საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.10.2010 ძალადაკარგული 19.10.2015
ნომერი
№151
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016006
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 01/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (11)

შემდგომი ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

   საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება №151

2010 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო ები ს რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პატიმრობის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო ები ს რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა შემდეგნაირად:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს საქართველოს დედაქალაქის ქ. თბილისის, თვითმმართველი ქალაქის – რუსთავის , გარდაბნისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებისა;

ბ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის, ზუგდიდის, წყალტუბოს და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განთავსებული პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების საქმეებს, გარდა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებისა;

გ) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეებს.

2. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება.

3 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

ხ. კალმახელიძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 23.02.2012 წ.

2.  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №160 - ვებგვერდი, 20.11.2012 წ.

4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 3 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.01.2013წ.

5. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 27 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.

6. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 31.07.2013 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს ტიპური

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე- 40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს.

2. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.

3. საბჭოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს პატიმრობის კოდექსი, ეს დებულება და სხვა ნორმატიული აქტები.

4. საბჭოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №42.

5. საბჭოს აქვს თავისი ბეჭედი, რომელიც ინახება საბჭოს თვმჯდომარესთან.

    მუხლი 2. საბჭოს საქმიანობის პრინციპები

საბჭოს საქმიანობა ეფუძნება დამოუკიდებლობის, კანონიერების, გამჭვირვალობისა და მიუკე რძოებლობის პრინციპებს.

    მუხლი 3. საბჭოს შემადგენლობა და დაკომპლექტების წესი

1. საბჭო შედგება 5 წევრისაგან.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალური აპარატის ან სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის 1 ;

ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 1 წარმომადგენელი;

გ) არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა 1 წარმომადგენელი;

ე) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი.

3. საბჭოს წევრების დანიშვნა ან დამტკიცება ხდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე- 2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოს მიერ.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანდიდატურა მინისტრს დასამტკიცებლად წარედგინება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ.

7. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც გააჩნია სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის ფუნქციები.

8. არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი საბჭოს არანაკლებ ერთ წევრს დამატებით უნდა ჰქონდეს არასრულწლოვნებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება ან/და სპეციალური მომზადება პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

9. (ამოღებულია - 31.07.2013, №191).

10. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას.

11. საბჭოს წევრი ინიშნება/მტკიცდება 1 წლის ვადით. დასაშვებია იმავე პირის საბჭოს შემადგენლობაში განმეორებით დანიშვნა (დამტკიცება).

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 27 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 31 ივლისის ბრძანება №191 - ვებგვერდი, 31.07.2013 წ.

    მუხლი 4. საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლება

საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება მინისტრის ბრძანებით, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის წარდგინების საფუძველზე, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად ცნობა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

გ) საბჭოს წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) უფლებამოსილების ვადის გასვლა;

ე) გარდაცვალება;

 ვ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ზ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის შეცვლა ან სამსახურიდან გათავისუფლება;

თ) საბჭოს წევრის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

    მუხლი 5. საბჭოს უფლებამოსილება

1. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება:

ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის  პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ;

ბ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის  სასჯელით შეცვლის შესახებ.

2.  ეს დებულება ვრცელდება აგრეთვე იმ მსჯავრდებულებზე, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბჭო ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლის შემდგომ განიხილოს ამ კატეგორიის პირთა საქმეები საერთო წესით.

3. საბჭო უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები და განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებები.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 3 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.01.2013წ.

    მუხლი 6. საბჭოს გადაწყვეტილების მიღება

1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე.

2. სხდომა არის 2 სახის: ზეპირი მოსმენის გარეშე და ზეპირი მოსმენით.

3. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო არსებითად იხილავს წარმოებაში მიღებულ საქმეებს.

4. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობაზე უარის თქმის, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.

5. საბჭო ზეპირი მოსმენით განიხილავს საქმეებს, რომლებიც საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის დროს დაშვებულ იქნა ზეპირ მოსმენაზე განსახილველად.

6. საბჭო ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ.

7. საბჭო მხოლოდ ზეპირი მოსმენით იღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით და თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის თაობაზე.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

    მუხლი 7. საბჭოს წევრების უფლება-მოვალეობები

1. საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც საბჭოს უფლებამოსილების ვადით, საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს მინისტრი.

2. თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს სამ წევრს.

