მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (26)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (24)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №359
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის თანდართული ტექნიკური რეგლამენტი.
მუხლი 2
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლებმა 2011 წლის 15 იანვრამდე უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებები ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 1
რეგლამენტი შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობისადმი მინიმალურ მოთხოვნებს სამედიცინო აპარატურის, ხელსაწყოების, ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით.
მუხლი 2
1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ადმინისტრირებასა და რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მზადყოფნისათვის საჭირო ღონისძიებების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის, რეაგირებისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება (ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ადამიანის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას) შესაძლებელია, დროებითი ღონისძიების სახით, ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდეს ამ დადგენილებით შესაბამისი საქმიანობისათვის განსაზღვრული მოთხოვნებისაგან, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირობებითა და ვადის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 06.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №77 – ვებგვერდი, 15.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №523 – ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №373 – ვებგვერდი, 18.06.2020წ.
მუხლი 3
აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი გამოიყენება ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელ მაღალი რისკის შემცველ ისეთ სამედიცინო საქმიანობებზე (შემდგომში – მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა) როგორებიცაა:
ა) სტომატოლოგია;
ბ) ქირურგია (ყველა პროფილის);
გ) მეანობა-გინეკოლოგია;
დ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (Emergency);
ე) დერმატო-ვენეროლოგია;
ვ) სამედიცინო რადიოლოგია (გარდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა);
ზ) დიალიზი;
თ) ინფექციურ დაავადებებთან (მათ შორის, აივ ინფექციასთნ/შიდსთან) დაკავშირებული საქმიანობა;
ი) ფთიზიატრია;
კ) ენდოსკოპია;
ლ) იმუნიზაცია (2015 წლის 1 ოქტომბრიდან);
მ) ოფთალმოლოგიური სერვისის ფარგლებში ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების აღება და/ან შენახვა და/ან გადანერგვა.
ნ) ლაბორატორია (ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ადამიანის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას);
ო) ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია;
პ) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურება;
ჟ) ქიმიოთერაპიული მომსახურება;
რ) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურება.
მუხლი 4
ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში დაწესებულება აწარმოებს დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასა და პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას, ამასთან, პაციენტის დაყოვნება არ აღემატება 24 საათს.
მუხლი 41
ამბულატორიულ დაწესებულებაში (გარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის (EMERGENCY) განმახორციელებლებისა) შესაძლებელია ისეთი სირთულის სამედიცინო ჩარევების განხორციელება, რომელთა დროსაც, გაუტკივარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში), გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია.
მუხლი 5
თუ გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) სერვისები მიეწოდება სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიერ, იგი განიხილება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის ფარგლებში. გადაუდებელი დახმარების სერვისების მიმწოდებელი, თუ იგი ფუნქციონირებს დამოუკიდებელი იურიდიული პირის სახით, ექვემდებარება რეგულირებას ტექნიკური რეგლამენტით.
მუხლი 6
15-დან 18 წლამდე ასაკის კონტინგენტის სამედიცინო მომსახურების გაწევა შესაძლებელია როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა სერვისების მიმწოდებელთა მიერ.
მუხლი 7
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი შეტყობინებას საქმიანობის დაწყების/დასრულების შესახებ უგზავნის სააგენტოს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 71
1. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურებისა და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.
2. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიისა და სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს შეტყობინებას საქმიანობის დაწყების თაობაზე უგზავნის საქმიანობის დაწყებამდე 2 თვით ადრე.
3. სააგენტო ვალდებულია, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან 2 თვის ვადაში განახორციელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავით (სტომატოლოგიური საქმიანობის/ მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია) დადგენილი პირობების ადგილზე შემოწმება. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა განხორციელებული შემოწმება, დაწესებულებას უფლება აქვს, დაიწყოს სტომატოლოგიური საქმიანობა.
31. სააგენტო ვალდებულია, ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობის დაწყების თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან 2 თვის ვადაში განახორციელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავით („ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) დადგენილი პირობების ადგილზე შემოწმება. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა განხორციელებული შემოწმება, დაწესებულებას უფლება აქვს, დაიწყოს ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობა.
4. დაწესებულება უფლებამოსილია, სტომატოლოგიური საქმიანობა და ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობა დაიწყოს სააგენტოს დადებითი შეფასების/დასკვნის საფუძველზე, დასკვნის გაცემის თარიღიდან. სააგენტოს უარყოფითი შეფასება/დასკვნა შეტყობინების გაუქმების საფუძველია.
მუხლი 72
სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება, რომლებსაც წარდგენილი აქვთ შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე, ვალდებული არიან, 2024 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავით („სტომატოლოგიური საქმიანობის/ მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) დადგენილ პირობებთან, ამასთან, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების თაობაზე სააგენტოში შეტყობინების წარმდგენი სუბიექტებისთვის ზემოაღნიშნული პირობების დაკმაყოფილება ტექნიკური რეგლამენტის საერთო მოთხოვნებთან ერთად სავალდებულოა დადგენილების ამოქმედებისთანავე.
მუხლი 73
1. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2024 წლის 1 ივლისამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან.
2. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობის დაწყების თაობაზე სააგენტოში შეტყობინების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია, სრულად დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები (გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავის მე-12 პუნქტისა, რომლის დაკმაყოფილებაც სავალდებულოა ამავე პუნქტში განსაზღვრული ვადის მხედველობაში მიღებით), ტექნიკური რეგლამენტის საერთო სანებართვო პირობებთან ერთად.
მუხლი 74
სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან და შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე წარადგინოს სააგენტოში.
მუხლი 8
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტროლით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №77 – ვებგვერდი, 15.02.2019წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)
მუხლი 10
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება წელიწადში სამჯერ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 13 დეკემბრის დადგენილება №490 – ვებგვერდი, 14.12.2023წ.
