საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.09.2010 ბოლო ცვლილება 11.03.2020
ნომერი
№84/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.015153
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 114, 09/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.015.153

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №84/ნ

2010 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების  დაწყებისა და დასრულების   თარიღების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად  განისაზღვროს  15 სექტემბერი,  ხოლო  დასრულების თარიღად  15 ივნისი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

2. თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დაიწყოს 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს; თუ 15 ივნისი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი დასრულდეს 15 ივნისამდე ბოლო სამუშაო დღეს.

3. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი დასრულდეს 20 მაისს. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს,  სასწავლო წლის დასრულების თარიღი განისაზღვრება ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

4. ზამთრის არდადეგები დაიწყოს 24 დეკემბერს და დასრულდეს 19 იანვარს.

5. საგაზაფხულო არდადეგები დაიწყოს დიდი პარასკევის წინა დღეს და გაგრძელდეს ექვს კალენდარულ დღეს.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი, მე–2, მე-3, მე-4  და მე-5 პუნქტებით დადგენილისაგან განსხვავებული  სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების   თარიღები  შემდეგ შემთხვევებში:

ა) „ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში პილოტირების განხორციელებისას;

ბ)  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფორსმაჟორული გარემოებების არსებობისას (სტიქიური მოვლენები, მასობრივი არეულობები და სხვა), აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას;

გ) აუცილებელი საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ინტერესების არსებობისას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 29 ივლისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 30.07.2013წ.

6​1. ​ ამ ბრძანების  პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადები არ ვრცელდება  მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების მქონე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

7. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის №759 ბრძანება ,,საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დაწყებისა და დამთავრების, სასწავლო დღეებისა და არდადეგების მინიმალური და მაქსიმალური ხანგრძლივობის, არდადეგების დროის განსაზღვრის შესახებ”.

8. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 17 მარტ ის ბრძანება №38/ნ - ვებგვერდი, 24.03.2011 წ.

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 29 ივლისის ბრძანება №102/ნ - ვებგვერდი, 30.07.2013წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“, №84/ნ, 03.09.2010, სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.015153 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1032896-2/