ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.10.2010 ძალადაკარგული 28.02.2014
ნომერი
№917
სარეგისტრაციო კოდი
310060000.22.034.016008
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 29/10/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №917

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას

 „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -12 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 314 -ე მუხლის მე -7 ნაწილის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი . მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №956-სსმIII,№

145,09.11.2010წ.,მუხ.2067

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1055-სსმIII,№159,06.12.2010წ.,მუხ.2246

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №926 - ვებგვერდი, 10.12.2013 წ.

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას

     მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების სამართლებრივ მექანიზმებს.

2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალების უკანა საქარე მინაზე, საბარგულის მხარეს განთავსებულ უკანა გვერდით მინებსა და  მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებაში მგზავრთა გადასაყვანი მესამე რიგის არსებობის შემთხვევაში – მესამე რიგის მინებზე.

3. სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინაზე შუქგამტ ა რობის შემცირება აკრძალულია.

   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №956-სსმIII,№ 145, 09.11.2010წ.,მუხ.2067

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №926 - ვებგვერდი, 10.12.2013 წ.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება წინა საქარე მინებზე, აგრეთვე წინა გვერდითა მინებზე 40%-ზე მეტი ოდენობით, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე 75% -ზე მეტი ოდენობით;

ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ; თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი დანაყოფები ; საქართველოს პროკურატურა ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას ; საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ; ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურები ; საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები;“.

გ) თანხმობა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილობითი თანხმობა, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.

   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №956-სსმIII,№ 145, 09.11.

2010წ.,მუხ.2067

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1055-სსმIII,№159,06.12.2010წ.,მუხ.2246

     მუხლი 3

 სატრანსპორტო საშუალებებები, რომლებიც არ საჭიროებენ საპატრულო პოლიციის თანხმობას

საქართველოს ტერიტორიაზე ა მ ავტოსატრანსპორტო საშუალებ ებ ის მოძრაობა, რომელთა მინების შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება წინა გვერდითა მინებზე 40% -ს, ხოლო მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებზე – 75%–ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.

   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 9 ნოემბრის ბრძანება №956-სსმIII,№ 145, 09.11.

2010წ.,მუხ.2067

    მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე თანხმობის გაცემა

1. აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს   ტერიტორიაზე მოძრაობა, რომლის მინები დამუქებულია და არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანხმობა, ან სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომლის მინების შუქგამტარობა შეზღუდულია ფარდით ან სხვა ამგვარი საშუალებით.

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა გაიცემა სპეციალურ სამსახურებზე, მთავრობის წევრებსა და იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დაცვასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო.

3. თანხმობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა უფლებამოსილმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:

ა) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი), რომელიც ისარგებლებს დამუქებული მინებით;

ბ)  ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მინების დამუქების საჭიროების დასაბუთება.

4. წერილობით მომართვას თან უნდა დაერთოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი .

5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თანხმობას გასცემს წერილობითი  მომართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უარყოფითი პასუხი განმცხადებელს ეცნობება იმავე ვადაში.

6. თანხმობა გაიცემა ერთი წლის ვადით.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 23.01.2014 წ.

    მუხლი 5. თანხმობის გაუქმების საფუძვლები

1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული თანხმობა უქმდება , თუ:

ა) გასხვისდება ავტოსატრანსპორტო საშუალება;

ბ) გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქების საფუძველი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.

    მუხლი 6. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების შემოწმება და პასუხისმგებლობა

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დამუქებული მინების შუქგამტარობის შემოწმება ხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, მინების შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოს მეშვეობით.

2. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობ ი ს გარეშე, წარმოადგენს სამართალდარღვევას, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას“, №917, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 310060000.22.034.016008 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.01.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1068730-4/