თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.10.2010 ძალადაკარგული 23.12.2011
ნომერი
№12/3
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 11/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება № 12/3

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის ,,ნორმატიული აქტების შესახებ” და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამ ს ახურის დებულება (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 30 აპრილის №4/1 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. მესტვირიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 26 ნოემბრის დადაგენილება №13/5 - სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1857

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №9/4 – ვებგვერდი, 09.08.2011 წ.

დანართი №1

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური

1. მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური არის მუნიციპალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქ თ მშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მშენებლობაზე და არქიტექტურულ საქმიანობაზე ზედამხედველობას.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის განყოფილებისაგან.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილება.

3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.

5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლება-მოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.

6. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით.

7. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ურბანული განვითარების დაგეგმვას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობას და დაგეგმვას, უფლებრივ ზონირებას;

გ) დასახლებათა განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავებას;

დ) დასახლებათა ტერიტორიაზე გამოტენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას;

ე) გეგმარებითი დავალებების მომზადებას;

ვ) მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას;

ზ) მშენებლობის ნებართვების გასაცემად საჭირო პირობების, საპროექტო და სხვა დოკუმენტაციების კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების შემუშავებას;

თ) მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის შექმნასა და განვითარებას;

ი) მშენებლობის ნებართვების თაობაზე საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებების პროექტების შემუშავებას;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობას;

ლ) არქიტექტურულ - სამშენებლო სამართალდარღვევათა პრევენციას და აღკვეთას;

მ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ადგილობრივი მშენებლობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ნ) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობას;

ო) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის, რეაბილიტაციის და განვითარების თაობაზე;

პ) მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას;

ჟ) წინადადების შემუშავებას გარე ვაჭრობის, რეკლამის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების საკითხებზე;

რ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე;

ს) ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის სამუშაოთა ორგანიზებას;

ტ) მიწათსარგებლობის, საზოგადოებრივი მომსახურების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების, რეკლამის განთავსების წესების დარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენციასა და აღკვეთას;

უ) ამოღებულია;

ფ) ამოღებულია;

ქ) ამოღებულია;

ღ) ამოღებულია;

ყ) ამოღებულია;

ჩ) ამოღებულია;

ც) ამოღებულია;

ძ) ამოღებულია;

წ) ამოღებულია;

ხ) ამოღებულია;

ჯ) ამოღებულია;

ჰ) ამოღებულია;

 ა.ა) ამოღებულია;

ა.ბ) ამოღებულია;

ა.გ) ამოღებულია;

ა.დ) ამოღებულია;

ა.ე) სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენლობის დოკუმენტების მომზადების ორგანიზებას;

ა.ვ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების პროექტებზე;

ა.ზ) წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას დასახლებათა მიწათსარგებლობით უფლებრივი ზონირების, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენებიანების რეგულირების საკითხებზე;

ა.თ) გეგმარებითი დავალებების მომზადებას:

ა.ი) სამშენებლო მუნიციპალური დაკვეთების მომზადებას და მათი განხორციელების კოორდინაციას;

ა.კ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 26 ნოემბრის დადაგენილება №13/5 - სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1857

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 აგვისტოს დადგენილება №9/4 – ვებგვერდი, 09.08.2011 წ.

    მუხლი 4. სამსახურის მუნიციპალური ზედამხედველობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მშენებარე შენობა-ნაგებობების, საპროექტო, ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციული, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფაზე, ზედამხედველობა, მშენებლობის დაწყებასთან მის დასრულებამდე კონტროლი შენობა-ნაგებობების გაფართეობისა და რეკონსტრუქციის ნორმების დაცვაზე;

ბ) მოსთხოვოს მშენებლობაში მონაწილეებს საპროექტო, ნორმატიული და საშემსრულებლო სამშენებლო მასალების შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

გ) მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცეს მიწერილობა პროექტის, სამშენებლო ნორმების შესახებ,

დ) შეაჩეროს კანონმდებლობის დარღვევით მშენებლობა ან მოახდინოს უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი;

ე) მიიღოს დადგენილება კანონმდებლობის დარღვევით აშენებული აღდგენილი რეკოსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანი ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ;

ვ) არქიტექტუ რ ული სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი დადგენილება დამრღვევისთვის კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმების დაკისრების თაობაზე, მონაწილეობა მიიღოს მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიმღები კომისიის მუშაობაში;

ზ) ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით შეზღუდვით წესებზე, გარე ვაჭრობაზე და ავტოტრანსპორტის პარკირებაზე ზედამხედველობა;

თ) მშენებარე რეკონსტრუქციაშ ი მყოფი და ლანჩაფტური, მცირე არქიტექტურული ფორმების ინსპექტირება;

ი) გარე რეკლამის განვითარების; არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი;

კ) სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გადატანა მიწისქვეშა კომუნიკაცია, ჩაწყობა- გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), ქალაქის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;.

ლ) უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, სტელ ა ჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა მათი აღკვეთის ღონისძიების განხორციელება;

მ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდამრღვეველთა პრევენციის და აღკვეთის ღონისძიებათა ორგანიზება;

ნ) არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდამრღვევ ე ლების საქმეების წარმოება;

ო) მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

1. სამსახურის საშტატო ნუსხას და სამუშაოთა აღწერილობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებებში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №12/3, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.157.016004 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1070513-2/