ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.10.2010 ძალადაკარგული 05.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.136.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 17/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხულო ს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2010 წ ლის 29 ოქტომბერი

დაბა ხულო                                     

ხულო ს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ “ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ “ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხულო ს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ხულო ს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება, თანახმად დანართისა .

2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულებების დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 20 თებერვლის №4 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე .

საკრებულოს თავმჯდომარე                                         ნ. თავართქილაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის დადგენილება №49-სსმV, №72, 31.12 .2010წ.,მუხ.2115

2. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 13.07.2011წ.

დანართი

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტების შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მართვას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ტექნიკური მითითებებით, აგრეთვე მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით.

3. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელებისა და საიდენტიფიკაციო კოდის აღნიშვნით.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: ტბელ აბუსერისძის ქ. №1.

    მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები და ამოცანები

სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება; გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებისა და ტერიტორიულ ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება;

ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთაღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად;

გ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენის სამუშაო პროცესის ორგანიზაცია; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; მონაწილეობის მიღება თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა გამგებელთან ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე;

დ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერა კვარტალებისა და თვეების მიხედვით;

ე) საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახდელების დაბალანსება;

ვ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით გათვალისწინებულ ი ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან არა უგვიანეს 15 დღისა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კვარტალური ან/და ყოველთვიური განწერის მომზადება;

თ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება;

ი) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური (ყოველდღიური) ინფორმაციის მიღება; ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად;

კ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება;

ლ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის წინადადებათა მომზადება;

მ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ ყოველი თვის დასრულებიდან 10 დღის ვადაში შესაბამისი ანგარიშის მომზადება ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს შესახებ;

ნ) ამზადებს თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა წარუდგენს გამგებელს;

ო) სამსახურის თანხმობის გარეშე დაუშვებელია შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის გახსნა;

პ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;

ჟ) თვითმმართველი ერთეულის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშის მომზადება;

რ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყოფილი სახსრებით (ათვისების) უზრუნველყოფა.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 13.07.2011წ.

    მუხლი 3. საფინანსო სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის                                  ორგანიზაცია

1.  სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

2.  საფინანსო სამსახური აერთიანებს:

ა) საბუღალტრო განყოფილებას;

ბ) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილებას;

გ) სახაზინო განყოფილებას.

3. სამსახურის უფლება-მოვალეობათა ჩამონათვალი განისაზღვრება ამ დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომლებიც დაკისრებული აქვს საფინანსო სამსახურს.

4.  სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.  სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, გამგეობის დებულების და  საქართველოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.  პასუხისმგებელია ამ დებულებით მასზე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;

გ) ახდენს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილებას;

დ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ე) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

ვ) ესწრება გამგებლის თათბირებს;

ზ) სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმის წარმოების ფუნქციების შესრულებას;

თ) ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.

8. სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან გათავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს რომელიმე განყოფილების უფროსი.

9. საბუღალტრო განყოფილება:

ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზაციას;

ბ) ახორციელებს  დოკუმენტაციის დროულ გაფორმებას;

გ)  უზრუნველყოფს   მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ-მოწყობილობების აღრიცხვას;

დ) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყველა აქტივისა და პასივის აღრიცხვას;

ე)  ახორციელებს კვარტალური და წლიური ბალანსის შედგენას და წარუდგენს სათანადო ორგანოებს.

10. ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება:

ა) მონაწილეობს საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და მონიტორინგის პროცესში;

ბ) მონაწილეობს და, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უკეთებს ეკონომიკური განვითარების საკითხებზე გამართულ სემინარებს, კონფერენციებს, ტრენინგებსა და სხვა ღონისძიებებს;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

11. სახაზინო განყოფილება:

ა) ახდენს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული  ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას და მისი შესრულების ანგარიშების შედგენას;

ბ) ორგანიზაციული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით აღრიცხავს ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახდელებს;

გ) აღრიცხავს საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტგარეშე შემოსავლებს და ხარჯებს;

დ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი საბიუჯეტის დაწესებულებების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ხარჯთაღრიცხვის ბალანსების მიღებასა და შემოწმებას;

ე) უზრუნველყოფს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ყოველდღიური ხარჯების ოპერატიულ აღრიცხვას;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ზ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, ადგენს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტს;

თ) ამზადებს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო მხარჯავი დაწესებულების მიხედვით საშტატო რიცხოვნობისა და ხარჯების ზღვრული მოცულობის შესახებ საბიუჯეტო ცირკულარს.

12.  სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 ივნისის დადგენილება № 33 - ვებგვერდი, 13.07.2011წ.

    მუხლი 4. (ამოღებულია)

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 15 დეკემბრის დადგენილება № 49 -სსმ V , № 72 , 31.12 .2010წ.,მუხ. 2115

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №28, 29.10.2010, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.136.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1079948-2/