საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (39)
შემდგომი ცვლილებები (15)
წინა ცვლილებები (24)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №541
2008 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 10 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები :
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25-სსმIII, №10, 26.01.2009წ., მუხ.89
4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №28-სსმIII, №11, 30.01.2009წ., მუხ.105
5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №62-სსმIII, №19, 19.02.2009წ., მუხ.229
6. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №149-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.440
7. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
8. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №405-სსმIII, №86, 14.07.2009წ., მუხ.925
9. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №441-სსმIII, №94, 29.07.2009წ., მუხ.995
10. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
11. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება №837-სსმIII, №145, 25.11.2009წ., მუხ.1687
12. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
13. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანებულება №60-სსმIII, №10, 28.01.2010წ., მუხ.104
14. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის ბრძანებულება №179-სსმIII, №29, 17.03.2010წ., მუხ.420
15. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №207-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.566
16. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანებულება №393-სსმIII, №66, 09.06.2010წ., მუხ.975
17. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება №705-სსმIII, №108, 31.08..2010წ., მუხ.1677
18. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
19. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
20. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1076 - სსმIII, №170, 29.12.2010წ., მუხ.2452
21. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №17- ვებგვერდი, 17.01.2011წ.
22. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №103- ვებგვერდი,23.02.2011წ.
23. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 მარტის ბრძანებულება №156- ვებგვერდი,22.03.2011წ.
24. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №195- ვებგვერდი,11.04.2011წ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდეგში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ., №24ა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 მარტის ბრძანებულება №156- ვებგვერდი,22.03.2011წ.
მუხლი 2
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია;
გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემის უზრუნველყოფა;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ვალის აღებასთან, კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, აგრეთვე იმ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ზ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
თ) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ი) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
ლ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
მ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;
ნ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
პ) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ჟ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
რ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ს) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;
ტ) კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;
უ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეგისტრაცია;
უ1 ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კანონით დადგენილი წესით კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება;
ფ) (ამოღებულია) ;
ქ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ღ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ყ) (ამოღებულია) ;
შ) (ამოღებულია) ;
ჩ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ც) (ამოღებულია) ;
ძ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;
წ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა;
ჭ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
ხ) ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
ჯ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ჰ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ჰ1 ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ჰ2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ჰ3 ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;
ჰ4 ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
მუხლი 4.
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ექსპერტიზა;
გ) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია, ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება ნაბეჭდი და მაგნიტური მატარებლების სახით;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;

ვ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ და ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება;
ი) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
კ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ლ) სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
მ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ნ) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ო) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
რ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ს) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზება;
ტ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
უ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენა;
ფ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება;
ქ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხთა გადაწყვეტა;
ღ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ყ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
შ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ჩ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ც) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;
ძ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესითა და შემთხვევებში; კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ძ 1 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღ ე მატება 5 00 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკ უ თრებული სირთულით ხასიათდება;
წ) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება;
ჭ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია;
ხ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კანონით დადგენილ ფარგლებში;
ჯ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებელთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ1 ) (ამოღებულია) ;
ჰ2 ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ჰ3 ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ4 ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;
ჰ5 ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;
ჰ6 ) (ამოღებულია) ;
ჰ7 ) (ამოღებულია) ;
ჰ8 ) (ამოღებულია) ;
ჰ9 ) (ამოღებულია) ;
ჰ10 ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა;
ჰ11 ) (ამოღებულია) ;
ჰ 12 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ჰ 13 ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ჰ14 ) (ამოღებულია) ;
ჰ15 ) სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა;
ჰ16 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ჰ17 ) ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
ჰ18 ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ჰ19 ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ჰ20 ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ჰ21 ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;
ჰ22 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №441-სსმIII, №94, 29.07.2009წ., მუხ.995
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №195- ვებგვერდი,11.04.2011წ.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდეგში _ მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, პროკურატურის მუშაკებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისების საკითხებს;
ვ1) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადა წ ყვეტილებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
ი) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
კ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს _ ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
კ1) განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ( ICCMS) წარმოების წესს;
ლ) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხზე;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს მოხელეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
ნ) დადგენილი წესით მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
ო) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს;
ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
რ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები _ კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ს) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ტ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს;
უ) საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ფ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
ღ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
ყ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
შ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჩ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ც) ამტკიცებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს და სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას;
ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;
წ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას;
ჭ) ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;
ხ) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
ჯ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში;
ჰ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
ჰ1 ) წყვეტს მთავარი პროკურორის, ასევე მთავარი პროკურორის წარდგინებით მთავარი პროკურორის მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს;
ჰ2 ) ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;
ჰ3 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186,30.12.2008წ., მუხ.1942
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №405-სსმIII, №86, 14.07.2009წ., მუხ.925
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1076-სსმIII, №170, 29.12.2010წ., მუხ.2452
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №103- ვებგვერდი,23.02.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 მარტის ბრძანებულება №156- ვებგვერდი,22.03.2011წ.
მუხლი 6
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე.
7. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის ბრძანებულება №179-სსმIII, №29, 17.03.2010წ., მუხ.420
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანებულება №393-სსმIII, №66, 09.06.2010წ., მუხ.975
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
მუხლი 7
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 8
1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები;
გ) სამინისტროს მრჩევლები;
დ) სამინისტროს სპეციალისტები.
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.
4. სამინისტროს მრჩევლებს და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით.
5. სამინისტროს მრჩევლების და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
თავი IV
სამინისტროს სისტემა
მუხლი 9
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს პროკურატურა.

