საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №162
2005 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესისა და დამატებითი სანებართვო პირობების დადგენის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს:
ა) დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ლიცენზიას;
ბ) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას;
გ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;
დ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენის ნებართვას;
ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვას;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვას;
ზ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვას;
თ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას.
მუხლი 2.
1. დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ლიცენზიის მიღების საფუძველია ლიცენზიის გამცემი ორგანოსადმი ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება.
2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) ტექნიკური დოკუმენტაცია და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი;
გ) სიხშირის ფლობის დოკუმენტი ან ხელშეკრულება სიხშირის მფლობელთან;
დ) დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა ნიმუშები (ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით);
ე) მონაცემები იმ სპეციალისტთა პროფესიული მომზადების შესახებ, რომლებმაც უნდა განახორციელონ დაკვირვების ელექტრონულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის განცხადებული სახეობა.
3. ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს დოკუმენტების დედნები ან მათი ასლები.
4. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი დაკვირვების ელექტრონულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის სახეობა შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, მაშინ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის დროს დაცული უნდა იყოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
მუხლი 3.
1. იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის უფლებით) ან იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვისა და ტარების უფლებით) მისაღებად ნებართვის მაძიებელი წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
2. იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის ან იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მისაღებად წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) იურიდიული პირის მიერ:
ა.ა) იარაღის შენახვისა და ტარებისათვის პასუხისმგებელი პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ბ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ა.გ) იარაღის შენახვისა და ტარებისათვის პასუხისმგებელი პირის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.ბ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ბ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
ბ.დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი).
მუხლი 4.
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენის ნებართვის მისაღებად საქართველოში ლეგალურად მყოფმა უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:
ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა;
გ) უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა იარაღის შეძენასთან დაკავშირებით;
დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი);
ე) საქართველოს ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს იარაღის შეძენის ნებართვა მიეცემა შენახვის უფლებით საქართველოში რეგისტრაციის ვადით.
მუხლი 5.
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) იურიდიული პირის მიერ:
ა.ა) ექსპორტიორის ბეჭდით დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია, ნომერი);
ა.ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გარკვეული რაოდენობის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემაზე შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ნაჩვენებია ზუსტი მონაცემები გადასატან-გადასაზიდ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე;
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;
ა.ე) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან მისი ასლი;
ბ.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
მუხლი 6.
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) იურიდიული პირის მიერ:
ა.ა) ექსპორტიორის ბეჭდით დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია, ნომერი);
ა.ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გარკვეული რაოდენობის საქართველოში იმპორტის შესაბამისი ნებართვის ასლი;
ა.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემაზე შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ნაჩვენებია ზუსტი მონაცემები გადასაგზავნ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე;
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნისათვის პასუხისმგებელ პირთა საპასპორტო მონაცემები;
ა.ე) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნა;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან მისი ასლი;
ბ.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
მუხლი 7.
1. იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან მისი ასლი;
ბ) მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა ან მისი ასლი;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
დ) საბაჟო დეკლარაციის ასლი;
ე) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი);
ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ იარაღის (სანადირო და სასპორტო) ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე. აღნიშნული ნებართვა გაიცემა შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით გათვალისწინებულ ვადებში;
ზ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოდან გატანის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს:
ზ.ა) უცხო სახელმწიფოდან სათანადო წესით დამოწმებული ასლი მოწვევისა ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე;
ზ.ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დასკვნა, რომ იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, მეცნიერულ ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას;
ზ.გ) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ან იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის ასლი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ნებართვის გამცემი მოიპოვებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „ერთი სარკმლის პრინციპის“ შესაბამისად.
3. აღნიშნული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი იარაღი საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას შეძენიდან ათ დღეში.
მუხლი 8.
