სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.10.2010 ძალადაკარგული 15.06.2016
ნომერი
№771
სარეგისტრაციო კოდი
040110000.22.033.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 130, 11/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №771

2010 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის ა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011 წ

„სახელმწიფო ქონების შესახებ “ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

1. დამტკიცდეს:

ა) ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები“ (დანართი №1);

ბ) ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი“ (დანართი №2);

გ) ,,სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების კვარტალური ანგარიშის ფორმა (დანართი №3).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 29 იანვრის №44 ბრძანება.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011 წ

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 დეკემბრ ის ბრძანება №938- სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2391

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრ ის ბრძანება №943- სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2398

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 თებერვლის №71 ბრძანება - ვებგვერდი, 14.02.2011 წ.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 29 მარტის №179 ბრძანება - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 2 ივნისის №312 ბრძანება - ვებგვერდი, 03.06.2011 წ.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011წ.

7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №89 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

 

დ ანართი №1

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, აგრეთვე ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების, ლიზინგის ფორმით გადაცემ ისა და რეალიზაციის წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონება (შემდგომში – ქონება) – საქართველოს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (ნატურით გადაცემული) ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული (გადაცემული) ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში მემკვიდრეობისა და ჩუქების გზით გადასული, რეალიზაციას დაქვემდებარებული ქონება, სახელმწიფოს საკუთრებაში გადასული უპატრონო და უმკვიდრო ქონება, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საკონტროლო შესყიდვის შემდეგ დაუბრუნებელი საქონელი ;

ბ) ქონების განკარგვა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ ქონების რეალიზაცია, განაწილება, განადგურება და ლიზინგის ფორმით გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ;

გ) ქონების რეალიზაცია – სააგენტოს მიერ ქონების რეალიზაცია აუქციონის (ინტერნეტ -აუციონის, საჯარო აუქციონის) მეშვეობით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით ან მესამე პირის მეშვეობით;

დ) ქონების განაწილება – სააგენტოს მიერ ქონების უსასყიდლოდ გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) ქონების განადგურება – სააგენტოს მიერ ქონების განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე 1) ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა – სააგენტოს მიერ ქონების სარგებლობაში გადაცემა განსაზღვრული ვადით, დადგენილი პერიოდულობით საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლო გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით;

ვ) მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ქონების აღწერას, რეგისტრაციას და განკარგვას ახორციელებს სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 29 მარტის №179 ბრძანება - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011 წ

    მუხლი 2. ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვისათვის უფლებამოსილი ორგანო

1. ქონების აღრიცხვას, შენახვას, შეფასებას და განკარგვას ახორციელებს სააგენტო.

2. ქონება სააგენტოს გადაეცემა უფლებამოსილი ორგანოს აქტის საფუძველზე.

    მუხლი 3. ქონების აღრიცხვა

1. ქონების თავდაპირველ აღრიცხვას ქონების ჩამორთმევისთანავე აწარმოებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო კანონმდებლობით დადგენილი წესით, რომელიც ასევე ახორციელებს ქონების უსაფრთხოების შემოწმებას.

2. ქონების აღრიცხვის პროცესში უნდა დადგინდეს ქონების მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიისადმი მიკუთვნების საკითხი.

3. მალფუჭებადი პროდუქციის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს განკერძოებულად და უნდა დაუწესდეს განსაკუთრებული კონტროლი, რათა დროულად იქნეს მიღებული შესაბამისი ზომები.

4. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვა სააგენტოზე გადაცემის შემდეგ წარმოებს ჩამორთმეული ქონების სახეობისა და რაოდენობრივი მაჩვენებლების მიხედვით.

5. ქონების ჩამორთმევისათვის უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი ჩამორთმეული ქონების შესახებ ინფორმაციას უგზავნის სააგენტოს.

6. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნის უზრუნველსაყოფად სააგენტო აწარმოებს სპეციალურ რეესტრს.

    მუხლი 4. ქონების შენახვა

1. ქონების შენახვას მის სააგენტოსათვის გადაცემამდე უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი.

2. ქონების ზოგიერთი კატეგორიის მიმართ წესდება შენახვის განსაკუთრებული რეჟიმი, მათ შორის:

ა) ფულადი სახსრები და სხვა ფასიანი ქაღალდები შესანახად გადაეცემა საბანკო დაწესებულებებს;

ბ) იარაღი და საბრძოლო მასალა შესანახად გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

გ) ფარმაცევტული საშუალებები შესანახად გადაეცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

3. მალფუჭებადი საქონლის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქცია, რომელიც შენახვის სპეციალურ პირობებს საჭიროებს, მისი დაუყოვნებლივ განაწილების და/ან რეალიზაციის შეუძლებლობის შემთხვევაში, შეინახება მაცივარ-კამერებში, რასაც უზრუნველყოფს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო/თანამდებობის პირი.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისთვის ქონების შესანახად გადაცემისას დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქონების შესანახად მიღებისათვის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.