მუხლი 10
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ბ) (ამოღებულია) ;
გ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“;
დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ვ) (ამოღებულია) ;
ზ) (ამოღებულია) ;
თ) (ამოღებულია) ;
ი) სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
კ) საქართველოს ეროვნული არქივი;
ლ) აღსრულების ეროვნული ბიურო;
მ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
მუხლი 11
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
გ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
დ) გენერალური ინსპექცია;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ვ) (ამოღებულია) ;
ზ) (ამოღებულია) ;
თ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
ი) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი;
კ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ლ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
მ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტი;
ნ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
ო) ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტი;

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25-სსმIII, №10, 26.01.2009წ., მუხ.89
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №28-სსმIII, №11, 30.01.2009წ., მუხ.105
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №62-სსმIII, №19, 19.02.2009წ., მუხ.229
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება №837-სსმIII, №145, 25.11.2009წ., მუხ.1687

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
მუხლი 12 (ამოღებულია)

თავი V
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი
მუხლი 13
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 14
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ე) სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;
ზ) სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
თ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ი) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №207-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.566
მუხლი 15.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით;
გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ვ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.
მუხლი 16.
ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა, პროკურორთათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება, საჭიროების შესაბამისად, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის განახლებისა და დახვეწის მიზნით წინადადებების მომზადება;
ბ) დანაშაულის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა, საერთაშორისო პრაქტიკისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით კონკრეტული წინადადებებისა და პროექტების შემუშავება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების განხორციელება, საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა და ანტიკორუფციულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მათთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადება;
დ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ინტეგრირებული სისტემის დანერგვისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სისტემის დახვეწა და განვითარება, სისხლის სამართლის სტატისტიკური მეთოდოლოგიის პერიოდული გადახედვა და დახვეწა, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;
ე) სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და მისი შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და კვლევითი პროექტების მართვა;
ვ) სამართლებრივი კვლევების მომზადება, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა, უცხო სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გაცნობა;
ზ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება №705-სსმIII, №108, 31.08..2010წ., მუხ.1677
მუხლი 17
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ჩატარება პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 – 335-ე, 337 – 342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;
გ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება;
ვ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №149-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.440
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანებულება №60-სსმIII, №10, 28.01.2010წ., მუხ.104
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №17-ვებგვერდი,17.01. 2011წ.
მუხლი 18
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
მუხლი 19 (ამოღებულია)

მუხლი 20 (ამოღებულია)

მუხლი 21
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული და/ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მორიგების ხელშეკრულებების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, ან/და ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ანულირების/გასაჩივრების შესაძლებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

მუხლი 22
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია);
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
დ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;
ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;
ვ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია;
თ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება და წარდგენა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;

მუხლი 221
ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ბ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებები ს , მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებები ს პროექტების მომზადება.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
მუხლი 23
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ზ) (ამოღებულია) ;
თ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
კ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება №837-სსმIII, №145, 25.11.2009წ., მუხ.1687
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
მუხლი 24
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება;
დ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ე) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებათა წარდგენა;
ვ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ზ) ნორმატიული აქტების პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და მათი საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
ი) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
მუხლი 25
სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღ ე მატება 5 00 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკ უ თრებული სირთულით ხასიათდება;
გ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ე) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ვ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია;
ი) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
კ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
მ) კერძო აღმასრულებლების წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მონაცემთა ბანკის შექმნა;
ნ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ო) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
პ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
ჟ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული იმ სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25-სსმIII, №10, 26.01.2009წ., მუხ.89
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №28-სსმIII, №11, 30.01.2009წ., მუხ.105
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №195- ვებგვერდი,11.04.2011წ.
მუხლი 251
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
გ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;
დ) სამინისტროს სისტემაში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და სამინისტროს ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №62-სსმIII, №19, 19.02.2009წ., მუხ.229
თავი VI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 26
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდეგში – სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №541
2008 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 10 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები :
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25-სსმIII, №10, 26.01.2009წ., მუხ.89
4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №28-სსმIII, №11, 30.01.2009წ., მუხ.105
5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №62-სსმIII, №19, 19.02.2009წ., მუხ.229
6. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №149-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.440
7. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
8. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №405-სსმIII, №86, 14.07.2009წ., მუხ.925
9. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №441-სსმIII, №94, 29.07.2009წ., მუხ.995
10. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
11. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება №837-სსმIII, №145, 25.11.2009წ., მუხ.1687
12. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
13. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანებულება №60-სსმIII, №10, 28.01.2010წ., მუხ.104
14. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის ბრძანებულება №179-სსმIII, №29, 17.03.2010წ., მუხ.420
15. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №207-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.566
16. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანებულება №393-სსმIII, №66, 09.06.2010წ., მუხ.975
17. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება №705-სსმIII, №108, 31.08..2010წ., მუხ.1677
18. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
19. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
20. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1076 - სსმIII, №170, 29.12.2010წ., მუხ.2452
21. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №17- ვებგვერდი, 17.01.2011წ.
22. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №103- ვებგვერდი,23.02.2011წ.
23. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 მარტის ბრძანებულება №156- ვებგვერდი,22.03.2011წ.
24. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №195- ვებგვერდი,11.04.2011წ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდეგში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ., №24ა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 მარტის ბრძანებულება №156- ვებგვერდი,22.03.2011წ.