მუხლი 11. (ამოღებულია)
მუხლი 12
თუ სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას, მას უფლება აქვს, შეტყობინების გარეშე აწარმოოს მე-3 მუხლით განსაზღვრული რომელიმე საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ მისი სალიცენზიო/სანებართვო პირობები მოიცავს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ერთ ფაქტობრივ მისამართზე. ამ შემთხვევაში, შერჩევითი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 13
ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგი სახით:
|
საერთო მოთხოვნები |
შენიშვნა |
|
|
1
|
ინფრასტრუქტურა და საშუალებები პირადი ჰიგიენის დაცვისთვის, შენობის დასუფთავებისა და დეზინფექციისათვის (წყალმომარაგება, საპირფარეშო, ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებების მარაგი)
|
ა) ინფრასტრუქტურის მიმართ მოთხოვნები აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას;
ბ) ყველა სერვისისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი, ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) უზრუნველყოფა.
|
|
2 |
სამედიცინო ნარჩენების მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით |
აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას. |
|
3 |
დაწესებულების ეზო უნდა იყოს სუფთა და თავისუფალი ნარჩენებისგან |
ეზოს არსებობის შემთხვევაში, საერთო სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ეზოს სისუფთავის უზრუნველყოფა ამ ტერიტორიაზე განთავსებული, ამ დადგენილებით გათვალისწინებული შეტყობინების წარმდგენი თითოეული სუბიექტის ვალდებულებაა. აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას. |
|
4 |
დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად |
|
|
5 |
პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის |
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს 2014 წლის პირველი მაისიდან. აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას. |
|
6 |
სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით |
|
|
7 |
სამედიცინო პერსონალი, რომლის სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს |
|
|
8 |
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით |
|
|
9 |
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლი და პრევენცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|
|
10 |
პოლიფარმაციის შემთხვევებზე რეაგირების შიდა სისტემის არსებობა, რომელიც მოიცავს პაციენტის დანიშნულებების მონიტორინგს, პოლიფარმაციის შემთხვევების იდენტიფიცირებას, შესწავლას, აღრიცხვასა და მართვას (მ.შ. რეაგირებას) |
აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს: ა) „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას; ბ) სამედიცინო რადიოლოგიური საქმიანობის მიმწოდებლებისათვის; გ) ლაბორატორიული (ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ადამიანის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას) საქმიანობის მიმწოდებლებისათვის. |
| 11 | შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად | |
| 12 | დაწესებულება უფლებამოსილია, ჩაერთოს სამედიცინო მოწყობილობების კლინიკურ კვლევაში და გამოიყენოს საკვლევი სამედიცინო მოწყობილობა კვლევაში ჩართული სუბიექტებისთვის, „ტექნიკური რეგლამენტის – სამედიცინო მოწყობილობების კლინიკური კვლევის განხორციელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად. | |
|
I |
სამეანო-გინეკოლოგიური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია |
|
|
1 |
გინეკოლოგიური სავარძელი |
|
|
2 |
აღჭურვილობა და ხელსაწყოები ორსულთა პატრონაჟის განსახორციელებლად |
|
|
II |
ფთიზიატრიული ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია |
|
|
1 |
ფთიზიატრიული მომსახურების კაბინეტი განთავსებული უნდა იყოს სხვა კაბინეტებისაგან იზოლირებულად |
|
|
2 |
პაციენტების მოსაცდელი დერეფნები და ექიმების კაბინეტები აღჭურვილი უნდა იყოს ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას) |
|
|
III |
რენტგენო-რადიოლოგიური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია |
|
|
რენტგენის კაბინეტის საპროცედუროები, სხივური თერაპიისა და აგრეთვე რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, სადაც განთავსებულია მაიონებელი გამოსხივების წყაროები, არ შეიძლება განთავსებული იყოს ორსულთა პატრონაჟისა და პედიატრიული კაბინეტების მომიჯნავედ |
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია |
|
|
IV |
ინფექციური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია |
|
|
1 |
შესაბამისი კაბინეტი აღჭურვილი იყოს ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას) |
|
|
2 |
თხევადი ინფექციური ნარჩენების დამუშავების უზრუნველყოფა |
|
|
V |
ქირურგიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია |
|
|
1 |
საოპერაციო დარბაზში მიკროორგანიზმებისა და ვირუსების არანაკლებ 95%-ის ინაქტივაციის უზრუნველყოფა |
|
|
2 |
უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა |
|
|
VI |
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის (EMERGENCY) შემთხვევაში დამატებით აუცილებელია |
|
|
1 |
საოპერაციო მცირე ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევებისათვის |
|
|
2 |
დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რიტმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის |
|
|
3 |
შემდეგი მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი |
|
|
4 |
პაციენტთა დროებითი დაყოვნების პალატა/დარბაზი |
ერთ საწოლზე არანაკლებ 6 მ2 ფართობით. |
|
5 |
პრეჰოსპიტალური სერვისის უზრუნველყოფა ან/და რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა |
|
|
6 |
უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა |
|
|
VII |
სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია |
|
|
1
|
სტომატოლოგიური კაბინეტისათვის
ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 მ2-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 მ2-ს
|
ა) სტომატოლოგიური კაბინეტის ფართობი − იზოლირებული სამუშაო სივრცის ფართობი, სადაც უშუალოდ განლაგებულია სტომატოლოგიური სავარძელი/სავარძლები;
ბ) სავარძლებს შორის უზრუნველყოფილია არანაკლებ 2 მ დაშორება ან სავარძლებს შორის სივრცეები გამიჯნულია სტაციონარული ტიხრით (სიმაღლით − არანაკლებ 1,8 მ-ისა).