1. ტირის გახსნის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) იურიდიული პირის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ) ინდივიდუალური მეწარმის მიერ:
ბ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ბ.ბ) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
გ) შენობის სიტუაციური ნახაზი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) სასროლი მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრისა; სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მეტრისა; სიგანე – არანაკლებ 3 მეტრისა;
გ.ბ) შენობას უნდა ჰქონდეს ჰაერგამწოვი და ხმის დამხშობი;
გ.გ) კედლები უნდა იყოს მყარი, არანაკლებ 400 მმ სისქისა;
გ.დ) შენობა-ნაგებობას უნდა ჰქონდეს ტყვიაგაუმტარი კარები;
გ.ე) სამიზნის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 0,5 სმ რკინის ფურცელი, სილის ტომრები 0,5 მეტრი სიგანის, რეზინის ფენა სულ ცოტა 0,4 სმ;
გ.ვ) შენობას არ უნდა ჰქონდეს ფანჯარა;
გ.ზ) შენობის დამცავი ავტონომიური სიგნალიზაცია;
გ.თ) რკინის კარადები და სეიფები, სადაც შეინახება იარაღი და საბრძოლო მასალა;
დ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დ.ა) დახლი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრი სიმაღლისა;
დ.ბ) დახლის სიგანე არანაკლებ 0,7 მეტრისა;
დ.გ) დახლის სიგრძე არანაკლებ 0,5 მეტრისა.
2. ტირის გახსნის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 წლის ვადით.
მუხლი 9.
1. სასროლეთის, სასროლოსანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ა) იურიდიული პირის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ) ინდივიდუალური მეწარმის მიერ:
ბ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ბ.ბ) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
გ) ადგილის სიტუაციური ნახაზი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გ.ა) დასახლებული პუნქტიდან დაშორებული უნდა იყოს 3 კმ მანძილით;
გ.ბ) სასროლო მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა; სიმაღლე – არანაკლებ 10 მეტრისა; სიგანე – არანაკლებ 30 მეტრისა;
გ.გ) ტერიტორიის ირგვლივ ქვის კედლების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრისა;
გ.დ) სასროლი კედლის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 5,5 მმ სისქის რკინის ფურცელი, სილის ტომრები 2 მეტრი სიგანისა, რეზინის ფენა არანაკლებ 0,6 მეტრისა;
გ.ე) ტერიტორიაზე უნდა იყოს ქვისაგან აშენებული სულ ცოტა 20 კვ.მ ფართობის იზოლირებული შენობა რკინის სეიფებით;
დ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
დ.ა) სასროლი ადგილი უნდა იყოს გადახურული;
დ.ბ) სასროლი ადგილის სიგრძე – არანაკლებ 5 მეტრისა.
2. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 წლის ვადით.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
+

მუხლი 1🔗
მუხლი 1.
1 . საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების , შეძენის , იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზიას .
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს:
2 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო ) გასცემს:
ა) დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ლიცენზიას;
ა ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით ) ნებართვას ;
ბ) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვას;
ბ ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის ) იარაღის , სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის , სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით ) ნებართვას ;
გ) იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვას;
გ ) იმ პირის მიერ , რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ უნარჩუნდება იარაღის ტარების უფლება , ამ პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით ) ნებართვას ;
დ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენის ნებართვას;
დ ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის „თ “–„ჟ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ იარაღზე , სამსახურებრივ -საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით ) ნებართვას ;
ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვას;
ე ) „იარაღის შესახებ “ საქართველოს კანონის მე -9 მუხლის მე -2 პუნქტის „თ “–„ჟ “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ -საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით ) ნებართვას ;
ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვას;
ვ ) ფიზიკური პირების მიერ იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლებას ;
ზ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვას;
ზ ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან /და გაზის (აირის ) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვას ;
თ) ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას.
თ ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან /და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვას ;
მუხლი 2.
ი ) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან /და გაზის (აირის ) იარაღის , მისი /მათი ძირითადი ელემენტების ან /და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა ) ნებართვას ;
კ ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა -გადაზიდვისა და გადაგზავნის ნებართვას ;
ლ ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მ იერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვას ;
მ ) ტირის , სასროლეთის , სასროლო -სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვას .
