მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.11.2009 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№756
სარეგისტრაციო კოდი
010130000.22.033.013796
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 142, 19/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.033.013.796

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი

ბრძანება №756-№216

2009 წლის 19 ნოემბერი

ქ. თბილისი

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 34-ე მუხლის 5​1 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებთ:

    მუხლი 1

დამტკიცდეს „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი

ზ. ადეიშვილი

 

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2010 წლის 26 იანვრის ერთობლივი ბრძანება №36-№15-ს სმIII, №8, 26.01.2010წ.; მუხ.82

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი განსაზღვრავს მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესსა და პირობებს.

2. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ფიზიკური პირები – საქართველოს მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები;

ბ) მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირი – ფიზიკური პირი, რომლის დადასტურებული ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს.

    მუხლი 2. საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო

მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირებისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების შესახებ განცხადებას განიხილავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური), ხოლო საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებას შემოსავლების სამსახურის წარდგინებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

    მუხლი 3. განცხადების წარდგენის წესი

1. ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად ფიზიკური პირი პირადად, უფლებამოსილი წარმომადგენლის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საინვესტიციო რისკების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით, განცხადებით (დანართი №3) მიმართავს შემოსავლების სამსახურს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

2. ფიზიკური პირი, რომელსაც არ გააჩნია საქართველოში ბინადრობის ნებართვა და დაინტერესებულია საქართველოს რეზიდენტობის მოპოვებით, პირადად, უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სააგენტოს მეშვეობით წარუდგენს განცხადებას (დანართი №2) ორ ეგზემპლარად ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო). იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სააგენტოს მეშვეობით ან საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების მეშვეობით, იგი სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარუდგენს განცხადებას (დანართი №2) ორ ეგზემპლარად ბინადრობის ნებართვის მოპოვების თაობაზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დოკუმენტაციას.

3. სააგენტოს მეშვეობით საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების შესახებ პირის განცხადება თანდართულ საბუთებთან ერთად სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარედგინება მატერიალური და ელექტრონული ფორმით.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული განცხადება და თანდართული დოკუმენტები სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარედგინება სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვისას, თუ დადგინდება, რომ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს ბინადრობის ნებართვის მისანიჭებლად კანონმდებლობით განსაზღვრულ პირობებს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში უზრუნველყოფს ბინადრობის ნებართვის გაცემას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2010 წლის 26 იანვრის ერთობლივი ბრძანება №36-№15-ს სმIII, №8, 26.01.2010წ.; მუხ.82

    მუხლი 4. საქართველოს რეზიდენტობის მისანიჭებლად წარმოსადგენი დოკუმენტები

საქართველოს რეზიდენტობის მისაღებად ფიზიკურმა პირმა, მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა ან სააგენტომ შემოსავლების სამსახურში განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) პირადობის/ბინადრობის მოწმობა და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს; ან

ბ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირის ქონება აღემატება 3 მილიონ ლარს ან მისი წლიური შემოსავალი ბოლო 3 წლის განმავლობაში აღემატება 200 000 ლარს და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფიზიკური პირი საქართველოში არსებული წყაროდან იღებს შემოსავალს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2010 წლის 26 იანვრის ერთობლივი ბრძანება №36-№15-ს სმIII, №8, 26.01.2010წ.; მუხ.82

    მუხლი 5. საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების პირობები

ფიზიკურ პირს საქართველოს რეზიდენტობა ენიჭება იმ შემთხვევებში, თუ:

ა) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია და აქვს ბინადრობის ნებართვა/საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; ან

ბ) ფიზიკური პირი მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი პირია და ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული წყაროდან იღებს შემოსავალს, რომლის მისაღებ ოდენობას განსაზღვრავს შემოსავლების სამსახური.“.