შენიშვნა: ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური საქმიანობის/
მომსახურების განხორციელება შესაძლებელია „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილებით შესაბამისი საქმიანობისთვის განსაზღვრული პირობებისა და შესაბამისი სანებართვო დანართის ფლობის შემთხვევაში
|
|
2
|
ინფექციური დაავადებების გავრცელების პრევენციის კონტროლის კანონმდებლობით დადგენილი რეკომენდაციებისა და მოთხოვნების უზრუნველყოფა და შემდეგი პირობების დაცვა:
|
შენიშვნა: რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
|
|
2.1
|
სამედიცინო მომსახურებასთან ასოციირებული ინფექციების აღრიცხვის, მართვის, ზედამხედველობისა და კონტროლის, ასევე პაციენტის უსაფრთხოებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, სერვისის მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი
|
ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამედიცინო/სტომატოლოგიური/საექთნო/ საზოგადოებრივი ჯანდაცვის (მ/შ, სანიტარია-ჰიგიენისა და პროფილაქტიკური მედიცინის) მიმართულებით ან პროფესიული საექთნო განათლებადა გავლილი მზადების შესაბამისი კურსი
|
|
2.2
|
უნდა ახორციელებდეს სამედიცინო პერსონალს შორის ხელების ჰიგიენისა და უსაფრთხო ინექციების პრაქტიკის დანერგვასა და მონიტორინგს
|
|
|
2.3
|
უნდა ახორციელებდეს ინფექციების აქტიურ გამოვლენას და შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრების მიხედვით, მათ რეგისტრაციას
|
|
|
2.4
|
უნდა ახორციელებდეს სტერილიზაციისა და დეზინფექციის წარმოების პროცესზე ზედამხედველობას
|
|
|
2.5
|
უნდა ახორციელებდეს ანტიმიკრობული პრეპარატების დანიშვნაზე დაკვირვებასა და კონტროლს
|
|
|
2.6
|
უნდა ახორციელებდეს სამედიცინო პერსონალის სწავლებას სამედიცინო მომსახურებასთან ასოციირებული ინფექციების პროფილაქტიკის საკითხებზე
|
|
|
2.7
|
უნდა ჰქონდეს სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი
|
სავალდებულო მარაგის რაოდენობა 1 სავარძელზე გადაანგარიშებით:
ა) ქირურგიული ნიღაბი − არანაკლებ 100-ისა;
ბ) რესპირატორი − არანაკლებ 20 ც-ისა;
გ) ერთჯერადი ხალათი − არანაკლებ 20 ც-ისა;
დ) ერთჯერადი ხელთათმანი − არანაკლებ 100 ცალისა;
ე) მრავალჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 4 ცალისა
ან ერთჯერადი სახის ფარი/ინდივიდუალური დაცვის სათვალე − არანაკლებ 10 ცალისა
|
|
3
|
დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღებისათვის, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვის უზრუნველყოფისათვის:
|
|
|
3.1
|
უნდა ჰქონდეს ცალკე სათავსი („სასტერილიზაციო“), სადაც წარმოებს ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია
|
|
|
3.2
|
განსაზღვრული უნდა იყოს ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სტერილიზაციაზე/დეზინფექციაზე პასუხისმგებელი პირი
|
სტერილიზაციაზე/დეზინფექციაზე პასუხისმგებელ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება სამედიცინო/სტომატოლოგიური/საექთნო/საზოგადოებრივი ჯანდაცვის (მ/შ, სანიტარია-ჰიგიენისა და პროფილაქტიკური მედიცინის) მიმართულებით ან პროფესიული საექთნო განათლება და გავლილი მზადების შესაბამისი კურსი
შესაძლებელია, სტერილიზაციაზე პასუხისმგებელი პირის ფუნქცია შეითავსოს ინფექციის კონტროლზე პასუხისმგებელმა პირმა
|
|
3.3
|
სასტერილიზაციო გაყოფილი უნდა იყოს „ჭუჭყიან“ ანუ დეკონტამინაციის, „სუფთა“ ანუ შეფუთვისა და „სტერილურ“ ზონებად
|
შესაძლებელია სივრცობრივი ზონირება
|
|
3.4
|
სასტერილიზაციოში დაცული უნდა იყოს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ნაკადების ერთი მიმართულებით მოძრაობის პრინციპი და არ უნდა მოხდეს მათი გადაკვეთა
|
|
|
3.5
|
სასტერილიზაციოს კედლებისა და იატაკის ზედაპირები უნდა იყოს მდგრადი რეცხვისა და დეზინფექციის მიმართ
|
|
|
3.6
|
უნდა გააჩნდეს თავდახურული კონტეინერები, რითაც ხორციელდება გამოყენებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების სასტერილიზაციოში ტრანსპორტირება და ყოველი გამოყენების შემდეგ ხდება მათი დეკონტამინაცია
|
ყველა სამუშაო ოთახში უნდა იყოს მარკირებული კონტეინერ(ებ)ი
|
|
3.7
|
მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების წინასასტერილიზაციო დამუშავება უნდა მოიცავდეს შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპებს: დახარისხება, გაწმენდა, დალბობა, დალბობის შემდგომი რეცხვა, დეზინფექცია, დეზინფექციის შემდგომი რეცხვა და გაშრობა
|
|
|
3.8
|
მომსახურე პერსონალი, წინასასტერილიზაციო დამუშავების და დეზინფექციის ეტაპზე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ხელთათმანებითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, სპეციალური ტანსაცმელი, წინსაფარი, ხელთათმანი (საყოფაცხოვრებო, არასამედიცინო), სათვალე ან სახის დამცავი ფარი, წყალგაუმტარი დახურული ფეხსაცმელი და სხვ.)
|
|
|
3.9
|
სტერილიზაციის დაწყებამდე უნდა განახორციელოს ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების შეფუთვა (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ინსტრუმენტები გამოყენებული იქნება სტერილიზაციის პროცესის დასრულებისთანავე)
|
|
|
3.10
|
სტერილური ინსტრუმენტები/სამედიცინო დანიშნულების საგნები უნდა ინახებოდეს შესაბამის შეფუთვაში, ამ მიზნით გამოყოფილ კარადებში/დახურულ თაროებზე ან/და ღია თაროებზე დახურული კონტეინერებით
|
24 საათის განმავლობაში გამოსაყენებელ ადგილზე მიტანილი სტერილური შეფუთვების (პაკეტებისა და ბიქსების) შენახვა დასაშვებია მშრალ, კარგად განიავებულ ზონაში ღია თაროებით
|
|
3.11
|
სტერილური ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების შესანახი თაროების ზედაპირები უნდა იყოს მდგრადი და მოსახერხებელი რეცხვისა და დეზინფექციის მიმართ
|
|
|
3.12
|
შეფუთული ინსტრუმენტები/სამედიცინო დანიშნულების საგნები დაცული უნდა იყოს მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან
|
ინსტრუმენტები ინახება განსაზღვრულ ტემპერატურასა (არაუმეტეს 240C-ისა) და ტენიანობაზე (არაუმეტეს 70%-ისა)
|
|
3.13
|
დაცული უნდა იყოს შეფუთული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების შენახვის ვადა შესაფუთი მასალის მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად
|
|
|
3.14
|
