საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (11)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №114/ნ
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №276 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თანდართული წესდება.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფლებამონაცვლე.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 20 ივნისის №444 ბრძანება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 მაისის №407 ბრძანება;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 იანვრის №72 ბრძანება;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №541 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდება

მუხლი 1. ცენტრის დაფუძნება და იურიდიული სტატუსი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, წინამდებარე წესდების საფუძველზე.
4. ცენტრი იზიარებს სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო ნორმებსა და ბიოეთიკურ პრინციპებს, თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი იდეოლოგიისაგან.
5. ცენტრს აქვს საკუთარი ბალანსი, ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტი.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 04.08.2020წ.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები
1. ცენტრის მიზნებია:
ა) სამეცნიერო კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
დ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება;
ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ვ) ცენტრის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
ზ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა;
თ) უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში;
ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
2. დასახული მიზნების მისაღწევად ცენტრი:
ა) აწარმოებს ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოფიზიკის, ნევროლოგიის, ნეირომეცნიერებების, რადიობიოლოგიის, რადიაციული ეკოლოგიის და მათ მომიჯნავე დარგებში ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს;
ბ) ზრუნავს ლაბორატორიების თანამედროვე აპარატურით აღჭურვასა და მათი საშუალებით ბიოლოგიისა და მედიცინის შესაბამის დარგებში კვლევის საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაზე;
გ) ხელს უწყობს კვლევითი სტატიების – სამამულო და საერთაშორისო დონის ჟურნალებში გამოქვეყნებას, წაახალისებს ცენტრის თანამშრომელთა ციტირების ინდექსის ზრდას;
დ) ხელს უწყობს ცენტრისა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას;
ე) ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების გამართვას;
ვ) აწყობს ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო სკოლა-სემინარებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით;
ზ) თანამშრომლობს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სფეროში არსებულ მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებებთან, მათთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
თ) ცენტრი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა, მათ შორის, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო და სხვა საქმიანობა;
ი) უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში.
კ) უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო – კვლევით ღონისძიებებში.
ლ) უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით აწარმოებს პროფესიული მომზადების/გადამზადების სასწავლო (ტრენინგ) კურსებს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №210/ნ - ვებგვერდი, 05.01.2018წ.
მუხლი 3. ცენტრი ს სტრუქტურა
ცენტრის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, დეპარტამენტი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით.
მუხლი 4. ცენტრის პერსონალი
1. ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.
2. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობებია:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი, მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით.
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს , რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით.
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. პირი, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს უვადოდ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.
6. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
7. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.
8. ცენტრის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:
ა) დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე.
9. ცენტრის პერსონალის უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესდებით, ცენტრის შინაგანაწესისა და ცენტრის დირექტორსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 5. ცენტრის მართვა
1. ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის ადმინისტრაცია: ცენტრის დირექტორი და დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.
2. ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 6. ცენტრის სამეცნიერო საბჭო
1. ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ცენტრის სამეცნიერო საბჭოს.
2. სამეცნიერო საბჭო:
ა) (ამოღებულია - 20.05.2015; №48ნ);
ა1) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის დირექტორს და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს (შემდგომში –მინისტრს).
ა2) (ამოღებულია - 06.07.2017, №111/ნ).
ა3) იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის არჩევნების თაობაზე, ადგენს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
ბ) ცენტრის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ცენტრის ბიუჯეტის შესრულებაზე;
გ) (ამოღებულია - 20.05.2015; №48ნ);
დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;
ე) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
ზ) ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
თ) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს, საგრანტო თემების შესრულებისა და სამეცნიერო მივლინებების ანგარიშებს;
ი) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ცენტრის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
კ) განიხილავს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
ლ) (ამოღებულია - 20.05.2015; №48ნ);
მ) ცენტრის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 14 მარტის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 16.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 04.08.2020წ.
მუხლი 7. სამეცნიერო საბჭოს და მის წევრთა უფლებამოსილება
1. (ამოღებულია - 09.06.2016; №62/ნ).
2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
4. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
5. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.
6. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.

მუხლი 8. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს სამეცნიერო საბჭოს სხდომები.
2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;
დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეცნიერო საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.
