მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.10.2010 ბოლო ცვლილება 18.07.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№314
სარეგისტრაციო კოდი
010140010.10.003.016045
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 134, 19/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 314

2010 წლის 1 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრი – კომისიის თავმჯდომარე.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – კომისიის თანათავმჯდომარე.

3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე.

6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოადგილე.

7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.

9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის დადგენილება №94 -ვებგვერდი,28.02.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 თებერვლის დადგენილება №51 - ვებგვერდი, 17.02.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №470 - ვებგვერდი, 20.12.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 აპრილის დადგენილება №95 – ვებგვერდი, 29.04.2013წ.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15  სექტემბრის  დადგენილება № 483 - ვებგვერდი, 16.09.2015წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15 თებერვლის დადგენილება №89 - ვებგვერდი, 08.02.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №407 - ვებგვერდი, 10.08.2018წ.

მუხლი 1​1. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:

ა) მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) წარმომადგენელს;

ბ) საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU Delegation) წარმომადგენელს;

გ) გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) წარმომადგენელს;

დ) მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელს;

ე) გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელს;

ე​1) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს;

ვ) ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრს;

ზ) მიგრაციის ცენტრს;

თ) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას;

ი) სამოქალაქო განვითარების სააგენტოს.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №470 - ვებგვერდი, 20.12.2012წ.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის დადგენილება №396 – ვებგვერდი, 18.06.2014წ.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 8 აგვისტოს დადგენილება №407 - ვებგვერდი, 10.08.2018წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №370 – ვებგვერდი, 26.07.2021წ.

მუხლი 1​2. ამ დადგენილების 1​1 მუხლით გათვალისწინებული ორგანიზაციები სარგებლობენ საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციის სტატუსით. ამ ორგანიზაციებზე არ ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის დებულების 4​1 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, ხოლო  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე, აგრეთვე − ამავე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების მოთხოვნები.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23  მარტის  დადგენილება №144  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 23 ივლისის დადგენილება №370 – ვებგვერდი, 26.07.2021წ.

მუხლი 2. დამტკიცდეს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი             ნ. გილაური

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მიზანი

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია მიგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლი ტიკის განსაზღვრისა და საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №369 -ვებგვერდი, 27.09.2011წ.

    მუხლი 2. კომისიის ამოცანები

კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება შიდა და გარე მიგრაციის სფეროში საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრისა და საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) წინადადებების შემუშავება ემიგრაციიდან დაბრუნებული საქარ თვე ლოს მოქალაქეების რეინტეგრაციისა თვის;

გ) ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე მიგრაციის სფეროში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი წინადადებების შემუშავება.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №369 -ვებგვერდი, 27.09.2011წ.

    მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;

ა​1 ) დაამყაროს ურთიერთობები უცხო ქვეყნის სახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის შიგნით მონაწილეობა მიიღოს მიგრაციის საკითხებზე საერთაშორისო დოკუმენტების მომზადებასა და განხილვაში;

ა​2) განახორციელოს დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით მიგრაციის საკითხებზე სახელმწიფო ორგანოებში პროექტების ინიცირებისა და იმპლემენტაციისას;

ა​3) სხვა ქვეყნის ორგანოებთან გააფორმოს შეთანხმებები მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას;

ა​4) აღმოუჩინოს დახმარება უცხო ქვეყნის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს სახელმწიფო ორგანოებთან მიგრაციის საკითხებზე კომუნიკაციის განხორციელებაში;

ა​5) განიხილოს სამართლებრივი აქტის პროექტები, რომლებსაც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს მიგრაციის მართვის სხვადასხვა სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ;

ა​6) ამ დებულების 4​1 მუხლით დადგენილი წესით, მიგრაციის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს მიანიჭოს ან შეუწყვიტოს საკონსულტაციო სტატუსი;

ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა საჯარო დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანო ბი სათვის აუცილებელი ინფორმაცია;

გ) შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით;

დ) მოამზადოს წინადადებები კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №369 -ვებგვერდი, 27.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23  მარტის  დადგენილება №144  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

    მუხლი 4. კომისიის ხელმძღვანელობა და მუშაობის წესი

1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ან მათ წარმომადგენელთა ნახევარზე მეტი.

1​1. კომისიის წევრის წარმომადგენელი კომისიის მუშაობაში კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობს მხოლოდ დღის წესრიგით წინასწარ განსაზღვრული საკითხების გადაწყვეტისას.

2. (ამოღებულია – 17.12.2012, №470).