სტერილიზაციაზე მიმდინარე კონტროლის მიზნით, უნდა ჰქონდეს სასტერილიზაციო დანადგარების მუშაობის აღრიცხვის ჟურნალი (რომელიც წარმოებულია სრულყოფილად), ამასთან, იმ შემთხვევაში, როცა სასტერილიზაციო აპარატს აქვს ამობეჭდვის სისტემა, უნდა ინახებოდეს ციკლის შესაბამისი ნაბეჭდი/ჩეკი (მ/შ, ციკლის ჩაგდების შესახებ) ბოლო 6 თვის სტერილიზაციის თაობაზე
|
|
|
3.15
|
სტერილიზაციისას დაცული უნდა იყოს გამოყენებული სტერილიზაციის მეთოდის (თერმული, ქიმიური, ცივი) შესაბამისად დადგენილი რეჟიმი
|
|
|
3.16
|
სტერილიზაციაზე მიმდინარე კონტროლის მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს ქიმიური ინდიკატორები/ იმპრეგნირებული ზოლები/გრანულები/სპეციალური აბები/მექანიკური ინდიკატორები
|
|
|
3.17
|
სტერილიზაციაზე ბაქტერიოლოგიური კონტროლი უნდა განხორციელდეს არანაკლებ 6 თვეში ერთხელ და ეპიდჩვენებით
|
|
|
3.18
|
დანიშნულებისამებრ, მოხმარებამდე უნდა განახორციელოს „ნახევრადკრიტიკულ“ და „არაკრიტიკულ“ ჯგუფს მიკუთვნებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია
|
|
|
3.19
|
„ნახევრადკრიტიკულ“ და „არაკრიტიკულ“ ჯგუფს მიკუთვნებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია უნდა მოიცავდეს შემდეგ თანმიმდევრულ ეტაპებს: დახარისხება, გაწმენდა, დასველება (დალბობა), დასველების (დალბობის) შემდგომი რეცხვა, გაშრობა და უშუალოდ დეზინფექცია
|
შესაძლებელია, „არაკრიტიკულ“ ჯგუფს მიკუთვნებული ინსტრუმენტების/სამედიცინო დანიშნულების საგნების დეზინფექცია განხორციელდეს შესაბამისი დანიშნულების სადეზინფექციო ხსნარში დასველებული ხელსახოცით, მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, დახარისხება, გაწმენდის/რეცხვის ეტაპების შემდგომ
|
|
3.20
|
ქიმიური დეზინფექციისას (მათ შორის, წინასასტერილიზაციო დამუშავების ეტაპზე) ხსნარის კონცენტრაცია, ასევე ექსპოზიციის ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს დეზინფექტანტის ინსტრუქციასთან
|
|
|
4
|
სამედიცინო ნარჩენების მართვისა და უსაფრთხო მოპყრობის ორგანიზებისათვის:
|
|
|
4.1
|
უნდა ჰყავდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი
|
|
|
4.2
|
უნდა არსებობდეს ნარჩენების შეკრების დეტალური გეგმა და სათანადო სქემა, რომელიც სრულად მოიცავს ყველა სტრუქტურულ ერთეულს
|
|
|
4.3
|
განსაზღვრული (ფიქსირებული) უნდა იყოს ნარჩენების გადაადგილების მარშრუტები და შეკრების დრო (პერიოდი)
|
|
|
4.4
|
უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვადასხვა კატეგორიის/ქვეკატეგორიის ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერების ფერითა და შესაბამისი სიმბოლოებით დიფერენცირება
|
|
|
4.5
|
სამედიცინო მომსახურების მიწოდებისათვის განკუთვნილ სათავსებში ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე უნდა განხორციელდეს ნარჩენების სეპარაცია და განთავსება არასახიფათო ანუ საერთო სამედიცინო ნარჩენების, ინფექციური ნარჩენებისა და ბასრი საგნების შესაგროვებელ კონტეინერებში (ე. წ. „სამი კონტეინერის სისტემა“)
|
დაუშვებელია სხვადასხვა კატეგორიის/ქვეკატეგორიის ნარჩენების შერევა შეგროვების და/ან დროებითი შენახვის რომელიმე სტადიაზე, ამასთან, გამოყენებული შპრიცები ბასრი საგნების კონტეინერში უნდა განთავსდეს ყოველგვარი დამატებითი კონტაქტის გარეშე
|
|
4.6
|
ნარჩენების შესაგროვებელი მრავალჯერადი კონტეინერები უნდა იყოს მყარი და გაჟონვისადმი მედეგი მასალისგან დამზადებული რეზერვუარი, რომელსაც ამოფენილი აქვს პოლიეთილენის პაკეტი, ასევე კონტეინერებს უნდა ჰქონდეთ კარგად მორგებული ხუფები (სასურველია ორსახურავიანი − დიდი და პატარა), ხელით მოსახსნელი ან ოპერირებადი ფეხის პედლით
|
|
|
4.7
|
ნარჩენების კონტეინერები, მათ შორის, ბასრი საგნების კონტეინერები არ უნდა იყოს შევსებული სამ მეოთხედზე მეტად
|
|
|
4.8
|
სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის მიზნით, გამოყოფილი უნდა იყოს სპეციალური სათავსი, რომლის ინფრასტრუქტურა აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს (შენობის შიგნით მოწყობის შემთხვევაში: იატაკი, კედლები და ჭერი მოპირკეთებულია ისეთი მასალით, რომელიც ექვემდებარება სველი წესით დამუშავებასა და დეზინფექციას, ასევე აღჭურვილია ხელსაბანით, წყლის ჩასადინარით (ტრაპი) და ვენტილაციით. შენობის გარეთ მოედანზე მოწყობის შემთხვევაში: გადახურული, შემოსაზღვრული, მოასფალტებული/ მობეტონებული, აღჭურვილი ხელსაბანით, წყლის ჩასადინარით (ტრაპი), ადვილად მისადგომი ავტოტრანსპორტისა და მოხერხებული ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებისათვის
|
არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას, თუ დღე-ღამეში წარმოიქმნა 6 ლიტრზე ნაკლები სახიფათო ნარჩენი
|
|
4.9
|
დროებითი შენახვის მოედანსა და სათავსში განთავსებული კონტეინერები უნდა იყოს მჭიდროდ თავდახურული და დაცული ისე, რომ გამორიცხული იყოს ნარჩენებთან ადამიანების ან ცხოველების პირდაპირი კონტაქტი
|
|
|
4.10
|
ნარჩენების დროებითი შენახვის სათავსში ყველა შესული და გასული ნარჩენის აღრიცხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ ჟურნალში
|
|
|
4.11
|
სამედიცინო დაწესებულებიდან ნარჩენების გატანა უნდა განხორციელდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისი უფლების მქონე პირების მიერ
|
შესაძლებელია, განხორციელდეს ასეთი მომსახურების მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე
|
|
4.12
|
სამედიცინო ნარჩენების მართვის თითოეულ ეტაპზე დასაქმებული პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ხელთათმანითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ნიღაბი, ერთჯერადი ხელთათმანი/ სამეურნეო ხელთათმანი, სპეციალური ტანსაცმელი, სპეციალური წინსაფარი, უსაფრთხო დამცავი სათვალეები/სახის ფარი, წყალგაუმტარი დახურული ფეხსაცმელი და სხვ.)
|
|
|
4.13
|
სამედიცინო ნარჩენებთან მომუშავე პერსონალს რეგულარულად (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს ტრენინგები, სამედიცინო ნარჩენების მართვისა და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირების, პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების შესახებ ცოდნის განახლების მიზნით
|
ტრენინგის პროგრამა უნდა მოიცავდეს შემდეგ საკითხებს: სამედიცინო ნარჩენების კლასიფიკაცია/სეპარაცია
/შეგროვება, ნარჩენების პოტენციური საფრთხეები, იმუნიზაციის დანიშნულება, ზემოქმედებისა და ტრავმების შესახებ ანგარიშგება, ზემოქმედების შედეგად ინფექციების პრევენცია ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და მათი გამოყენება და სხვ.
