224
15
8
3/4
3
2803
5677
4573
7565
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებაპროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
კაც / დღე
10
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
4
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
6172
საფასური ( ლარში )
8907
მივლინების შემთხვევაში
12
9
1-5
5
3643
6668
4898
10249
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 14.06.2019წ.
მუხლი 18. საფასური მოსწავლეთა / პროფესიულ სტუდენტთა / სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდისათვის🔗
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს მოსწავლეთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება საერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) მოსწავლეთა მოთხოვნილი რაოდენობა , რომლითაც დაწესებულებას სურს ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა – 1/ 3.33 წილი , საიდანაც :
ა) მოსწავლეთა მოთხოვნილი რაოდენობა, რომლითაც დაწესებულებას სურს ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა – 1/3.33 წილი, საიდანაც:
ა.ა) 1-50 = 60%;
ა.ა) 1-50 = 60%;
ა.ბ) 51-100 = 70%;
ა.გ) 101-200 = 80%;
ა.დ) 201-500 = 90%;
ა.ე) 501-და მეტი = 100%;
ბ ) მოსწავლეთა არსებული ზღვრული რაოდენობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
ბ) მოსწავლეთა არსებული ზღვრული რაოდენობა – 1/3.33 წილი, საიდანაც:
ბ.ა) 1-50 = 50%;
ბ.ა) 1-50 = 50%;
ბ.ბ) 51-150 = 60%;
ბ.გ) 151-300 =70%;
ბ.დ) 301-500 = 80%;
ბ.ე) 501-1000 = 90%;
ბ.დ) 1001 და მეტი = 100%;
ბ.ვ) 1001 და მეტი = 100%;
გ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/5 წილი , საიდანაც :
გ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/5 წილი, საიდანაც:
გ.ა) 1-20 = 40%;
გ.ბ) 21-50 = 60%;
გ.გ) 51-100 = 70%;
გ.დ) 101-150 = 80%;
გ.ე) 151-და მეტი = 100%;
დ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/10 წილი , საიდანაც :
დ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/10 წილი, საიდანაც:
დ.ა) ერთ მისამართზე = 30%;
დ.ა) ერთ მისამართზე = 30%;
დ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
დ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%.
დ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%;
ე ) ფართი – 1/10 წილი , საიდანაც :
ე) ფართი – 1/10 წილი, საიდანაც:
ე.ა) 0-250 კვ.მ.= 40%;
ე.ა) 0-250 კვ.მ.= 40%;
ე.ბ) 251-500 კვ.მ. = 60%;
ე.გ) 501-2000 კვ.მ. = 70%;
ე.დ) 2001-5000 კვ.მ. = 80%;
ე.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური შეადგენს:
კაც/დღე
კაც / დღე
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
საფასური (ლარში) მივლინებისსაჭიროების გარეშე
საფასური ( ლარში ) მივლინების შემთხვევაში
საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
4
1670
2493
2172
3062
6
1968
2831
2877
3861
8
2266
3169
3582
4660
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს სტუდენტთა ადგილების რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრებასაერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება საერთო შეფასებაში (100%) შესაბამისი წილის მქონე და შინაარსობრივი/რაოდენობრივი ნიშნით ჩაშლილი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ა ) სტუდენტების მოთხოვნილი რაოდენობა , რომლითაც დაწესებულებას სურს ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა – 1/ 5 წილი , საიდანაც :
ა) სტუდენტების მოთხოვნილი რაოდენობა, რომლითაც დაწესებულებას სურს ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა – 1/5 წილი, საიდანაც:
ა.ა) 1-100 = 60%;
ა.ბ) 101-150 = 70%;
ა.გ) 151-500 = 80%;
ა.დ) 501-1000 = 90%;
ა.ე) 1001-და მეტი = 100%;
ბ ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
ბ) საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი პერსონალის რაოდენობა – 1/3.33 წილი, საიდანაც:
ბ.ა) 1-20 = 45%;
ბ.ბ) 21-50 = 60%;
ბ.გ) 51-100 = 70%;
ბ.დ) 101-150 = 80%;
ბ.ე) 151-და მეტი = 100%;
გ ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/3.33 წილი , საიდანაც :
გ) მისამართების რაოდენობა და მდებარეობა – 1/3.33 წილი, საიდანაც:
გ.ა) ერთ მისამართზე = 35%;
გ.ა) ერთ მისამართზე = 35%;
გ.ბ) სხვადასხვა მისამართზე ერთ მუნიციპალიტეტში = 70%;
გ.გ) სხვადასხვა მუნიციპალიტეტში = 100%;
დ ) ფართი – 1/5 წილი , საიდანაც :
დ) ფართი – 1/5 წილი, საიდანაც:
დ.ა) 1-500 კვ.მ.= 50%;
დ.ბ) 501-1500 კვ.მ. = 60%;
დ.გ) 1501-3000 კვ.მ. = 70%;
დ.დ) 3001-5000 კვ.მ. = 80%;
დ.ე) 5001-და მეტი კვ.მ. = 100%.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, საფასური შეადგენს:
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით, საფასური შეადგენს:
კაც / დღე
კაც/დღე
საფასური ( ლარში ) მივლინებისგარეშე
საფასური (ლარში) მივლინებისსაჭიროების გარეშე
საფასური ( ლარში ) მივლინებისშემთხვევაში
საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
8
12
2266
3844
3134
4827
9
13
2415
4013
3452
5189
10
14
2564
4182
3771
5550
11
15
2713
4351
4089
5911
12
16
2862
4520
4409
6272
13
17
3011
4689
4727
6633
14
18
3160