2​1 . კომისიას ხელმძღვანელობს კომისიი ს თავმჯდომარე, რომელიც:

ა) უძღვება კომისიის საქმიანობას;

ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს კომისიის მდივნის წარდგი ნებით;

გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;

დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ე) უზრუნველყოფს კომისიის ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა ღო ნისძ ი ებების განხორციელებას.

3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში სხდომას უძღვება კომისიის თანათავმჯდომარე.

4. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც იმავდროულად არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო) თანამშრომელი.

 5. (ამოღებული – 23.09.2011, №369).

 6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

 7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

 8. კომისია საოქმო გადაწყვეტილებით სამუშაო ჯგუფს ავალებს ცალკეული საკითხების შესწავლას და კომისიის სხდომაზე განსახილველ შესაბამის გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებას.

 9. კომისიის სხდომის ოქმს და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი.

 10. კომისია იკრიბება, როგორც წესი, წელიწადში 2-ჯერ, თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის ინიციატივით. საჭიროების შემთხვევაში კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №369 -ვებგვერდი, 27.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №470 - ვებგვერდი, 20.12.2012წ. 

    მუხლი 4​1. საკონსულტაციო სტატუსი

1. საკონსულტაციო სტატუსის მიზანია კომისიის ანალიტიკურ და ექსპერტულ შესაძლებლობათა გაძლიერება და მხარდაჭერა.

2. საკონსულტაციო სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

ა) არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება მიგრაციის სფეროში, რაც დასტურდება მის მიერ განხორციელებული საქმიანობის მოკლე აღწერით;

ბ) ბოლო 3 წლის მანძილზე მიგრაციის სფეროში ორგანიზაციის ინიციატივით განხორციელებული პროექტები, მათ შორის, ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, მიგრაციის სფეროში ბოლო 2 წლის მანძილზე განხორციელებული მინიმუმ 2 პროექტი, რაც დასტურდება პროექტების აღწერილობითა და მიღწეული შედეგების დახასიათებით.

3. საკონსულტაციო სტატუსის მოთხოვნის შესახებ განაცხადი და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარედგინება სამდივნოს, რომელიც საკითხს ამზადებს კომისიის სხდომაზე განსახილველად.

4. საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილებით/მიწვევით შეიძლება დაესწრონ კომისიის სხდომებსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს, მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში და წარადგინონ შესაბამისი წინადადებები.

5. საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციები კომისიის სხდომებსა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ სარგებლობენ ხმის მიცემის უფლებით.

6. ორგანიზაციას საკონსულტაციო სტატუსი შეიძლება შეუწყდეს, თუ:

ა) მოწვევის მიუხედავად, წელიწადში ორჯერ არ დაესწრო კომისიის სხდომას ან/და სამუშაო ჯგუფის შეხვედრას;

ბ) ბოლო 1 წლის მანძილზე არ განუხორციელებია პროექტები მიგრაციის სფეროში;

გ) საკონსულტაციო სტატუსის მინიჭების შემდეგ მის მიერ განხორციელებული პროექტები არ გამომდინარეობს მიგრაციის სფეროში ქვეყნის სტრატეგიული ამოცანებიდან.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ორგანიზაციას საკონსულტაციო სტატუსი შეუწყდება კომისიის მიერ საკითხის განხილვის გარეშე, ხოლო ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, საკონსულტაციო სტატუსის შეწყვეტის საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

8. საკონსულტაციო სტატუსის მქონე ორგანიზაციების ნუსხა ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე: www.migration.commission.ge.

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 23  მარტის  დადგენილება №144  - ვებგვერდი, 27.03.2017წ.

    მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

1. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ და ინტელექტუალურ  უზრუნველყოფას ახორციელებს სამდივნო.

2. სამდივნო უზრუნველყოფს:

ა) კომისიის დავალებათა შესრულების მიზნით კომისიის შემადგენლობაში შემავალი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენელთა შორის ინფორმაციის გაცვლისა და ურთიერთობის კოორდინაციას;

ბ) მიგრაციის სფეროში საინფორმაციო-ანალიტიკური მასალების მომზადებას;

გ) კომისიის დახმარებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში;

დ) კომისიის მიერ ინიციირებული შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადებას;

ე) კომისიის მიერ უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელებას.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 სექტემბრის დადგენილება №369 -ვებგვერდი, 27.09.2011წ.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 დეკემბრის დადგენილება №470 - ვებგვერდი, 20.12.2012წ.

    მუხლი 6. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა

კომისიის საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს საქართველოს მთავრობა.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №314, 13.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010140010.10.003.016045 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.07.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1049764-11/