5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ვერ ხერხდება ქონების შენახვა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესით, დასაშვებია ქონების შენახვა განსხვავებული წესით, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი იქნება მისი ხარისხობრივი თვისებების შენარჩუნება.    

6. სააგენტო, ქონების მიღების შემდეგ, ახორციელებს მის საწყობში განთავსებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ქონება ინახება მისი განაწილების, ლიზინგის ფორმით გადაცემ ის, რეალიზაციის ან განადგურების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011 წ

    მუხლი 5. ქონების შეფასება და რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასის დადგენა

1. ქონების შეფასებას აწარმოებს სააგენტოს მიერ შერჩეული საექსპერტო დაწესებულება (ექპერტი) ან/და აუდიტორი ფირმა (აუდიტორი), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ქონების ხარისხობრივი ექსპერტიზის, საექსპერტო დაწესებულების (ექ ს პერტის) და/ან აუდიტორი ფირმის (აუდიტორის) დასკვნის გათვალისწინებით, სააგენტო ადგენს ქონების რეალიზაციის საწყის ან/და სარეალიზაციო ფასს.

3. ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას საგენტომ უნდა გაითვალისწინოს ქონების რაოდენობა და რეალიზაციის ფორმა.

31. სააგენტო უფლებამოსილია, ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასის განსაზღვრისას, დაეყრდნოს ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემამდე ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას.

32. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფოსათვის ნატურით გადაცემული ქონების რეალიზაციისას, სააგენტო უფლებამოსილია, ქონების რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასი განსაზღვროს სააღსრულებო წარმოებისას განმეორებითი აუქციონისათვის დადგენილი საწყისი ფასით.

4. მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული პროდუქციის რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზაციის საწყისი/სარეალიზაციო ფასის დადგენა შესაძლებელია სააგენტოს მიერ გამარტივებული წესით – ადგილობრივ ბაზარზე ანალოგიურ (მსგავს) პროდუქციაზე არსებული ფასების გათვალისწინებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 9 თებერვლის №71 ბრძანება - ვებგვერდი, 14.02.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 2 ივნისის №312 ბრძანება - ვებგვერდი, 03.06.2011 წ.

    მუხლი 6. ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება

1. ქონების განადგურების, განაწილების, ლიზინგის ფორმით გადაცემის ან რეალიზაციის (მათ შორის, რეალიზაციის ფორმის) შესახებ გადაწყვეტილებას, ქონების სპეციფიკისა და რაოდენობის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს სააგენტოს გენერალური დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

2. თუ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული მალფუჭებადი პროდუქციის კატეგორიას მიკუთვნებული საქონლის ღირებულება (საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების შედეგად უსასყიდლოდ ჩამორთმეული საქონლის ან/და სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემული საქონლის ღირებულება დგინდება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის წესების შესაბამისად) არ აღემატება 700 ლარს, მისი სოციალური მიზნებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონების ჩამორთმევაზე უფლებამოსილი ორგანო ან თანამდებობის პირი, აღნიშნული საქონლის კონფისკაციის შესახებ ადმინისტრაციული სახდელის ან საბაჟო სანქციის აღსრულებისთანავე.

3. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტიზის/აუდიტის ჩამტარებლების მიერ აღმოჩენილი იქნება უხარისხო და/ან ფალსიფიცირებული საქონელი, რომელიც საშიშია მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ისეთი საქონელი, რომლის შემდგომი გამოყენება შეუძლებელია, ის ექვემდებარება გადამუშავებას ან განადგურებას, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №943- სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2398

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011 წ

    მუხლი 7. ქონების განკარგვის ფორმები

1. ქონების განკარგვის ფორმებია:

 ა) ქონების რეალიზაცია აუქც იონის (ელექტრონული, საჯარო) ფორმით;

 ბ) ქონების რეალიზაცია პირდაპირი მიყიდვის ფორმით:

 ბ.ა) ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით;

 ბ.ბ) სავაჭრო ობიექტების (მათ შორის, ინტერნეტ-მაღაზიის) საშუალებით;

 გ) ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით;

 დ) ქონების განაწილება;

 ე) ქონების განადგურება;

 ვ) ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა.

2. ქონების აუქციონის ფორმით განკარგვისას, თავდაპირველად ხორციელდება მისი ელექტრონული აუქციონის ფორმით განკარგვა. თუ ქონება არ გაიყიდა ელექტრონული აუქციონის ფორმით, დასაშვებია მისი საჯარო აუქციონის ფორმით რეალიზაცია.

3. გარკვეულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შერჩეული განკარგვის ფორმის (საშუალების) კანონმდებლობით გათვალისწინებული განკარგვის სხვა ფორმით (საშუალებით) შეცვლის თაობაზე, რა დროსაც სააგენტოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შენარჩუნებულ იქნ ე ს ქონების ბოლო სარეალიზაციო ღირებულება.

4. გარკვეულ შემთხვევებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების რეალიზაციის ორი ფორმის – ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის ერთდროულად გამოყენების თაობაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №943- სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2398

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 29 მარტის №179 ბრძანება - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011 წ

    მუხლი 8. საჯარო აუქციონის ორგანიზება

1. საჯარო აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ჩატარების ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) შექმნილი სააუქციონო კომისია. კომისია უნდა შედგებოდეს კომისიის თავმჯდომარის, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, კომისიის მდივნის, კონსულტანტის და აუქციონის წამყვანისაგან.

2. ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.

3. ქონების ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

4. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება, რომლის ოდენობაც უნდა შეადგენდეს ქონების რეალიზაციის საწყისი ფასის არანაკლებ 10%-ს.

5. აუქციონის ჩატარების თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა, აუქციონის დაწყებამდე სულ ცოტა 5 კალენდარული დღით ადრე (მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში სულ ცოტა 2 კალენდარული დღით ადრე) სააგენტო აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით);

გ) ქონების რეალიზაციის საწყის ფასს;

დ) საგარანტიო თანხის /ბეს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ( მათი არსებობის შემთხვევაში) ოდენობას ;

ე) სააგენტოს მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და საკონტაქტო პირს;

ვ) აუქციონის ჩატარების პირობებს.

6. სხვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდების მიზანშეწონილობის საკითხს განსაზღვრავს სააგენტო.

7. (ამოღებულია - 29.03.11, №179 ).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 29 მარტის №179 ბრძანება - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

    მუხლი 9. აუქციონში მონაწილეობის პირობები

 1. აუქციონის ჩატარების თაობაზე განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, აუქციონის დაწყებამდე, ყველა დაინტერესებულ პირს უფლება აქვს სააგენტოსთან შეთანხმებით წინასწარ გაეცნოს გასაყიდ ქონებას.

2. აუქციონში მონაწილეობის მსურველი სააუქციონო კომისიის კონსულტანტს წარუდგენს:

ა) საგარანტიო თანხის /ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ( მათი არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის ელექტრონული სახით);

ბ) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს – ფიზიკური პირის შემთხვევაში;

გ) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან – იურიდიული პირის და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში;

დ) სათანადო წესით დამოწმებულ მინდობილობას , თუ იგი მოქმედებს იურიდიული ან სხვა ფიზიკური პირის სახელით.

3. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი ამოწმებს დოკუმენტაციის წარმოდგენის სისწორეს. თუ დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვერ მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში.

4. სააუქციონო კომისიის კონსულტანტი აუქციონში მონაწილეობის იმ მსურველებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აღრიცხავს და გადასცემს მონაწილის საიდენტიფიკაციო ბარათს, რომლის საფუძველზეც იგი უფლებამოსილია გამოცხადდეს აუქციონის დარბაზში და მიიღოს სპეციალური ნომრიანი დაფა.

5. პირი, რომელსაც სურს მიიღოს მონაწილეობა აუქციონის რამდენიმე ლოტის ვაჭრობაში, საგარანტიო თანხ ა ს /ბეს ან უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას ( მათი არსებობის შემთხვევაში) იხდის/წარმოადგენს თითოეული ლოტისათვის ცალ -ცალკე.

6. სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველთა დოკუმენტაციის წარდგენა სრულდება აუქციონის დაწყებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 29 მარტის №179 ბრძანება - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

    მუხლი 10. აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონის წამყვანმა უნდა უზრუნველყოს ამ წესის შესაბამისად ვაჭრობის დადგენილი წესების დაცვა.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ქონების წინასარეალიზაციო დათვალიერებას, აუქციონის ჩასატარებლად აუქციონის დარბაზის მომზადებას და, საჭიროების შემთხვევაში, იწვევს სათანადო სპეციალისტს.

3. აუქციონის თითოეული მონაწილე, აუქციონის დაწყებამდე შედის აუქციონის დარბაზში და იღებს სპეციალურ ნომრიან დაფას, რომელიც აუქციონის დამთავრებისას უკან უნდა დაბრუნდეს.

4. აუქციონის წამყვანი აცხადებს გასაყიდად წარდგენილი ლოტის რიგით ნომერს, მასში შემავალი საქონლის ძირითად ნიშან-თვისებებს, ლოტის რეალიზაციის საწყის ფასს და ფასის მატების ბიჯს.