3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სააგენტოს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და:

ა) ხარვეზის არარსებობის და ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე;

ბ) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში და ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების ოდენობის მისაღებობის შემთხვევაში განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური რეზიდენტობის მაძიებელ ფიზიკურ პირს უარს ეუბნება საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე;

გ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს განმცხადებელს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არა უმეტეს 30 დღისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2010 წლის 26 იანვრის ერთობლივი ბრძანება №36-№15-ს სმIII, №8, 26.01.2010წ.; მუხ.82

    მუხლი 6. საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის წესი

1. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სააგენტოს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს, ადგენს შემოსავლების სამსახურში განცხადების მიღების თარიღისთვის უცხოური ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური გაცვლითი სავალუტო კურსის გათვალისწინებით, რამდენად აკმაყოფილებს წარმოდგენილი დოკუმენტების მონაცემები ამ წესის მე-4 მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2. შემოსავლების სამსახური განიხილავს საქართველოს რეზიდენტობის მაძიებელი ფიზიკური პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის ან სააგენტოს მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და:

ა) ხარვეზის არარსებობის და ამ წესის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე;

ბ) ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში და ამ წესის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების ოდენობის მისაღებობის შემთხვევაში განცხადების მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში წარდგინებით მიმართავს საქართველოს ფინანსთა მინისტრს რეზიდენტის მაძიებლისთვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების თაობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსავლების სამსახური რეზიდენტობის მაძიებელ ფიზიკურ პირს უარს ეუბნება საქართველოს რეზიდენტობის მინიჭებაზე;

გ) ხარვეზის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე ატყობინებს განმცხადებელს და ხარვეზის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს ვადას არა უმეტეს 30 დღისა.

3. ხარვეზის დადგენისას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ვადის დენა შეჩერებულად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ხარვეზის აღმოფხვრამდე.

4. ხარვეზის აღმოსაფხვრელად დადგენილი ვადის გაშვება ჩაითვლება ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობაზე უარის თქმად, ასეთ შემთხვევაში ფიზიკური პირი უფლებამოსილია განმეორებით წარმოადგინოს განცხადება საქართველოს რეზიდენტობის მოსაპოვებლად.

5. საქართველოს რეზიდენტობა ფიზიკურ პირს მიენიჭება ყოველი საგადასახადო პერიოდის მიხედვით. ყოველ განმეორებით მოთხოვნაზე ფიზიკური პირი ვალდებულია წარმოადგინოს ამ წესით განსაზღვრული დოკუმენტები.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2010 წლის 26 იანვრის ერთობლივი ბრძანება №36-№15-ს სმIII, №8, 26.01.2010წ.; მუხ.82

    მუხლი 7. აღრიცხვის და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი

1. შემოსავლების სამსახური ვალდებულია ფიზიკურ პირზე, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ მიენიჭა საქართველოს რეზიდენტობა და არ გააჩნია გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, გასცეს რეზიდენტობის ცნობა (დანართი №5), რომელიც წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს. ცნობის გაცემასთან ერთად შემოსავლების სამსახური ანიჭებს პირს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერს და გადასცემს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის გადასახადის გადამხდელის მოწმობას.

2. საქართველოს მოქალაქეს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრად ენიჭება მოქალაქის პირადობის მოწმობაში აღნიშნული პირადი ნომერი.

3. მოქალაქეობის არმქონე პირს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ენიჭება 9-ნიშნა გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

 4. ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაცია (აღრიცხვა) ხორციელდება მის მიერ გაცხადებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

    მუხლი 8. საქართველოს რეზიდენტობის ცნობის გაცემის წესი

საქართველოს რეზიდენტობის ცნობა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა ფიზიკურ პირს, ხოლო მეორე რჩება შემოსავლების სამსახურს.

დანართი №1

რეზიდენტობის ცნობის აღრიხვა-ანგარიშგების წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. რეზიდენტობის ცნობის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაცემი რეზიდენტობის ცნობის შენახვისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი რეზიდენტობის ცნობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის და ამ წესის საფუძველზე.

    მუხლი 2. რეზიდენტობის ცნობის დამზადება

1. რეზიდენტობის ცნობა მზადდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შეკვეთის საფუძველზე „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. რეზიდენტობის ცნობების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს სათანადო მინდობილობით უფლებამოსილ პირს.

    მუხლი 3. რეზიდენტობის ცნობის შენახვა

1. რეზიდენტობის ცნობის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

2. რეზიდენტობის ცნობები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.

3. სათავსო, სადაც ინახება რეზიდენტობის ცნო-ბები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.

4. რეზიდენტობის ცნობები ინახება ამ ცნობების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან. აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია რეზიდენტობის ცნობების გაცემა აღრიცხოს „რეზიდენტობის ცნობების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №4).