მუხლი 2
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
თავი II
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია;
გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემის უზრუნველყოფა;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ვალის აღებასთან, კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, აგრეთვე იმ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ზ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
თ) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ი) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
ლ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
მ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;
ნ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
პ) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ჟ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
რ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ს) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;
ტ) კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;
უ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეგისტრაცია;
უ1 ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კანონით დადგენილი წესით კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება;
ფ) (ამოღებულია) ;
ქ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ღ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ყ) (ამოღებულია) ;
შ) (ამოღებულია) ;
ჩ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ც) (ამოღებულია) ;
ძ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;
წ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა;
ჭ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
ხ) ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
ჯ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ჰ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ჰ1 ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ჰ2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ჰ3 ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;
ჰ4 ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
მუხლი 4.
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ექსპერტიზა;
გ) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია, ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება ნაბეჭდი და მაგნიტური მატარებლების სახით;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ვ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ და ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება;
ი) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
კ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ლ) სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
მ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ნ) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ო) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
რ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ს) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზება;
ტ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
უ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენა;
ფ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება;
ქ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხთა გადაწყვეტა;
ღ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ყ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
შ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ჩ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ც) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;
ძ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესითა და შემთხვევებში; კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ძ1 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრი-სით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
ძ1 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღე მატება 5 00 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუ თრებული სირთულით ხასიათდება;
წ) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება;
ჭ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია;
ხ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კანონით დადგენილ ფარგლებში;
ჯ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებელთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ1 ) (ამოღებულია) ;
ჰ2 ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ჰ3 ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ4 ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;
ჰ5 ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;
ჰ6 ) (ამოღებულია) ;
ჰ7 ) (ამოღებულია) ;
ჰ8 ) (ამოღებულია) ;
ჰ9 ) (ამოღებულია) ;
ჰ10 ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა;
ჰ11 ) (ამოღებულია) ;
ჰ12 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ჰ13 ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ჰ14 ) (ამოღებულია) ;
ჰ15 ) სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა;
ჰ16 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ჰ17 ) ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
ჰ18 ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ჰ19 ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ჰ20 ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ჰ21 ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;
ჰ22 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №441-სსმIII, №94, 29.07.2009წ., მუხ.995
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №195- ვებგვერდი,11.04.2011წ.
თავი III
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდეგში _ მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, პროკურატურის მუშაკებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისების საკითხებს;
ვ1) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;

მუხლი 221🔗
ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ბ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების , მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
მუხლი 23
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ზ) (ამოღებულია) ;
თ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
კ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება №837-სსმIII, №145, 25.11.2009წ., მუხ.1687
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
მუხლი 24
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება;
დ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ე) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებათა წარდგენა;
ვ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ზ) ნორმატიული აქტების პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და მათი საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
ი) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
მუხლი 25
სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსა-ზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღე მატება 5 00 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუ თრებული სირთულით ხასიათდება;
გ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ე) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ვ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია;
ი) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
კ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
მ) კერძო აღმასრულებლების წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მონაცემთა ბანკის შექმნა;
ნ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ო) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
პ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
ჟ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული იმ სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25-სსმIII, №10, 26.01.2009წ., მუხ.89
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №28-სსმIII, №11, 30.01.2009წ., მუხ.105
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №195- ვებგვერდი,11.04.2011წ.
მუხლი 251🔗
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
გ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;
დ) სამინისტროს სისტემაში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და სამინისტროს ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №62-სსმIII, №19, 19.02.2009წ., მუხ.229
თავი VI
სათათბირო ორგანოები
მუხლი 26
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდეგში – სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №541
2008 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 10 ნოემბრიდან.
მ. სააკაშვილი
შეტანილი ცვლილებები :
1. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25-სსმIII, №10, 26.01.2009წ., მუხ.89
4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №28-სსმIII, №11, 30.01.2009წ., მუხ.105
5. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №62-სსმIII, №19, 19.02.2009წ., მუხ.229
6. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №149-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.440
7. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
8. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №405-სსმIII, №86, 14.07.2009წ., მუხ.925
9. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №441-სსმIII, №94, 29.07.2009წ., მუხ.995
10. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
11. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება №837-სსმIII, №145, 25.11.2009წ., მუხ.1687
12. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
13. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანებულება №60-სსმIII, №10, 28.01.2010წ., მუხ.104
14. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის ბრძანებულება №179-სსმIII, №29, 17.03.2010წ., მუხ.420
15. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №207-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.566
16. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანებულება №393-სსმIII, №66, 09.06.2010წ., მუხ.975
17. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება №705-სსმIII, №108, 31.08..2010წ., მუხ.1677
18. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
19. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
20. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1076 - სსმIII, №170, 29.12.2010წ., მუხ.2452
21. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №17- ვებგვერდი, 17.01.2011წ.
22. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №103- ვებგვერდი,23.02.2011წ.
23. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 მარტის ბრძანებულება №156- ვებგვერდი,22.03.2011წ.
24. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №195- ვებგვერდი,11.04.2011წ.
25. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანებულება № 378 – ვებგვერდი, 15.07.2011წ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულება
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდეგში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0114, გორგასლის ქ., №24ა.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 მარტის ბრძანებულება №156- ვებგვერდი,22.03.2011წ.
მუხლი 2🔗
1. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენებისთვის.
2. სამინისტროს აქვს დასრულებული ბალანსი, ანგარიში ხაზინაში და ხარჯთა ნუსხა.
3. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.
