საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.11.2010 ძალადაკარგული 04.10.2012
ნომერი
№1-1/1799
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.024.016019
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 18/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1799

+

2010 წლის 15 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

+
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 25 მაისის  ბრძანება №1-1/775 - ვებგვერდი, 30.05.2011 წ.

„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე , ვბრძანებ :

1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 25 მაისის  ბრძანება №1-1/775 - ვებგვერდი, 30.05.2011 წ.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 მინისტრის პირველი მოადგილე  ა . კეკელია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 25 მაისის  ბრძანება №1-1/775 - ვებგვერდი, 30.05.2011 წ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის საკონკურსო თემატიკა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

+

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) სასურველია აშშ- ის ან ევროპის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი სამართალში (LLM);

გ) თანამდებობის შესაბამისი პროფილით (სამოქალაქო, ადმინისიტრაციული სამართლის სპეციალიზაციით) მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

დ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის ცოდნა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ე) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „ საჯარო სამსახურის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“

კ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;

ლ) საქართველოს კანონი „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ”

მ) საქართველოს კანონი „ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ”

ნ) საქართველოს კანონი „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ”;

ო) ”საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონი;

პ) სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ი ს 2011 წლის 25 მაისის  ბრძანება №1-1/775 - ვებგვერდი, 30.05.2011 წ.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“, №1-1/1799, 15.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.024.016019 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.05.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1099172-1/