,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.01.2009 ძალადაკარგული 10.06.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№34
სარეგისტრაციო კოდი
010.110.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 11, 30/01/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №34

2009 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის საფუძველზე დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 9 ნოემბრის №637 ბრძანებულება.

3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 თებერვლიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება №625-სსმIII, №98, 12.08. 2010წ.,მუხ.1433

2. საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1097-სსმIII, №172, 31.12.2010წ., მუხ.2530

3. საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

დებულება

საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში – კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა (საქართველოს მოქალაქეობის მიღება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა) განხილვა-გადაწყვეტის, აგრეთვე, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს.

    მუხლი 2

საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წერილობითი განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები დაინტერესებულ პირებს შეაქვთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში (შემდეგში – სააგენტო) ან სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდეგში – ტერიტორიული სამსახური).

     მუხლი 2 ​1

1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სააგენტოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნების გზით. სააგენტოში განცხადების წარდგენისას დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ასევე მიუთითოს სააგენტოსთან კომუნიკაციის დამატებითი ფორმა – ელექტრონული ფოსტა. ელექტრონული ფოსტის მითითების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირთან კომუნიკაცია ხორციელდება მხოლოდ სააგენტოს ინტერნეტგვერდისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება№625-სსმIII,№98,12.08.2010წ.,მუხ.1433

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1097-სსმIII, №172, 31.12.2010წ., მუხ.2530

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 3

1. საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ პირებს წერილობითი განცხადებები და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები შეაქვთ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში, ან პირდაპირ უგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს.

2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დოკუმენტაციის წარდგენიდან 3 დღის ვადაში აღნიშნულ დოკუმენტაციას უგზავნის სააგენტოს პირდაპირ ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით.

3. (ამოღებულია – 10.05.2011, №248).

4. (ამოღებულია – 10.05.2011, №248).

5. (ამოღებულია – 10.05.2011, №248).

6. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება წერილობით განცხადებებსა და საკითხის განხილვისათვის საჭირო დოკუმენტებს ამ მუხლით დადგენილ ვადებში სააგენტოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უგზავნის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფორმით გაგზავნის შემთხვევაში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია გონივრულ ვადაში უზრუნველყოს ასევე განცხადებებისა და დოკუმენტაციის წერილობითი ფორმით გადაგზავნა.

7. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება პასუხისმგებელია ელექტრონული და წერილობითი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტების იდენტურობისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 4

1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადება/წარდგინება სააგენტოს ან ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებულად ითვლება განმცხადებლის მიერ დოკუმენტაციის სრულად წარდგენისა და დოკუმენტების სააგენტოში ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრაციის დღიდან.

2. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში შეტანილი განცხადებები მიღებულად ითვლება განმცხადებლის მიერ საჭირო დოკუმენტაციის წარდგენისა და საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაციის დღიდან.

3. განცხადებები და თანდართული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე. სხვა ენაზე შედგენილი დოკუმენტები მიიღება სათანადო წესით დამოწმებული ფორმით, სანოტარო წესით დამოწმებული ან საკონსულო თანამდებობის პირის მიერ შესრულებულ და დადასტურებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად.

4. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დაუცველად, თუ იგი შეიცავს უცხოელის პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.

5. წარდგინების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განხილვის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტები სააგენტოს მიერ განსახილველად მიღებულ იქნეს ქართულენოვანი თარგმანის, ასევე ლეგალიზებისა და აპოსტილით დამოწმების გარეშე.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება№625-სსმIII,№98,12.08.2010წ.,მუხ.1433

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 5

1. მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებებს დაინტერესებული პირები წარადგენენ პირადად, მინდობილობის მქონე პირის ან ფოსტის მეშვეობით, ან სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების საშუალებით.

1​1. სააგენტოში ან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენის დროს განმცხადებელს გადაეცემა საინფორმაციო ბარათი, სადაც სხვა  შესაბამის ინფორმაციასთან ერთად მითითებული უნდა იყოს დაინტერესებულ პირთან კომუნიკაციის ფორმის თაობაზე. საინფორმაციო ბარათის ფორმა მტკიცდება სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. არასრულწლოვანთა და ქმედუუნარო პირთა მოქალაქეობის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის საფუძველზე.  14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის საკითხზე კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს 14-დან 18 წლამდე პირის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის წინაშე გამოხატული წერილობითი თანხმობა.