4. სამინისტროს მიერ სახელმწიფო დროშის გამოყენების წესი დადგენილია კანონმდებლობით.
5. სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროს ბლანკებსა და სამინისტროს შესასვლელების აბრებზე, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ბლანკებსა და შესასვლელების აბრებზე.
6. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
სამინისტროს მმართველობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 3🔗
სამინისტროს მმართველობის სფეროსა და ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) სამართალშემოქმედება და ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და სახელმწიფო რეგისტრაცია;
გ) სამართლებრივი ინფორმატიზაციისა და იურიდიული განათლების საკითხთა გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;
დ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოცემის უზრუნველყოფა;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ვ) სახელმწიფო ვალის აღებასთან, კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების, აგრეთვე იმ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ზ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
თ) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ი) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია ან კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
ლ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
მ) საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია;
ნ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანოებში სახელმწიფოს წარმომადგენლის ფუნქციის შესრულება, ამ სფეროში სახელმწიფო დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ო) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
პ) კანონით დადგენილ ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ჟ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონით აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების უზრუნველყოფა;
რ) მოქალაქეობისა და მიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ს) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია, საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა და ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების განხორციელება;
ტ) კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიატის საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება;
უ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეგისტრაცია;
უ1 ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კანონით დადგენილი წესით კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოება;
ფ) (ამოღებულია) ;
ქ) სახელმწიფო საარქივო საქმიანობის განხორციელება;
ღ) კანონით განსაზღვრული სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ყ) (ამოღებულია) ;
შ) (ამოღებულია) ;
ჩ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ც) (ამოღებულია) ;
ძ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება;
წ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა;
ჭ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიების ჩატარება;
ხ) ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
ჯ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ჰ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ჰ1 ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ჰ2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ჰ3 ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;
ჰ4 ) საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანების გადაწყვეტა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
მუხლი 4.🔗
სამინისტროს უფლებამოსილებებს განეკუთვნება:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) სამთავრობო დაწესებულებებისა და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ მომზადებული ნორმატიული აქტების პროექტების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების (თანამდებობის პირების) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების ექსპერტიზა;
გ) სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია, ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარების წარმოება ნაბეჭდი და მაგნიტური მატარებლების სახით;
დ) სამართლებრივი ინფორმატიზაციის პროგრამის მომზადება, ერთიანი სისტემის ფორმირების უზრუნველყოფა, კანონმდებლობის ერთიანი დარგობრივი კლასიფიკატორისა და სამართლებრივი კოდირების სისტემის განვითარება და სრულყოფა;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) განვითარების ხელშეწყობისა და კოორდინაციისათვის შესაბამისი სტანდარტების შემუშავება და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ვ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ და ნორმატიული აქტების ოფიციალური ტექსტების გამოცემა;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქართული სამართლის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსათვის უცხოეთის სახელმწიფოთა მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების კოორდინაცია და ორგანიზება;
ი) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა, სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
კ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ლ) სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
მ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასათან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ნ) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება) და შესაბამისი დასკვნის გაცემა;
ო) არბიტრაჟებში ან უცხო ქვეყნის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უცხო სახელმწიფოში გასაგზავნად საქართველოში გაცემული, სანოტარო წესით დამოწმებული ან დადასტურებული დოკუმენტების გაფორმება-ლეგალიზაცია;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება;
რ) ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
ს) სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებათა მომზადება, დადება და მათი შესრულების ორგანიზება;
ტ) ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
უ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, ამ მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების ხელმძღვანელობა და მათი საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დოკუმენტაციის გამოთხოვა, სახელმწიფოს სახელით დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში წარდგენა;
ფ) სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და კანონის შესაბამისად აღსრულებას დაქვემდებარებული სხვა აქტების აღსრულების განხორციელება;
ქ) საზღვარგარეთის ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების სამართლებრივი დახმარების შესახებ შუამდგომლობის შესრულება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მსჯავრდებულთა გადაცემისა და ექსტრადიციის საკითხთა გადაწყვეტა;
ღ) საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ყ) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების, აღდგენისა და შეწყვეტის საკითხთა განხილვა;
შ) ბინადრობის ნებართვის მინიჭებისა და უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ჩ) ემიგრაციის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტა;
ც) ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის საქმიანობის ზედამხედველობა;
ძ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და რეგისტრირებული ორგანიზაციების საქმიანობის კონტროლი კანონით დადგენილი წესითა და შემთხვევებში; კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა და კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ძ1 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღე მატება 5 00 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუ თრებული სირთულით ხასიათდება;
წ) ეროვნული საარქივო ფონდის შექმნა და შევსება;
ჭ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების დაცვა, კონსერვაცია და რესტავრაცია;
ხ) ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვა, აღწერა, აგრეთვე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა კანონით დადგენილ ფარგლებში;
ჯ) სამოქალაქო რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების), შემოქმედებითი კავშირებისა და კერძო აღმასრულებელთა რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ1 ) (ამოღებულია) ;
ჰ2 ) ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრის წარმოება;
ჰ3 ) საჯარო რეესტრისა და მიწის ერთიანი კადასტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ჰ4 ) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა პირადობის დადასტურება, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემა, ამ სფეროში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება და კანონმდებლობის შესრულების ზედამხედველობა;
ჰ5 ) სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია;
ჰ6 ) (ამოღებულია) ;
ჰ7 ) (ამოღებულია) ;
ჰ8 ) (ამოღებულია) ;
ჰ9 ) (ამოღებულია) ;
ჰ10 ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებლის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა;
ჰ11 ) (ამოღებულია) ;
ჰ12 ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საშტატო ნუსხების დამტკიცება და საქმიანობის გეგმების შემუშავება, მათთვის საჭირო ფულადი და სხვა სახსრების გაცემის უზრუნველყოფა;
ჰ13 ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა;
ჰ14 ) (ამოღებულია) ;
ჰ15 ) სისხლისსამართლებრივი დევნა, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველსაყოფად წინასწარი გამოძიების სტადიაზე საპროცესო ხელმძღვანელობა;
ჰ16 ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით წინასწარი გამოძიებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;
ჰ17 ) ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობისას კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე ზედამხედველობა;
ჰ18 ) თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების შემოწმება და საპროცესო მოვალეობების განხორციელება დაკავების, წინასწარი პატიმრობის, თავისუფლების აღკვეთის ადგილებსა და სხვა დაწესებულებებში, რომლებიც აღასრულებენ სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებითი ხასიათის ღონისძიებებს;
ჰ19 ) სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვისას მხარის სტატუსით მონაწილეობა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა;
ჰ20 ) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია;
ჰ21 ) რეკეტული დაჯგუფების, რეკეტირის, თანამდებობის პირის, ქურდული სამყაროს წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის «გ“ ქვეპუნქტით მსჯავრდებული პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და რეკეტული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობა;
ჰ22 ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 ივლისის ბრძანებულება №441-სსმIII, №94, 29.07.2009წ., მუხ.995
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №195- ვებგვერდი,11.04.2011წ.