5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.

მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 მარტის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 31.03.2011წ.

მუხლი 10. (ამოღებულია)

მუხლი 11. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება
1. ცენტრს მართავს დირექტორი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად;
ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
დ) (ამოღებულია - 09.06.2016; №62/ნ);
ე) ითანხმებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას. უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს შტატგარეშე მომუშავესთან;
ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ;
ზ 1 ) თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ცენტრის სახელით დებს მათთან ხელშეკრულებებს;
ი) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
კ) არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნისას ასრულებს დირექტორის უფლებამოსილებებს;
ლ) ხელს უწყობს მეცნიერი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას;
მ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს;
ნ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ო) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ო1) უფლებამოსილია ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
პ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;
ჟ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ს) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინიტროს;
ტ) პასუხისმგებელია ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. (ამოღებულია - 06.07.2017, №111/ნ).
4. (ამოღებულია - 06.07.2017, №111/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 მარტის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 31.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
მუხლი 12. ცენტრის დირექტორის არჩევის/დანიშვნისა და გათავისუფლების წესი
1. ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
2. ცენტრის დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ღია ან ფარული კენჭისყრით, თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს მინისტრს.
31. ცენტრის დირექტორს, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
32. მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი პირის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.
33. (ამოღებულია - 04.08.2020, №88/ნ).
34. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან მინისტრი კანდიდატს ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს მინისტრს, რომლიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.
35. მინისტრი, ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე, ცენტრის დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
4. ცენტრის დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) გარდაცვალებისას.
41. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
5. ცენტრის დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
6. ცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭო ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.
7. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 04.08.2020წ.
მუხლი 13. ცენტრის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
1. ცენტრის სტრუქტურული ერთეული:
ა) უზრუნველყოფს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას შესაბამისი მიმართულებით;
ბ) შეიმუშავებს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტებს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს.
2. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;
ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;
გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;
დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.

მუხლი 14. ცენტრის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი
1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
2. ცენტრის დირექტორი სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას არაუმეტეს 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.
4. ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 15. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტები;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობები, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას და სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
მუხლი 16. ცენტრის ქონება
ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 17. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობით ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმაობა.
4. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 18. ცენტრის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 19. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №114/ნ
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №276 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თანდართული წესდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფლებამონაცვლე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 20 ივნისის №444 ბრძანება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 მაისის №407 ბრძანება;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 იანვრის №72 ბრძანება;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №541 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
მუხლი 1. ცენტრის დაფუძნება და იურიდიული სტატუსი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, წინამდებარე წესდების საფუძველზე.
4. ცენტრი იზიარებს სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო ნორმებსა და ბიოეთიკურ პრინციპებს, თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი იდეოლოგიისაგან.
5. ცენტრს აქვს საკუთარი ბალანსი, ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 04.08.2020წ.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები
1. ცენტრის მიზნებია:
ა) სამეცნიერო კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
დ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება;
ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ვ) ცენტრის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
ზ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა;
თ) უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში;
ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
2. დასახული მიზნების მისაღწევად ცენტრი:
ა) აწარმოებს ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოფიზიკის, ნევროლოგიის, ნეირომეცნიერებების, რადიობიოლოგიის, რადიაციული ეკოლოგიის და მათ მომიჯნავე დარგებში ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს;
ბ) ზრუნავს ლაბორატორიების თანამედროვე აპარატურით აღჭურვასა და მათი საშუალებით ბიოლოგიისა და მედიცინის შესაბამის დარგებში კვლევის საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაზე;
გ) ხელს უწყობს კვლევითი სტატიების – სამამულო და საერთაშორისო დონის ჟურნალებში გამოქვეყნებას, წაახალისებს ცენტრის თანამშრომელთა ციტირების ინდექსის ზრდას;
დ) ხელს უწყობს ცენტრისა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას;
ე) ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების გამართვას;
ვ) აწყობს ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო სკოლა-სემინარებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით;
ზ) თანამშრომლობს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სფეროში არსებულ მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებებთან, მათთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
თ) ცენტრი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა, მათ შორის, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო და სხვა საქმიანობა;
ი) უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში.
