არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.10.2005 ბოლო ცვლილება 04.09.2019
გამომცემი ორგანო
ნომერი
№185
სარეგისტრაციო კოდი
230.020.040.10.003.000.319
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 120, 19/10/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

შემდგომი ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №185

2005 წლის 14 ოქტომბერი

ქ. თბილისი

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ“ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.63

2. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №100 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.911

დებულება          

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ

    მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

1. ეს დებულება შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, რომელიც არეგულირებს არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ გარდამავალ პერიოდში.

2. ნებართვის გაცემის წესი, გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები, გამცემის უფლება-მოვალეობები და ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით.

    მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 23.01 .20 06 წ., მუხ.63

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №100 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.911

    მუხლი 3. სანებართვო პირობები და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად სამინისტროს დამატებით უნდა წარუდგინოს:

ა) არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და ა.შ.);

ბ) საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) არაიოდიზებული მარილის შემდგომში არასაკვები მიზნით გამოყენების დამადასტურებელი სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება). თუ არაიოდიზებული მარილის იმპორტიორი ამავდროულად მომხმარებელია, _ ინფორმაცია ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც შემოტანილი საქონელი არ გამოიყენება საკვები მიზნით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 18 იანვრის დადგენილება №8 - სსმ III, №8, 23.01 .20 06 წ., მუხ.63

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №100 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.911

    მუხლი 4. სანებართვო მოწმობის ფორმა

სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ნორმატიული აქტით.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 31 მაისის დადგენილება №100 - სსმ III, №73, 01.06.2006 წ., მუხ.911

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, №185, 14.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 230.020.040.10.003.000.319 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10582-2/