სამინისტროს ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5🔗
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდეგში _ მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამინისტროს და ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, მთავრობის დადგენილებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას და ახორციელებს სამინისტროს მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს პირველი მოადგილისა და მოადგილეების კანდიდატურებს და განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს, პროკურატურის მუშაკებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს, წყვეტს სამინისტროს მოსამსახურეების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წახალისების საკითხებს;
ვ1) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ვ1) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ, მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ვ2 ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისათვის ადგენს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული სახსრების ფარგლებში;
ზ) შესაბამის საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან შეთანხმებით ადგენს საკონკურსო და საატესტაციო მოთხოვნებს სამინისტროს მოხელეებისადმი;
თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნოტარიუსებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს მათი საქმიანობის ზედამხედველობას;
ი) დადგენილი წესით საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს;
კ) საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს _ ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
კ1) განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის ( ICCMS) წარმოების წესს;
ლ) იღებს გადაწყვეტილებას უცხოელთა საქართველოდან გაძევების საკითხზე;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანიჭებს მოხელეებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს;
ნ) დადგენილი წესით მოხელეებს წარადგენს საპატიო წოდებებისა და სახელმწიფო ჯილდოების მისანიჭებლად;
ო) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთა ნუსხებს, აკონტროლებს მათ შესრულებას და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
პ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს, ადგენს მათ სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს;
ჟ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
რ) უფლებამოსილია სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხის მოსამზადებლად შექმნას სათათბირო ორგანოები _ კომისიები და საბჭოები, განსაზღვროს მათი ამოცანები, მათ მიერ დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი;
ს) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს შორის;
ტ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებათა მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება სამინისტროს გამგებლობის სფეროს;
უ) საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ფ) პასუხს აგებს შესაბამისი სახელმწიფო ქონების დაცვისა და მიზნობრივი გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ) კანონით დადგენილი წესით უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას (სახელმწიფო კონტროლს) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, სამინისტროს თანამდებობის პირებისა და მოხელეების აქტებსა და მოქმედებებს;
ღ) ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, საქართველოს მთავრობის დადგენილებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს;
ყ) კანონით დადგენილი წესით აჩერებს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა მიერ გამოცემული აქტის აღსრულებას ან მოქმედების შესრულებას, გასცემს შესასრულებლად სავალდებულო მითითებებს აქტის შეცვლის, მოქმედებაში ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ;
შ) კანონით დადგენილი წესით ძალადაკარგულად ცნობს სამინისტროს თანამდებობის პირთა აქტებსა და მოქმედებებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;
ჩ) მონაწილეობს მთავრობის სხდომებში;
ც) ამტკიცებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს და სტაჟიორის ანაზღაურების ოდენობას;
ძ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქმნის და აუქმებს პროკურატურის ორგანოებს, განსაზღვრავს მათ სამოქმედო ტერიტორიას და ადგენს სტრუქტურულ ერთეულთა კომპეტენციას;
წ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენისას;
ჭ) ამტკიცებს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს;
ხ) მთავარი პროკურორის წარდგინებით შეიმუშავებს წინადადებებს პროკურატურის დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ;
ჯ) წარმოადგენს პროკურატურას საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებში, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოების სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობებში;
ჰ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ გამოცემულ კანონსაწინააღმდეგო ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მითითებებს;
ჰ1 ) წყვეტს მთავარი პროკურორის, ასევე მთავარი პროკურორის წარდგინებით მთავარი პროკურორის მოადგილეების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორების, ქ. თბილისის და საოლქო პროკურორების მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხებს;
ჰ2 ) ამტკიცებს პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსს;
ჰ3 ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. მინისტრის უფლებამოსილება წყდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186,30.12.2008წ., მუხ.1942
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №405-სსმIII, №86, 14.07.2009წ., მუხ.925
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 29 დეკემბრის ბრძანებულება №1076-სსმIII, №170, 29.12.2010წ., მუხ.2452
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 23 თებერვლის ბრძანებულება №103- ვებგვერდი,23.02.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 მარტის ბრძანებულება №156- ვებგვერდი,22.03.2011წ.
