სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
01.09.2005 ძალადაკარგული 17.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№153
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.10.003.000.287
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 104, 02/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №153

2005 წლის 1 სექტემბერი

 ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-84-ე პუნქტებისა და მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი  ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №9-სსმIII, №8, 23.01.2006წ., მუხ.64

დებულება

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესსა და პირობებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში.

    მუხლი 2. ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №9-სსმIII, №8, 23.01.2006წ., მუხ.64

    მუხლი 3. ლიცენზიის გაცემის წესი

1. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 42-84-ე პუნქტებით გათვალისწინებულ სახეებზე.

2. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

3. სააგენტოს უფლება აქვს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 45-ე პუნქტით გათვალისწინებული სახის საქმიანობის ლიცენზიის გაცემისათვის ადმინისტრაციული წარმოების ვადა გააგრძელოს სამ თვემდე.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №9-სსმIII, №8, 23.01.2006წ., მუხ.64

თავი II. სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

    მუხლი 4. სალიცენზიო პირობები და ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტები

1. ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად სააგენტოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) სამედიცინო დაწესებულების ფართობის სიტუაციური ნახაზი;

ბ) ფართობის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ინფორმაცია დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ სახელწოდებისა და გამოშვების წლების მითითებით;

დ) ინფორმაცია ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ სპეციალისტთა პროფესიული მომზადების შესახებ;

ე) ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესახებ.

2. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემისათვის აუცილებელია არსებობდეს სათანადო ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასკვნა, რომელსაც „ერთი სარკმლის“ პრინციპით მოიპოვებს სააგენტო. ამასთან, აღნიშნული დასკვნის წარმოდგენის უფლება აქვს უშუალოდ ლიცენზიის მაძიებელსაც.

3. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მაძიებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ინფორმაციის წარდგენისას ვალდებულია დაიცვას სამედიცინო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

4. სააგენტო უფლებამოსილია, შესაბამის სალიცენზიო პირობებში მითითებული მონაცემების სისწორე შეამოწმოს უშუალოდ, ადგილზე დათვალიერებით, რაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ოქმს ხელს აწერენ სააგენტოს წარმომადგენელი და ლიცენზიის მაძიებელი. თუ ლიცენზიის მაძიებელი უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ასეთ შემთხვევაში ლიცენზიის მაძიებელმა ოქმს უნდა დაურთოს ახსნა-განმარტება ან/და შენიშვნები ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, აგრეთვე მიუთითოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №9-სსმIII, №8, 23.01.2006წ., მუხ.64

თავი III. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის პირობების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების საფუძველია აგრეთვე ამ დებულებით დადგენილი წესების დარღვევა.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №153, 01.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.10.003.000.287 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10390-1/