3. 18 წლამდე ასაკის პირთა მოქალაქეობის საკითხზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა ან წერილობითი თანხმობა გამოხატული უნდა იქნეს განცხადების მიმღები ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.

3​1. თუ არასრულწლოვან პირს არ აქვს ფოტოსურათიანი დოკუმენტი, განცხადებაზე თანდართულ ფოტოსურათზე გამოსახული პირის იდენტურობა ამავე განცხადებაში მითითებული არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან, ხოლო 14-დან 18 წლამდე პირის წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, ასევე, ამ თანხმობის გამცემი არასრულწლოვანი პირის მონაცემებთან, წერილობით შეიძლება დაადასტუროს საქართველოს მოქალაქეობის მქონე ნებისმიერმა სრულწლოვანმა პირმა.

4. ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის სახელით, მისივე დავალებით, განცხადებასა და შესაბამის დოკუმენტებს ხელს აწერს სხვა პირი, რაც მოწმდება სანოტარო წესით.

5. სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ პირთა ხელმოწერა განცხადებაზე დასტურდება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება№625-სსმIII,№98,12.08.2010წ.,მუხ.1433

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

     მუხლი 6

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია განცხადებასთან ერთად წარადგინოს მოქალაქეობის საკითხის განსახილველად საჭირო ყველა საბუთი. დოკუმენტაციის არასრულად წარდგენის შემთხვევაში, სააგენტო, მის მიერ განცხადების რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში დაინტერესებულ პირს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

1​1. სააგენტო უფლებამოსილია განმცხადებელს საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტი/ინფორმაცია მოსთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, თუ დოკუმენტის/ინფორმაციის გამოთხოვის საჭიროება გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ. სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

2. საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის ორგანოში განცხადების/წარდგინების რეგისტრაციის დღიდან 3 თვეს, ხოლო მოქალაქეობის დადგენის საკითხზე – 15 დღეს.

3. თუ განმცხადებელი აღარ არის დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობიდან გასვლის ან მოქალაქეობის აღდგენის საკითხით, იგი უფლებამოსილია ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიმართოს სააგენტოს და მოითხოვოს წარმოების შეწყვეტა.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება№625-სსმIII,№98,12.08.2010წ.,მუხ.1433

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 6​1

1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების მიღება დასაშვებია, თუ ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას.

2. სააგენტო უზრუნველყოფს ვიზუალური კონტაქტის ამსახველი ჩანაწერის ელექტრონული ფორმით შენახვას.

3. მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის აუცილებელი, უცხო სახელმწიფოში გაცემული დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ იქნეს ელექტრონული ფორმით დედნის წარდგენის გარეშე, თუ შესაძლებელია ამ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების ან ლეგალიზაციის ფაქტის ნამდვილობის შემოწმება შესაბამისი ელექტრონული რეესტრის ან სხვა საშუალებით.

5. ამ მუხლით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადების საფუძველზე მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის დაწესებული საფასურის გადახდა დასტურდება  საქართველოს საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ქვითრით.

6. ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორებით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული  ქვითრის წარუდგენლობის შემთხვევაში,  მის  წარსადგენად განმცხადებელს განესაზღვრება დამატებითი ვადა არა უმეტეს ერთი თვისა, რის თაობაზეც ეცნობება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, განცხადებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. ქვითრის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.        

8. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების განცხადების რეგისტრაციიდან 20 დღის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს განესაზღვრება ვადა დოკუმენტების წარსადგენად. დოკუმენტების წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.

9. ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით განსაზღვრულ ვადაში  დოკუმენტების მატერიალური ფორმით წარუდგენლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.

10. განმცხადებლის ვინაობასთან ან საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, შესაბამისი თანამდებობის პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ელექტრონული ფორმით წარდგენილი განცხადების განხილვაზე.

11. უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების წარდგენაზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება შეიძლება განხორციელდეს ელექტრონულად, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესით, თუ მესამე პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1097-სსმIII, №172, 31.12.2010წ., მუხ.2530

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 7

1. სააგენტო ვალდებულია განცხადების შეტანიდან 3 დღეში მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირის საგადასახადო დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – მოქალაქეობიდან გასვლის, მოქალაქეობის მიღების ან აღდგენისათვის კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის, აგრეთვე სხვა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებს – მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ.