4857
5045
6995
15
19
3309
5026
7356
20
5195
7717
21
5364
8078
16
22
3458
5533
5682
8439
კაც / დღე
23
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
5702
საფასური ( ლარში ) მივლინების გარეშე
8801
24
საფასური ( ლარში ) მ ივლინებისშემთხვევაში
5871
9162
7. საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს პროფესიულ სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდა, იხდის საფასურს, რომლის ოდენობა გამოითვლება ექსპერტთა ჯგუფის სამუშაოს მოცულობის – კაც/დღეების რაოდენობის მიხედვით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული კაც/დღეების რაოდენობა განისაზღვრება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობის შესაბამისად და საფასური შეადგენს:
კაც/დღე
პროფესიული საგანმანათლებლოპროგრამების და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა
საფასური (ლარში)მივლინების საჭიროებისგარეშე
საფასური (ლარში) მივლინების საჭიროების შემთხვევაში
4
1
4686
5729
6
1-5
2
2988
5182
3907
6224
9
8
6-10
3
3643
5677
4893
7565
10
4
6172
8907
12
5
6668
10249
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 31 იანვრის ბრძანება №07/ნ - ვებგვერდი, 31.01.2018წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 13 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 14.06.2019წ.
მუხლი 2. გარდამავალი დებულებები🔗
1. ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2012 წლის 1 ნოემბრამდე მიიღებს სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას და ცენტრში წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს პროფესიული ან საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. დაწესებულება, რომელმაც სსიპ – განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარადგინა 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში, უფლებამოსილია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად 2011 წლის 1 თებერვლამდე დამატებით წარადგინოს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები ან მოახდინოს არსებული პროგრამების მოდიფიცირება. დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.
3. პროფესიული კოლეჯები და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით, უფლებამოსილნი არიან, 2010 წლის თვითშეფასების ანგარიში საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინონ 2011 წლის 1 თებერვლამდე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია გადაიხადოს ამ დანართის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფასური.
4. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2015 წელს დამატების მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2015 წლის 10 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2015 წლის 5 იანვრის №3 ბრძანებით დამტკიცებული „ პროფესიული კვალიფიკაციების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ბიუჯეტიდან.
5. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით 2016 წელს დამატების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2016 წლის 1 მარტიდან 5 მარტის ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის 41 ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან.
6. გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, 2016 წელს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თვითშეფასების ანგარიშის წარდგენის გზით დამატების მიზნით, საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ თვითშეფასების ანგარიშის ცენტრში წარმოდგენა განხორციელდეს 2016 წლის 15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ პერიოდში ამ დანართის პირველი მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული საფასური დაიფარება ცენტრისათვის „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებებიდან, იმ ჩარჩოდოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამებისათვის, რომელთა დამატების მიზნითაც ცენტრში ადმინისტრაციული წარმოება პირველად ტარდება.
7. ავტორიზაციის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მიიღებს სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას და 2018 წლის 1 იანვრამდე ცენტრში წარადგენს საავტორიზაციო განაცხადს პროფესიული ან საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსის მოსაპოვებლად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის ბრძანება №118/ნ - სსმ III, №162,13.10 .2010წ.,მუხ.294
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 იანვრის ბრძანება №6/ნ - ვებგვერდი, 28.01.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 10 ივლისის ბრძანება №70/ნ - ვებგვერდი, 10.07.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 29 თებერვლის ბრძანება №19/ნ - ვებგვერდი, 29.02.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №90/ნ - ვებგვერდი, 09.08.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 13 ოქტომბრის ბრძანება №180/ნ - ვებგვერდი, 16.10.2017წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“, №99/ნ, 01.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1031755-38/