სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.09.2010 ბოლო ცვლილება 10.09.2020
ნომერი
№1-1/1487
სარეგისტრაციო კოდი
040090000.22.024.015150
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 09/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.22.024.015.150

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1487

+

2010 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

+

„სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ :

1. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულება”.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 11 სექტემბრის №1-1/1366 ბრძანება.

3. ბრძანება ძალაშია 2010 წლის 10 აგვისტოდან.

ვ. ქობალია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 5 ივლისის ბრძანება №1-1/1202 - ვებგვერდი, 07.07.2011 წ.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 იანვრის ბრძანება №1–1/99 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 2 მარტის ბრძანება №1–1/6 50 - ვებგვერდი, 02.03.2012 წ.

სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულება

+

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

+

1. ეს დებულება შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს სახელმწიფო ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებისა) საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის (პრივატიზების) წესს.

1​1. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის ვალდებულება არის საპრივატიზებო საფასურის გადახდა, ხოლო პირობებიანი აუქციონისას სახელმწიფო ქონების შემძენის ვალდებულება არის საპრივატიზებო საფასურის გადახდა და პრივატიზების განმახორციელებელი პირის მიერ განსაზღვრული სხვა საპრივატიზებო პირობების შესრულება.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) მისი ტერიტორიული ორგანო, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის (შემდგომში – მოძრავი ნივთი) საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე – ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი ერიცხებათ ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული.

3. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ საჯარო აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიანიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

4. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს სამინისტრო, მისი ტერიტორიული, ხოლო მოძრავი ნივთის პრივატიზებას ასევე ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი ერიცხებათ ბალანსზე და/ან სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული.

5. საჯარო აუქციონის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი საფასური განმკარგავი სუბიექტის მიერ დგინდება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 19 აგვისტოს №659 ბრძანებულების შესაბამისად.

6. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

7. საჯარო აუქციონი (საჯარო აუქციონი პირობებით) ცხადდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, რომელიც განსაზღვრავს ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით .

8. საჯარო აუქციონის ჩატარებამდე ინფორმაცია საჯარო აუქციონში მონაწილეთა შესახებ (მათ შორის, საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ) კონფიდენციალურია.

9. ის სახელმწიფო ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლებსაც მოძრავი ნივთი ერიცხებათ ბალანსზე ან/და სარგებლობის უფლებით აქვთ გადაცემული, მოძრავი ნივთის საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზების თაობაზე პრივატიზებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ინფორმაციას წარუდგენს სამინისტროს. სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს მოძრავი ნივთის პრივატიზების უფლება აქვს მხოლოდ სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წ ლის 5 ივლისის ბრძანება №1-1/1 202 - ვებგვერდი, 07.07.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 2 მარტის ბრძანება №1–1/650 - ვებგვერდი, 02.03.2012 წ.

    მუხლი 2. საჯარო აუქციონის ორგანიზება

+

1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი.

2. სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას განსაზღვრავს ინფორმაციის გამოქვეყნების ვადებს, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონის ჩატარებამდე 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და 30 კალენდარულ დღეზე მეტი.

3. განმეორებით გამოცხადებული და ვადაგაგრძელებული საჯარო აუქციონის ფორმით უძრავი ნივთის პრივატიზების შემთხვევაში პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას პრივატიზების დათქმულ თარიღამდე არანაკლებ 5 და არა უმეტეს 30 კალენდარული დღით ადრე.

4. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გადაავადოს საჯარო აუქციონის ჩატარება, რომლის შესახებაც ინფორმაცია ქვეყნდება „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. თუ აუქციონის ჩატარების ვადა ემთხვევა დასვენების ან უქმე დღეს, მა შ ინ აუქციონი ჩატარდება მომდევნო სამუშაო დღეს იმავე დროს.

6. თუ სახელმწიფო ორგანომ/ საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გააუქმა აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონის მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.

7. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგავა, ამ სახელმწიფო ქონების შ ე ცვლილი საწყისი საფასურით ან/და პირობებით აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების განკარგვ ი ს შესახებ გადაწყვეტილება განიხილება, როგორც განმეორებითი აუქციონი. განმეორებით აუქციონზე სახელმწიფო ქონების საწყისი საფასური შეიძლება 50%- მდე შემცირდეს, ხოლო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება ამ საფასურად გამოტანის შემდეგაც არ გაიყიდა, საფასური შეიძლება კიდევ შემცირდეს.