2. სააგენტოს მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოთხოვა შეიძლება განხორციელდეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 8

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღეში მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია მოქალაქის საგადასახადო დავალიანების არსებობის თაობაზე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღეში გასცეს შესაბამისი ინფორმაცია განმცხადებლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის, აგრეთვე დასკვნა მოქალაქეობის მიღების ან აღდგენისათვის კანონით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის თაობაზე.

3. სხვა სახელმწიფო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 5 დღეში მიაწოდოს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხის განხილვისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია.

4. თუ ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში მითითებული ვადა საკმარისი არ არის საჭირო ინფორმაციის წარსადგენად, შესაბამისი ორგანო ვალდებულია ამის თაობაზე წერილობით აცნობოს სააგენტოს, რის შემდეგაც მას მიეცემა ორდღიანი დამატებითი ვადა.

5. ამ მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში აღნიშნულმა დაწესებულებებმა საჭირო ინფორმაცია სააგენტოს შეიძლება წარუდგინონ როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით.

6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, ასევე სხვა სახელმწიფო დაწესებულებები დადგენილ ვადებში არ გასცემენ შესაბამის ინფორმაციას, ითვლება, რომ არ არსებობს, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მიღების, აღდგენის ან საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებები და სააგენტო ვალდებულია დაასრულოს საკითხის განხილვა ამ დებულებით განსაზღვრულ ვადაში.

     მუხლი 9

საქართველოს მოქალაქეობის მიღების, მოქალაქეობის შეწყვეტის და მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე განცხადებისა და წარდგინების განმეორებითი განხილვა შეიძლება წინა გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება№625-სსმIII,№98,12.08.2010წ.,მუხ.1433

    მუხლი 10

მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებათა და სხვა დოკუმენტაციის განხილვისათვის მომსახურების საფასურის გადახდა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დაერთვება შესაბამის საქმეს.

    მუხლი 11

1. განცხადებების, წარდგინებებისა და სხვა დოკუმენტაციის განხილვის პროცესში სააგენტოს ან/და ტერიტორიულ სამსახურს უფლება აქვს მოიწვიოს განმცხადებელი, წარდგინების შემტანი ორგანოს წარმომადგენელი, აგრეთვე პირი, რომლის მოწვევასაც შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს საქმის განხილვასთან დაკავშირებული გარემოებების შესასწავლად, მიიღოს მათგან საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ახსნა-განმარტება, სახელმწიფო ორგანოებისა და იურიდიული პირებისაგან მიიღოს აუცილებელი საბუთები და წერილობითი დასკვნები განსახილველი საქმის ირგვლივ.

2. სააგენტო ვალდებულია მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში განმცხადებელს განუმარტოს კანონის მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეობის მიღებისას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმის აუცილებლობის შესახებ და მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი.

    მუხლი 12

1. კანონის 26-ე, 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი საკითხის განხილვის პროცესში გაივლის ტესტირებას ქართული ან აფხაზური ენის, აგრეთვე, დადგენილ ფარგლებში, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შესაფასებლად.

2. განმცხადებლის მიერ სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და  სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა  კომისია (შემდეგში – კომისია).

3. (ამოღებულია).

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებულება №1097-სსმIII, №172, 31.12.2010წ., მუხ.2530

    მუხლი 13

1. სააგენტოს მოტივირებული დასკვნა პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობის შესახებ ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.

1​1 . პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მოქალაქეობის საკითხის განხილვა დასრულდება სააგენტოში და სააგენტოს მოტივირებული დასკვნა განმცხადებელს ეცნობება 3 დღეში 2​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

2. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე განცხადებისა და წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.

3​1 . საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის სააგენტოს ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამ პირის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებისთანავე. აღნიშნულ დოკუმენტს ამ პუნქტში მითითებულ ორგანოებს წარუდგენს საქართველოს მოქალაქეობიდან გამსვლელი პირი ან იმ ქვეყნის შესაბამისი ორგანო, რომლის მოქალაქედაც ეს პირი იქნა მიღებული.

3​2 . საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ მუხლის 3​1  პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის მიღების შესახებ და უზრუნველყოს სააგენტოში მისი გადაგზავნა დოკუმენტის მიღებიდან 5 დღეში.