5. აუქციონზე ვაჭრობის დასაწყისად ითვლება რეალიზაციის საწყისი ფასის გამოცხადების მომენტი, რომელიც ფიქსირდება დროის აღნიშვნით. ამავდროულად, საჭიროების შემთხვევაში, აუქციონის წამყვანი მონაწილეებს აჩვენებს გასაყიდად გამოცხადებულ ქონებას ან წარუდგენს დამსწრეებს ქონების ამსახველ ვიდეო ან ფოტომასალას.

6. აუქციონის მონაწილე, რომელსაც სურს შეიძინოს ვაჭრობისათვის წარდგენილი ლოტი, ზევით სწევს ნომრიან დაფას, ასახელებს ფასს რეალიზაციის საწყისი ფასის მიხედვით, ხოლო ფასის შემდეგი შემოთავაზება მოხდება ბიჯის გათვალისწინებით. თუ ფასის სამჯერ გამოცხადებამდე დასახელდა მომდევნო გაზრდილი ფასი, აუქციონის წამყვანი აფიქსირებს მას და სთხოვს მონაწილეებს გააგრძელონ ვაჭრობა. ვაჭრობა გრძელდება მანამ, სანამ რომელიმე მონაწილე არ დაასახელებს ყველაზე მაღალ ფასს.

7. ვაჭრობის დროს აუქციონის მონაწილეებს უფლება აქვთ გაზარდონ ბიჯი აღნიშნულ ქონებაზე მოთხოვნის შესაბამისად.

8. ქონება ითვლება გაყიდულად იმ მონაწილეზე, ვის მიერაც იქნება შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასი.

9. სააუქციონო ვაჭრობის შესახებ სააუქციონო კომისიის მდივანი ადგენს ოქმს, რომელშიც ასახული უნდა იყოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები. ოქმი ინომრება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით და მას ხელს აწერენ სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, აუქციონის წამყვანი, კომისიის მდივანი და აუქციონში გამარჯვებული. ოქმის ასლი გადაეცემა აუქციონში გამარჯვებულს.

10. აუქციონი არშემდგარად გამოცხადდება, თუ:

ა) აუქციონში მონაწილეობის სურვილი არ გამოთქვა არავინ;

ბ) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად არ გამოცხადდა არც ერთი მსურველი;

გ) სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველები ესწრებოდნენ აუქციონს, მაგრამ არც ერთმა არ მიიღო მონაწილეობა ვაჭრობაში.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში დგება არშემდგარი აუქციონის ოქმი, ხოლო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველებს და მონაწილეებს გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე უკან არ უბრუნდებათ.

12. თუ არ მოხდება ქონების აუქციონის ფორმით განკარგვა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

    მუხლი 11. განმეორებითი აუქციონი

1. სააგენტო ნიშნავს განმეორებით აუქციონს იმ შემთხვევაში , თუ პირველი აუქციონის დროს (რომელიც მოიცავს ვადაგაგრძელებულ აუქციონსაც) არ მოხდება ქონების რეალიზაცია. ასეთ შემთხვევაში სააგენტო ადგენს ახალ საწყისს ფასს და ქონება ხელმეორედ გააქვს გასაყიდად.

2. განმეორებით აუქციონზე გასაყიდი ქონების საწყისი ფასი შესაძლებელია შემცირდეს 50%-მდე.

3. განმეორებითი აუქციონი ცხადდება იმავე ფორმით, რა ფორმითაც გამოცხადდა პირველი აუქციონი.

4. თუ განმეორებით აუქციონზეც არ მოხდა ქონების რეალიზაცია, მაშინ სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების შემცირებული ფასით რეალიზაციის და/ან ქონების განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №943- სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2398

    მუხლი 12. გარიგებათა გაფორმება და ანგარიშსწორება

1. აუქციონში გამარჯვებულმა ოქმის ასლის მიღებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში ხელი უნდა მოაწეროს ნასყიდობის ხელშეკრულებას.

2. სააგენტოსა და აუქციონში გამარჯვებულს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულება, გასაყიდი ქონების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა ურთიერთვალდებულებებს გაყიდული ქონების შემდგომი გამოყენების შესახებ, რაც ასახული უნდა იყოს აუქციონის პირობებში.

3. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. აუქციონში გამარჯვებულს სააგენტოს ანგარიშზე შეაქვს ფულადი თანხა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან (გაფორმებიდან) არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

5. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გაიტანოს ქონება შესაბამისი საწყობიდან ან საცავიდან.

6. თუ აუქციონში გამარჯვებული ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულიად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი საგარანტიო თანხა /ბე უკან არ უ ბრუნდება, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

7. აუქციონში დამარცხებულს უფლება აქვს აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ მოითხოვოს საგარანტიო თანხის/ბეს დაბრუნება, რომელიც უნდა დაბრუნდეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 29 მარტის №179 ბრძანება - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

    მუხლი 13. ქონების რეალიზაცია ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით

1. ქონების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარებას და განსაზღვრავს აუქციონზე გასატან ქონებას, საჭიროების შემთხვევაში ყოფს მას ლოტებად.