8. თუ არ მოხდება აუქციონის ფორმით გამოტანილი სახელმწიფო ქონების განკარგავა, სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტი უფლებამოსილია მიიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.”

9. სახელმწიფო ქონების პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია , სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებულ პირს, სახელმწიფო ქონების აუქციონზე გამოტანის მიზნით , მოსთხოვოს ამ ქონების დადგენილი წესით განსაზღვრული საწყისი საპრივატიზებო საფასურის 10% ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არა ნაკლებ 10 დღით უნდა აღემატებოდეს აუქციონის ჩატარების თარიღს.

10. თუ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით აღემატება საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, მაშინ შეიძლება მისი გამოყენება (სახელმწიფო ქონების შეძენით დაინტერესებული პირის თანხმობით) ამ მუხლის მე-11 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის , მას შემდეგ , რაც პირი განაცხადს შემოიტანს აუქციონში მონაწილეობაზე.

11. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის დასახელებას;

ბ) პირობებს და გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

გ) საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების დასახელებას;

დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;

ე) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არა ნაკლებ 10%-ს და არა უმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არა ნაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას;

ვ) ბიჯის სიდიდეს;

ზ) განაცხადის მიღების ადგილს (მისამართი) საკონტაქტო ტელეფონს;

თ) ყველა სხვა ინფორმაციას, რომელსაც პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ჩათვლის მიზანშეწონილად.

12. აქციების ან აქციათა პაკეტის (წილი) პრივატიზების შემთხვევაში ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემებისა, დამატებით უნდა შეიცავდეს:

ა) იურიდიული პირის იურიდიულ მისამართს და საიდენტიფიკაციო კოდს;

ბ) გამოშვებული აქციების საერთო რაოდენობას;

გ) ერთი აქციის ნომინალურ ღირებულებას;

დ) აქციების ან აქციათა პაკეტის (წილის) საწყის საფასურს და წილს საზოგადოების კაპიტალში;

13. სახელმწიფო ქონების შემძენს უფლება აქვს მიიღოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

14. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონებას.

15. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო საჯარო აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის სხვა წევრები. კომისია პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს სახელით გასცემს აუქციონში გამარჯვების დადასტურებას, რომლის საფუძველზეც აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში ფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წ ლის 5 ივლისის ბრძანება №1-1/1 202 - ვებგვერდი, 07.07.2011 წ.

    მუხლი 3. მ ესამე პირი (წარმომადგენლი, შუამავლი) საჯარო აუქციონში

+

სამინისტრო უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება მესამე პირებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო ქონების პრივატიზების ინიცი ი რებას და საჭიროების შემთხვევაში საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას ან/და მოძრავი ქონების პრივატიზების ინიცი ი რებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წ ლის 5 ივლისის ბრძანება №1-1/1 202 - ვებგვერდი, 07.07.2011 წ.

    მუხლი 4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის პირობები

+

1. საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მთავრდება დადგენილ დღეს და საათს. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ შემოსული განაცხადი არ მიიღება.

2. საჯარო აუქციონი ტარდება დადგენილ დღესა და საათს, საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს საჯარო აუქციონის ჩატარების დღის ჩათვლით და პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მიერ დადგენილ საათამდე.

3. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, საჯარო აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.

4. საჯარო აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი პირი საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

ა) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეობის მიღების მსურველ პირზე, სახელმწიფო ქონების დასახელებას, ლოტის ნომერს, იმ სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საწყის საფასურს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში განაცხადში უნდა აისახოს მონაწილეობის მიღების მსურველი პირის თანხმობა პირობების შესრულებაზე;

ბ) ბეს გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბეს გადახდას უთანაბრდება ასევე მონაწილის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა, რაც საჯარო აუქციონის განმახორციელებელ სუბიექტს გადაერიცხება მონაწილის საჯარო აუქციონში გამარჯვებისთანავე ან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესისა და პირობების დარღვევისას), ან უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დამადასტურებელ დოკუმენტს;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

დ) სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას ან დაწესებულების მიერ გაცემულ სათანადო მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში) და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);

ვ) პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში სხვა დამატებით დოკუმენტაციას.

5. პირმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა ლოტებად გამოტანილი სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ საჯარო აუქციონში, თითოეული ლოტისათვის ცალ-ცალკე უნდა წარმოადგინოს უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტია/ბე.

6. (ამოღებულია - 05.07.11 №1-1/1202).