4. კანონის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-11-22-ე მუხლებით გათვალისწინებულ საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხებს განიხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ტერიტორიული სამსახური, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შემთხვევაში – შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება.

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება№625-სსმIII,№98,12.08.2010წ.,მუხ.1433

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 14

1. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება სააგენტოს.

2. მოქალაქეობის საკითხებზე კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლს დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

თავი II. საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესი

    მუხლი 15

1. კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად პირმა ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოში არანაკლებ ხუთი წლით მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

ბ) კანონის სამოქმედოდ შემოღების მომენტისათვის საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტის, სამხედრო ბილეთის, შრომის წიგნაკის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი);

გ) ფოტოსურათი, ზომით – 3 X 4.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება სააგენტოს საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა მონაცემების ერთიან რეესტრში (შემდეგში – ერთიანი რეესტრი) ან დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში.

3. მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვისას ტერიტორიული სამსახური, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება, თუ ეს შესაძლებელია, ერთიან რეესტრში ამოწმებს კანონით დადგენილ ვადაში განაცხადა თუ არა პირმა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე.

    მუხლი 16

1. კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საქართველოში დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, მშობლების საპასპორტო მონაცემები) ასლი;

ბ) 1991 წლის 21 დეკემბრამდე საქართველოში ცხოვრების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტების (პასპორტი, სამხედრო ბილეთი, შრომის წიგნაკი, ანდა იურიდიული ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი) ასლები;

გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ცნობა ამ ქვეყნის მოქალაქეობის არქონის შესახებ. ეს მოთხოვნა სავალდებულო არ არის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც ანალოგიურ ცნობებს არ გასცემენ. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებულ პირს უნდა განემარტოს, რომ მის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, იგი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) ფოტოსურათი, ზომით – 3 X 4.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება ერთიან რეესტრში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში.

    მუხლი 17

სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ დაინტერესებული პირი ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №1) განცხადებას.

    მუხლი 18

თუ პირი დაბადებულია საქართველოში და არ გააჩნია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია, სააგენტო ამ დებულების შესაბამისად განიხილავს ასეთი პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გასცემს პირადობის მოწმობას.

    მუხლი 19

1. ტერიტორიული სამსახური, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება უფლებამოსილია სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ასევე იურიდიული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს საქართველოს მოქალაქეობის დადგენის საკითხთა განხილვისათვის საჭირო დოკუმენტები, აგრეთვე მიიღოს თანამდებობის პირთა და მოქალაქეთა ახსნა-განმარტებები.

2. მოქალაქეობის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება დასკვნის სახით, რომელიც ეგზავნება განმცხადებელს. დასკვნა შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.

3. დადებითი დასკვნა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მოიპოვება საკმაო საფუძველი კანონის მე-3 და მე-11-22-ე მუხლების შესაბამისად პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად, ხოლო უარყოფითი დასკვნა – იმ შემთხვევაში, თუ არსებული საბუთებით არ დასტურდება კანონის ამ მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად პირის საქართველოს მოქალაქეობა.

4. დასკვნას ხელს აწერს ტერიტორიული სამსახურის უფროსი, რაც მოწმდება ტერიტორიული სამსახურის ბეჭდით, ხოლო დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მიერ მოქალაქეობის დადგენის საკითხის განხილვის შემთხვევაში – კონსული ან ამ უფლებამოსილების განმახორციელებელი სხვა პირი, რაც მოწმდება საკონსულო დაწესებულების ბეჭდით.

5. იმ შემთხვევაში, თუ პირი მიმართავს ტერიტორიულ სამსახურს, დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას მოქალაქეობის დადგენისა და პირადობის მოწმობის ან პასპორტის გაცემის მოთხოვნით, ტერიტორიული სამსახური, დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ამ დებულების შესაბამისად განიხილავს მოქალაქეობის დადგენის საკითხს და დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პირადობის მოწმობასა და პასპორტს გასცემს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის შედგენის გარეშე.