2. საქონლის ლოტებად დაყოფის შემთხვევაში აუქციონი ტარდება და გამარჯვებული გამოვლინდება თითოეული ლოტის მიხედვით ცალ-ცალკე.

3. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს საგარანტიო თანხის /ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა.

4. აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა, სააგენტო აკეთებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (აუქციონის ხანგრძლივობა მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს);

ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას), ლოტებად დაყოფის შემთხვევაში – ლოტების მიხედვით;

გ) ქონების რეალიზაციის საწყის ფასს;

დ) საგარანტიო თანხის/ბეს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობას (მათი არსებობის შემთხვევაში);

ე) აუქციონის ჩატარების პირობებს.

5. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ელექტრონულ ვებ-გვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ-აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება ;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;

დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

51. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვალდებულებები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების , მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაცი ისას, აუქციონში მონაწილეობას ღებულობენ „ავტორიზებული პირის“ მეშვეობით.

6. აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს საგარანტიო თანხა/ბე ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული სახით).

7. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც „ინტერნეტ ბანკინგის “ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

8. ინტერნეტ-აუქციონის ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს „ონლაინ“ რეჟიმში.

9. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

10. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ.

11. აუქციონში გამარჯვებულს ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ქონების გადაცემის პირობები.

111. აუქციონში გამარჯვებულს გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ხოლო დამარცხებულს უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო თანხის/ბეს დაბრუნება, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა.

12. თუ არ მოხდება ქონების ინტერნეტაუქციონის ფორმით განკარგვა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების იმავე პირობებით, ვადაგაგრძელებული აუქციონის ფორმით განკარგვის შესახებ.

13. თუ ინტერნეტ-აუქციონზე პირველად გატანისას (რომელიც მოიცავს ვადაგაგრძელებულ აუქციონსაც) ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

14. თუ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

15. (ამოღებულია - 29.03.11, №179).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20 10 წლის 2 1 დეკემბრ ის ბრძანება № 93 8- სსმ III, № 167 , 2 2. 12. 20 10 წ., მუხ. 2391

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №943- სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2398

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 29 მარტის №179 ბრძანება - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011 წ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №89 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

მუხლი 131. ,,ავტორიზებული პირი“ და სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების , მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაცი ი ს ას აუქციონში მონაწილეობის მიღებ ის პირობები

1. სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია აუქციონის ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი პროცედურის ორგანიზება განახორციელოს ,,ავტორიზებული პირის“ (შემდგომში ,,ავტორიზებული პირი“) დახმარებით.

2. ,,ავტორიზებული პირის“ დარეგისტრირება შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე ხორციელდება მისი სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, საიდენტიფიკაციო ნომრით.

3. სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე „ავტორიზებული პირი“ უზრუნველყოფს:

ა) ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით სარეალიზაციოდ განკუთვნილი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების განთავსებისათვის სადგომის მოძიებას, მის სათანადოდ აღჭურვას, მოვლა-პატრონობასა და დაცვას;

ბ) ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით სარეალიზაციოდ განკუთვნილი სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების მიბარებასა და სადგომზე განთავსებას, აგრეთვე მათ დაცვასა და სარეალიზაციოდ მომზადებას, აუქციონის პირობების შესახებ სადგომზე მისული დაინტერესებული პირების ინფორმირებას;

გ) სადგომზე მისულ პირთა ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტ-აუქციონ შ ი) მონაწილეობას ამ მუხლით დადგენილი წესით, აგრეთვე აღნიშნული პირებისაგან ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღებას (მათ შორის, საგარანტიო თანხ ის/ბე ს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ის მიღებასა და დაბრუნებას);

დ) ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების მიზნით სადგომზე სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნას;

ე) ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარებას.

4. ნებისმიერ მსურველს უფლება აქვს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაციისას, ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობა მიიღოს „ავტორიზებული პირის“ მეშვეობით, რაც გულისხმობს აუქციონის მსვლელობისას მონაწილე პირის შემოთავაზებული ფასის „ავტორიზებული პირის“ მიერ შესაბამის ვებგვერდზე დაფიქსირებას. მონაწილე პირებსა და ,,ავტორიზებულ პირს“ შორის ურთიერთობა რეგულირდება რეგლამენტით, რომელიც განისაზღვრება ,,ავტორიზებული პირის“ მიერ სააგენტოსთან შეთანხმებით.