7. თუ ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რეგისტრატორი პირზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „საჯარო აუქციონის მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალში”, იტოვებს წარმოდგენილ დოკუმენტაციას და პირს გადასცემს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს. მონაწილის ბილეთით პირი იღებს საჯარო აუქციონში მონაწილის სტატუსს.

8. პირს, უფლება აქვს ბეს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად უარი განაცხადოს საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში.

9. განაცხადის წარმდგენ პირს შეიძლება უარი ეთქვას საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

ა) განაცხადის წარმომდგენი პირი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება ცნობილ იქნეს საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შემძენად;

ბ) დარღვეულია ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წ ლის 5 ივლისის ბრძანება №1-1/1 202 - ვებგვერდი, 07.07.2011 წ.

    მუხლი 5. საჯარო აუქციონის ჩატარების წესი

+

1. საჯარო აუქციონში მონაწილე საჯარო აუქციონის დაწყებამდე შედის დარბაზში, სადაც ტარდება საჯარო აუქციონი, საჯარო აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთს და იღებს სპეციალურ დაფას, რომლის ნომერიც შეესაბამება მის ბილეთზე აღნიშნულ ნომერს.

2. აუქციონატორი ადარებს გაცემული ნომრიანი დაფების რაოდენობას რეგისტრირებული განაცხადების რაოდენობასთან, რითაც აზუსტებს საჯარო აუქციონში მონაწილეთა რაოდენობას.

3. საჯარო აუქციონს ატარებს აუქციონატორი.

4. თითოეულ ლოტზე ვაჭრობის დაწყებისას აუქციონატორი აცხადებს სახელმწიფო ქონების დასახელებას, მის საწყის საფასურს, ბიჯს (ბიჯის სიდიდეს ყოველი კონკრეტული სახელმწიფო ქონებისათვის განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი სუბიექტი).

5. საჯარო აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება საწყისი საფასურის გამოცხადების მომენტი. ვაჭრობის მიმდინარეობის დროს დაუშვებელია მონაწილეთა დარბაზში გადაადგილება.

6. საჯარო აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი საფასურიდან დაიწყოს ვაჭრობა, სწევს თავის დაფას (რაც ნიშნავს საწყის საფასურზე ბიჯის დამატებას), აუქციონატორი აფიქსირებს მას და სთხოვს საჯარო აუქციონში მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ საფასურს. საფასურის სამჯერ გამოცხადების და აუქციონატორის მიერ ჩაქუჩის დარტყმის შემდეგ უკანასკნელი მონაწილე, რომელმაც აუქციონატორს ყველაზე მაღალი საფასური შესთავაზა, ითვლება გამარჯვებულად.

7. საჯარო აუქციონის დამთავრების შემდეგ პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია გასცეს გამარჯვების დადასტურება.

8. თუ საჯარო აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ საჯარო აუქციონის მონაწილეები არ გამოცხადდებიან აუქციონზე ან მონაწილეები რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი საჯარო აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო თუ მონაწილის(ების) გამოუცხადებლობის მიუხედავად აუქციონი შედგება, მაშინ იმ მონაწილეებს რომლებიც არ გამოცხადდნენ აუქციონზე, უბრუნდებათ საბანკო გარანტია/ბე.

9. იმ შემთხვევაში, თუ პრივატიზების განმახორციელებელმა სუბიექტმა გადაავადა საჯარო აუქციონის ჩატარება, ან მის ჩატარებამდე გააუქმა საჯარო აუქციონის გზით სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.

10. სააუქციონო კომისია საჯარო აუქციონის ჩატარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში ამზადებს მოხსენებით ბარათს, რომლის საფუძველზეც საჯარო აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე. მოხსენებით ბარათს ხელს აწერს სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წ ლის 5 ივლისის ბრძანება №1-1/1 202 - ვებგვერდი, 07.07.2011 წ.

    მუხლი 6. გარიგებათა გაფორმების წესი

+

1. აუქციონის ჩატარებიდან 1 თვის ვადაში პრივატიზების განამახორციელებელ ორგანოსა და გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება.

2 . სახელმწიფო საკუთრება შ ი არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაცი ი სა და შესაბამისი ვალდებულების (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში.

3 . აუქციონში გამარჯვებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზებო საფასური უნდა გადაიხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 30 კალენდარულ დღეს. თუ აუქციონი გამოცხადებულია პირობებით, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ადგენს საპრივატიზებო საფასურის გადახდის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს.