    მუხლი 20

მოქალაქეობის დადგენის თაობაზე ტერიტორიული სამსახურის, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დასკვნა შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 21

ტერიტორიულმა სამსახურმა, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ან საკონსულო დაწესებულებამ კანონმდებლობით დადგენილ ვადებში უნდა განახორციელოს მოქალაქეობის დადგენის თაობაზე დასკვნის აღსასრულებლად საჭირო ღონისძიებები (პირის რეგისტრაცია, რომლის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქეობის დადგენის შესახებ და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა).

თავი III. საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთა განხილვის წესი

    მუხლი 22

1. კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის და რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის) ასლი;

დ) საქართველოში სამუშაო ადგილის ან უძრავი ქონების, ან საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის, ანდა საქართველოს საწარმოში წილის ან აქციების ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება ერთიან რეესტრში.

3. კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველმა პირმა, კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიაზე დადგენილი წესით უნდა გაიაროს ტესტირება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შესამოწმებლად.

4. კომისიის დასკვნა ტესტირების შედეგებთან ერთად დაერთვება განმცხადებლის პირად საქმეს.

5. დაინტერესებული პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №2) განცხადებას.

    მუხლი 23

1. კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4;

დ) კანონის 27-ე მუხლის მოთხოვნათა დამადასტურებელი დოკუმენტები (დიპლომი, სამეცნიერო ხარისხის, სამხედრო წოდების, კვალიფიკაციის, საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობის, ინვესტორის, ჯილდოს, პრემიის, საავტორო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, პოლიტიკური პარტიის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იურიდიული პირების ხელმძღვანელთა შუამდგომლობა ან სხვა შესაბამისი დოკუმენტი).

2. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ვარაუდი საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველი პირისათვის კანონის 26​1 მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ, შესაბამისი კომპეტენციის მქონე ყოველი ორგანო თუ თანამდებობის პირი ვალდებულია მოთხოვნისთანავე მიაწოდოს სააგენტოს სათანადო ინფორმაცია.

3. კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველი პირი მოკლებულია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობას, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღების საკითხი განიხილება საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულად, აღნიშნული დოკუმენტაციის გარეშე.

4. დაინტერესებული პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №2) განცხადებას.

    მუხლი 24.

1. კანონის 28-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადი განცხადება საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე (განმცხადებელი ვალდებულია თან იქონიოს და მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, პასპორტი);

ბ) დაბადების მოწმობის ასლი (თუ მოქალაქეობის მიღების მსურველი პირი დაბადებულია საზღვარგარეთ და აქვს აღნიშნული დოკუმენტი);

გ) საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქორწინების მოწმობა ან სასამართლოს გადაწყვეტილება შესაბამისი იურიდიული ფაქტის დადგენის შესახებ) ასლი;

დ) მეუღლის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საქართველოს ტერიტორიაზე მეუღლესთან ერთად ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა ტერიტორიული სამსახურიდან);

ვ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება ერთიან რეესტრში.

3. კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით საქართველოს მოქალაქედ მიღების მსურველმა პირმა, კანონის 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიაზე დადგენილი წესით უნდა გაიაროს ტესტირება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შესამოწმებლად.

4. კომისიის დასკვნა ტესტირების შედეგებთან ერთად დაერთვება განმცხადებლის პირად საქმეს.

5. დაინტერესებული პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №2) განცხადებას.

    მუხლი 25

პირი, რომელიც იღებს საქართველოს მოქალაქეობას, საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისას ხელს აწერს საქართველოსადმი ერთგულების ფიცის ტექსტს (დანართი №6). ხელმოწერილი ფიცის ტექსტი ეგზავნება სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს მის დართვას შესაბამისი პირის საქართველოს მოქალაქეობის მიღების შესახებ საქმის მასალებზე.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

თავი IV. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხთა განხილვის წესი

    მუხლი 26

1. კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხის განსახილველად განმცხადებელმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შესაბამისად:

ა) იმ დოკუმენტების ასლები, რომლითაც დასტურდება, რომ იგი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;

ბ) კომპეტენტური ორგანოს ბრალით საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) მშობლების არჩევანის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4.

2. კანონის 29-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველმა პირმა სააგენტოში დამატებით უნდა წარადგინოს განცხადების შეტანის პერიოდისათვის საქართველოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე 26-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიაზე დადგენილი წესით უნდა გაიაროს ტესტირება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შესამოწმებლად.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ მოიპოვება ერთიან რეესტრში.

4. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენაზე პირს შეიძლება უარი ექთვას, თუ დადგინდება, რომ არსებობს კანონის 26​1 მუხლში მითითებული საფუძვლები.

5. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებების გამოსავლენად შესაბამისი კომპეტენციის მქონე ყველა სახელმწიფო ორგანო, ორგანიზაცია, თანამდებობის პირი ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია.

    მუხლი 27

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველი პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის (დანართი №3) განცხადებას.

თავი V. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხთა განხილვის წესი

    მუხლი 28

1. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განსახილველად საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველმა პირმა სააგენტოში, ტერიტორიულ სამსახურში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში უნდა წარადგინოს შემდეგ დოკუმენტები:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ყოფილი სსრკ-ის სიმბოლიკიანი პასპორტი, რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი;

ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირებისათვის – სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან ან სამხედრო ვალდებულების მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ;

გ) 2 ფოტოსურათი, ზომით 3 X 4;

დ) გვარის გამოცვლის შემთხვევაში – გვარის გამოცვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში – პირის დაბადების მოწმობის ასლი, აგრეთვე მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

2. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველი პირი საქართველოს პრეზიდენტის სახელზე ავსებს დადგენილი ფორმის განცხადებას (დანართი №4).

საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 აგვისტოს ბრძანებულება№625-სსმIII,№98,12.08.2010წ.,მუხ.1433

    მუხლი 29

1. საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო, საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოებისაგან გამოითხოვს ცნობებს იმის შესახებ, არის თუ არა განმცხადებელი მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და ხომ არ არსებობს მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება, აგრეთვე არსებობს თუ არა სახელმწიფოს წინაშე შეუსრულებელი მოვალეობა.

2. სახელმწიფო ორგანოებს, რომელთა მიმართაც საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის მსურველ პირს აქვს შეუსრულებელი ვალდებულებანი, უფლება აქვთ მიმართონ სააგენტოს და წარუდგინონ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება, სასამართლოს გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცელი და სხვ.).

3. სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საკითხის განხილვა მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებების შეწყვეტამდე.

    მუხლი 30

1. კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების გამოვლენისას წარდგინება (დანართი №5) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე სააგენტოში დაუყოვნებლივ შეაქვთ სასამართლოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურას, ხოლო სხვა სახელმწიფოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ – შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2. წარდგინებას თან უნდა ერთოდეს:

ა) საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, სარეგისტრაციო ბარათი და სხვ.) ასლი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული არა აქვს აღნიშნული დოკუმენტები – ძველი საპასპორტო მონაცემები და სხვა საბუთები, რითაც დასტურდება მისი საქართველოს მოქალაქეობა;

ბ) კანონით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების დამადასტურებელი დოკუმენტი (უცხო სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის ორგანოებში და მმართველობის სხვა ორგანოებში ან სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ შესვლის დამადასტურებელი დოკუმენტი; არასაპატიო მიზეზით ორი წლის განმავლობაში საკონსულო დაწესებულებაში რეგისტრაციის გარეშე სხვა სახელმწიფოში მუდმივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი; საქართველოს მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტების საფუძველზე მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი).

    მუხლი 31

თუ სააგენტოსათვის კანონის 35-ე მუხლში მითითებულ უწყებათა წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და მასალებს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 32

მოქალაქეობის საკითხთა განსახილველად წარდგენილ საბუთებში გაყალბების ნიშნების (ხელმოწერების, ბეჭდების, შტამპების, ჩანაწერების გადაკეთება, ფოტოსურათის შეცვლა და სხვ.) აღმოჩენის, აგრეთვე განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო მონაცემების უკმარისობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისაგან დამატებით გამოითხოვოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ცნობები და საჭირო მონაცემები.

თავი VII. მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტისა და ტერიტორიული სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულება

    მუხლი 33

მოქალაქეობის საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები დაუყოვნებლივ ეგზავნება სააგენტოს აღსასრულებლად.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 34 . (ამოღებულია)

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 35

ტერიტორიული სამსახური, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია კანონით დადგენილი წესითა და ვადების დაცვით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოახდინოს განმცხადებელთა რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა და, შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა ან გაუქმება, ხოლო აღნიშნულის თაობაზე დეტალური ინფორმაცია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სააგენტოს.