3 . ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა ”–„ე “ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემის შემთხვევაში , სააგენტო ნებართვის სახის მიხედვით ახორციელებს ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასა და A, B, C, D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობის გაცემას , კერძოდ :
ა ) A კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვის უფლებით რეგისტრირებულ , ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე ;
ბ ) B კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ :
ბ .ა ) ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ბ “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ ან გაზის (აირის ) იარაღზე ;
ბ .ბ ) ამ მუხლის მე -2 პუნქტის „გ “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე ;
ბ .გ ) ამ დადგენილების მე -3 მუხლის მე -6 და მე -8 პუნქტებით განსაზღვრული წესით რეგისტრირებულ იარაღზე ;
გ ) C კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებულ , ამ მუხლის მე -2 პუნქტის „დ “ ქვეპუნქტით (გარდა ამ პუნქტის „ბ .გ “ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისისა ) განსაზღვრულ სამსახურებრივ -საშტატო სტატუსის მქონე ცეცხლსასროლ იარაღზე ;
დ ) D კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ტარების უფლებით რეგისტრირებულ , ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ე “ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამსახურებრივ -საშტატო სტატუსის მქონე ცეცხლსასროლ იარაღებზე .
4 . სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა “–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა და „ვ” ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლების მინიჭება დასტურდება რეგისტრაციით (ან ხელახალი რეგისტრაციით ) და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით .
5 . ამ მუხლის მე -2 პუნქტით განსაზღვრული ნებართვებისა და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი .
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160
მუხლი 2🔗
1. დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა დამზადების, შეძენის, საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ლიცენზიის მიღების საფუძველია ლიცენზიის გამცემი ორგანოსადმი ლიცენზიის მაძიებლის წერილობითი განცხადება.
2. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) ტექნიკური დოკუმენტაცია და ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) შესაბამისობის სერტიფიკატი;
გ) სიხშირის ფლობის დოკუმენტი ან ხელშეკრულება სიხშირის მფლობელთან;
დ) დაკვირვების ელექტრონულ საშუალებათა ნიმუშები (ლიცენზიის გამცემის მოთხოვნით);
ე) მონაცემები იმ სპეციალისტთა პროფესიული მომზადების შესახებ, რომლებმაც უნდა განახორციელონ დაკვირვების ელექტრონულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის განცხადებული სახეობა.
3. ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს დოკუმენტების დედნები ან მათი ასლები.
4. თუ ლიცენზიის მაძიებლის მიერ მოთხოვნილი დაკვირვების ელექტრონულ საშუალებებთან დაკავშირებული საქმიანობის სახეობა შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოებას, მაშინ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის დროს დაცული უნდა იყოს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.
მუხლი 3🔗
მუხლი 3.
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მიღებისა და იარაღის პირველადი რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
1. იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვის უფლებით) ან იარაღის შეძენის ნებართვის (შენახვისა და ტარების უფლებით) მისაღებად ნებართვის მაძიებელი წერილობითი განცხადებით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
ა) განცხადება;
2. იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის ან იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მისაღებად წარდგენილ უნდა იქნეს:
ბ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა) იურიდიული პირის მიერ:
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;
ა.ა) იარაღის შენახვისა და ტარებისათვის პასუხისმგებელი პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ბ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);
ა.გ) იარაღის შენახვისა და ტარებისათვის პასუხისმგებელი პირის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი ფორმის თანხმობა.
ბ.ბ) საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ასლი;
3. დაინტერესებული პირის მიერ იარაღის ძირითადი ელემენტების შეძენის უფლების მისაღებად წარდგენილ უნდა იქნეს:
ბ.გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
ა) განცხადება;
ბ.დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი).
ბ) იარაღის ძირითად ელემენტზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
მუხლი 4.
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;
1. უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ იარაღის საქართველოში შეძენის ნებართვის მისაღებად საქართველოში ლეგალურად მყოფმა უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარუდგინოს:
დ) დაინტერესებულ პირზე შესაბამისი ტიპის სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ე) ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი ცნობა;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გ) უცხო სახელმწიფოს შუამდგომლობა იარაღის შეძენასთან დაკავშირებით;
4. ნებართვის მაძიებელმა, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება, ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის მიღებისა და იარაღის რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინოს:
დ) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი);
ა) განცხადება;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირს იარაღის შეძენის ნებართვა მიეცემა შენახვის უფლებით საქართველოში რეგისტრაციის ვადით.
გ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში – იარაღის რეგისტრაციის მოწმობა);
მუხლი 5.
