„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაში ცვლილების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი სამხედრო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №504

1999 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ დებულებაში ცვლილების  თაობაზე

„სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-9 თავის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ოფიცერი შეიძლება სამხედრო სამსახურს გადიოდეს სხვადასხვა თანამდებობაზე სახელმწიფო აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში, სამხედრო სამსახურში ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით.

ამ შემთხვევაში სამსახურის პერიოდი ითვლება ნამსახურობის საერთო სტაჟში“.

ე. შევარდნაძე