5. ამ მუხლის მე- 4 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ,,ავტორიზებული პირი“, ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობს როგორც ელექტრონული ვებგვერდის სტანდარტული მომხმარებელი, ამასათან, ელექტრონული ვაჭრობისას ,,ავტორიზებული პირის“ მიერ ფასის მომატება ჩაითვლება იმ მონაწილე პირის მიერ ფასის მომატებად, რომლის შემოთავაზებულ ფასსაც ვებ-გვერდზე აფიქსირებს „ავტორიზებული პირი“.

6. ,,ავტორიზებული პირის“ მონაწილეობით მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების, მათი მისაბმელების ან ნაწილების ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონის) ფორმით რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის მე-13 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

  7. ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტ-აუქციონში) ,,ავტორიზებული პირის“ გამარჯვების შემთხვევაში, გამარჯვებულად ჩაითვლება და ქონება გადაეცემა იმ პირს, რომლის შემოთავაზების საფუძველზეც ,,ავტორიზებულმა პირმა“ ვებგვერდზე დააფიქსირა ყველაზე მაღალი ფასი (ინფორმაციას აღნიშნულის თაობაზე სააგენტო იღებს ,,ავტორიზებული პირი“ მეშვეობით).

8. ,,ავტორიზებულ პირსა“ და სააგენტოს შორის ფორმდება მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც დგინდება მომსახურების დეტალური პირობები, მათ შორის, მომსახურების ღირებულება, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ქონების რეალიზაციის ღირებულების 5 %-ს. მომსახურების ღირებულება ანაზღაურდება იმის მიუხედავად, გაიმარჯვებს თუ არა ,,ავტორიზებული პირი“ ელექტრონულ აუქციონში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №89 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

      მუხლი 14. ქონების რეალიზაცია ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით

1. ქონების ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით რეალიზაციისას, მყიდველთან იდება (ფორმდება) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონ მ დებლობით დადგენილი წესით.

2. ქონების მყიდველი ვალდებულია სააგენტოს ანგარიშზე შეიტანოს ფულადი თანხა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებიდან (გაფორმებიდან) არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გაიტანოს ქონება შესაბამისი საწყობიდან ან საცავიდან.

 

    მუხლი 15. ქონების რეალიზაცია სავაჭრო ობიექტების საშუალებით

1. სავაჭრო ობიექტების საშუალებით ქონების რეალიზაციისას, საქონელი განთავსდება სააგენტოს სავაჭრო ობიექტებში.

2. სავაჭრო ობიექტებში ქონების რეალიზაცია წარმოებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ სავაჭრო ობიექტებში ქონების შეტანის დღიდან 30 დღის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20 10 წლის 2 1 დეკემბრ ის ბრძანება № 93 8- სსმ III, № 167 , 2 2. 12. 20 10 წ., მუხ. 2391

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №943- სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2398

    მუხლი 16. ქონების რეალიზაცია ინტერნეტმაღაზიის საშუალებით

1. ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით რეალიზაციის თაობაზე სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 დღისა, სააგენტო აკეთებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერას);

ბ) ქონების სარეალიზაციო ფასს;

გ) ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით საქონლის შეძენის პირობებს.

2. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შესაძენად სავალდებულოა:

ა) შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტმაღაზიით ვაჭრობის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარითა და პირადობის მოწმობის ნომრით;

დ) იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

3. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

4. თუ ინტერნეტ-მაღაზიაში ქონების განთავსების დღიდან ერთი თვის განმავლობაში ვერ განხორციელდება ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების სარეალიზაციო ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც ვერ განხორციელდა ქონების რეალიზაცია, სააგენტოს გენერალური დირექტორი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, იღებს გადაწყვეტილებას ქონების 50% -ზე მეტად შემცირებული ფასით რეალიზაციის ან განაწილების თაობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20 10 წლის 2 1 დეკემბრ ის ბრძანება № 93 8- სსმ III, № 167 , 2 2. 12. 20 10 წ., მუხ. 2391

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №943- სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2398

    მუხლი 161. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაცია

1. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაცია ხორციელდება ამ წესის მე-13 და მე-16 მუხლებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციის დროს სააგენტოს გენერალური დირექტორი ადგენს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების განსხვავებულ სარეალიზაციო ღირებულებას და ვადას, თუ რა დრომდეა შესაძლებელი მისი აღნიშნული ფორმით შეძენა.

3. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების რეალიზაციის საშუალება ავტომატურად იზღუდება.

4. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების რეალიზაციის შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონზე ვაჭრობის ფასი არ აღემატება ინტერნეტმაღაზიის ფასს, აუქციონი წყდება.

5. ქონების ინტერნეტაუქციონისა და ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ერთდროულად რეალიზაციისას, ვაჭრობის პროცესის მიმდინარეობა ჩანს შესაბამის ელექტრონულ ვებგვერდზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 29 მარტის №179 ბრძანება - ვებგვერდი, 01.04.2011 წ.

