ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.10.2010 ძალადაკარგული 06.01.2012
ნომერი
№112
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.141.016009
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 42, 22/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №112

2010 წლი ს 7 ოქტომბერი

ქ. ახალქალაქი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

I. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის.

2. (ამოღებულია - 22.12.2010, №120).

3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.

4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №120-სსმV, №120, 24.12.2010წ.,მუხ.1993                                      

II. დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები:

1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის:

ა) დამტკიცდეს ახალი ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის:

– საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის – 0,50 ლარის ოდენობით;

– არა საცხოვრებელი (მაღაზია, ოფისი და სხვა) – 1,0 ლარის ოდენობით;

ბ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.

2. (ამოღებულია - 22.12.2010, №120).

3. დამტკიცდეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:

ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,4 ლარის ოდენობით თვეში;

ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 25 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე.                

4. დამტკიცდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი:

ა) კაზინოს (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 1 500 ლარის ოდენობით;

გ) ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 3 750 ლარის ოდენობით;

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 პროცენტის ოდენობით.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №118-სსმV, №53, 18.11.2010წ.,მუხ.1610         

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №120-სსმV, №120, 24.12.2010წ.,მუხ.1993                                                 

III. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №82 „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ დადგენილება.

IV. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის დადგენილება №118-სსმV, №53, 18.11.2010წ.,მუხ.1610

2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 დეკემბრის დადგენილება №120-სსმV, №120, 24.12.2010წ.,მუხ.1993                                       

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“, №112, 07.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.141.016009 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1040055-2/