სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.07.2009 ბოლო ცვლილება 17.07.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№403
სარეგისტრაციო კოდი
020.020.000.08.
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 86, 14/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №403

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ

1. უფლებამოსილი ორგანოების მიერ დოკუმენტების აპოსტილისა და ლეგალიზაციის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების თანდართული წესი.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 179 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    მ. სააკაშვილი 

 

ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის შემადგენლობას, მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ და მონაცემთა წარდგენისათვის ვალდებულ ორგანოებს.

    მუხლი 2

ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზაში (შემდეგში – მონაცემთა ბაზა) აისახება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულების:

ა.ა) სრული დასახელება;

ა.ბ) დებულების დამტკიცების, დაწესებულების რეგისტრაციის ან ლიცენზირების შესახებ აქტის რეკვიზიტები;

ა.გ) უფლებამოსილება დებულების ან აქტის მიხედვით;

ა.დ) სამსახურებრივი ბეჭდების, შტამპების, ბლანკების ნიმუშები და მათი დამტკიცების შესახებ აქტის რეკვიზიტები;

ბ) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურული ერთეულის ან ტერიტორიული ორგანოს:

ბ.ა) დასახელება;

ბ.ბ) დებულების დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები;

ბ.გ) უფლებამოსილება დებულების მიხედვით;

ბ.დ) სამსახურებრივი ბეჭდების, შტამპების, ბლანკების ნიმუშები და მათი დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები;

გ) ადმინისტრაციული ორგანოს, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმოწერისათვის უფლებამოსილი პირის:

გ.ა) სახელი და გვარი;

გ.ბ) პირადი ნომერი;

გ.გ) უფლებამოსილება;

გ.დ) დანიშვნის (არჩევის) და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შესახებ აქტის რეკვიზიტები;

გ.ე) ხელმოწერის ნიმუში;

გ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისას – მისი მოვალეობის შემსრულებლის შესახებ „გ.ა“–„გ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები.

    მუხლი 3

1. ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია წარადგინოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენის დროისათვის არსებული მდგომარეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემები ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარედგინოს ამ წესის ამოქმედებიდან ორ კვირაში.

    მუხლი 4

1. მონაცემთა ბაზაში აგრეთვე უნდა აისახოს ამ წესის მე-3 მუხლის შესაბამისად წარდგენილი მონაცემების ნებისმიერი ცვლილება.

2. უფლებამოსილებების შესახებ ბაზაში არსებული ნებისმიერი მონაცემის ცვლილებისას ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინონ რედაქტირებული მონაცემები საბოლოო სახით და იმ აქტის რეკვიზიტები, რითიც განხორციელდა აღნიშნული ცვლილება.

3. ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან ბაზაში არსებული მონაცემების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინონ 1 დღეში.

    მუხლი 5

1. მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს ბაზაში, საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება აგრეთვე აისახოს ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები, ინფორმაციის პირველად წარდგენამდე არსებული მდგომარეობით.

2. ადმინისტრაციული ორგანოები, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილ ორგანოს წარუდგინონ შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 3 დღეში.

    მუხლი 6

მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებენ შემდეგი ორგანოები:

ა) საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ბ) (ამოღებულია - 05.04.2011, №179);

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;

დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 179 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

    მუხლი 7

1. ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებო დაწესებულებების მონაცემთა (შემდეგში – მონაცემთა) წარდგენა ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) საერთო სასამართლოები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მონაცემებს წარუდგენენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დოკუმენტების ლეგალიზაციის და აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

ბ) (ამოღებულია - 05.04.2011,№179);

გ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს სისტემაში შემავალი ადმინისტრაციული ორგანოები და ლიცენზირებული საგანმანათლებო დაწესებულებები მონაცემებს წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დოკუმენტების ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს;

 დ) სამედიცინო დაწესებულებე ბ ი, აგრეთვე ყველა ადმინისტრაციული ორგანო, ამ პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ორგანოების გარდა, მონაცემებს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ლეგალიზაციასა და აპოსტილით დამოწმებისათვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს.

2. მონაცემთა წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია მონაცემების წარდგენა უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების, სამედიცინო და ლიცენზირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა წარდგენის ფორმის (დანართი №1) შესაბამისად.

3. მონაცემები შესაძლოა წარდგენილ იქნეს მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, მათ შორის მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს შესაბამის ინტერნეტ გვერდზე განთავსებული ფორმულარის შევსების გზით.

4. მონაცემების წარდგენაზე პასუხისმგებელი პირი პასუხს აგებს ინფორმაციის სისწორის, დროულობისა და სრულყოფილებისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 5 აპრილის ბრძანებულება № 179 - ვებგვერდი, 05.04.2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების, აგრეთვე სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზის ფორმირების წესის დამტკიცების შესახებ“, №403, 14.07.2009, სარეგისტრაციო კოდი 020.020.000.08. (კონსოლიდირებული რედაქცია 05.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/105286-2/