|
|
5
|
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელს უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების პროცედურების პროტოკოლები (მ/შ, ქაღალდის მატარებელზე) შემდეგი საკითხების თაობაზე: ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება, ხელის ჰიგიენა,
კონტამინირებული საგნების დეზინფექცია/სტერილიზაცია (მათ შორის, გაწერილი უნდა იყოს ოპერირების წესი/პროცედურა სტერილიზაცია-დეზინფექციის განხორციელებისა და გამოყენებაში არსებული სადეზინფექციო საშუალებების სამუშაო ხსნარების შესახებ, ასევე სტერილიზაციის ბაქტერიოლოგიური კონტროლის განხორციელების პერიოდულობასთან დაკავშირებით), ნარჩენების მართვა, დაწესებულების/ერთეულის დალაგება-დასუფთავება, მაღალი რისკის ექსპოზიციის მართვა
|
|
|
6
|
დაწესებულებაში/ერთეულში უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები
|
კორტიკოსტეროიდული ჰორმონები (ადრენალინი, პრედნიზოლონი და სხვა), ანტიჰისტამინური პრეპარატები (სუპრასტინი, დიმედროლი და სხვა), საგულე საშუალებები (კოფეინი, ნიტროგლიცერინი და სხვა), ნიფედიპინი, გლუკოზის ხსნარი, ფიზიოლოგიური ხსნარი, ნიშადურის სპირტი, ბამბა, სპირტი, ლახტი, არტერიული წნევის საზომი აპარატი
|
|
7
|
დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმ-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად, ასევე გადაუდებელი მდგომარეობების (მათ შორის, ალერგიული რეაქციებით გამოწვეული) მართვის საკითხებზე და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 20 უსგ ქულას წელიწადში
|
სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან
|
|
8
|
დაწესებულებაში/ერთეულში დასაქმებულ პერსონალს − ექიმს/ასისტენტს/ექთანს, ასევე სტერილიზაციასა და დეზინფექციაზე, სამედიცინო ნარჩენების შეგროვებაზე/შეკრებაზე/გატანაზე დასაქმებულ პერსონალს ჩატარებული უნდა ჰქონდეთ პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პერიოდულობით
|
|
|
9
|
დაწესებულებაში/ერთეულში დასაქმებულ პერსონალს უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი C ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით
|
6 თვეში ერთხელ.
|
|
VIII
|
იმუნიზაციის
სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
|
|
|
1
|
იმუნიზაციის (ამცრელი) კაბინეტი, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
|
„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებს, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას, აღნიშნული სერვისის მიწოდების მიზნით, შეუძლიათ მათ სარგებლობაში არსებული ფართის გამოყენება.
|
|
2
|
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული ვაქცინაციის სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა
|
|
|
IX
|
ოფთალმოლოგიური
სერვისის
ფარგლებში
ორგანოს
,
ორგანოთა
ნაწილების
,
ქსოვილებისა
და
უჯრედების
აღება
და
/
ან
შენახვა
და
/
ან
გადანერგვა
|
|
|
1
|
პირობები ქირურგიული პროფილის სერვისის განხორციელებისათვის
|
|
|
2
|
მაცივარი ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების შესანახად
|
|
|
3
|
ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების ექსპორტ-იმპორტის შემთხვევაში − საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წერილობითი თანხმობა
|
|
|
4
|
ცოცხალი დონორის გამოყენებით ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭოს წერილობითი თანხმობა
|
|
|
X |
ლაბორატორიული სერვისების მიწოდების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია [1] , [2] |
|
|
1 |
უწყვეტი ელექტრომომარაგება; ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო |
|
|
2 |
სავენტილაციო საშუალებები (ხელოვნური ან/და ბუნებრივი ვენტილაცია) |
|
|
3 |
სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის - 18-250C-ის უზრუნველყოფის შესაძლებლობა |
შესაძლებელია ±30C ვარირება |
|
4 |
ადვილად დასასუფთავებელ-დასამუშავებელი და სითხეების, ქიმიური ნივთიერებებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მდგრადი იატაკი, კედლები და სამუშაო ზედაპირები |
|
|
5 |
არანაკლებ ერთი სველი წერტილი (ხელსაბანი გამდინარე წყლით) |
|
|
6 |
საოფისე (მ.შ. პაციენტთა რეგისტრაციისათვის) და საკუთრივ ლაბორატორიული სივრცეები |
ა) ლაბორატორიული სერვისის სხვა ამბულატორიულ სერვისებთან ინტეგრირების შემთხვევაში შესაძლებელია ერთიანი საოფისე სივრცის არსებობა. ერთიანი საოფისე სივრცის არსებობის შემთხვევაში საკუთრივ ლაბორატორიული სივრცე იზოლირებული[3] უნდა იქნეს საოფისე სივრცისგან; ბ) ერთიანი საოფისე სივრცის არარსებობისას, ლაბორატორიის საოფისე სივრცე შესაძლებელია ინტეგრირებულ იქნეს საკუთრივ ლაბორატორიულ სივრცესთან. ამ შემთხვევაში დაცულ უნდა იქნეს სივრცობრივი ზონირება[4] ; გ) საკუთრივ ლაბორატორიული სივრცე, თავის მხრივ, მოიცავს სივრცეებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღების/ჩაბარების, ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღების/გამოყოფის, ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისათვის, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც იზოლირებული, ასევე გამიჯნული, სივრცობრივი ზონირების პრინციპით (ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად); დ) სივრცე ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისათვის აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს სერვისის იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით. |
|
7 |
რამდენიმე სახის ლაბორატორიული სერვისის ინტეგრირების შემთხვევაში ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღება/ჩაბარება და ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღება/გამოყოფა (მ.შ. სისხლის აღება) შესაძლებელია წარმოებდეს როგორც იზოლირებულ სათავსებში, ასევე ერთიან სათავსში შემდეგი წესის დაცვით: ა) სივრცე ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებისათვის/გამოყოფისათვის (მ.შ. სისხლის აღებისათვის) გამოყოფილ უნდა იქნეს სხვა სივრცეებისაგან ზონირების შემდეგი პრინციპის დაცვით - ნიშა, შირმა, თეჯირი; ბ) სივრცე ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებისათვის/ჩაბარებისათვის გამოყოფილ უნდა იქნეს სხვა სივრცეებისაგან ზონირების პრინციპის დაცვით (სულ მცირე, გამოყოფილ უნდა იქნეს ცალკე მაგიდა, შესაბამისი კონტეინერ(ებ)ით (თავდახურული)). |
ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღება/გამოყოფის (მ.შ. სისხლის აღება) მიზნით გამოყოფილ სივრცეში შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს სწრაფი ტესტების ჩატარების შესაძლებლობა. |