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №378 – ვებგვერდი, 15.07.2011წ.
მუხლი 6🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და ოთხი მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და მთავრობის აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტისას მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ მთავრობის ახალი შემადგენლობის ან მინისტრის დანიშვნისთანავე.
4. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული. მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის არყოფნის შემთხვევაში ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობას.
5. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
6. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე იმავდროულად არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე.
7. (ამოღებულია).
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 17 მარტის ბრძანებულება №179-სსმIII, №29, 17.03.2010წ., მუხ.420
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 9 ივნისის ბრძანებულება №393-სსმIII, №66, 09.06.2010წ., მუხ.975
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
მუხლი 7🔗
1. სამინისტროს თანამდებობის პირები არიან:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მათი შიდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
ბ) სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;
გ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ემორჩილება მინისტრს, მინისტრის პირველ მოადგილეს ან მინისტრის მოადგილეს.
3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
ბ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;
გ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) ანგარიშვალდებულია სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობისათვის;
ე) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელით წარუდგენს დასკვნებს მინისტრის მოადგილეს, რომელიც მინისტრის ბრძანების შესაბამისად ხელმძღვანელობს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;
ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანათა შესასრულებლად;
თ) შუამდგომლობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
ი) ასრულებს ამ დებულებით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, მინისტრის ან/და უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ ამოცანებს.
მუხლი 8🔗
1. სამინისტროს საშტატო შემადგენლობაში არიან:
ა) მინისტრის მრჩევლები;
ბ) მინისტრის (მინისტრის მოადგილეების) თანაშემწეები;
გ) სამინისტროს მრჩევლები;
დ) სამინისტროს სპეციალისტები.
2. მინისტრის მრჩევლები და თანაშემწეები უშუალოდ ემორჩილებიან მინისტრს. მათ თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მრჩეველი და თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნებიან მინისტრის უფლებამოსილების ვადით.
3. მინისტრის მოადგილის თანაშემწეს მინისტრის მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. მინისტრის მოადგილის თანაშემწე უშუალოდ ემორჩილება მინისტრის მოადგილეს. მინისტრის მოადგილის თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება მინისტრის მოადგილის უფლებამოსილების ვადით.
4. სამინისტროს მრჩევლებს და სამინისტროს სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი კანონით დადგენილი წესით.
5. სამინისტროს მრჩევლების და სამინისტროს სპეციალისტების მოვალეობანი და ქვემდებარეობა განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
სამინისტროს სისტემა
მუხლი 9🔗
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს პროკურატურა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
მუხლი 10🔗
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებია:
ა) საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი;
ბ) (ამოღებულია) ;
გ) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“;
დ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;
ე) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
ვ) (ამოღებულია) ;
ზ) (ამოღებულია) ;
თ) (ამოღებულია) ;
ი) სამოქალაქო რეესტრის სააგენტო;
კ) საქართველოს ეროვნული არქივი;
ლ) აღსრულების ეროვნული ბიურო;
მ) მონაცემთა გაცვლის სააგენტო.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 31 ივლისის ბრძანებულება №462-სსმIII, №95, 31.07.2009წ., მუხ.1019
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
მუხლი 11🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
გ) ანალიტიკური დეპარტამენტი;
დ) გენერალური ინსპექცია;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ვ) (ამოღებულია) ;
ზ) (ამოღებულია) ;
თ) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი;
ი) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი;
კ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
ლ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტი;
მ) სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტი;
ნ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
ო) ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტი;
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25-სსმIII, №10, 26.01.2009წ., მუხ.89
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №28-სსმIII, №11, 30.01.2009წ., მუხ.105
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №62-სსმIII, №19, 19.02.2009წ., მუხ.229
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება №837-სსმIII, №145, 25.11.2009წ., მუხ.1687
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
მუხლი 12 (ამოღებულია)🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი
მუხლი 13🔗
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
მუხლი 14🔗
ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისათვის ორგანიზაციულ-ტექნიკური და საინფორმაციო მომსახურების გაწევა;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობა;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
ე) სამინისტროში და საქართველოს მთავარ პროკურატურაში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება;
ვ) თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დასამუშავებლად საჭირო პირობების შექმნა;
ზ) სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
თ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ი) სამინისტროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №62-სსმIII, №19, 19.02.2009წ., მუხ.229
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 აპრილის ბრძანებულება №207-სსმIII, №34, 01.04.2010წ., მუხ.566
მუხლი 15.🔗
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის ორგანიზება;
ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალის, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადების მიზნით;
გ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
დ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების მიერ საგამოძიებო მოქმედებათა განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;
ე) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლებრივ აქტებთან, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ვ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის, ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.