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ იარაღის ტარების უფლების შენარჩუნების გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი;
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა);
ა) იურიდიული პირის მიერ:
ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ა) ექსპორტიორის ბეჭდით დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია, ნომერი);
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ა.ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გარკვეული რაოდენობის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
5. სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების საკუთრებაში არსებულ (რეგისტრირებულ) იარაღზე, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და იარაღის ხელახალი რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემაზე შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ნაჩვენებია ზუსტი მონაცემები გადასატან-გადასაზიდ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე;
ა) განცხადება;
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ა.ე) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა;
გ) A კატეგორიის იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან მისი ასლი;
ე) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი მიმართვა ფიზიკური პირის (მისი თანამდებობის მითითებით) საკუთრებად რეგისტრირებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ბ.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
მუხლი 6.
ზ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ა) იურიდიული პირის მიერ:
6. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების საკუთრებაში არსებულ (რეგისტრირებულ) ცეცხლსასროლ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის ნაცვლად წარდგენილ უნდა იქნეს თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი და პირადი განცხადება იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
ა.ა) ექსპორტიორის ბეჭდით დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია, ნომერი);
7. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოსარგებლე პირებისათვის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემული იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციისათვის უფლებამოსილმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა.ბ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გარკვეული რაოდენობის საქართველოში იმპორტის შესაბამისი ნებართვის ასლი;
ა) განცხადება;
ა.გ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემაზე შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ნაჩვენებია ზუსტი მონაცემები გადასაგზავნ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნისათვის პასუხისმგებელ პირთა საპასპორტო მონაცემები;
გ) „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ”–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურის წერილობითი მიმართვა სამსახურის ბალანსზე რიცხული იარაღის მოსარგებლე პირისათვის (მისი თანამდებობის მითითებით) სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსით გადაცემის თაობაზე;
ა.ე) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნა;
დ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
ბ) ფიზიკური პირის მიერ:
ე) ნებართვის გაცემისათვის მოსარგებლე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან მისი ასლი;
ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა.
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7.
8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეების მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის საკუთრების უფლებით შეძენისას დასაშვებია იმავდროულად იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭებაც.
1. იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვისა და იარაღის პირველადი რეგისტრაციისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა (პასპორტი) ან მისი ასლი;
ა) განცხადება იარაღის საკუთრების უფლებით შეძენის ნებართვის გაცემისა და იმავდროულად იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ბ) მოქალაქის რეგისტრაციის მოწმობა ან მისი ასლი;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კომისიური წესით გაცემული ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
გ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბაჟო დეკლარაციის ასლი;
დ) თანამდებობის დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) 2 ფოტოსურათი ზომით 3X4 (ფერადი);
ე) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) უცხო სახელმწიფოს მოქალაქემ იარაღის (სანადირო და სასპორტო) ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოში შემოტანის ნებართვის მისაღებად დამატებით უნდა წარადგინოს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე. აღნიშნული ნებართვა გაიცემა შესაბამისად კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით გათვალისწინებულ ვადებში;
ვ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა);
ზ) იარაღის ერთი სახეობის ცალკეული ეგზემპლარების საქართველოდან გატანის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს:
ზ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ.ა) უცხო სახელმწიფოდან სათანადო წესით დამოწმებული ასლი მოწვევისა ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე;
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზ.ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დასკვნა, რომ იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, მეცნიერულ ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას;
10. სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდგომ საკუთრებად რეგისტრირებულ იარაღზე სამსახურებრივ-საშტატო იარაღის სტატუსის მოხსნისას „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები, აგრეთვე საქართველოს უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების მოსამართლეები არ არიან ვალდებულნი განახორციელონ იარაღის ხელახალი რეგისტრაცია ან/და იარაღის რეგისტრაციის მოწმობის კატეგორიის შეცვლა და ავტომატურად ინარჩუნებენ იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებას) ნებართვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, მიდიან უცხო სახელმწიფოს სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილნი იქნებიან სამსახურიდან დისციპლინური ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.
ზ.გ) იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ან იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის ასლი.
