,,საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.09.2005 ძალადაკარგული 13.05.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№156
სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.10.003.000.290
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 106, 08/09/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

 დადგენილება №156

2005 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობის 2006 4 ივლისის დადგენილება №133-სსმIII, №91, 10.07.2006წ., მუხ.1216

1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

ალექსი ალექსიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე – რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი

ლილი ბეგიაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

კახა ბენდუქიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში

მირიან დეკანოიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

ვასილ მანაგაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,სამ-ტრესტის“ თავმჯდომარე

ლევან ორკოშნელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი

მიხეილ სვიმონიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

დავით ტყეშელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

ზვიად ხარებავა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №13-სმმIII, №9, 24.01.2006წ., მუხ.86

საქართველოს მთავრობის 2006 4 ივლისის დადგენილება №133-სსმIII, №91, 10.07.2006წ., მუხ.1216

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №139-სსმIII, №96, 21.07.2006წ., მუხ.1278

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №191-სსმIII, №145, 24.10.2006წ., მუხ.1997

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის დადგენილება №201-სსმIII, №149, 06.11.2006წ., მუხ.2067

2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ჯ. ინაიშვილს, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ნ. ლეკიშვილს, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ე. სურმანიძეს და საქართველოს პარლამენტის წევრებს ზ. შხვაცაბაიასა და მ. ქურიძეს.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №13-სმმIII, №9, 24.01.2006წ., მუხ.86

საქართველოს მთავრობის 2006 4 ივლისის დადგენილება №133-სსმIII, №91, 10.07.2006წ., მუხ.1216

21. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №13-სმმIII, №9, 24.01.2006წ., მუხ.86

საქართველოს მთავრობის 2006 4 ივლისის დადგენილება №133-სსმIII, №91, 10.07.2006წ., მუხ.1216

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის  2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №13-სმმIII, №9, 24.01.2006წ., მუხ.86

2.საქართველოს მთავრობის 2006 4 ივლისის დადგენილება №133-სსმIII, №91, 10.07.2006წ., მუხ.1216

3.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 19 ივლისის დადგენილება №139-სსმIII, №96, 21.07.2006წ., მუხ.1278

4.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება №191-სსმIII, №145, 24.10.2006წ., მუხ.1997

5.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 3 ნოემბრის  დადგენილება №201-სსმIII, №149, 06.11.2006წ., მუხ.2067

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის დებულება

საქართველოს მთავრობის 2006 4 ივლისის დადგენილება №133-სსმIII, №91, 10.07.2006წ., მუხ.1216

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანოა, რომელიც საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.

2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის აქტებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით.

საქართველოს მთავრობის 2006 4 ივლისის დადგენილება №133-სსმIII, №91, 10.07.2006წ., მუხ.1216

    მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანებია:

ა) საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების შესახებ წინადადებებისა და დასკვნების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;

ბ) საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა;

გ) საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი სახის ინფორმაცია;

ბ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

გ) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.

საქართველოს მთავრობის 2006 4 ივლისის დადგენილება №133-სსმIII, №91, 10.07.2006წ., მუხ.1216

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა

1. კომისიის თავმჯდომარე:

ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობისას.

2. კომისიის მდივანი:

ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;

ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.

3. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა ერთი კვირის ვადაში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.

    მუხლი 5. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი

1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე.

2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით, მაგრამ სულ ცოტა კომისიის შემადგენლობის 1/3-ის მიერ.

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარია.

    მუხლი 7. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №13-სმმIII, №9, 24.01.2006წ., მუხ.86

 

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოში სოფლის მეურნეობის პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”“, №156, 08.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.290 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10396-5/