4 . სახელმწიფო ქონების პრივატიზების შედეგად მიღებული საპრივატიზებო შემოსულობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5 . საჯარო აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე ეთვლება ანგარი შ სწორებისას საპრივატიზებო შემოსულობის ნაწილად.

6 . გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ერთმევა მას გამარჯვებულის სტატუსი და მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

7 . აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება საკუთრების უფლება გადადის საპრივატიზებო საფასურის სრულად გადახდის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ქონების შემძენმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, სახელმწიფო ქონების შემძენს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.

8 . საინვესტიციო პირობების არარსებობისას მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი სამინისტროს თანხმობით . საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. 2011 წლის 1 იანვრამდე აუქციონის გზით პრივატიზებულ ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდა დადასტრუდება პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ წერილობით, რომელიც შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველია.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წ ლის 5 ივლისის ბრძანება №1-1/1 202 - ვებგვერდი, 07.07.2011 წ.

    მუხლი 7. სახელმწიფო ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობების გარეშე გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში

+

1. თუ სახელმწიფო ქონების შემძენი პირობების გარეშე გამოცხადებულ საჯარო აუქციონში, დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საპრივატიზებო საფასურს, მას ერთმევა საკუთრების უფლება და ქონება ბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში. რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში უქმდება შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ქონება ბრუნდება სახელმწიფოს საკუთრებაში.

2. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მიზნით უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან სამინისტროს მიერ გაცემულ თანხმობაში, რაც გამოიხატება მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებაში .

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წ ლის 5 ივლისის ბრძანება №1-1/1 202 - ვებგვერდი, 07.07.2011 წ.

    მუხლი 8. სახელმწიფო ქონების შემძენის პასუხისმგებლობა პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში

+

1. პირობებით გამოცხადებული საჯარო აუქციონის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი ვალდებულია, შეძენილი სახელმწიფო ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია.

2. საინვესტიციო პირობების არსებობისას სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში მყიდველს უფლება აქვს, საპრივატიზებო ვალდებულების შესრულების მიზნით (მათ შორის, საპრივატიზებო საფასურის გადახდის) იპოთეკით დატვირთოს შეძენილი უძრავი ნივთი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო საფასურის გადახდის მიზნით უძრავი ნივთის იპოთეკით დატვირთვისას, თუ საპრივატიზებო საფასური პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნება გადახდილი პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე, გამყიდველის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უქმდება იპოთეკა, თუ ამის შესახებ მითითებულია იპოთეკის ხელშეკრულებაში ან სამინისტროს მიერ გაცემულ თანხმობაში, რაც გამოიხატება მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების დადებაში .

4. სახელმწიფო ქონების შემძენს შეძენილ სახელმწიფო ქონებაზე საპრივატიზებო საფასურის გადახდამდე არ აქვს უფლება გაცემული ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა). ამასთან, ის პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

5. სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ქონება ახალ მესკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო სამინისტროსა და მას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს.

5​1. სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ საპრივატიზებო საფასურის გადახდის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ პრივატიზებული ქონების ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე სახელმწიფო ქონების შემძენთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე . ქონების ნაწილობრივ გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს.

6. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება სახელმწიფო ქონების განმკარგავი სუბიექტის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

7. ვალდებულების არსებობისას, ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო 5 სამუშაო დღეში გასცემს ვალდებულების სრულად ან მისი ნაწილის შესრულების წერილობით დადასტურებას, რომელიც არის შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში ვალდებულების გაუქმების ან მასში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველი.

8. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ხელშეკრულებით, სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე, კერძოდ:

ა) საპრივატიზებო საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) სახელმწიფო ქონების შემძენის მიერ სხვა სახელშეკრულებო პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულებით.

9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა ან / და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა „გამყიდველის“მიერ განიხილება ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძვლად . ასეთ შემთხვევაში პრივატიზებული ქონება უბრუნდება პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს . სახელმწიფო ქონების შემძენს არ უნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები .

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 5 ივლისის ბრძანება №1-1/1202 - ვებგვერდი, 07.07.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 იანვრის ბრძანება №1–1/99 - ვებგვერდი, 17.01.2012 წ.

    მუხლი 9. გარიგებათა ბათილად ცნობა

+

საჯარო აუქციონის შედეგებთან დაკავშირებულ სადავო და ბათილად ცნობის საკითხებს განიხილავს სასამართლო.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ქონების საჯარო აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №1-1/1487, 07.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.22.024.015150 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1032821-3/