თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.10.2010 ბოლო ცვლილება 28.12.2010
ნომერი
№12/4
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.157.016005
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 11/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №12/4

2010 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თეთრიწყარო

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №7/9 დადგენილება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          გ. მესტვირიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 26 ნოემბრის დადაგენილება №13/6 - სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1858

 

დანართი №1

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური არის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის ორგანოებთან, სახელმწიფო ორგანიზაცია-დაწესებულებებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, კერძო სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

4. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო თანამდებობრივ სარგოებს – საკრებულო.

5. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგენით ამტკიცებს საკრებულო.

თეთრიწყაროს   მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010  წლის 26 ნოემბრის დადაგენილება №13/6 - სსმ V, №61, 09.12.2010 წ., მუხ.1858

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

გ) წინადადებების შემუშავება სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სკოლამდელი აღზრდის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ინფრასტრუქტურის ობიექტების მეთოდური მართვა, ზედამხედველობა და კონტროლი, დამტკიცებული პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;

ე) კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;

ვ) კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

    მუხლი 3. დასკვნითი დებულება

1. სამსახურის საშტატო ნუსხას და სამუშაოთა აღწერილობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.

3. სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, დებულებებში ცვლილებების შეტანა წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილების შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №12/4, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.157.016005 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1070530-1/