კ) უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო – კვლევით ღონისძიებებში.
ლ) უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით აწარმოებს პროფესიული მომზადების/გადამზადების სასწავლო (ტრენინგ) კურსებს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №210/ნ - ვებგვერდი, 05.01.2018წ.
მუხლი 3. ცენტრი ს სტრუქტურა🔗
ცენტრის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, დეპარტამენტი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით.
მუხლი 4. ცენტრის პერსონალი
1. ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.
2. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობებია:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი, მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით.
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს , რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით.
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. პირი, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს უვადოდ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.
6. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
7. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.
8. ცენტრის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:
ა) დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე.
9. ცენტრის პერსონალის უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესდებით, ცენტრის შინაგანაწესისა და ცენტრის დირექტორსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 5. ცენტრის მართვა
1. ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის ადმინისტრაცია: ცენტრის დირექტორი და დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.
2. ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 6. ცენტრის სამეცნიერო საბჭო
1. ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ცენტრის სამეცნიერო საბჭოს.
2. სამეცნიერო საბჭო:
ა) (ამოღებულია - 20.05.2015; №48ნ);
ა1) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის დირექტორს და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.
ა1) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის დირექტორს და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს (შემდგომში –მინისტრს).
ა2) (ამოღებულია - 06.07.2017, №111/ნ).
ა3) იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის არჩევნების თაობაზე, ადგენს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
ბ) ცენტრის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ცენტრის ბიუჯეტის შესრულებაზე;
გ) (ამოღებულია - 20.05.2015; №48ნ);
დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;
ე) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
ზ) ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
თ) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს, საგრანტო თემების შესრულებისა და სამეცნიერო მივლინებების ანგარიშებს;
ი) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ცენტრის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
კ) განიხილავს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
ლ) (ამოღებულია - 20.05.2015; №48ნ);
მ) ცენტრის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 14 მარტის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 16.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 04.08.2020წ.
მუხლი 7. სამეცნიერო საბჭოს და მის წევრთა უფლებამოსილება
1. (ამოღებულია - 09.06.2016; №62/ნ).
2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
4. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
5. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.
6. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 8. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე
1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს სამეცნიერო საბჭოს სხდომები.
2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;
დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეცნიერო საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.
5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 მარტის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 31.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 11. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება
1. ცენტრს მართავს დირექტორი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად;
ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
დ) (ამოღებულია - 09.06.2016; №62/ნ);
ე) ითანხმებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას. უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს შტატგარეშე მომუშავესთან;
ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ;
ზ1 ) თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ცენტრის სახელით დებს მათთან ხელშეკრულებებს;
ი) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
კ) არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნისას ასრულებს დირექტორის უფლებამოსილებებს;
ლ) ხელს უწყობს მეცნიერი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას;
მ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს;
ნ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ო) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ო1) უფლებამოსილია ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
პ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;
ჟ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ს) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინიტროს;
ტ) პასუხისმგებელია ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. (ამოღებულია - 06.07.2017, №111/ნ).
4. (ამოღებულია - 06.07.2017, №111/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 მარტის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 31.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
მუხლი 12. ცენტრის დირექტორის არჩევის/დანიშვნისა და გათავისუფლების წესი🔗
1. ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
2. ცენტრის დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ღია ან ფარული კენჭისყრით, თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს.
3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ღია ან ფარული კენჭისყრით, თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს მინისტრს.
31. ცენტრის დირექტორს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
31. ცენტრის დირექტორს, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
32. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი პირის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.
32. მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი პირის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.
33. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე, ცენტრის დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
33. (ამოღებულია - 04.08.2020, №88/ნ).
34. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი კანდიდატს ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, რომლიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.
34. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან მინისტრი კანდიდატს ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს მინისტრს, რომლიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.
35. მინისტრი, ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე, ცენტრის დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
4. ცენტრის დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) გარდაცვალებისას.
41. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
41. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
5. ცენტრის დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
6. ცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭო ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.
7. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 04.08.2020წ.
მუხლი 13. ცენტრის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი
1. ცენტრის სტრუქტურული ერთეული:
ა) უზრუნველყოფს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას შესაბამისი მიმართულებით;
ბ) შეიმუშავებს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტებს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს.
2. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;
ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;
გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;
დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 14. ცენტრის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი🔗
1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
2. ცენტრის დირექტორი სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას არაუმეტეს 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.
4. ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 15. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტები;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობები, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას და სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
მუხლი 16. ცენტრის ქონება🔗
ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 17. სახელმწიფო კონტროლი
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობით ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმაობა.
4. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 18. ცენტრის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. ცენტრის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 19. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №114/ნ
2010 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ლიკვიდაციისა და მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №276 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის თანდართული წესდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის, მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის, ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფლებამონაცვლე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 20 ივნისის №444 ბრძანება;
ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოლოგიური ფიზიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 1 მაისის №407 ბრძანება;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 იანვრის №72 ბრძანება;
დ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №541 ბრძანება.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
მუხლი 1. ცენტრის დაფუძნება და იურიდიული სტატუსი🔗
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) არის საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაფუძნებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება.
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო).
3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებების და შეთანხმებების, წინამდებარე წესდების საფუძველზე.
4. ცენტრი იზიარებს სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო ნორმებსა და ბიოეთიკურ პრინციპებს, თავისუფალია ნებისმიერი პოლიტიკური, რელიგიური და რასობრივი იდეოლოგიისაგან.
5. ცენტრს აქვს საკუთარი ბალანსი, ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 5 ივნისის ბრძანება №106/ნ - ვებგვერდი, 07.06.2012წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 04.08.2020წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №75/ნ - ვებგვერდი, 11.08.2023წ.
მუხლი 2. ცენტრის მიზნები🔗
1. ცენტრის მიზნებია:
ა) სამეცნიერო კვლევითი, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება;
ბ) ქვეყნის სამეცნიერო-ტექნოლოგიური პროგრესის ხელშეწყობა;
გ) სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობა;
დ) ახალი ტექნოლოგიების შექმნა, ანალიზი და გავრცელება;
ე) საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება;
ვ) ცენტრის სამეცნიერო პერსონალის მობილობის წახალისება;
ზ) ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადებისა და გადამზადების ხელშეწყობა;
თ) უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში;
ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.
2. დასახული მიზნების მისაღწევად ცენტრი:
ა) აწარმოებს ფიზიოლოგიის, ბიოქიმიის, მოლეკულური ბიოლოგიის, ბიოფიზიკის, ნევროლოგიის, ნეირომეცნიერებების, რადიობიოლოგიის, რადიაციული ეკოლოგიის და მათ მომიჯნავე დარგებში ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს;
ბ) ზრუნავს ლაბორატორიების თანამედროვე აპარატურით აღჭურვასა და მათი საშუალებით ბიოლოგიისა და მედიცინის შესაბამის დარგებში კვლევის საერთაშორისო სტანდარტების მიღწევაზე;
გ) ხელს უწყობს კვლევითი სტატიების – სამამულო და საერთაშორისო დონის ჟურნალებში გამოქვეყნებას, წაახალისებს ცენტრის თანამშრომელთა ციტირების ინდექსის ზრდას;
დ) ხელს უწყობს ცენტრისა და უცხოეთის ქვეყნების სამეცნიერო წრეებს შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას;
ე) ორგანიზებას უწევს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების გამართვას;
ვ) აწყობს ახალგაზრდა მეცნიერთათვის საერთაშორისო სკოლა-სემინარებს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით;
ზ) თანამშრომლობს სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სფეროში არსებულ მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებებთან, მათთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;
თ) ცენტრი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული დამხმარე საქმიანობა, მათ შორის, საკონსულტაციო-სარეკომენდაციო და სხვა საქმიანობა;
ი) უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში.
კ) უფლებამოსილია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო – კვლევით ღონისძიებებში.
ლ) უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით აწარმოებს პროფესიული მომზადების/გადამზადების სასწავლო (ტრენინგ) კურსებს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №210/ნ - ვებგვერდი, 05.01.2018წ.
მუხლი 3. ცენტრი ს სტრუქტურა🔗
ცენტრის სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა (ლაბორატორია, განყოფილება, დეპარტამენტი და სხვა) განისაზღვრება საშტატო განრიგით.