    მუხლი 36

1. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტების უსაფუძვლოდ გაცემის ან გაუქმების, საქართველოში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირისა და უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოში არაკანონიერ საფუძველზე რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მიიღოს ზომები აღნიშნულ ფაქტებზე სათანადო რეაგირებისათვის და მათ აღმოსაფხვრელად. ამ მიზნით მას უფლება აქვს გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია ტერიტორიული სამსახურის, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებისაგან.

2. მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით თანამდებობის პირთა ან მოქალაქეთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო სათანადო მასალებს დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის ორგანოებს, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართავს კომპეტენტურ ორგანოებს პირის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ.

    მუხლი 37

მოქალაქეობის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ დაინტერესებულ პირებს ეცნობებათ 2​1 მუხლის მე -2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 38

1. სააგენტო ტერიტორიული სამსახურიდან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობიდან ან საკონსულო დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტს პერიოდულად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ, წარუდგენს ანგარიშს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

2. ანგარიშში უნდა აღინიშნოს მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების ვადები, გატარებულ ღონისძიებათა ამსახველი დეტალები, გადაწყვეტილებათა აღსრულების წესების დარღვევისას – დარღვევის შინაარსი, აღსრულების გაჭიანურების მიზეზები და სხვა.

    მუხლი 39

მოქალაქეობის საკითხთა განხილვის მასალები ინახება სააგენტოს არქივში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VIII. მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოება

    მუხლი 40

1. საქართველოში მოქალაქეობის საკითხთა ერთიანი სისტემის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო აღნუსხავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა, აგრეთვე საქართველოში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობას, საქართველოს მოქალაქეობის მიღების, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დინამიკას.

2. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ვალდებულია სააგენტოს პერიოდულად, ყოველი წლის 1 თებერვლისათვის მიაწოდოს სრულყოფილი მონაცემები წინა წელს რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა შესახებ, აგრეთვე სხვა ქვეყნებში ემიგრირებულ საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაციის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.

3. სააგენტოში თავმოყრილი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ინფორმაციის მიღებიდან 1 თვეში საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში კანონიერად მცხოვრებ უცხოელთა მიგრაციული პროცესების დინამიკის შესახებ.

4. დაინტერესებულ პირებსა და სახელმწიფო ორგანოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეუძლიათ სააგენტოდან/ტერიტორიული სამსახურებიდან გამოითხოვონ მოქალაქეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

დანართი №1

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის

სააგენტოს/ტერიტორიულ სამსახურს /საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას/ /საქართველოს საკონსულო დაწესებულებას/

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 ფოტოსურათის

  ადგილი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქარველოს ორგანული კანონის ------ მუხლის ---- პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ დამიდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა.

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის №)

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. დაბადების ადგილი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. საქართველოში ცხოვრების ხანგრძლივობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 5. საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრების მიზეზი და ხანგრძლივობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. სამუშაო ადგილი, თანამდებობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. ვფლობ პასპორტს №––––––––––––              პირადი № –––––––––––––––––––––––

 გაცემულს

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

ბინადრობის მოწმობას სერია –––––––––– № ––––––––––––––––––––––––––––

გაცემულს

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

10. ჩემთან ერთად, გთხოვთ, საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინოთ ჩემს არასრულწლოვან შვილებს:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი)

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

11. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––

 (პირადი ხელმოწერა)

 „-------“ „-----------------------“ 20 ----------- წ.

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი)

–––––––––––––––––––

 (ხელმოწერა)

 „--------“ „---------------“ 20 -------- წ.

დანართი №2

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქარველოს ორგანული კანონის ------------ -- მუხლის

შესაბამისად, გთხოვთ მიმიღოთ საქართველოს მოქალაქ ედ .

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(გვარის გამოცვლის შემთხვევაში მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის №)

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. დაბადების ადგილი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. მოქალაქეობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ნასამართლობა

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი

7. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. ვფლობ პასპორტს № ––––––––––––                 პირადი № ––––––––––––––

გაცემულს

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

ბინადრობის მოწმობას სერია –––––––––––––              №–––––––––––––––––––––

გაცემულს

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

9. ჩემთან ერთად, გთხოვთ, საქართველოს მოქალაქედ მიიღოთ ჩემი

არასრულწლოვანი შვილები:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი)

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

11. ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი

განვაცხადო  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოქალაქეობაზე.

