,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.12.2008 ძალადაკარგული 14.01.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№625
სარეგისტრაციო კოდი
010.020.030.08.002.004.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 185, 29/12/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.030.08.002.004

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №625

                                             2008 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

1. შეიქმნას ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

 

ლალი ფაფიაშვილი

-

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე , საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე

თეა წულუკიანი

-

საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ლევან იზორია

-

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

სოფიო ჯაფარიძე

-

საქართველოს სასჯელაღსრულების , პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის მოადგილე

ირაკლი ნადარეიშვილი

-

საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

გიორგი ხელაია

-

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ალუდა გოგლიჩიძე

-

საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

თამარ კინწურაშვილი

-

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

 

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 ივლისის ბრძანებულება №382-სსმIII №84, 07.07.2009წ., მუხ.892

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №755-სსმIII №131, 27.10.2009წ., მუხ.1518

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №3 6 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.

2. ეთხოვოთ საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა:

 

თამარ   საბედაშვილს

-

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN women) წარმომადგენელს

ლელა   ბაქრაძეს

-

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)   წარმომადგენელს

ნათია   ფარცხალაძეს

-

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს

პიტერ   კაამანს

-

შვედეთის საელჩოს პირველ მდივანს

სოფი   იუნკერს

-

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR)   წარმომადგენელს

ჯოზანა   მელოუნს

-

აშშ - ის საელჩოს პოლიტიკურ - ეკონომიკური განყოფილების ოფიცერს

ემი   დიაზს

-

აშშ - ის საელჩოს პოლიტიკურ - ეკონომიკური განყოფილების ოფიცერს

კატერინა   ბოლონიეზეს

-

საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს

ნინო   ქოჩიშვილს

-

საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის წარმომადგენელს

ანა   არგანაშვილს

-

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრის უფროსს

კობა   ბოჭორიშვილს

-

ძალადობის საკითხებზე დამოუკიდებელ ექსპერტს

რუსუდან   ფხაკაძეს

-

არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის - ქალთა საკონსულტაციო ცენტრის „სახლის “თავმჯდომარეს

ელენე   რუსეცკაიას

-

არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის - ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს

მარინა   თაბუკაშვილს

-

არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის - ფონდ „ტასოს “თავმჯდომარეს

ნინო   ჩიხლაძეს

-

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს

ნატო   შავლაყაძეს

-

არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის - ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის თავმჯდომარეს

იათამზე   ვერულაშვილს

-

არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირის - საქველმოქმედო კავშირის „ქალთა ცენტრის თავმჯდომარეს .

 

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებულება №705-სსმIII №123, 12.10.2009წ., მუხ.1412

საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №3 6 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.

3. დამტკიცდეს საუწყებათაშორისო საბჭოს თანდართული დებულება.

4. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 6 ივლისის ბრძანებულება №382-სსმIII №84, 07.07.2009წ., მუხ.892

2. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №664-სსმIII №121, 06.10.2009წ., მუხ.1390

3. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანებულება №705-სსმIII №123, 12.10.2009წ., მუხ.1412

4. საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 ოქტომბრის ბრძანებულება №755-სსმIII №131, 27.10.2009წ., მუხ.1518

5. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 28 იანვრის ბრძანებულება №36 – ვებგვერდი, 28.01.2013წ.

ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭო (შემდეგში – საუწყებათაშორისო საბჭო) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

2. საუწყებათაშორისო საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით.

3. საუწყებათაშორისო საბჭოს სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით.

    მუხლი 2. საუწყებათაშორისო საბჭოს სტრუქტურა

1. საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა და ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობაში სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შედიან შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.

3. საუწყებათაშორისო საბჭოს საქმიანობაში საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

4. საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობიდან წევრის გამოწვევა ხდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკუთარი ინიციატივით ან საუწყებათაშორისო საბჭოს წევრის წარმდგენი ორგანოს წინადადებით.

    მუხლი 3. საუწყებათაშორისო საბჭოს ამოცანები

საუწყებათაშორისო საბჭოს ძირითადი ამოცანებია:

ა) ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მისი თავიდან აცილების, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის განსაზღვრული ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებაში ხელის შეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;

ბ) ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის, ოჯახში ძალადობის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს პრეზიდენტისათვის განსახილველად წარდგენა;

გ) ოჯახში ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ამ პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, აგრეთვე ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად;

დ) ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი.

    მუხლი 4. საუწყებათაშორისო საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია

1. საუწყებათაშორისო საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომებს წარმართავს საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს საუწყებათაშორისო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

3. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ.

4. საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.

5. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომის მდივანი.

6. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარეს და საუწყებათაშორისო საბჭოს წევრებს.

7. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საუწყებათაშორისო საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.

8. საუწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

9. საუწყებათაშორისო საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №664-სსმIII №121, 06.10.2009წ., მუხ.1390

    მუხლი 4​1. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი

1. საუწყებათაშორისო საბჭო თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ქმნის საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებულ ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელ ჯგუფს (შემდეგში – „მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფი“), რომელიც შედგება კოორდინატორისა და ექსპერტებისაგან.

2. მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის შემადგენლობას, უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საუწყებათაშორისო საბჭო.

საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 ოქტომბრის ბრძანებულება №664-სსმIII №121, 06.10.2009წ., მუხ.1390

    მუხლი 5. დასკვნითი დებულება

საუწყებათაშორისო საბჭოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ““, №625, 26.12.2008, სარეგისტრაციო კოდი 010.020.030.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104236-5/