|
8 |
სივრცე სისხლის აღებისათვის, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა (სისხლის ასაღები სავარძელი/ან სკამი პაციენტისათვის და პაციენტის გასასინჯი ტახტი; საპროცედურო მაგიდა/თარო) და მასალის ასაღები ერთჯერადი საშუალებებით (კანის მთლიანობის დარღვევისათვის გამოყენებული ინსტრუმენტები (სკარიფიკატორი, შპრიცი ნემსით) |
აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის
|
|
9 |
შესაბამისი იზოლირებული სათავსები მიკრობიოლოგიური და მოლეკულური კვლევების წარმოებისათვის |
ა) რამდენიმე ლაბორატორიული სერვისის ინტეგრირების შემთხვევაში, მიკრობიოლოგიური/ მოლეკულური დიაგნოსტიკის მიზნით, ნიმუშების მიღება/ჩაბარება და/ან ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღება/გამოყოფა შესაძლებელია წარმოებდეს როგორც იზოლირებულ, ასევე სხვა ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღების/ჩაბარების და აღების/გამოყოფის მიზნით გამოყოფილ სათავსში, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად; ბ) არ ეხებათ სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით. |
|
10 |
იზოლირებული ან საერთო სათავსები კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური და სეროლოგიური კვლევების წარმოებისათვის |
ა) საერთო სათავსის არსებობისას დაცულ უნდა იქნეს სივრცობრივი ზონირება; ბ) არ ეხებათ სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით. |
|
11 |
სამარაგო სივრცე (რეაგენტებისა და დამხმარე მასალებისათვის), რომელიც უზრუნველყოფს განთავსებული მასალის (მ.შ. რეაგენტების) შენახვას, მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად |
ა) აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს იზოლირებული სამარაგო სივრცის არსებობა; ბ) ლაბორატორიული სერვისის სხვა სტაციონარულ სერვისებთან ინტეგრირების შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია, მათთან საერთო სათავსის არსებობა. |
|
12 |
ცენტრიფუგა (ვარიაბელური სიჩქარით) |
|
|
13 |
ავტომატური პიპეტები |
|
|
14 |
თერმომეტრები (ლაბორატორიის ოთახის, მაცივრის) |
|
|
15 |
საშრობი კარადა |
ა) მრავალჯერადი ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში; ბ) არ მოეთხოვებათ სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით. |
|
16 |
წამ მ ზომი |
|
|
17 |
არანაკლებ 2 მაცივარი (რეაგენტებისა და ნიმუშებისათვის), თითოეული, სულ მცირე, 2 ტემპერატურული რეჟიმით |
სერვისის იმ მიმწოდებლების შემთხვევაში, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით - ერთი მაცივარი, სულ მცირე, 2 ტემპერატურული რეჟიმით. |
|
18 |
უსაფრთხოების პროცედურების პროტოკოლები (მ.შ., ქაღალდის მატარებელზე) შემდეგი საკითხების შესახებ: ხელის დაბანა, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, კონტამინირებული ნივთების დეზინფექცია/სტერილიზაცია, ნარჩენების მართვა, ლაბორატორიის დალაგება-დასუფთავება, ინფექციურ მასალასთან მოპყრობა, ინფექციურ მასალასთან პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში მოქმედების გეგმა |
|
|
19 |
ხარისხის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, სულ მცირე: ა) შიდა კონტროლის პროცედურებთან; ბ) პრევენციულ ღონისძიებებთან (პრევენციული პროცედურები თითოეული აპარატის მიხედვით და ჟურნალები/დოკუმენტები (ქაღალდის მატარებელზე) შესაბამისი ჩანაწერებისათვის) დაკავშირებით |
ა) შიდა კონტროლის პროცედურები: ხარისხის შიდა კონტროლის ჩატარების გეგმა ინდივიდუალურად ყველა პარამეტრზე; ბ) პრევენციული ღონისძიებები: გეგმა, მიმართული აპარატურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ეფუძნება მწარმოებლის რეკომენდაციებს, ჟურნალები/დოკუმენტები (ქაღალდის მატარებელზე) პრევენციული ღონისძიებების აღრიცხვისათვის; გ) სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით, არ მოეთხოვებათ ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება. |
|
20 |
მაცივრებისა და ინკუბატორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეგულარული (არანაკლებ 24 საათში ერთხელ) ტემპერატურული მონიტორინგის განხორციელების საშუალება |
შესაბამისი ჩანაწერები, მ.შ. ცხრილები (ქაღალდის მატარებელზე) |
|
21 |
ბიოლოგიური მასალის შესაბამისი წესებით (მ.შ. ცივი ჯაჭვის პრინციპით) ტრანსპორტირების საშუალება და გაწერილი პროცედურა შეფუთვის/ტრანსპორტირების პირობების (მ.შ. ტრანსპორტირების ვადები) შესახებ, საკვლევი მასალის სახეობის შესაბამისად |
მოეთხოვებათ სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით. |
|
X1 |
კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში, დამატებით, აუცილებელია |
|
|
1 |
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრად ავტომატური ჰემატოლოგიური ანალიზატორი |
არ მოეთხოვებათ სერვისის იმ მომწოდებლებს, რომლებიც აწარმოებენ კლინიკურ დიაგნოსტიკას მანუალური მეთოდით |
|
2 |
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრადავტომატური შარდის ანალიზატორი |
არ მოეთხოვებათ სერვისის იმ მომწოდებლებს, რომლებიც აწარმოებენ კლინიკურ დიაგნოსტიკას მანუალური მეთოდით (მანუალური ტესტ-სისტემებით) |
|
3 |
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი მიკროსკოპი |
|
|
4 |
ფორმიანი ელემენტების მთვლელი |
|
|
5 |
ლაბორატორიული სასწორი |
ანალიზატორის არარსებობის შემთხვევაში (რეაგენტის მომზადების საჭიროებისას) |
|
X2 |
ბიოქიმიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში, დამატებით, აუცილებელია |
|
|
1 |
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრად ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი |
|
|
2 |
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრად ავტომატური კოაგულომეტრი |
|
|
3 |
სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების აპარატი |
ა) აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება აუცილებელია გადაუდებელი მედიცინის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებისათვის; ბ) შესაძლებელია აღნიშნული აპარატი განთავსებულ იქნეს გადაუდებელი მედიცინის სერვისის მიმწოდებელ ერთეულში |
|
X3 |
მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში, დამატებით, აუცილებელია |
|
|
1 |
სულ მცირე, 3 სივრცე: ა) ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფის (ექსტრაქცია); ბ) სადიაგნოსტიკო რეაქტივების შერევის; გ) გენეტიკური მასალის ამპლიფიკაციისა (გამრავლება) და დეტექციის უზრუნველსაყოფად |