3. თავმჯდომარე:

ა) განსაზღვრავს საბჭოს სხდომის (შემდგომში – სხდომა) ჩატარების დროსა და ადგილს;

ბ) იწვევს სხდომებს;

გ) ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობას;

დ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;

ე) ხელს აწერს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას;

ვ) ზედამხედველობს საბჭოს წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;

ზ) იხილავს განსახილველი შუამდგომლობების კანონმდებლობის მიხედვით წარმოებაში მიღების საკითხს;

თ) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მინისტრის თანხმობით, ასრულებს საბჭოს სხვა წევრი.

 5. საბჭოს წევრს უფლება აქვს:

 ა) დასვას საკითხი სხდომაზე განსახილველად;

ბ) მონაწილეობა მიიღოს საბჭოს საქმიანობაში;

გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

დ) გაეცნოს საქმის მასალებს.

 6. საბჭოს წევრი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მა ს ზე დაკისრებული მოვალეობანი.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 23.02.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 27 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.

    მუხლი 8. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფა

1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ- ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომში – საბჭოს აპარატი).

2. საბჭოს აპარატი:

ა) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას;

ბ) უზრუნველყოფს საბჭოს წევრებისთვის მასალების პერიოდულად გაგზავნას;

გ) ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;

დ) აწარმოებს საბჭოს მიერ განხილული საქმეების რეესტრს.

     მუხლი 8​1. წარმოების დაწყება

1. საბჭოს მიერ წარმოების დაწყების საფუძველია შუამდგომლობა.

2. სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდის, აგრეთვე ამ დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და 20​1 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, იმ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის  დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) ადმინისტრაცია, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული, ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ამის შესახებ აცნობოს მსჯავრდებულს. შუამდგომლობას უნდა ერთოდეს მსჯავრდებულის დახასიათება.

3. თუ მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია საბჭოს ყოველთვიურად წარუდგინოს შუამდგომლობა მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე.

4. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შუამდგომლობით საბჭოს მიმართავს მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი. შუამდგომლობას შესაძლებელია ახლდეს დამატებითი დოკუმენტაცია.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 3 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.01.2013წ.

    მუხლი 9. საბჭოს საქმიანობის წესი

1. თავმჯდომარე, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად იხილავს შემოსული შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხს.

2. შუამდგომლობის წარმოებაშ ი მიღება შესაძლებელია, თუ იგი აკმაყოფილებს საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

3. როგორც წესი, ყოველი თვის ხუთ რიცხვამდე საბჭოში შემოსული შუამდგომლობები, რომლებიც წარმოებაში იქნება მიღებული, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება მომდევნო თვის ხუთ რიცხვამდე.

3​1. მხარეს უფლება აქვს შუამდგომლობის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს დამატებითი ინფორმაცია კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით.

4. შუამდგომლობის ზეპირ მოსმენაზე დაშვების შემთხვევაში თავმჯდომარე განსაზღვრავს ზეპირი მოსმენის ჩატარების თარიღს. ზეპირი მოსმენა უნდა ჩატარდეს შუამდგომლობის შემოსვლის დღიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადაში.

5. საბჭოში შემოსული მასალები გასაცნობად ეგზავნებათ საბჭოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა. 

6. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ 7 სამუშაო დღის ვადაში წერილობით ეცნობება მსჯავრდებულს და იმ პირს, ვინც შუამდგომლობით მიმართავს საბჭოს.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 23.02.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 19 ნოემბრის ბრძანება №160 - ვებგვერდი, 20.11.2012 წ.

    მუხლი 10. სხდომა

1. ჩასატარებელი სხდომების რაოდენობას განსაზღვრავს თავმჯდომარე საბჭოში შემოსული შუამდგომლობების რაოდენობ ი ს გათვალისწინებით.

2. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 3 წევრი მაინც. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით.

3. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

4. სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.

    მუხლი 11. სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე

1. სხდომა ზეპირი მოსმენის გარეშე ტარდება მხოლოდ საბჭოს წევრების მონაწილეობით. 

2. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით. 

3. საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 27 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.

    მუხლი 12. შეფასების კრიტერიუმები 

1. შეფასების კრიტერიუმებია: 

ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული და ა.შ.; 

ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში (გამოყენებული დისციპლინური, ადმინისტრაციული და წახალისების ღონისძიებები) – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; 

გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო წარსულში ნასამართლევი მსჯავრდებული; 

დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა;  

ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, მსჯავრდებულის დამოკიდებულებას დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სხვა მსჯავრდებულებთან, აგრესიულობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.  

2. მსჯავრდებულის შეფასება ხდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად. 

3. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას საბჭომ უნდა იმსჯელოს, არის თუ არა მიღწეული სასჯელის მიზანი. 

4. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: 

ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზანი მიღწეულია; 

ბ) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტის მიზნით მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია; 

გ) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, თუ საბჭო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზანი მიღწეული არ არის. 

5. ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვისას მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: 

ა) საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ; 

ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 

6. გადაწყვეტილება საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ ეცნობება მსჯავრდებულს და დაინტერესებულ მხარეებს (მსჯავრდებულს, დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების ადმინისტრაციას, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა). 

7. ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის ჩატარების დროს იწარმოება სხდომის ოქმი. ოქმში ფიქსირდება საბჭოს თითოეული წევრის ხმა მსჯავრდებულთან მიმართებაში და საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 3 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.01.2013წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 27 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 27.02.2013 წ.

    მუხლი 13. ზეპირი მოსმენა

1. საბჭო ზეპირ მოსმენას ატარებს ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში და წესით.

2. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილეობის უფლება აქვს დაინტერესებულ მხარეს (მსჯავრდებულს, რომლის საქმეც იხილება, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების წარმომადგენელს, სადაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის ან იხდიდა), თუმცა მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სხდომის ჩატარებას.

3. დაინტერესებულ მხარეებს წერილობით უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 5 დღით ადრე მაინც, გადაეგზავნოს საქმის მასალები და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მონაწილეობის მისაღებად.

4. შეტყობინებაში მიეთითება საბჭოს უფლებამოსილება – საქმე განიხილოს და გადაწყვიტოს დაინტერესებული მხარის მონაწილეობის გარეშეც. მსჯავრდებულისათვის გასაგზავნ შეტყობინებაში დამატებით მიეთითება უფლებათა ნუსხა.

5. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს ზეპირ მოსმენაში მონაწილების მიღებაზე, საბჭო საქმეს განიხილავს მსჯავრდებულის მონაწილეობის გარეშე.

6. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას სხდომაზე დამცველის/კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობა სავალდებულოა.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

    მუხლი 14. ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი

1. ზეპირი მოსმენის სხდომა ტარდება ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის სხდომა დახურულია.

2. ზეპირი მოსმენის სხდომას იწვევს, ხსნის და წარმართავს თავმჯდომარე.

3. თავმჯდომარე ვალდებულია, უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა, აგრეთვე ზეპირ მოსმენაზე მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება .

4. ზეპირი მოსმენის სხდომა მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე. მსჯავრდებული, რომელმაც არ იცის სამართალწარმოების ენა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს თარჯიმნის მომსახურებით.

5. ზეპირი მოსმენის სხდომაზე წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს თავმჯდომარე. იგი უფლებამოსილია გააფრთხილოს წესრიგის დამრღვევი პირი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – დაატოვებინოს სხდომა, რაც არ აბრკოლებს სხდომის წარმართვას.

6. არასრულწლოვან მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის მიმდინარეობისას უნდა ეპყრობოდნენ განსაკუთრებული ყურადღებით. მნიშვნელოვანია, რომ სხდომა წარიმართოს არასრულწლოვანისათვის გასაგები ფორმით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

7. ზეპირი მოსმენის სხდომაზე მონაწილე მსჯავრდებულს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ეძლევა რეგლამეტი, რომლის ხანგრძლივობასაც განსაზღვრავს თავმჯდომარე.

8. ზეპირი მოსმენის სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და ასევე ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 23.02.2012 წ.

    მუხლი 15. საბჭოს წევრის აცილება სხდომის ზეპირი მოსმენით გამართვის დროს

1. საბჭოს წევრი ვერ მიიღებს ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარებაში მონაწილეობას, თუ მას ნათესაური ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან, მსჯავრდებულის დამცველთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან დაზარალებულთან. ასევე, თუ არის სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს საბჭოს წევრის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, საბჭოს წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. თუ მას ეს არ განუცხადებია, მსჯავრდებულს, ასევე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვთ განაცხადონ აცილება.

3. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება აცილების შესახებ.

4. საბჭო აცილების საკითხს წყვეტს იმ საბჭოს წევრის დაუსწრებლად, რომელსაც აცილება მისცეს. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა, ხოლო თუ განიხილება საბჭოს თავმჯდომარის აცილების საკითხი, საბჭოს უხუცესი წევრის ხმა.

5. საბჭოს წევრის აცილების შემთხვევაში საბჭო ზეპირი მოსმენის სხდომას ატარებს ამ წევრის გარეშე.