    მუხლი 17. ქონების რეალიზაცია მესამე პირის მეშვეობით

1. ქონების რეალიზაცია შესაძლებელია განახორციელოს ნებისმიერმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა (მესამე პირმა/პირებმა), რომელთანაც სააგენტო დადებს შესაბამის ხელშეკრულებას.

2. მესამე პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულება იდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, რომლითაც დეტალურად უნდა დადგინდეს მომსახურების პირობები.

3. მესამე პირის მომსახურების თანხა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილი ქონების სარეალიზაციო ღირებულების 5%-ს.

4. სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ქონება მესამე პირს გადაეცეს რეალიზაციამდე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია მოითხოვოს საბანკო გარანტიის/ბეს წარმოდგენა ქონების ღირებულების სრული ოდენობით.

41. სააგენტოს მიერ ქონების „ავტორიზებული პირისათვის“ რეალიზაციამდე გადაცემის შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საბანკო გარანტიის/ბეს წარმ ო დგენის ვალდებულებები.

5. მესამე პირის მეშვეობით ქონების რეალიზაციისას მომსახურების თანხა ემატება სააგენტოს მიერ დადგენილ ქონების სარეალიზაციო ღირებულებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 დეკემბრის ბრძანება №943- სსმ III, №167, 22.12.2010 წ., მუხ.2398

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 20 მარტის ბრძანება №89 - ვებგვერდი, 21.03.2012წ.

    მუხლი 18. ქონების განადგურება

1. ქონების განადგურების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება ექსპერტის/აუდიტორის სათანადო დასკვნის საფუძველზე.

2. ქონების განადგურების პროცესს ესწრება სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს პასუხისმგებელი პირი.

3. ქონების განადგურების ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომლის ტერიტორიაზეც ხდება საქონლის განადგურება.

4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები.

    მუხლი 19. ქონების განაწილება

1. ქონების განაწილება ძირითადად ხორციელდება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შუამდგომლობების, ასევე სხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების დასაბუთებული შუამდგომლობების საფუძველზე. სახეობის გათვალისწინებით, ქონება შეიძლება აგრეთვე გამოყენებულ იქნ ე ს სოციალური მიზნებისათვის.

2. ქონების განაწილება ხორციელდება უსასყიდლოდ გადაცემის გზით.

3. ქონების უსასყიდლოდ გადაცემისას სააგენტო უფლებამოსილია დაეყრდნოს ამ ქონებასთან დაკავშირებულ, ქონების ჩამომრთმევი ორგანოს მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასა და შეფასებას.

4. ქონების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია ითვალისწინებდეს გარკვეულ ვალდებულებებს ქონების მიმღების მხრიდან.

     მუხლი 191. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა

1. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის მიზანია ქონების მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ქონების გადაცემა განსაზღვრული ვადით საზღაურის სანაცვლოდ, მისი გამოსყიდვის უფლებით ან ვალდებულებით.

2. გადაწყვეტილებას ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე სააგენტო იღებს ქონების სპეციფიკისა და ღირებულების გათვალისწინებით.

3. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის წლიური საფასური ს საწყისი ოდენობა განისაზღვრება სააგენტოს მიერ შერჩეული ექსპერტის ან/და აუდიტორის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე განსაზღვრული ქონების ღირებულების არანაკლებ 5%-ის ოდენობით.

  4. ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლიზინგის მიმღების შერჩევა ხდება ინტერნეტ-აუქციონის საფუძველზე.

5. ინტერნეტ-აუქციონის ჩატარების მიზანია ლიზინგის ფორმით განსაზღვრული ვადით სარგებლობაში გადაეცეს ქონება იმ პირს, რომელიც ელექტრონული ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს, ხოლო თუ ინტერნეტ-აუქციონი გამოცხადდა პირობებით, ლიზინგის ფორმით ქონება გადაეცემა იმ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს გამოცხადებულ პირობებს და ამასთანავე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

6. სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაადგინოს საგარანტიო თანხის/ბეს გადახდის ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ის წარდგენის ვალდებულება და განსაზღვროს მისი ოდენობა.

7. ინტერნეტ-აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 2 კალენდარული დღისა, სააგენტო შესაბამის ვებ-გვერდზე აქვეყნებს ინტერნეტ-განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

 ა) ინტერნეტ-აუქციონის დაწყების და დასრულების დროს (აუქციონის ხანგრძლივობა მისი გამოცხადებიდან დასრულებამდე არ უნდა იყოს 5 კალენდარულ დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 60 კალენდარულ დღეს);

  ბ) ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების დასახელებას, ადგილმდებარეობას და მოკლე აღწერას;

 გ) ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების წლიური საფასური ს საწყის ოდენობას და ბიჯის ოდენობას;

 დ) საგარანტიო თანხ ის/ბეს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ის ოდენობას (არსებობის შემთხვევაში);

  ე) ლიზინგის ფორმით გადასაცემი ქონების სარგებლობის ვადას და პირობებს;

 ვ) ინტერნეტ-აუქციონის ჩატარების პირობებს.