11. სააგენტო უფლებამოსილია უფლებრივად შეუზღუდავი და აღურიცხავი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების წარმდგენ ფიზიკურ პირზე (მფლობელზე) გასცეს შეძენის ნებართვა და განახორციელოს საკუთრების უფლებით რეგისტრაცია (ლეგალიზაცია). ლეგალიზაციისათვის სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების მფლობელის მიერ სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნეს:
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ნებართვის გამცემი მოიპოვებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „ერთი სარკმლის პრინციპის“ შესაბამისად.
ა) განცხადება სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის ან/და იარაღის ძირითადი ელემენტების ლეგალიზაციის თაობაზე;
3. აღნიშნული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი იარაღი საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებში რეგისტრაციას შეძენიდან ათ დღეში.
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან ბინადრობის მოწმობა;
მუხლი 8.
გ) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
1. ტირის გახსნის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა) იურიდიული პირის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ე) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) ინდივიდუალური მეწარმის მიერ:
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
12. იარაღის ლეგალიზაციისათვის ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, ნებართვის მაძიებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ დამატებით უნდა წარადგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა.
ბ.ბ) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
13. იარაღის ძირითადი ელემენტის შეძენის უფლება არ გაიცემა, თუ მოთხოვნის მომენტისათვის დაინტერესებულ პირს მინიჭებული არა აქვს შესაბამისი ტიპის სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის ნებართვა.
გ) შენობის სიტუაციური ნახაზი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
14. რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღზე საკუთრების უფლების სხვა ფიზიკურ პირზე გადაცემისათვის უფლების გადამცემმა და მიმღებმა პირებმა სააგენტოში უნდა წარადგინონ:
გ.ა) სასროლი მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრისა; სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მეტრისა; სიგანე – არანაკლებ 3 მეტრისა;
ა) განცხადება საკუთრების უფლების გადაცემის თაობაზე;
გ.ბ) შენობას უნდა ჰქონდეს ჰაერგამწოვი და ხმის დამხშობი;
ბ) უფლების გადამცემისა და მიმღების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ.გ) კედლები უნდა იყოს მყარი, არანაკლებ 400 მმ სისქისა;
გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
გ.დ) შენობა-ნაგებობას უნდა ჰქონდეს ტყვიაგაუმტარი კარები;
დ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ე) სამიზნის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 0,5 სმ რკინის ფურცელი, სილის ტომრები 0,5 მეტრი სიგანის, რეზინის ფენა სულ ცოტა 0,4 სმ;
ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
გ.ვ) შენობას არ უნდა ჰქონდეს ფანჯარა;
ვ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ.ზ) შენობის დამცავი ავტონომიური სიგნალიზაცია;
ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გ.თ) რკინის კარადები და სეიფები, სადაც შეინახება იარაღი და საბრძოლო მასალა;
15. მემკვიდრეობით მიღებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემისა და რეგისტრაციისათვის მემკვიდრის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
დ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განცხადება;
დ.ა) დახლი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრი სიმაღლისა;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.ბ) დახლის სიგანე არანაკლებ 0,7 მეტრისა;
გ) სამკვიდრო მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება;
დ.გ) დახლის სიგრძე არანაკლებ 0,5 მეტრისა.
დ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
2. ტირის გახსნის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 წლის ვადით.
ე) იარაღის ბალისტიკური შემოწმების აქტი;
მუხლი 9.
ვ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
1. სასროლეთის, სასროლოსანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მისაღებად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა წარედგინოს:
ზ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა) იურიდიული პირის მიერ აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
თ) კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბ) ინდივიდუალური მეწარმის მიერ:
16. იმ შემთხვევაში, თუ იარაღის რეგისტრაციის მომენტისათვის არსებობს გარემოება, რომელიც ზღუდავს მემკვიდრეზე იარაღის შეძენის ნებართვის გაცემასა და რეგისტრაციას, სააგენტოს თანხმობით, მემკვიდრეს უფლება აქვს საკუთარ სახელზე დაურეგისტრირებლად განახორციელოს იარაღზე საკუთრების უფლების მესამე პირზე გადაცემა ან იარაღის საკომისიო წესით ჩაბარება ან იარაღის ჩამოწერა.
