საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.11.2010 ბოლო ცვლილება 16.05.2025
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
040030000.32.057.016003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 154, 25/11/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (14)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (10)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №46

2010 წლის 16 ნოე მბერი

ქ. ბათუმი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-3 მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო .

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თანდართული დებულება.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და თანდართული დებულების შესაბამისად განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.

 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე , სამინისტროს მიერ კულტურული მემკვი დ რეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით განხორციელებულ ი და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.

 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ფინანსური სახსრების გათვალისწინება და შემდგომში მიზნობრივი დაფინანსება.

6 . დადგენილება, გარდა ამ დადგენილების მე-5 და მე -6 პუნქტ ებ ისა, ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

7. დადგენილების მე-5 და მე -6 პუნქტ ებ ი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მთავრობის თავმჯდომარე       ლ. ვარშალომიძე

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო ) არის ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.

2. სააგენტო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ,,კულტურ ული მემკვიდრეობის შესახებ“და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონების, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში სააგენტო ანგარიშვალდებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა (შემდგომში – მთავრობა) და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა.

4. სააგენტო კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4.

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

    მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ამოცანები

სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებს იმ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბებას , რომელიც უზრუ ნ ველ ყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას , შესწავლას , მოვლა -პატრონობას , რესტავრაციასა და პრევენციულ კონსერვაციას ;

ბ ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერი ტო რი აზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (გარდა არქეოლოგიური , საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა ) სამუშაოების ნებართვების გაცემას;

გ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს ;

დ ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს ;

ე ) უზრუნველყოფს გაცემული ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღებას ;

ვ ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ;

ზ ) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამუ შაოების რეგულირებას , კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალ დარ ღვე ვა თა აღკვეთისა (რამაც შეიძლება დააზიანოს ან გაანადგუროს ან ამგვარი საფრთხე შეუქ მ ნას კულტურულ მემკვიდრეობას ) და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის სამსახურებთან ;

თ ) ახორციელებს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების აღრიცხვიანობისა და პასპორტიზაციის ხელშეწყობას, მათ შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შეგროვებას და პოპულარიზაციას;

ი) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესისა და სამეცნიერო საქმიანობისათვის ყოველმხრივი ხელშეწყობას;

კ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების ანალიზსა და დანერგვას;

ლ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

მ) მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში;

ნ) შეიმუშავებს და ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ღონისძიებებს;

ო) უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შეგროვებას;

პ) უზრუნველყოფს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაციას და ინვენტარიზაციას (მოძრავი და უძრავი ძეგლების პასპორტების შედგენა); მონაწილეობს სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში;

ჟ) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის და შემეცნების მიზნით უზრუნველყოფს კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პროგრამების მომზადებას და განხორციელებას;

რ) აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამუზეუმო საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს; მათი განხორციელების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

რ​1) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

ს) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 201 2 წლის 28 თებერვლის დადგენილება № 9 - ვებგვერდი, 0 5 .0 3 .201 2 წ.

    მუხლი 3. სააგენტოს უფლებამოსილება და საქმიანობის საგანი

1. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის , შესწავლის , მოვლა -პატრონობის , რესტავრაციისა და პრევენციულ კონსერვაციის ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბება ;

ბ ) გასცეს ა ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე (გარდა არქეოლოგიური , საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა ) სამუშაოების ნებართვები ;

გ ) კ ანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლი ;

დ ) აწარმოოს უწყებრივ ი სანებართვო რეესტრი ;

ე ) მიიღოს გაცემული ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშები და სამუშაოები ;

ვ ) მონაწილეობა მიიღოს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინის ტრა ციულ წარმოებაში ;

ზ ) განახორციელოს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო სამუშაოების რეგულირება , კულტურული მემკვიდრეობის სფეროში სამართალ დარ ღვე ვა თა აღკვეთისა (რამაც შეიძლება დააზიანოს ან გაანადგუროს ან ამგვარი საფრთხე შეუქმნას კულტურულ მემკვიდრეობას ) და გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეა გი რე ბის მიზნით ი თანამშრომლოს შესაბამის სამსახურებთან ;