6. საბჭოს თავმჯდომარის აცილების შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი გადაწყდება ამ დებულებით დადგენილი წესით. ზეპირი მოსმენის სხდომის ჩატარება გადაიდება საბჭოს თავმჯდომარის დანიშვნამდე .

7. თუ აცილება მისცეს საბჭოს ორზე მეტ წევრს, მაშინ მსჯავრდებული ს საქმე განსახილველად გადაეცემა სხვა საბჭოს.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 23.02.2012 წ.

    მუხლი 16. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი

1. ზეპირი მოსმენის სხდომის დროს იწარმოება ოქმი, რომელსაც აწარმოებს საბჭოს აპარატის თანამშრომელი.

2. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:

ა) საქმის წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა;

ბ) საბჭოს დასახელება;

გ) განხილვის დრო და ადგილი;

დ) თავმჯდომარის, საბჭოს დანარჩენი წევრების და ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის ვინაობა;

ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი შუამდგომლობის შინაარსი;

3. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმს ხელს აწერს ოქმის შემდგენი პირი და თავმჯდომარე.

4. ზეპირი მოსმენის სხდომაზე დამსწრე პირს აქვს ოქმზე შენიშვნის დაფიქსირების უფლება.

5. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმში.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 23.02.2012 წ.

    მუხლი 17. გადაწყვეტილების მიღება ზეპირ მოსმენაზე

1. სხდომაზე ზეპირი მოსმენის დროს საბჭო იხილავს: ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მსჯავრდებულის მიმართ კრიტერიუმების შეფასებას, სხვა გარემოებებს, რომელიც შესაძლებელია მნიშვნელოვანი იყოს გადაწყვეტილების მისაღებად, მოუსმენს მსჯავრდებულს და სხდომაში მონაწილე პირებს. მიღებული ინფორმაციის საერთო ანალიზის საფუძველზე მსჯელობს მიღწეული არის თუ არა სასჯელის მიზანი და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. საბჭო გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების შეზღუდვით შეცვლის შესახებ იღებს მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

    მუხლი 18. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვის თავისებურებანი

1. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 3 თვეში.

2. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

    მუხლი 19. (ამოღებულია)

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

    მუხლი 20. საბჭოს გადაწყვეტილება და მისი აღსრულების წესი

1. საბჭოს გადაწყვეტილება არის ინდივიდუალურ ი სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოიცემა სხდომის გამართვიდან 5 დღის ვადაში.

2. საბჭოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.

3. გადაწყვეტილება გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.

4. საბჭოს გადაწყვეტილების ასლი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ ეგზავნება აღსასრულებლად დაწესებულების ადმინისტრაციას და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 3 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.01.2013წ.

    მუხლი 20​1. ხელახალი განხილვა

1. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.

2. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში, გარდა ამ დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 3 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.01.2013წ.

    მუხლი 21. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება

საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 22 თებერვლის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 23.02.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2012 წლის 31 ივლისის ბრძანება №115 - ვებგვერდი, 03.08.2012 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა მინისტრის 2013 წლის 3 იანვრის ბრძანება №1 - ვებგვერდი, 03.01.2013წ.

    მუხლი 22. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია

1. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია ახორციელებს საბჭოს საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას, ასევე სხვა საკითხების განხილვასა და გადაწყვეტას, რომელიც პატიმრობის კოდექსით, კომისიის დებულებით და ამ დებულებით არის გათვალისწინებული.

2. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პეროდულად, მაგრამ არანაკლებ სამ თვეში ერთხელ, განიხილავს საბჭოს მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებათა შესახებ. სამინისტროს მუდმივმოქმედ კომისიას, საკუთარი ინიციატივით, შეუძლია გამოითხოვოს საბჭოს მიერ განხილული ნებისმიერი საქმე, რომლითაც მსჯავრდებულს უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე და საკუთარი გადაწყვეტილება დაადგინოს მასზე. კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს სასამართლოში ადმინისტრაციული წესით.

3. სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 23. საბჭოს ვალდებულებები კომისიის წინაშე

საბჭო ვალდებულია 3 თვეში ერთხელ ან სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ანგარიშები პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებათა შესახებ.

    მუხლი 24. გარდამავალი დებულებები

1. საბჭოს პირველ სხდომას იწვევს მინისტრი.

2. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისათვის 2010 წლის 6 სექტემბრიდან 2010 წლის პირველ ოქტომბრამდე განსახილველად გადაცემული შუამდგომლობები მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის და სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით შეცვლის თაობაზე განსახილველად გადაეცეს ადგილობრივ საბჭოს განსჯადობის მიხედვით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, №151, 28.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016006 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.07.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1069691-6/