ა) აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს მითითებული სივრცეების იზოლირება; ბ) აღნიშნული სივრცეების გამოყოფა არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას მოლეკულური დიაგნოსტიკის სრული ავტომატური ანალიზატორის გამოყენების შემთხვევაში. ასეთი აპარატების მონტაჟის და ფუნქციონირების პირობები განისაზღვრება ავტომატური ანალიზატორის ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. |
|
2 |
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია) აღჭურვილი უნდა იქნეს დნმ-ზე/რნმ-ზე სამუშაოდ განკუთვნილი ბოქსით (პჯრ-ბოქსი ან ლამინარული კარადა), რომელსაც გააჩნია ულტრაიისფერი გამოსხივების წყარო და ჰაერის ნაკადის ცირკულირების დანადგარი |
პჯრ - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) |
|
3 |
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს ულტრაცენტრიფუგით (ბრუნვის სიჩქარე არანაკლებ 6000 ბრ/წუთში) |
|
|
4 |
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს თერმობლოკით |
|
|
5 |
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს ვორტექსით (სანჯღრეველა) |
|
|
6 |
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა ზომის პიპეტებით ან ვარიაბელური პიპეტით |
|
|
7 |
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს ფილტრიანი ბუნიკებით |
|
|
8 |
სივრცე, სადაც ხორციელდება სადიაგნოსტიკო რეაქტივების შერევა, უნდა წარმოადგენდეს: ა) ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროთი აღჭურვილ ლაბორატორიულ არეს ან; ბ) ან წარმოდგენილი იყოს დნმ/რნმ-ზე სამუშაოდ განკუთვნილი ბიოუსაფრთხოების ბოქსით (საკმარისია ე.წ. მკვდარი (უძრავი) სივრცის უზრუნველყოფა) |
|
|
9 |
სივრცე, სადაც ხორციელდება სადიაგნოსტიკო რეაქტივების შერევა, აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა ზომის პიპეტებით ან ვარიაბელური პიპეტით |
|
|
10 |
სივრცე, სადაც ხორციელდება სადიაგნოსტიკო რეაქტივების შერევა, აღჭურვილი უნდა იყოს ფილტრიანი ბუნიკებით |
|
|
11 |
სივრცე, სადაც ხორციელდება გენეტიკური მასალის ამპლიფიკაცია (გამრავლება) და დეტექცია, აღჭურვილი უნდა იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროთი |
ულტრაიისფერი გამოსხივების წყარო შესაძლებელია საერთო იყოს ლაბორატორიის სხვა სივრცეებთან. |
|
12 |
გენეტიკური მასალის ამპლიფიკაცია (გამრავლება) და დეტექცია უნდა წარმოებდეს სივრცეში, რომელშიც განთავსებულია ამპლიფიკაციისათვის საჭირო აღჭურვილობა (თერმოციკლერი ან მისი ანალოგი) |
|
|
13. |
გენეტიკური მასალის ამპლიფიკაცია (გამრავლება) და დეტექცია უნდა წარმოებდეს სივრცეში, რომელშიც განთავსებულია დეტექციისათვის საჭირო შემდეგი აღჭურვილობიდან ერთ-ერთი მაინც: ოპტიკური ბლოკი - რეალურ-დროითი პჯრ-ისთვის ან იმუნოფერმენტული ანალიზატორი - პჯრ-ELISA მეთოდისთვის ან გელში ელექტროფორეზის მოდული სტანდარტული პჯრ მეთოდისათვის ან სხვა ტიპის სადეტექციო სისტემა, გამოყენებული მეთოდიკის შესაბამისად |
|
|
X4 |
იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია |
|
|
1 |
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრად ავტომატური ანალიზატორი |
არ მოეთხოვება ლაბორატორიას, რომელიც აწარმოებს დიაგნოსტიკას სკრინინგული ტესტების მეშვეობით. |
|
X5 |
მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია |
|
|
1 |
სათავსთა ისეთი განლაგება, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოძრაობის ნაკადურობა, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა |
|
|
2 |
იზოლირებული სათავსი, სადაც განთავსებულია, სულ მცირე, ერთი ავტოკლავი |
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნიადაგებისა და გამოყენებული ლაბორატორიული მასალის სტერილიზაციისა და გაუვნებელყოფის ციკლების რეჟიმის მკაცრი დაცვა |
|
3 |
სივრცე, სადაც წარმოებს კულტივირება, იდენტიფიკაცია, ანტიბიოტიკომრგძნობელობის განსაზღვრა, აღჭურვილი უნდა იყოს: ა) ბიოუსაფრთხოების ბოქსთან კაბინით (მ.შ. ლამინარული ჰაერის ნაკადით); ან ბ) ბაქტერიოციდული ნათურებით, ვენტილაციითა და პერსონალური დაცვის საშუალებებით |
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს იზოლირებული სივრცის არსებობა; ბ) აღნიშნულ სივრცეში (მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტების შემთხვევაში) შესაძლებელია წარმოებდეს საკვები ნიადაგის ჩამოსხმა, თუ დაცული იქნება გარემო ზედაპირების სათანადო რეჟიმით დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარემოს გაუვნებელყოფა), ჰაერისა და მაგიდის ზედაპირების მიკრობული მოთესვიანობის რეგულარული კონტროლით |
|
4 |
იზოლირებული სივრცე, სადაც განთავსებულია საპრეპარატორო |
აღნიშნულ სივრცეში საკვები ნიადაგების ჩამოსხმის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია ბიოუსაფრთხოების ბოქსის/კაბინის (მ.შ. ლამინარული ჰაერის ნაკადით) ან ბაქტერიოციდული ნათურის არსებობა (ჰაერისა და ზედაპირების მიკრობული მოთესვიანობის რეგულარული კონტროლით) |
|
5 |
ph-მეტრი |
|
|
6 |
ვარიაბელური ტემპერატურული რეჟიმის მქონე (ავტომატურად მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნების უნარით) წყლის აბაზანა |
|
|
7 |
თერმოსტატი |
სულ მცირე, ერთი მაინც |
|
8 |
ლაბორატორიული სასწორი |
|
|
9 |
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი მიკროსკოპი |
|
|
XI
|
ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
|
|
|
№
|
მოთხოვნა
|
შენიშვნა
|
|
1
|
ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მიმწოდებელი დაწესებულება/განყოფილება არ შეიძლება, განთავსებული იყოს საცხოვრებელ კორპუსში, ასევე საგანმანათლებლო (ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული), სააღმზრდელო (სკოლამდელი აღზრდის) და სხვა საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებიდან 200 მეტრზე ახლოს მდებარე შენობა-ნაგებობაში
|
ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის ერთეულის მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი შესასვლელი
|
|
2
|
დაწესებულებას/განყოფილებას აქვს ბენეფიციარების მისაღები საერთო სივრცე
|
|
|
3
|
დაწესებულებას/განყოფილებას აქვს ექიმის ოთახი/სივრცე
|
ექიმის ოთახი/სივრცე უნდა იძლეოდეს ბენეფიციართან კონფიდენციალურად გასაუბრების შესაძლებლობას
|
|
4
|
სპეციალურად გამოყოფილი სამარაგო ოთახი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