მუხლი 16.🔗
ანალიტიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის (დაგეგმვის) ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა, პროკურორთათვის სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება, საჭიროების შესაბამისად, სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის განახლებისა და დახვეწის მიზნით წინადადებების მომზადება;
ბ) დანაშაულის პრევენციის მიზნით წინადადებების შემუშავება, შესაბამისი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა, საერთაშორისო პრაქტიკისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს განვითარების მიზნით კონკრეტული წინადადებებისა და პროექტების შემუშავება და მათი იმპლემენტაციის ხელშეწყობა;
გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციების განხორციელება, საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობა და ანტიკორუფციულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა და მათთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადება;
დ) სისხლის სამართლის საქმისწარმოების ინტეგრირებული სისტემის დანერგვისა და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, სისტემის დახვეწა და განვითარება, სისხლის სამართლის სტატისტიკური მეთოდოლოგიის პერიოდული გადახედვა და დახვეწა, ამ კუთხით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა;
ე) სოციოლოგიური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და მისი შედეგების ანალიზი, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობა და კვლევითი პროექტების მართვა;
ვ) სამართლებრივი კვლევების მომზადება, საერთაშორისო სამართლის, სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის პროცესის სფეროში ძირითადი ტენდენციებისა და სიახლეების კვლევა, უცხო სახელმწიფოთა სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობის, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა შესაბამისი კანონმდებლობის კვლევა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის გაცნობა;
ზ) მინისტრის ცალკეული დავალებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 აგვისტოს ბრძანებულება №705-სსმIII, №108, 31.08..2010წ., მუხ.1677
მუხლი 17🔗
გენერალური ინსპექციის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემაში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა განუხრელი შესრულების კონტროლი;
ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ჩატარება პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 – 335-ე, 337 – 342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში;
გ) სამინისტროს სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებისა და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებათა გამოვლენა, აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;
ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლის განხორციელება;
ვ) მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და შეტყობინებების, აგრეთვე სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძო აღმასრულებლის საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 26 მარტის ბრძანებულება №149-სსმIII, №39, 30.03.2009წ., მუხ.440
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანებულება №60-სსმIII, №10, 28.01.2010წ., მუხ.104
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 13 იანვრის ბრძანებულება №17-ვებგვერდი,17.01. 2011წ.
მუხლი 18🔗
ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ეკონომიკური, ფინანსური და სამეურნეო საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საფინანსო-ეკონომიკური, სამეურნეო და საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და ხარჯთა ნუსხის შედგენა;
გ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა.
მუხლი 19 (ამოღებულია)🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25-სსმIII, №10, 26.01.2009წ., მუხ.89
მუხლი 20 (ამოღებულია)🔗
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანებულება №632-სსმIII №186, 30.12.2008წ., მუხ.1942
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
მუხლი 21🔗
არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა ან/და სახელმწიფო წარმომადგენლობის კოორდინაცია;
ბ) საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებული და/ან საქართველოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დავის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე მოწინააღმდეგე მხარესთან ან მის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გამართვა;
გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მორიგების ხელშეკრულებების გაფორმებაში მონაწილეობის მიღება, ან/და ასეთი ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ანულირების/გასაჩივრების შესაძლებლობის შემთხვევაში, სათანადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა;
ე) არბიტრაჟებისა და უცხო ქვეყნის სასამართლოების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების კოორდინაცია;
ვ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიღების ორგანიზება და დამუშავება, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება ან/და მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 ივლისის ბრძანებულება №405-სსმIII, №86, 14.07.2009წ., მუხ.925
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
მუხლი 22🔗
საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია);
გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება და/ან შესრულების კოორდინაცია;
დ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და თანამშრომლობა ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა სახელმწიფოთა შესაბამის უწყებებთან;
ე) საზღვარგარეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამართლებრივი თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ხელშეწყობა;
ვ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ზ) სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობა, მასთან სხვა სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლობის კოორდინაცია;
თ) სხვა სახელმწიფოებისათვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სამართლებრივი ურთიერთდახმარების გაწევა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებათა შემუშავება და წარდგენა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ჰააგის კერძო სამართლის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მოქმედი შეთანხმებებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების უზრუნველყოფა;
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
მუხლი 221🔗
ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ვალის აღებასთან და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემასთან დაკავშირებით დასადებ ხელშეკრულებათა, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებათა სამართლებრივი ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნის გაცემა ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის თაობაზე;
ბ) ადმინისტრაციული ხასიათის საგრანტო ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სასესხო და სხვა ხასიათის იმ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელთა ღირებულება აღემატება ერთ მილიონ ლარს ან/და რომლებიც ითვალისწინებენ მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
დ) საწარმოთა მიერ, რომელთა აქციათა საკონტროლო პაკეტს ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს სახელმწიფო, დასადებ იმ ხელშეკრულებათა პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა საქართველოს კანონმდებლობასთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომლებიც ითვალისწინებს მხარეთა შორის დავის გადაწყვეტას არბიტრაჟის ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ;
ე) სახელმწიფო ვალის აღების და კრედიტებზე სახელმწიფო გარანტიების გაცემის შესახებ ხელშეკრულებათა, აგრეთვე საერთაშორისო საგრანტო ხელშეკრულებათა დადებასთან დაკავშირებული პროცედურების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესრულების დადასტურება (იურიდიული დასაბუთება);
ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულების დადების, შეჩერებისა და შეწყვეტის თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამართლებრივი დასკვნის მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის, აგრეთვე მათი სავალდებულოდ აღიარების, მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების , მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადება.