მუხლი 4. ცენტრის პერსონალი🔗
1. ცენტრის პერსონალი შედგება სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისგან.
2. ცენტრის სამეცნიერო პერსონალის შემადგენლობაში შედიან სამეცნიერო თანამდებობის პირები – მეცნიერები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ ან/და წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს.
3. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობებია:
ა) მეცნიერი თანამშრომელი;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.
4. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელია შემდეგი პირობის დაკმაყოფილება:
ა) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი, მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით.
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს , რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს არაუმეტეს 3 წლის ვადით.
გ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. პირი, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს უვადოდ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.
6. ცენტრის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
7. კონკურსის ჩატარების წესსა და დამატებით პირობებს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.
8. ცენტრის ადმინისტრაციულ პერსონალს მიეკუთვნება:
ა) დირექტორი;
ბ) დირექტორის მოადგილე.
9. ცენტრის პერსონალის უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე წესდებით, ცენტრის შინაგანაწესისა და ცენტრის დირექტორსა და პერსონალს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 5. ცენტრის მართვა🔗
1. ცენტრის საორგანიზაციო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის ადმინისტრაცია: ცენტრის დირექტორი და დირექტორის მოადგილე/მოადგილეები.
2. ცენტრის სამეცნიერო საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის სამეცნიერო საბჭო.
მუხლი 6. ცენტრის სამეცნიერო საბჭო🔗
1. ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ცენტრის სამეცნიერო საბჭოს.
2. სამეცნიერო საბჭო:
ა) (ამოღებულია - 20.05.2015; №48ნ);
ა1) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის დირექტორს და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს (შემდგომში –მინისტრს).
ა1) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის დირექტორს და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომ – მინისტრი).
ა2) (ამოღებულია - 06.07.2017, №111/ნ).
ა3) იღებს გადაწყვეტილებას დირექტორის არჩევნების თაობაზე, ადგენს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
ბ) ცენტრის დირექტორის წარდგინებით ისმენს ანგარიშს ცენტრის ბიუჯეტის შესრულებაზე;
გ) (ამოღებულია - 20.05.2015; №48ნ);
დ) სამეცნიერო კვლევაში ჩაურევლად განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და უზრუნველყოფს ამ მიმართულებათა სწორად განხორციელებას;
ე) ღია კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით ირჩევს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი;
ვ) ითანხმებს დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს;
ზ) ითანხმებს ცენტრის დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა ან/და დამატებების პროექტს;
თ) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, ცალკეულ მეცნიერთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ სამეცნიერო საკითხებს, თანამშრომლების სამეცნიერო მოხსენებებს, საგრანტო თემების შესრულებისა და სამეცნიერო მივლინებების ანგარიშებს;
ი) საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას განსახილველად წარუდგენს ცენტრის საქმიანობის წლიურ სამეცნიერო ანგარიშს;
კ) განიხილავს უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან სამეცნიერო თანამშრომლობის საკითხებს;
ლ) (ამოღებულია - 20.05.2015; №48ნ);
მ) ცენტრის მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 14 მარტის ბრძანება №37/ნ - ვებგვერდი, 16.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 04.08.2020წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №75/ნ - ვებგვერდი, 11.08.2023წ.
მუხლი 7. სამეცნიერო საბჭოს და მის წევრთა უფლებამოსილება🔗
1. (ამოღებულია - 09.06.2016; №62/ნ).
2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარი მაინც. სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ხმა მისცა სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. სამეცნიერო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრის საფუძველზე. სამეცნიერო საბჭომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება საკითხის ფარული კენჭისყრით მიღების თაობაზე.
4. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ, სამ თვეში ერთხელ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას საკუთარი ინიციატივით, სამეცნიერო საბჭოს წევრთა მესამედის ან/და ცენტრის დირექტორის მოთხოვნის საფუძველზე.
5. სამეცნიერო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს მდივანს.
6. სამეცნიერო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 8. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე🔗
1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს სამეცნიერო საბჭოს სხდომები.
2. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) იწვევს სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ბ) ორგანიზებას უწევს სამეცნიერო საბჭოს მუშაობას;
გ) ხმის უფლებით მონაწილეობს საბჭოს გადაწყვეტილებებში;
დ) მეთვალყურეობას უწევს საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებას.
4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) სამეცნიერო საბჭოს მიერ სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თუ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს;
გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) გარდაცვალებისას;
ვ) ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობიდან გათავისუფლებისას, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.
5. სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით თავისი შემადგენლობიდან ირჩევს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 მარტის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 31.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 10. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 11. ცენტრის დირექტორის უფლებამოსილება🔗
1. ცენტრს მართავს დირექტორი.
2. ცენტრის დირექტორი:
ა) შეიმუშავებს ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს შესათანხმებლად;
ბ) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებულ ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის პროექტს ათანხმებს სამინისტროსთან;
გ) კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აცხადებს ღია კონკურსებს და ქმნის საკონკურსო კომისიებს სამეცნიერო თანამდებობებზე თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, ადგენს სამეცნიერო თანამდებობების დაკავების კონკურსის წესსა და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
დ) (ამოღებულია - 09.06.2016; №62/ნ);
ე) ითანხმებს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;
ვ) საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას. უფლებამოსილია კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს შტატგარეშე მომუშავესთან;
ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ;
ზ) ამტკიცებს სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ პირს ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ;
ზ1 ) თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
ზ1 ) თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს;
თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ცენტრის სახელით დებს მათთან ხელშეკრულებებს;
თ) ხელს უწყობს კონტაქტების განვითარებას საქართველოსა და უცხო ქვეყნების სამეცნიერო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ცენტრის სახელით დებს მათთან ხელშეკრულ ებებს;
ი) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
ი) სათათბირო ხმის უფლებით ესწრება სამეცნიერო საბჭოს სხდომებს;
კ) არა უმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნისას ასრულებს დირექტორის უფლებამოსილებებს;
კ) არაუმეტეს საკუთარი უფლებამოსილების ვადით ნიშნავს დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს იმ მოადგილეს, რომელიც მისი არყოფნისას (შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში) ასრულებს დირექტორის უფლებამოსილებებს. დირექტორის მოადგილის/მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში (შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში) დირექტორი თავისი მოვალეობის შესრულებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აკისრებს ერთ-ერთი ლაბორატორიის ხელმძღვანელს.
ლ) ხელს უწყობს მეცნიერი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას;
ლ) ხელს უწყობს მეცნიერი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას;
მ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს;
მ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების წარდგინებით შეიმუშავებს ცენტრის ბიუჯეტს;
ნ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ნ) სამეცნიერო საბჭოს წარუდგენს ცენტრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ო) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ო) კანონმდებლობის შესაბამისად განკარგავს ცენტრის ფინანსურ სახსრებს და მასვე ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ო1) უფლებამოსილია ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
ო1) უფლებამოსილია ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური;
პ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;
პ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, წახალისების სახესა და გამოყენების წესს;
ჟ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
ჟ) უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომელთა მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ს) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინიტროს;
ს) სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით ამზადებს ცენტრის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინიტროს;
ტ) პასუხისმგებელია ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
ტ) პასუხისმგებელია ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. (ამოღებულია - 06.07.2017, №111/ნ).
4. (ამოღებულია - 06.07.2017, №111/ნ).
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 მარტის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 31.03.2011წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №75/ნ - ვებგვერდი, 11.08.2023წ.
მუხლი 12. ცენტრის დირექტორის არჩევის/დანიშვნისა და გათავისუფლების წესი🔗
1. ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის დირექტორად დანიშვნის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს ცენტრის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
2. ცენტრის დირექტორი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დირექტორად ზედიზედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ორჯერ.
3. ცენტრის დირექტორს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ღია კონკურსის საფუძველზე, სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად ღია ან ფარული კენჭისყრით, თანამდებობაზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და არჩევიდან 7 დღის ვადაში, თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, წარუდგენს მინისტრს.
31. ცენტრის დირექტორს, მინისტრი თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
32. მინისტრი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგენილი პირის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე, თუ დირექტორი ამ წესდებით დადგენილი წესის ან/და დირექტორისათვის წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დარღვევით იქნა არჩეული.
