საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.11.2010 ძალადაკარგული 23.03.2021
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.029.016012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 18/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა

მინისტრის ბრძანება №121

2010 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

  „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სამ ა რთლებრივ სტატუს ს , სტრუქტურას, უფლებებსა და მოვალეობებს, აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივ ურთიერთობებს.

2. სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრის და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

    მუხლი 2. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობები

1. დეპარტამენტის უფლებები და მოვალეობებია:

ა) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვის ხელშეწყობა;

გ) სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი სფეროების ოფიციალურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

დ) სამინისტროს ურთიერთობის წარმართვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მემორანდუმის პროექტების მომზადება;

ვ) საერთაშორისო სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, სამინისტროს საქმი ა ნობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, სათანადო წინადადებებისა და მექანიზმის შემუშავება;

ზ) ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და რიგი საერთაშორისო რეზოლუციისა თუ დოკუმენტებით განსაზღვრული პირობების შესრულების მონიტორინგი;

თ) ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, სამინისტროს განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით შესაბამისი პროექტის შემუშავება და ღონისძიებათა განხორციელების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ი) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულების უზრუნველყოფა;

კ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და ვიზირება;

მ) სამინისტროს საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა:

მ.ა) სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიებების, ფორუმების, კონფერენციების, შეხვედრების, მემორანდუმების გაფორმების ცერემონიალის მომზადება-გამართვა;

მ.ბ)​ სამინისტროში სტუმართა ვიზიტის დახვედრა-გაცილების ორგანიზება;

მ.გ) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომელთა საზღვარგარეთ ვიზიტებისა და მივლინებების ორგანიზება;

ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;

ო) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს საქმიანობის თაობაზე;

პ) ბრიფინგებისა და სამინისტროს ვებგვერდის საინფორმაციო უზრუნველყოფა და ორგანიზება;

ჟ ) სამინისტროს განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტების მომზადება-გავრცელება;

რ ) სამინისტროში არსებულ ცხელ ხაზზე დევნილებისაგან შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა; შემოსულ შეტყობინებებეზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ს) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. დეპარტამენტი პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. იგი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრსა და კურატორი მინისტრის მოადგილეს.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ხელს აწერს და/ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე;

ვ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას და დეპარტამენტის სახელით წარუდგენს მინისტრს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს;

ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

ი) ასრულებს ამ დებულებითა და მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა დავალებებს.

3. დეპარტამ ე ნტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

5. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.

6. დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.

7. დეპარტამენტის მოსამსახურეები, მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

     მუხლი 4 . დეპარტამენტის სტრუქტურა

1. საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფია საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველო, რომლის სტრუქტურული ქვედანაყოფია ცხელი ხაზის განყოფილება.

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.

3. სამმართველოს უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) სამინისტროს შესახებ საინფორმაციო საშუალებებში გასული ინფორმაციების მონიტორინგი;

ბ) მონიტორინგი ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე მთავარ მოვლენებთან დაკავშირებით;

გ) ნიუსების მოძიება სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებზე როგორც სამინისტროს შესახებ, ისე სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე და სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებსა და სამმართველოებში დაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) პრეს-რელიზების მომზადება და გავრცელება;

ე) სამინისტროს სხვადასხვა აქტივობების გაშუქება;

ვ) სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ზ) მედიამონიტორინგის მასალების დაარქივება;

თ) ჟურნალისტების კითხვებზე წერილობითი და ზეპირი პასუხების გაცემა;

ი) კომენტარების გაკეთება მედიასაშუალებებისათვის;

კ) სამინისტროს ვებგვერდის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ლ) მოქალაქეთა შეტყობინებების რეგისტრაციისა და კონსულტაციის (ცხელი ხაზი) განყოფილებაში შემოსულ სატელეფონო შეტყობინებათა რეგისტრაცია და მოქალაქეთათვის შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

მ) შემოსულ შეტყობინებებეზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება;

ნ) სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2012 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 17.08.2012წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №121, 16.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.029.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1097387-1/