 8. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:

 ა) შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება (რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები);

 ბ) რეგისტრაციის დროს ინტერნეტ-აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის განცხადება;

  გ) ფიზიკური პირის დარეგისტრირება სახელით, გვარით და პირადობის მოწმობის ნომრით, იურიდიული პირის დარეგისტრირება სახელწოდებითა და მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით საიდენტიფიკაციო ნომრით.

 9. ინტერნეტ-აუქციონის გამოცხადებიდან მის დასრულებამდე (არა უგვიანეს 5 წუთისა) ნებისმიერ დროს მონაწილეს შეუძლია გადაიხადოს საგარანტიო თანხა/ბე, როგორც ,,ინტერნეტ ბანკინგის” საშუალებით, ისე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ან წარადგინოს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტი ა (მათ შორის, ელექტრონული სახით).

 10. ინტერნეტ-აუქციონში ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

 11. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერაც ინტერნეტ-აუქციონის დასრულებამდე შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი. პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში კი მონაწილე, რომლის მიერაც შეთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი, პირობების გათვალისწინებით.

 12. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულს და დამარცხებულს ეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგის შესახებ ელექტრონული ფორმით , რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

 13. თუ მონაწილე ვერ გაიმარჯვებს ინტერნეტ-აუქციონში, მას უფლება აქვს მოითხოვოს საგარანტიო თანხის/ბეს უკან დაბრუნდება, რომელიც უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღის ვადაში, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში, საგარანტიო თანხა ითვლება აუქციონის საბოლოო შემოთავაზებულ ფასში.

 14. თუ არ მოხდება ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ქონების ფასის არა უმეტეს 50%-ით შემცირების თაობაზე.

 15. თუ ამ მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაშიც არ განხორციელდა ქონების ლიზინგის ფორმით გადაცემა, სააგენტოს გენერალური დირექტორი უფლებამოსილია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მიიღოს გადაწყვეტილება ქონების 50%-ზე მეტად შემცირებული ფასით ლიზინგის ფორმით გადაცემის თაობაზე.

 16. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, სააგენტოსა და ქონების ლიზინგით მიმღებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლი ს საფუძველზეც მხარეები თანხმდებიან შესაბამის პირობებზე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011 წ

    მუხლი 20. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა და გასაჩივრების წესი და ვადები

1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ან განხორციელებული ქმედება შესაძლებელია გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლება პირს წარმოეშობა სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან განხორციელებული ქმედების შესახებ შეტყობინების მიღებიდან და ძალაშია ერთი წლის განმავლობაში.

დანართი №2

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების (შემდგომში – ქონება) რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011წ.

    მუხლი 2. სააგენტოს დაფინანსების წყარო და მოცულობა

 1. სააგენტოსათვის გადაცემული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების, რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემისთვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა სააგენტოს დაფინანსებიდან.

 2. სააგენტოს დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული სააგენტოს წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011წ.

    მუხლი 3. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსების, მათ შორის , იმ ოპერაციების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, როდესაც ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამონაგებ თანხას, საქართველოს ფინანსთა მინისტრი წლიურ ხარჯთაღრიცხვასთან ერთად ამტკიცებს საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობას ახალი საფინანსო წლის განმავლობაში.

2. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობა განისაზღვრება სააგენტოს წლიური დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის არა უმეტეს ერთი მეოთხედის მოცულობით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი გამოიყენება წლის განმავლობაში დროებითი ფინანსური გარღვევების დასაფარავად და იმავე წელს უნდა იქნეს აღდგენილი სრული მოცულობით.

    მუხლი 4. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ანგარიშგება

1. სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტალის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (დანართი №3).

2. კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა , სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამ ბრძანების დანართი №3-ით განსაზღვრული ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების“ ნაწილში (სახაზინო კოდი 3282).

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011წ.

დანართი №3

სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება 20 –––წლის –– კვარტალის მდგომარეობით

 

 

 

დასახელება

საანგარიშო

კვარტალი

წლის დასაწყისიდან

1

 2

 3

 4

1

 

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/–)

 

 

2

 

ქონების რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

 

სააგენტოს დაფინანსება ამონაგები თანხიდან

 

 

4

 

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

5

 

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

6

 

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4) (თანხა ლარებში)

 

 

7

 

ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (6+1–5) (თანხა ლარებში)

 

 

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2011 წლის 18 ოქტომბრის №771 ბრძანება - ვებგვერდი, 18.10.2011წ.

 

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე“, №771, 08.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 040110000.22.033.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.03.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1040800-7/