33. (ამოღებულია - 04.08.2020, №88/ნ).
34. ცენტრის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მინისტრის მიერ ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის განცხადების შემთხვევაში, მას დასანიშნად 7 დღის ვადაში წარუდგინოს იგივე კანდიდატი. თუ კანდიდატი ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი ან მინისტრი კანდიდატს ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილ ვადაში არ დანიშნავს, ცენტრის სამეცნიერო საბჭო 3 თვის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით აირჩევს ახალ დირექტორს და მას დასანიშნად წარუდგენს მინისტრს, რომლიც 7 დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის დირექტორის დანიშვნასთან დაკავშირებით.
35. მინისტრი, ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით დანიშვნამდე, ცენტრის დირექტორის მოვალეობის შესრულებას აკისრებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს ან ცენტრის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
4. ცენტრის დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირადი სურვილით;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლისას;
გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობისას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) გარდაცვალებისას.
41. ცენტრის დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, ასევე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე.
5. ცენტრის დირექტორის არჩევნების მიზნით სამეცნიერო საბჭო ადგენს დირექტორის საკონკურსო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, კონკურსის პირობებს და განსაზღვრავს არჩევნების ჩატარების თარიღს.
6. ცენტრის დირექტორის შესარჩევი კონკურსისა და არჩევნების ორგანიზების მიზნით სამეცნიერო საბჭო ქმნის სამდივნოს და ადგენს კანდიდატების რეგისტრაციის ვადებს.
7. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილეობას იღებდა ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმები, სამეცნიერო საბჭოს მიერ ინიშნება ახალი კონკურსი, რომელიც უნდა ჩატარდეს სამეცნიერო საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №108/ნ - ვებგვერდი, 27.08.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის ბრძანება №111/ნ - ვებგვერდი, 07.07.2017წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №88/ნ - ვებგვერდი, 04.08.2020წ.
მუხლი 13. ცენტრის სტრუქტურული ერთეული და მისი ხელმძღვანელი🔗
1. ცენტრის სტრუქტურული ერთეული:
ა) უზრუნველყოფს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას შესაბამისი მიმართულებით;
ბ) შეიმუშავებს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტისა და სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტებს;
გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სამეცნიერო-კვლევით საგრანტო პროექტებს.
2. ცენტრის სტრუქტურულ ერთეულს მართავს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელიც:
ა) ხელმძღვანელობს სტრუქტურულ ერთეულს შესაბამისი დარგის მიხედვით;
ბ) შეიმუშავებს სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი პერსპექტიული საქმიანობის გეგმებს და წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად;
გ) დირექტორის წინაშე აყენებს სამეცნიერო თანამდებობიდან პირის გათავისუფლების ან პირის დაწინაურების საკითხს;
დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ არის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 14. ცენტრის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი🔗
1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს ცენტრის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ცენტრის დირექტორი. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
2. ცენტრის დირექტორი სამეცნიერო საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას არაუმეტეს 5 წლის ვადით.
3. სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონკურსის ჩატარების წესს და პირობებს განსაზღვრავს ცენტრის დირექტორი.
4. ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
მუხლი 15. ცენტრის დაფინანსება🔗
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკური ორგანიზაციებისა და სამეცნიერო ფონდების სახსრების მოზიდვით, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო პროგრამებიდან მიღებული გრანტები;
გ) საქველმოქმედო შემოწირულობები, ფიზიკური და იურიდიული პირების ნებაყოფლობითი შენატანები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულების შედეგად მიღებული შემოსავლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას და სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
3. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
მუხლი 16. ცენტრის ქონება🔗
ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, დადგენილი წესის თანახმად.
მუხლი 17. სახელმწიფო კონტროლი🔗
1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტროს თანხმობით ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმაობა.
4. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 18. ცენტრის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. ცენტრის წესდებაში ცვლილების შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია შეიძლება განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 19. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 20 მაისის ბრძანება №48/ნ - ვებგვერდი, 20.05.2015წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 ივნისის ბრძანება №62/ნ - ვებგვერდი, 10.06.2016წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“, №114/ნ, 18.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.08.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1105426-9/