–––––––––––––––––––––––

 (პირადი ხელმოწერა)

 „---------“ „----------------“ 20 ------ წ.

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი)

––––––––––––––––––

  (ხელმოწერა)

დანართი №3

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფოტოსურათის

ადგილი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის

------- პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ აღმიდგინოთ საქართველოს მოქალაქეობა

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 (გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის №)

2. დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. დაბადების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. მოქალაქეობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ნასამართლობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი.  

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. საქართველოში დასახლების თარიღი და საფუძველი –––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის მიზეზი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. ვფლობ პასპორტს № ––––––––––––             პირადი № –––––––––––––––––––––––––––––––––––

 გაცემულს

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

ბინადრობის მოწმობას სერია –––––––––––––––––––            № ––––––––––––––––––––––––––––

გაცემულს

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

10. ჩემთან ერთად, გთხოვთ საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინოთ ჩემს არასრულწლოვან შვილებს:

11. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი)

12. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

13. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

14. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

15. ჩემი თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმა ვარ უარი

განვაცხადო  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მოქალაქეობაზე.

 –––––––––––––––––––––

(პირადი ხელმოწერა)

  „------“ „-----------“ 20 ---- წ.

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი)

––––––––––––––––––

  (ხელმოწერა)

 „-------“ „-------------“ 20---- წ.

დანართი №4

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

საქართველოს პრეზიდენტს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ფოტოსურათის

 ადგილი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ გადაწყვიტოთ საქართველოს მოქალაქეობიდან ჩემი გასვლის საკითხი.

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(გვარის გამოცვლის შემთხვევაში, მიუთითეთ პირვანდელი გვარი, გვარის გამოცვლის თარიღი და შესაბამისი მოწმობის №)

2. დაბადების თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(რიცხვი, თვე, წელი)

3. დაბადების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. სამუშაო ადგილი, თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. მისამართი, ტელეფონი (სამსახურის, სახლის) და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. ვფლობ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას –––––––––––––––––––––––––––––––

პირადი № –––––––––––––––––––––––––––––––––––––––   გაცემულს

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

ვფლობ პასპორტს № ----------------            პირადი № ––––––––––––––––––––––––––––––

გაცემულს –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(თარიღი, ვის მიერ, რა ვადით)

7. გთხოვთ, ჩემთან ერთად გადაწყვიტოთ ჩემი არასრულწლოვანი შვილების

საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი:

8. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი)

თანახმა ვარ, საქართველოს წინაშე ჩემ მიერ არსებული საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია გადამოწმებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

9. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

11. განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

6. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

7. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

8. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

9. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

10. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––

 (პირადი ხელმოწერა)

 „--------“ „------------“ 20 ----- წ.

განცხადება და თანდართული დოკუმენტები მივიღე

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელმწიფო ორგანო, თანამდებობა, სახელი, გვარი)

–––––––––––––––––––

 (ხელმოწერა)

დანართი №5

საჯარო სამართლის იურიდიულ პირს –

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს

წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

ფოტოსურათის

ადგილი

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის ------ პუნქტისა და 35-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, წარმოგიდგენთ მასალებს

მოქ. –––––––––––––– საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ.

წარდგინებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––

სახელმწიფო ორგანოს დასახელება

–––––––––––––––––––––––––––––––––

თანამდებობის პირის ხელმოწერა

 „------------“ „----------------------“ 20 ------ წ.

დანართი №6

საქართველოს მოქალაქის ფიცი

მე, --------------------------, ვხდები რა საქართველოს მოქალაქე, ვფიცავ

         (გვარი, სახელი)

ერთგულად ვემსახურო საქართველოს, დავიცვა მისი კონსტიტუცია და ყველა კანონი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა. საქართველოს სახელმწიფო ენად ვაღიარებ ქართულ ენას. ვალდებულებას ვიღებ პატივი ვცე საქართველოს კულტურასა და ეროვნულ ტრადიციებს.

__________________________

      (პირადი ხელმოწერა)

                                                                                 ,,----------“  ,,----------------------“ 20

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 10 მაისის ბრძანებულება №248 – ვებგვერდი, 10.05.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ““, №34, 30.01.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.110.000.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 10.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/104410-3/