    მუხლი 4. გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობების ჩამოწერა

1. რეზიდენტობის ცნობები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობები ჩამოიწერება „გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობის ჩამოწერის შესახებ“ აქტის (დანართი №6) შესაბამისად. ჩამოწერის აქტში უნდა მიეთითოს გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობის ექსკლუზიური ნომერი.

3. გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

დანართი №2

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს

განმცხადებელი:

მისამართი:

ტელეფონი:

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

„უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გთხოვთ მომცეთ/გამიგრძელოთ საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა.

 

ჩემ შესახებ გაცნობებთ შემდეგს:

1. სახელი, გვარი: ----------------------------------------------------------------------------------------------

2. სახელი და/ან გვარი მის შეცვლამდე (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

 

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. სქესი: ---------------------        4. მოქალაქეობა: ---------------------    5. პასპორტის №----------------

 

6. ბინადრობის მოწმობის №----------------        გამცემი ორგანო:----------------------------------------

 

7. დაბადების თარიღი და ადგილი: --------------------------------------------------------------------------

8. მისამართი და ტელეფონის ნომერი მოქალაქეობის ქვეყანაში:

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

9. საცხოვრებელი ადგილი საქართველოში (მისამართი, ტელეფონის ნომერი, ბინის ან

სახლის მესაკუთრის (დამქირავებლის) გვარი, სახელი): ---------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

10. შემოსავლის ლეგალური წყარო და ოდენობა: -------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

11.  ინფორმაცია თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის შეფარდების შესახებ:

              კი                                              არა 

 

12.  შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

13.  განცხადებას თან ვურთავ შემდეგ დოკუმენტებს:

 

ხელმოწერა

თარიღი     

დანართი №3

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

Ministry of Finance of Georgia

რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა

Application for Certificate of Residence

განმცხადებლის მონაცემები/Identification of Applicant

სახელი, გვარი/Name

 

პირადი ნომერი/Identification number

მისამართი/Address

 

ვადასტურებ, რომ მოთხოვნის მიზანია რეზიდენტობის ცნობის მიღება

I declare that the application is made for the purpose of claiming the Certificate of Residence

 

 

 

 

ხელმოწერა/Signature                                                                                           თარიღი/Date

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2010 წლის 26 იანვრის ერთობლივი ბრძანება №36-№15-სსმIII, №8, 26.01.2010წ.; მუხ.82

 

დანართი №4

რეზიდენტობის ცნობების აღრიცხვის ჟურნალი

N

რეგისტრაციის თარიღი და ნომერი

მკაცრი აღრიცხვის ფორმის

ექსკლუზიური

ნომერი

მიმღები სუბიექტის

რეკვიზიტები

შენიშვნა

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №5

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

Ministry of Finance of Georgia

რეზიდენტობის ცნობა №000000

Certificate of Residence N000000

გაცემულია/is granted to

 

პირადი ნომერი/Identification number:

მისამართი:

AAddress:

ვადასტურებ, რომ პირი არის საქართველოს რეზიდენტი საგადასახადო მიზნებისათვის.

I certify that the person is resident of Georgia for tax purposes.

 

 

მინისტრის ხელმოწერა/Minister’s Signature                                                 თარიღი/Date

 

სფს-ის რეგისტრაციის ნომერი:

დამკვეთი:

დამამზადებელი:

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2010 წლის 26 იანვრის ერთობლივი ბრძანება №36-№15-სსმIII, №8, 26.01.2010წ.; მუხ.82

 

დანართი №6

აქტი №

გამოსაყენებლად უვარგისი რეზიდენტობის ცნობის ჩამოწერის შესახებ

------------------------------------------------------------------------------------------------

(აქტის შედგენის ადგილი)

 

„---------”  „--------------------” 200  წელი

 

№

რაოდენობა

რეზიდენტობის ცნობის ინდივიდუალური ნომერი

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი

უვარგისი რეზიდენტობის ცნობის ჩამოწერის სისწორეს:

 

სტრუქტურული ქვედანაყოფის

უფროსი                                                                    /-----------------------/

 

რეზიდენტობის ცნობის

აღრიცხვა-ანგარიშგებაზე

პასუხისმგებელი პირი                                           /-----------------------/

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მნიშვნელოვანი ქონებით უზრუნველყოფილი ფიზიკური პირისათვის საქართველოს რეზიდენტობის მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“, №756, 19.11.2009, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.033.013796 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1084162-1/