ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.11.2010 ძალადაკარგული 21.10.2011
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
330010040.35.117.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 11/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №44

2010 წლის 4 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და             I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე

„მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შეაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურით დასაშვებია ნებისმიერ მიწის ნაკვეთზე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №46-სსმV, №55, 25.11.2010წ.,მუხ.1648

2. წინამდებარე დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების ყველა სახეობაზე, გარდა I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟისა.

3. წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე        კ. ფარჯანაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ნოემბრის დადგენილება №46-სსმV, №55, 25.11.2010წ.,მუხ.1648

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებული შენობა–ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“, №44, 04.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 330010040.35.117.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1082107-1/