,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.09.2008 ბოლო ცვლილება 13.08.2009
გამომცემი ორგანო
ნომერი
№468
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 144, 01/10/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №468

2008 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:

1. ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრი.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს სსიპ – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების განხორციელება და ლიკვიდაციის პროცესის დასრულება 2009 წლის 1 იანვრამდე.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ნოემბრის ბრძანებულება №551 - სსმ III, №166, 21.11.2008 წ., მუხ.1677

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №293 ბრძანებულება.

4. ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 ნოემბერს.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 18 ნოემბრის ბრძანებულება №551 - სსმ III, №166, 21.11.2008 წ., მუხ.1677

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ““, №468, 30.09.2008, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103654-1/