ბ.ა) ცნობა მისი ნასამართლობის არარსებობისა და ნარკოლოგიურ და ფსიქონევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
17. სამოქალაქო ცეცხლსასროლ ან/და გაზის (აირის) იარაღის ფიზიკურ პირზე საკუთრების ან სარგებლობის უფლების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლების მიმღები აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
ბ.ბ) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
18. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვები არ გაიცემა მოქალაქეობის არმქონე პირებზე.
გ) ადგილის სიტუაციური ნახაზი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781
გ.ა) დასახლებული პუნქტიდან დაშორებული უნდა იყოს 3 კმ მანძილით;
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160
გ.ბ) სასროლო მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრისა; სიმაღლე – არანაკლებ 10 მეტრისა; სიგანე – არანაკლებ 30 მეტრისა;
მუხლი 4🔗
გ.გ) ტერიტორიის ირგვლივ ქვის კედლების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრისა;
უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოდან გატანის ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
გ.დ) სასროლი კედლის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 5,5 მმ სისქის რკინის ფურცელი, სილის ტომრები 2 მეტრი სიგანისა, რეზინის ფენა არანაკლებ 0,6 მეტრისა;
ა) უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ.ე) ტერიტორიაზე უნდა იყოს ქვისაგან აშენებული სულ ცოტა 20 კვ.მ ფართობის იზოლირებული შენობა რკინის სეიფებით;
ბ) სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის საქართველოში შეძენისა და შეძენილი იარაღის საქართველოდან გატანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული წერილობითი სახის შუამდგომლობა;
დ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
გ) იარაღზე საკუთრების უფლების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.ა) სასროლი ადგილი უნდა იყოს გადახურული;
დ) ნებართვის გაცემისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ.ბ) სასროლი ადგილის სიგრძე – არანაკლებ 5 მეტრისა.
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას გასცემს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 წლის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160
მუხლი 5🔗
1. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიე-ბელმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) ექსპორტიორის მიერ დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია);
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადასატან-გადასაზიდი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ;
ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;
ა.ზ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა;
ა.თ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ფიზიკურმა პირმა:
ბ.ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ.ბ) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;
ბ.გ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვა;
ბ.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადასატან-გადასაზიდი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ;
ბ.ე) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. იარაღისა და საბრძოლო მასალის გადატანა-გადაზიდვის ნებართვა გაიცემა არა უმეტეს სამი თვის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781
მუხლი 6🔗
იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) ექსპორტიორის მიერ დამოწმებული მონაცემები იარაღის თითოეული ეგზემპლარის შესახებ (დასახელება, მოდელი, სერია);
ა.დ) იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში იმპორტის შესაბამისი მოწმობა ან მისი ასლი;
ა.ე) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესაბამისი დოკუმენტი, სადაც ასახულია ზუსტი ინფორმაცია გადასაგზავნი იარაღისა და საბრძოლო მასალის შესახებ;
ა.ვ) იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნისათვის პასუხისმგებელ პირთა მონაცემები;
ა.ზ) ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მონაცემები, რითაც ხორციელდება იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაგზავნა;
ა.თ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ი) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ფიზიკურმა პირმა:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
ბ.გ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
ბ.დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ე) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781
მუხლი 7🔗
1. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საქართველოში შემოსატანი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის რაოდენობა;
ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა;
გ) ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ამ მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვა გაიცემა ერთდროულად არა უმეტეს 5 ერთეული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის ან/და მისი/მათი ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ან/და ერთდროულად არა უმეტეს 1000 ერთეული საბრძოლო მასალის (ვაზნის) საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის შემთხვევაში.
3. ნებართვის მაძიებლის მოთხოვნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ნებართვაში „გადაადგილების მარშრუტის“ გრაფაში შეიძლება მიეთითოს რეგისტრაციის ვადის დადგომამდე საქართველოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღის ან/და მისი/მათი ძირითადი ელემენტების დროებითი შენახვის ადგილი, რაც უფლებას აძლევს ნებართვის მფლობელს საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემდეგ ორი კალენდარული დღის ვადაში აღნიშნული ნებართვის საფუძველზე გადაიტანოს საქართველოში შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა დროებითი შენახვის ადგილზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე შემოტანილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღი, მისი/მათი ძირითადი ელემენტები საჭიროებს სააგენტოში რეგისტრაციას საქართველოში შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში (აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების დრო).
5. საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვის გაცემისათვის დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეტანის თაობაზე უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვა (თანხმობა);
ბ) იარაღის რეგისტრაციის მოწმობა;
გ) ნებართვისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. ნებართვის გაცემისათვის სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებისა, ნებართვის მაძიებელს დამატებით მოსთხოვოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ იარაღი არ წარმოადგენს კულტურულ, ისტორიულ, სამეცნიერო ან ეთნოგრაფიულ ღირებულებას.
7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისას ნებართვის მაძიებლის თხოვნის საფუძველზე შეიძლება იმავდროულად გაცემულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნებართვაც.
8. უცხო სახელმწიფოს მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოში შემოიტანოს სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე აღნიშნული იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა (მაგრამ არა უმეტეს 500 ერთეული ვაზნისა), თუ არსებობს შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ნადირობაზე ან მოწვევა სპორტულ ღონისძიებაზე. შემოტანილი იარაღი საქართველოდან გატანილ უნდა იქნეს იმ ვადებში, რომლებიც გათვალისწინებულია შესაბამისი კონტრაქტით (ხელშეკრულებით) ან მოწვევით, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა.
9. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ ან საქართველოში მომწვევმა მხარემ უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში დროებითი საცხოვრებელი ადგილის და შემოსატანი და გასატანი სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის იარაღის საქართველოში დროებითი შენახვის ადგილის მითითებით;
ბ) საქართველოში შემოსატანი და გასატანი სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი (ან დოკუმენტის ასლი);
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ნადირობაზე შესაბამისი კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან სპორტულ ღონისძიებაზე მოსაწვევი;
ე) ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
10. უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში ნადირობაზე ან სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მომწვევი პირის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემისათვის დადგენილი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის წარდგენის შემთხვევაში ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გადასაცემად გადაეცემა მომწვევ პირს.
11. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვაში შეიძლება დამატებით მიეთითოს საქართველოში შემოტანილი იარაღის დროებითი შენახვის ადგილი.
12. შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებელმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესახებ;
ბ) სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
13. შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას უფლება აქვს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის საფუძველზე სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის უკან საქართველოში შემოტანისა და შესაბამისი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების შემდეგ ორი სამუშაო დღის განმავლობაში გადაიტანოს იარაღი მუდმივი შენახვის ადგილზე.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160
მუხლი 71🔗
1. სააგენტოს მიერ იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ნებართვები გაიცემა ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის, აგრეთვე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გარეშე, თუ:
ა) ნებართვის მაძიებელს საკუთრების ან სარგებლობის უფლებით რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის (აირის) იარაღი;
ბ) ნებართვის მაძიებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება;
გ) ნებართვის მაძიებელი ახორციელებს იარაღის ხელახალ რეგისტრაციას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება, თუ:
ა) დაინტერესებული პირი უფლების რეალიზებას ახორციელებს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლების აღდგენის შემდეგ;
ბ) დაინტერესებულ პირს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენის ან შენახვის გასაღების მიზნის გარეშე ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი;
გ) ელექტრონული ან მატერიალური დოკუმენტის სახით სააგენტოში არსებობს ინფორმაცია ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე;
დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას.
3. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გარემოებებისა, სააგენტოს თანამშრომელს აქვს დისკრეციული უფლებამოსილება ვიზუალური დაკვირვების საფუძველზე ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებართვის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე საფუძვლიანი ეჭვის აღმოჩენისას მოითხოვოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას სააგენტო (ან მისი თანამშრომელი) არ არის ვალდებული დაასაბუთოს ნებართვის მაძიებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით ნებართვის გაცემისათვის განსაზღვრული ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებისადმი შეუსაბამობის თაობაზე ეჭვის წარმოშობის საფუძველი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160
მუხლი 8🔗
1. ტირის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ა.დ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ა.ე) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ადასტურებს პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს, ასევე ცნობა ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ბ.ე) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ბ.ზ) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ადგილის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) სასროლი მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრი; სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მეტრი; სიგანე – არანაკლებ 3 მეტრი;
ბ) შენობას უნდა ჰქონდეს ჰაერგამწოვი და ხმის დამხშობი;
გ) კედლები უნდა იყოს მყარი, არანაკლებ 400 მმ სისქის;
დ) შენობა-ნაგებობას უნდა ჰქონდეს ტყვიაგაუმტარი კარები;
ე) სამიზნის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 0,5 სმ რკინის ფურცელი, სილის ტომრები – 0,5 მეტრი სიგანის, რეზინის ფენა – სულ ცოტა 0,4 სმ;
ვ) შენობას არ უნდა ჰქონდეს ფანჯარა;
ზ) შენობა აღჭურვილი უნდა იყოს დამცავი ავტონომიური სიგნალიზაციით;
თ) შენობაში უნდა იყოს რკინის კარადები და სეიფები, სადაც შეინახება იარაღი და საბრძოლო მასალა;
ი) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ი.ა) დახლი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრი სიმაღლის;
ი.ბ) დახლის სიგანე – არანაკლებ 0,7 მეტრი;
ი.გ) დახლის სიგრძე – არანაკლებ 0,5 მეტრი.
3. ტირის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781
მუხლი 9🔗
1. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) იურიდიულმა პირმა:
ა.ა) განცხადება;
ა.ბ) იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.გ) აღნიშნულ დაწესებულებაში მომუშავე ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ა.დ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ა.ე) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ბ) ინდივიდუალურმა მეწარმემ:
ბ.ა) განცხადება;
ბ.ბ) ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.გ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ბ.დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომელიც ადასტურებს პირის ნასამართლობაში არყოფნის ფაქტს, ასევე ცნობა ნარკოლოგიურ და ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერებში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
ბ.ე) ინსტრუქტორის სათანადო განათლების ან/და კვალიფიკაციის დამადასტურებელი ცნობა (სერტიფიკატი, მოწმობა);
ბ.ვ) ადგილის სიტუაციური ნახაზი;
ბ.ზ) მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.თ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი ადგილის სიტუაციური ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) დასახლებული პუნქტიდან დაშორებული უნდა იყოს 3 კმ მანძილით;
ბ) სასროლო მანძილი უნდა იყოს არანაკლებ 100 მეტრი; სიმაღლე – არანაკლებ 10 მეტრი; სიგანე – არანაკლებ 30 მეტრი;
გ) ტერიტორიის ირგვლივ ქვის კედლების სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრი;
დ) სასროლი კედლის უკან უნდა იყოს სულ ცოტა 5,5 მმ სისქის რკინის ფურცელი, სილის ტომრები – 2 მეტრი სიგანის, რეზინის ფენა – არანაკლებ 0,6 მეტრი;
ე) ტერიტორიაზე უნდა იყოს ქვისაგან აშენებული სულ ცოტა 20 კვ.მ ფართობის იზოლირებული შენობა რკინის სეიფებით;
ვ) სასროლი პოზიცია უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ვ.ა) სასროლი ადგილი უნდა იყოს გადახურული;
ვ.ბ) სასროლი ადგილის სიგრძე უნდა იყოს არანაკლებ 5 მეტრი.
21. სახელმწიფო გასამხედროებული დაწესებულებების გამგებლობაში არსებულ სარეჟიმო ობიექტებზე სასროლეთის მოწყობის ნებართვა გაიცემა მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მანძილის მიუხედავად, თუ ობიექტი აკმაყოფილებს მე-2 პუნქტით დადგენილ სხვა მოთხოვნებს და არ არის საფრთხის შემცველი სასროლი მიმართულების და ადგილის რელიეფის გათვალისწინებით.
3. სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა გაიცემა 5 წლის ვადით.
საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238- სსმ III, №174, 05.12.2008 წ ., მუხ .1781
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20.01.2012წ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
შეტანილი ცვლილებები :
1. საქართველოს მთავრობის 2008 წლის 3 დეკემბრის დადგენილება №238-სსმIII, №174, 05.12.2008წ., მუხ.1781
2. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 6 ნოემბრის დადგენილება №352-სსმIII, №152, 22.11.2010წ., მუხ.2160
3. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 18 იანვრის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 20 .01.2012წ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის წესისა და დამატებითი პირობების დადგენის შესახებ“, №162, 21.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.10.003.000.296 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10426-4/