რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.12.2004 ბოლო ცვლილება 27.06.2007
გამომცემი ორგანო
ნომერი
№134
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.10.003.000.133
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 1, 10/01/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

შემდგომი ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №134

2004 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-11 მუხლების, „საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 თებერვლის №61 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 17 დეკემბრის №597 ბრძანებულების შესაბამისად:

1. შეიქმნას რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და დამტკიცდეს აპარატის თანდართული დებულება.

2. აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 29 ერთეულით.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №220-სსმIII, №142, 08.12.2005წ., მუხ.1566

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ზ. ნოღაიდელი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებისას გაითვალისწინოს რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის აუცილებელი სახსრები.

პრემიერ-მინისტრი ზ. ჟვანია

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №220-სსმIII, №142, 08.12.2005წ., მუხ.1566

2.საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№35, 17.03.2006წ., მუხ.421

რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-11 მუხლების შესაბამისად, ეკონომიკური, სამართლებრივი, სტრუქტურული და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების მიზნით.

2. აპარატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სამართლებრივი აქტებით, პრემიერ-მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის ბრძანებებით და ამ დებულებით.

3. აპარატის შემადგენლობასა და საშტატო ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

4. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქუჩა №7.

    მუხლი 2. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით მინიჭებული უფლებამოსილების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის განხორციელების მიზნით აპარატი უზრუნველყოფს ეკონომიკური, სამართლებრივი, „ელექტრონული მთავრობის“, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების სტრუქტურული და ინსტიტუციონალური რეფორმების ხელშეწყობასა და კოორდინაციას.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის დადგენილება №55-სსმIII,№35, 17.03.2006წ., მუხ.421

    მუხლი 3. აპარატის შემადგენლობა

ამ დებულებისა და საშტატი ნუსხის შესაბამისად აპარატში დგინდება შემდეგი თანამდებობები:

ა) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;

ბ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი;

გ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი;

დ) საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;

ე) მთავარი სპეციალისტი;

ვ) უფროსი სპეციალისტი.

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №220-სსმIII, №142, 08.12.2005წ., მუხ.1566

    მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა

აპარატის საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.

    მუხლი 5. აპარატის თანამშრომლები

1. აპარატის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო მინისტრის მიერ განსაზღვრული ამოცანებისა და მითითებების შესრულებას.

2. აპარატის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი.

    მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

აპარატის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა

თანამდებობა

რაოდენობა

საქართველოს სახლემწიფო მინისტრი

            1

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

            1

სახელწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი

            2

სახელწიფო მინისტრის უფროსი მრჩეველი

            4   

სახელწიფო მინისტრის მრჩეველი

            6

მთავარი სპეციალისტი

            4

უფროსი სპეციალისტი

            11

სულ

            29

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 8 დეკემბრის დადგენილება №220-სსმIII, №142, 08.12.2005წ., მუხ.1566

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „რეფორმების კოორდინაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №134, 31.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.10.003.000.133 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10954-2/