თ ) განახორციელოს სამუზეუმო ფონდებისა და ექსპონატების აღრიცხვიანობისა და პასპორტიზაციის ხელშეწყობა, მათ შესახებ ელექტრონული ინფორმაციის შეგროვება და პოპულარიზაცია;

ი) დაამზადოს ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნახაზები, ფოტოები და სხვა ვიზუალური მასალა, მოახდინოს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაცია, დაკომპლექტება და არქივირება; შექმნას შესაბამისი არქივები, საინფორმაციო ბანკები, განახორციელოს მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობა და გავრცელება;

კ) მოპოვებული (შექმნილი) მასალების გამოყენებით მოამზადოს და მოაწყოს ფოტო და სხვა გამოფენები საქართველოში და საზღვარგარეთ, გამოსცეს ბარათები, ბუკლეტები, გზამკვლევები, ალბომები ქართულ და უცხო ენებზე;

ლ) შეისწავლოს სხვა ქვეყნების გამოცდილება სახელოვნებათმცოდნეო და ადგი ლო ბრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში, ხელი შეუწყოს ტექნიკური სიახლეების გამოყენებას;

მ) ხელი შეუწყოს კადრების მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას სახელოვნებათმცოდნეო და ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროებში;

ნ) როგორც სახელმწიფოს დაკვეთით, ასევ ე საკუთარი ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდ რე ო ბის ძეგლებზე შე ა დგინოს სარეაბილიტაციო პროექტები და უზრუნველყოს შესაბამისი სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება. ასევე საკუთარი ინიციატივით ძეგლ ებზე აწარმოოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები;

ო) ითანამშრომლოს საქართველოს და საზღვარგარეთის შესაბამის სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო და სხვა დაწესებულებებთან;

პ) ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით მოაწყოს საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები, სესიები, სიმპოზიუმები, სემინარები, კონსულტაციები;

ჟ) ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადოს და გადასცეს მის მიერ შექმნილი და არქივში დაცულ ძეგლებთან და ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან დაკავშირებული შესაბამისი ვიზუალური თუ სხვა სახის სამეცნიერო მასალები (მათ შორის, ძეგლზე სამუშაოებისა და კულტურული მემკვიდრეობის ზონებში მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეცნიერო და სარეკომენდაციო მასალები);

რ) დაამყაროს საქმიანი კონტაქტები და ითანამშრომლოს საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებთან და ძეგლთა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ს) ხელი შეუწყოს ორგანიზებულ ტურიზმს; კერძოდ, მოამზადოს და განახორციელოს კულტურულ-შემეცნებითი პროგრამები.

ტ) მონაწილეობა მიიღოს მუზეუმების ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და მოამზადოს შესაბამისი პროექტები, წინადადებები და რეკომენდაციები;

უ) ორგანიზება გაუწიოს ადგილობრივი მნიშვნელობის არამატერიალური და მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების ფიქსაციასა და ინვენტარიზაციას (მოძრავი და უძრავი ძეგლების სააღრიცხვო ბარათებისა და პასპორტების შედგენა), მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო და კერძო კოლექციების აღრიცხვასა და შესწავლაში;

ფ) სააგენტოს უფლება აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერი ტო რი ა ზე განახორციელოს სამუზეუმო საქმიანობა. სამუზეუმო საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშაოს წინადადებები, პროექტები და მათი განხორციელების მიზნით უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება;

ქ) საქმიანობის მიზნებისა და ფუნქციების გათვალისწინებით განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი და ნებადართული სხვა საქმიანობა;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები ;

ყ) ხელმძღვანელობა და კოორდინაცია გაუწიოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არქეოლოგიურ გათხრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

შ) კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული საქმიანობა ;

ჩ ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს საქართ ვე ლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 10​1 ქვეპუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს.

2. სააგენტო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს დამხმარე ხასიათის ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე.

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 2011 წლის 26 ივლისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 03.08.2011წ.

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.07.2012წ. 

    მუხლი 4. სააგენტოს მართვა

1. სააგენტოს მართვა ხორციელდება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. სააგენტოს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც არაუმეტეს მთავრობის უფლებამოსილების ვადით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა საკუთარი ინიციატივით ან მინისტრის წარდგინებით.

3. დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე. მოადგილის ფუნქციები განისაზღვრება დირექტორის ბრძანებით. სააგენტოს დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან შეწყვეტის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს დირექტორის მოადგილე.

4.  დირექტორის მოადგილე შეიძლება იყოს ეკონომიკის, არქიტექტურის ან სამართალმცოდნეობის სპეციალობის უმაღლესი განათლების მქონე პირი, რომელსაც არაუმეტეს სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადით, სააგენტოს დირექტორის წარდგინებით ან/და საკუთარი ინიციატივით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 14 დეკემბრის დადგენილება №35 - ვებგვერდი, 21.12.2012წ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 23 თებერვლის დადგენილება №9– ვებგვერდი, 29.02.2016წ .

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №25 – ვებგვერდი, 04.01.2019წ .

    მუხლი 5. დირექტორის უფლებამოსილება

დირექტორი:

ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს სააგენტოს საქმიანობას, მოქმედებს სააგენტოს სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;

ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და დროულად შესრულებაზე, აგრეთვე სააგენტოს ქონების, მათ შორის , ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;

გ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სააგენტოს ყველა თანამშრომლისათვის, ხელს აწერს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს (დებს ხელშეკრულებებს) და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ე) ანაწილებს ფუნქციებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, სააგენტოს სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას სააგენტოს თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია სააგენტოს თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;

ზ) უფლებამოსილია სააგენტოს სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

თ) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, ხელფასის ფონდს და ხარჯთა ნუსხას, ადგენს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს ბალანსს;

ი) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს და სააგენტოს თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;

კ)  ვალდებულია კვარტალში ერთხელ, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტროს წარუდგინოს  ანგარიში სააგენტოს  საქმიანობის  თაობაზე;

ლ) სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;

ლ​1 ) კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტ რა ცი ულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 10​1 ქვეპუნქტით განსაზღვრულ ი უფ ლე ბამოსილებ ებ ის განმახორციელებელ პირებს ;

მ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 24 ივლისის დადგენილება №24 - ვებგვერდი, 31.07.2012წ. 

    მუხლი 6. სააგენტოს სტრუქტურა, სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებანი

1. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული განყოფილება;
ბ) დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება;
გ) მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება;
დ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილება, რომელიც მოიცავს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრს;
ე) სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

2. ადმინისტრაციული განყოფილების უფლებამოსილებებია:
ა) სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური, ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ხელშეწყობა;
ბ)   სააგენტოს დირექტორთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება;
გ)   მოქალაქეთა წერილობითი კორესპონდენციების მიღების ორგანიზება;
დ) სააგენტოს მიერ გამოფენების მოწყობისა და საინფორმაციო მასალების გამოცემის ხელშეწყობა;
ე) სააგენტოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფა, ვებგვერდის მართვა და მასმედიით გაშუქებული მასალების მონიტორინგის განხორციელება;
ვ) საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხების ორგანიზება;
ზ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, მათი გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
თ) (ამოღებულია - 29.12.2020, №15);
ი) (ამოღებულია - 29.12.2020, №15);
კ) სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზება;
ლ) ადმინისტრაციული განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
მ) ადმინისტრაციული განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ნ) სააგენტოს ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო სახსრების ფინანსური ანგარიშგება, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ო)   თანამშრომელთა ხელფასების დროულად დარიცხვის უზრუნველყოფა, სახელფასო უწყისების შედგენა, ხარჯთა ნუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოება;
პ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასების, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში მონაწილეობა;
ჟ) ბუღალტრული ანგარიშგების შედგენისა და დაწესებულ ვადაში წარდგენის უზრუნველყოფა;
რ) საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;
ს) ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

