,,საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.08.2004 ძალადაკარგული 03.11.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
040.110.000.10.003.000.063
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 10/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №64

2004 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 2004 წლის 11 თებერვლის კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2004 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა თანდართული ფორმით.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (კ. ბენდუქიძე) დაამტკიცოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ გასაცემი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №80 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.613

2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრ ის დადგენილება №256 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1950

გერბის ადგილი

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა

№  --------

ეძლევა ----------------------------------------------------------------------------------

                                (მესაკუთრე და მისი მისამართი)

 

--------------------------------------------------------------------- მასზედ, რომ მას გადაეცა

 

საკუთრებაში  ----------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

  (ქონების დასახელება, მისამართი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

მიწის ფართობი ----------------------             ------------------------------------------                                

                                           (მიწათსარგებლობის ფორმა)

 

საფუძველი -------------------------------------------------------------------------------------

 

ხელშეკრულების თარიღი --------------------------------------------------------------------

 

მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა

 

----------------------------------------------------------------------------------------------------                                  

                                (მესაკუთრის სახელი, გვარი/დასახელება)

 

რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო მესამე ეგზემპლარი ინახება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გამცემ სახელმწიფო ორგანოში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან. მოწმობა ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

გაცემულია 201___  წლის „____“ _________________

 

----------------------------------------------------

თანამდებობის პირის ხელმოწერა

 

ბ.ა.

საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 აპრილის დადგენილება №80 - სსმ III, №56, 23.04.2007 წ., მუხ.613

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №256 - სსმ III, №159, 30.12.2009 წ., მუხ.1950

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ”“, №64, 06.08.2004, სარეგისტრაციო კოდი 040.110.000.10.003.000.063 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10774-2/