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებულება №838-სსმIII, №134, 19.10.2010წ., მუხ.1957
მუხლი 23🔗
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
გ) სოციალური საკითხების გადაწყვეტა და საპენსიო საბუთების გაფორმება ნამსახურობის მიხედვით;
დ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადება;
ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ზ) (ამოღებულია) ;
თ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი შესრულების კონტროლის განხორციელება, სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის ბრძანებების რეესტრის წარმოება;
კ) სამოქალაქო თავდაცვისა და სამხედრო სამობილიზაციო საქმიანობის განხორციელება;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 ნოემბრის ბრძანებულება №837-სსმIII, №145, 25.11.2009წ., მუხ.1687
საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 3 ნოემბრის ბრძანებულება №883-სსმIII, №142, 03.11.2010წ., მუხ.2049
მუხლი 24🔗
სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
გ) მინისტრის მიერ გამოსაცემი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ვიზირება;
დ) სამართლის ცალკეული დარგების განვითარების აუცილებლობისა და პერსპექტივების შესწავლა, საზღვარგარეთის სახელმწიფოთა კანონმდებლობის შესწავლა და ანალიზი, სხვა სამინისტროებისა და დარგობრივი უწყებების პრობლემატიკის შესწავლა სამართალშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების მიზნით;
ე) ნორმატიული აქტების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო წინადადებათა წარდგენა;
ვ) მოქმედი ნორმატიული აქტების უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისა და სამართლებრივი კოლიზიების აღმოფხვრის თაობაზე კონკრეტული წინადადებების, დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
ზ) ნორმატიული აქტების პროექტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა, უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მათი შესაბამისობის დადგენა;
თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტების რეგისტრაცია და მათი საკონტროლო მდგომარეობის უზრუნველყოფა;
ი) თვითმმართველი ერთეულების რეესტრის წარმოება.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის ბრძანებულება №923-სსმIII, №152, 14.12.2009წ., მუხ.1796
მუხლი 25🔗
სამართლებრივი უზრუნველყოფის, რეგისტრაციისა და ნოტარიატის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ბ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოში აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სამოქალაქო ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებზე, თუ დავის საგნის ღირებულება აღე მატება 5 00 000 ლარს ან/და საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუ თრებული სირთულით ხასიათდება;
გ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება, აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ე) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ვ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისა და შემოქმედებითი კავშირების რეგისტრაცია;
ი) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) და შემოქმედებითი კავშირების რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
კ) კერძო აღმასრულებელზე სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაცემა, კერძო აღმასრულებლების რეგისტრაცია და კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა;
ლ) კანონით დადგენილი წესით ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება;
მ) კერძო აღმასრულებლების წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მონაცემთა ბანკის შექმნა;
ნ) ნოტარიატის სფეროში მინისტრის (სამინისტროს) კანონით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, ნოტარიატთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ო) ნოტარიატის საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა;
პ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში და მინისტრის შესაბამისი დავალების საფუძველზე ნოტარიუსის სამსახურებრივი საქმიანობის ზედამხედველობა;
ჟ) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული იმ სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 იანვრის ბრძანებულება №10-სსმIII, №4, 14.01. 2009წ., მუხ.33
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25-სსმIII, №10, 26.01.2009წ., მუხ.89
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №28-სსმIII, №11, 30.01.2009წ., მუხ.105
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 25 მაისის ბრძანებულება №285-სსმIII, №64, 27.05.2009წ., მუხ.710
საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 8 აპრილის ბრძანებულება №195- ვებგვერდი,11.04.2011წ.
მუხლი 251🔗
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
ა) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში;
გ) სამინისტროს სისტემის კომპიუტერული და ტელესაკომუნიკაციო ქსელების ფორმირება-სრულყოფა;
დ) სამინისტროს სისტემაში ლოკალური კომპიუტერული ქსელის ფუნქციონირების ხელშეწყობა და სამინისტროს ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 18 თებერვლის ბრძანებულება №62-სსმIII, №19, 19.02.2009წ., მუხ.229
სათათბირო ორგანოები
მუხლი 26🔗
1. მინისტრს სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ ცალკეულ საკითხთა შესწავლისა და მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით (შემდეგში – სათათბირო ორგანოები).
2. სათათბირო ორგანო იქმნება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც განისაზღვრება მისი ამოცანები, თავმჯდომარე (საჭიროების შემთხვევაში – თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი) და წევრები, ამოცანის შესრულების ვადა, დასკვნებისა და წინადადებების მომზადების წესი და სათათბირო ორგანოს საქმიანობის უზრუნველმყოფი სტრუქტურული ქვედანაყოფები.
3. სათათბირო ორგანოს უფლება აქვს მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.
4. სათათბირო ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნები და წინადადებები განსაზღვრულ ვადაში უნდა წარედგინოს მინისტრს.
5. მოხელე ან პირი, რომელიც მოხელე არ არის, სათათბირო ორგანოს წევრად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ თავისი თანხმობით.
6. თუ სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე არ არის მოხელე, რომელიც შედის სამინისტროს ხელმძღვანელობაში ან არ არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი, მინისტრი სამინისტროს ხელმძღვანელობიდან ან სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებიდან ნიშნავს ამ ორგანოს მუშაობისათვის პასუხისმგებელ პირს.
7. სათათბირო ორგანოს საქმიანობასა და სხდომაზე საოქმო წარმოებას უზრუნველყოფს მისი მომსახურე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
8. სათათბირო ორგანოს თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, თუ სათათბირო ორგანოს შექმნის დროს სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული.
9. სათათბირო ორგანოს მუშაობისას დამატებითი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება შეიძლება ანაზღაურდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №541, 07.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/103882-24/