სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.11.2010 ძალადაკარგული 24.09.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016011
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 53, 18/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №26

2010 წ ლის 4 ნოემბერი

ქ. სამტრედია

სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდ ობის საქმეთა  სამსახური ს დებულების დამტკიცების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ქვეპუნქტის,  43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად,

    მუხლი 1

დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდ ობის საქმეთა   სამსახურის დებულება (დანართი №1) .

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდ ობის საქმეთა   სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007  წლის 25 მაისის №54 დადგენილება .

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                      ა .  ჯვარშეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 1 8 ნოემბრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 19.11.2013წ.

დანართი №1

სამტრედიის  მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდ ობის საქმეთა სამსახური ს დებულება

    მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური

1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდ ობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდ ობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განის ა ზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან.

1​1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი.

3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 19.11.2013წ.

    მუხლი  3. სამსახურის საჯარო მოხელეები

განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდ ობის საქმეთა სამსახურის საჯარო მოხელეებია:

ა)  სამსახურის უფროსი;

ა​1)  განყოფილების უფროსი;

ბ) მთავარი სპეციალისტი;

გ)  წამყვანი სპეციალისტი;

დ) უფროსი სპეციალისტი;

ე)  სპეციალისტი.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 19.11.2013წ.

    მუხლი 4. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)   განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა  და ახალგაზრდ ობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ)     სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ზედამხედველობას;

გ) მუნიციპალური მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების და კულტურის სხვა დაწესებულებების ზედამხედველობას;

დ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების ზედამხედველობას;

ე) წინადადებების შემუშავებას განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

ვ)    მაღალპროფესიული დონის ხელოვანთა და მოღვაწეთა მოწვევის ორგანიზებას;

ზ)მუნიციპალიტეტში მოქმედი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების  სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას;

თ)  თეატრის, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი, პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური შემოქმედების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნასა და პოპულარიზაციას;

ი)  ნიჭიერ, პერსპექტიულ ხელოვანთათვის, სპორტსმენთათვის, ასევე სხვადასხვა ტიპის სასწავლებლების წარჩინებულ სტუდენტთათვის ფინანსური დახმარების გაწევის ორგანიზებას;

კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 4​1. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა)  სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების ზედამხედველობას;

გ) წინადადებების შემუშავებას სპორტული დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 ნოემბრის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 19.11.2013წ.

    მუხლი 5. სამსახურის რეორგანიზაცია

სამსახურის  რეორგანიზაცია და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №26, 04.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1086470-1/