3. დაგეგმარებისა და ნებართვების განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურულ მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა არქეოლოგიური, საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა) სამუშაოების ნებართვების სააგენტოს მიერ გაცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ორგანიზებას, საკითხების მომზადებას და ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადებას;
ბ) აწარმოებს უწყებრივ სანებართვო რეესტრს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში;
დ)ახორციელებს განყოფილების უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ე) ახორციელებს სააგენტოს მიერ შეძენილი ძეგლების კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზს;
ვ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ახალი ტექნოლოგიების ანალიზსა და დანერგვას;
ზ) მონაწილეობს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში პერსონალის მომზადებასა და გადამზადებაში;
თ) შეიმუშავებს და ახორციელებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის ღონისძიებებს;
ი) ამზადებს ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ნახაზებს, ფოტოებს და სხვა ვიზუალურ მასალას, ახდენს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დიგიტალიზაციას, დაკომპლექტებას და არქივირებას. ახორციელებს მოპოვებული (შექმნილი) ინფორმაციის მოვლა-პატრონობას და გავრცელებას;
კ) ახორციელებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევისა და რეაბილიტაციის საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული რეკომენდაციებისა და პროექტების შემუშავებას;
ლ) ამზადებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ახდენს მის განხორციელებას;
მ) ახდენს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებისა და გრანტების მოძიების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფას;
ნ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. მონიტორინგისა და ზედამხედველობის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;
ბ) უზრუნველყოფს სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღებას;
გ) ახდენს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების შემოწმებას, სამართალდარღვევათა ფაქტების გამოვლენასა და შესაბამის რეაგირებას;
დ) ახორციელებს სააგენტოს მიერ დაფინანსებული სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმებას;
ე) უზრუნველყოფს კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებზე ინფორმაციის მოპოვებას და შესაბამის რეაგირებას;
ვ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების, არქეოლოგიისა და საგანმანათლებლო განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სააგენტოს შემადგენლობაში არსებულ არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ახორციელებს სამუზეუმო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას;
ბ) ეწევა თავის სამოქმედო არეალში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ძეგლებისა და ობიექტების დაცვას, მოვლა-პატრონობას, სამუზეუმო ექსპონატების აღრიცხვას, პოპულარიზაციასა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. განსაზღვრავს მათ ისტორიულ, მეცნიერულ და მხატვრულ ღირებულებებს, აწარმოებს მოძიებული მასალის დამუშავებას;
გ) აკომპლექტებს, უვლის, იცავს, მეცნიერულად შეისწავლის და პოპულარიზაციას უწევს  კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს და აცნობს მათ ფართო საზოგადოებას;
დ) აწარმოებს ფონდების მეცნიერულ აღრიცხვას და დოკუმენტირებას არსებული ინსტრუქციების შესაბამისად;
ე) ორგანიზაციას უწევს საფონდო ერთეულთა დაცვისა და შენახვის ოპტიმალური პირობების შექმნას;
ვ) შეიმუშავებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების განვითარების კონცეფციას და თემატურ - საექსპოზიციო გეგმას;
ზ) არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების საქმიანობის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებსა და პროექტებს, მათ განსახორციელებლად უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;
თ) მონაწილეობს არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსებში ექსპოზიციების განახლებასა და რენოვაციაში და ამზადებს შესაბამის პროექტებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ი) თანამშრომლობს სამუზეუმო სფეროს სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, შემოქმედებით კოლექტივებსა და ცალკეულ სპეციალისტებთან, შეიმუშავებს კულტურულ პროგრამებს თავისი საქმიანობის სფეროში, განავითარებს კავშირებს უცხოეთის სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;
კ) ეწევა სხვადასხვა სახის ღონისძიებების, ფესტივალების, საგანმანათლებლო გაკვეთილებისა და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვასა  და  განხორციელებას;
ლ) ახორციელებს საგანმანათლებლო და სასწავლო ბაზის შექმნას, მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, ტრენინგებსა და მასტერკლასებში;
მ) ატარებს არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების ვიზიტორების შესახებ მონაცემთა კვლევას;
ნ) აქვს ურთიერთობა ტურისტულ კომპანიებთან და აწვდის მათ ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ;
ო) ახდენს  გონიოსა და პეტრას ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსების სოციალური გვერდის მართვას;
პ) გეგმავს და ახორციელებს არქეოლოგიურ სამუშაოებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე;
ჟ) კრებს ინფორმაციას ახალი აღმოჩენების შესახებ, აწარმოებს სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, ამზადებს გამოსაცემად და აქვეყნებს სამეცნიერო სტატიებს, მონოგრაფიებს, შრომებს, ბუკლეტებს, გზამკვლევებს, კატალოგებს და ა.შ;
რ) უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენასა და აღწერას, ახდენს იდენტიფიკაციას, დოკუმენტურ (აუდიო, ვიდეო, წერილობით) ფიქსაციას, შენახვასა და დაცვას;
ს) ამზადებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სააღრიცხვო ბარათს;

ტ) ახდენს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პოპულარიზაციას და ამ გზით ხელს უწყობს კულტურათა მრავალფეროვნების შენარჩუნებას;
უ) ატარებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  სარესტავრაციო სამუშაოებს;
ფ) აწარმოებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის პროცესში სრულ ფოტო და ტექსტურ დოკუმენტაციას, განსაზღვრავს რესტავრაციის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განთავსების ოპტიმალურ პირობებს;
ქ) ხელს უწყობს რესტავრაციის სფეროში ახალი მეთოდიკისა და ტექნოლოგიების დანერგვას;
ღ) თანამშრომლობს რესტავრაციის სფეროში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო  საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან;
ყ) ახორციელებს ხელმძღვანელის მითითების საფუძველზე წინამდებარე დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. (ამოღებულია - 29.12.2020, №15)

7. სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ქმნის, აღწერს და ანაწილებს მატერიალურ-ტექნიკურ მარაგებს და წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;
ბ) უზრუნველყოფს მფლობელობაში არსებული ინვენტარის მოვლა-შენახვას;
გ) აღრიცხავს სარგებლობაში არსებულ ძირითად საშუალებებს, ინვენტარს;
დ) ახორციელებს მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლს;
ე) ახდენს სააგენტოს მფლობელობაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების  ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
ვ) უზრუნველყოფს სააგენტოს მფლობელობაში არსებულ შენობებში სახანძრო უსაფრთხოების დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დაცვას;
ზ) უზრუნველყოფს სააგენტოს მფლობელობაში არსებულ შენობებში სანიტარიული ნორმების დაცვას;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

აჭარის ავტონოიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 28 თებერვლის დადგენილება №9 - ვებგვერდი, 05.03.2012წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 5 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 18.02.2014წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2018 წლის 3 მაისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 08.05.2018წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 11 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 12.06.2019წ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 31.12.2020წ.

    მუხლი 7. სააგენტოს საქმიანობის კონტროლი

1. სააგენტოს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.

2. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. სამინისტროს უფლებ ა აქვს სააგენტოსგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

    მუხლი 8. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგის ა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ იგი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2 . ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ“, ,,გ’’ და ,,ვ ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად, სამინისტროს წინასწარ თანხმობასთან ერთად, აუცილებელია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.

    მუხლი 9. სააგენტოს ქონება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში, უსასყიდლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისაგან.

2. სააგენტოს ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე სააგენტოს ფუნქციონირების განმავლობაში სააგენტოს ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე სააგენტოს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას – საკუთრების უფლება.

3. სააგენტოს ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.

4. სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 10. სააგენტოს ფინანსები

1. სააგენტო შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:

ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;

გ ) ადგილობრივი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების შემოწირულობები;

დ ) დამხმარე სამეურნეო-კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;

ე ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;

ვ ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. სააგენტოს ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ანგარიშგებაში.

3. სააგენტოს შემოსული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სააგენტოს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 11. სააგენტო საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

2. სამინისტროს უფლება აქვს სააგენტოს წლიური ბალანსის შესამოწმებლად დანიშნოს დამოუკიდებელი აუდიტორი.

    მუხლი 12. სააგენტოს ლიკვიდაცია

  სააგენტოს ლიკვიდაცია ხორციელდება:

ა) დასახული მიზნის მიღწევის ან მიზნის მიღწევის შეუძლებლობის შემთხვევაში;

ბ) დაფუძნების აქტით განსაზღვრული ვადის გასვლის გამო;

გ) მთავრობის მიერ სააგენტოს არსებობის მიზანშეუწონლობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

    მუხლი 13. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, №46, 16.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016003 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1106403-10/