|
ა) იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იმავე დაწესებულების რამდენიმე განყოფილება (მათ შორის, საპროცედურო) განთავსებულია ერთ შენობაში, დასაშვებია, მათ ჰქონდეთ ერთი (საერთო) სამარაგო, საიდანაც თითოეულ განყოფილებაზე სამკურნალო საშუალების გაცემა ხორციელდება კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;
ბ) სამარაგოში შესაძლებელია არაუმეტეს 6 თვის სავარაუდო მარაგის შენახვა
|
|
4.1
|
არ აქვს ფანჯრები
|
|
|
4.2
|
აქვს კაპიტალური კედლები
|
|
|
4.3
|
აქვს რკინის კარი
|
|
|
4.4
|
აქვს ადგილობრივი შუქხმოვანი და
24-საათიანი პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია
|
|
|
4.5
|
უზრუნველყოფილია ვიდეოთვალით, რომლის ჩანაწერი ინახება ერთი თვის განმავლობაში
|
ვიდეოთვალი უნდა იძლეოდეს სამარაგოში შესასვლელი კარის, როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის კონტროლის შესაძლებლობას
|
|
4.6
|
სამარაგოში უზრუნველყოფილია მასში განთავსებული სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვის წარმოება, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით
|
|
|
5
|
აქვს საპროცედურო – ცალკე გამოყოფილი ოთახი, საიდანაც პაციენტებზე სამკურნალო საშუალებების გაცემა ხორციელდება და აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
|
ა) პაციენტი არ დაიშვება საპროცედუროში;
ბ) სამკურნალო საშუალების გაცემა დანიშნული დოზით ხორციელდება საპროცედუროს მედდის მიერ ერთჯერადი ჭიქით;
გ) პაციენტის მიერ სამკურნალო საშუალების დანიშნულებისამებრ მოხმარება კონტროლდება დაცვის თანამშრომლისა და მედდის მიერ, რაც ვიდეოთვალის მეშვეობით იწერება და ინახება ერთი თვის განმავლობაში;
დ) პაციენტისათვის დანიშნული სამკურნალო საშუალების დოზის ყოველი ცვლილება ფიქსირდება პაციენტის სამედიცინო ბარათში;
ე) საპროცედუროში ნებადართულია სამკურნალო საშუალებების არაუმეტეს 7 დღის სავარაუდო მარაგის შენახვა
|
|
5.1
|
აღჭურვილია სპეციალური დოზიმეტრებით
|
თხევადი ჩამანაცვლებელი მედიკამენტის გამოყენების შემთხვევაში
|
|
5.2
|
აქვს სპეციალური სარკმელი სამკურნალო საშუალების გასაცემად
|
|
|
5.3
|
აქვს ადგილობრივი შუქხმოვანი და 24-საათიანი პოლიციასთან დაკავშირებული სიგნალიზაცია
|
|
|
5.4
|
უზრუნველყოფილია ვიდეოთვალით, რომლის ჩანაწერი ინახება ერთი თვის განმავლობაში
|
|
|
5.5
|
საპროცედუროში წარმოებს სამკურნალო საშუალებების საგნობრივ-რაოდენობრივი აღრიცხვა, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით
|
|
|
6
|
დაწესებულებას/განყოფილებას ჰყავს დანიშნული დირექტორი/ხელმძღვანელი, რომელიც პასუხისმგებელია პროგრამის/სერვისის შიდა ადმინისტრირებაზე და დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილებაზე/დაცვაზე
|
|
|
7
|
დაწესებულებას/განყოფილებას ჰყავს დანიშნული პირი (პროგრამის ხელმძღვანელი), რომელიც პასუხისმგებელია, კანონმდებლობით განსაზღვრული ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის მეთოდიკის დაცვაზე
|
|
|
8
|
ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით შექმნილია სამედიცინო-საკონსულტაციო კომისია (შემდგომში – სსკ)
|
|
|
9
|
სამედიცინო პერსონალი, რომლის სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე ოპიოიდურ ჩანაცვლებით მკურნალობაში ჩართული პერსონალი, რომელსაც აქვს შესაბამისი განათლება, რათა შეეძლოს, შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები:
|
|
|
9.1
|
დაწესებულებას/განყოფილებას ჰყავს სულ მცირე 3 ექიმი-ნარკოლოგი
|
ყველა ექიმი (ნარკოლოგი) უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამებში და ყოველწლიურად აგროვებდეს სულ მცირე 20 უსგ ქულას
|
|
9.2
|
არანაკლებ 2 ექთნისა
|
ბენეფიციარების შეუფერხებლად მომსახურების მიზნით, ექთნების რაოდენობა შესაძლებელია, გაიზარდოს ბენეფიციარების ან/და დოზატორების რაოდენობის შესაბამისად
|
|
10
|
ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია, დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ნარკომანიის ოპიოიდიური ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელების მეთოდიკა
|
ექიმი უნდა დარწმუნდეს, რომ პაციენტი ნებაყოფლობით ერთვება ოპიოიდური ჩანაცვლებით მკურნალობაში (ინფორმირებული წერილობითი თანხმობა), უნდა დაიცვას მკურნალობაში ჩართვის საფუძველი და კრიტერიუმები, ჩამანაცვლებელი სამკურნალო საშუალების ბინაზე მიწოდების წესი და პირობები და სხვა
|
|
11
|
სერვისის მიმწოდებელი ახორციელებს ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიღების კონტროლს
|
პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, პერიოდულად, ტარდება თითოეული პაციენტის ბიოლოგიური მასალის მოულოდნელი გადამოწმება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველობაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
|
|
12
|
ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მიმწოდებელი ვალდებულია, ბენეფიციარების მონაცემები შეიტანოს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, დადგენილი წესის დაცვით, კანონმდებლობის შესაბამისად
|
ა) ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიმწოდებელი ვალდებულია, მკურნალობაში ჩართული ბენეფიციარების შესახებ მონაცემები შეიტანოს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში;
ბ) სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში ბენეფიციარების მონაცემების შეტანა ხორციელდება პაციენტის ჩართვისთანავე;
გ) სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანა ხორციელდება 2024 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული წესითა და პირობებით, კანონმდებლობის შესაბამისად
|
|
13
|
დაწესებულების ხელმძღვანელობა ვალდებულია, სერვისის მიმდინარეობის პერიოდში (სამუშაო საათებში), სამედიცინო პერსონალისა და სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების მიზნით, დაწესებულება უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილი/ლიცენზირებული დაცვით
|
|
|
14
|
დაწესებულების/განყოფილების ბენეფიციარებს უნდა უტარდებოდეთ სკრინინგი B და C ჰეპატიტზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით
|
|
|
15
|
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტებისთვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ.
|
|
|
XII
|
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია
|
|
|
1.
|
პაციენტის მისაღები/მოსაცდელი სივრცეები
|
სანიტარიული კვანძით (ტუალეტი და ხელსაბანი)
|
|
2.
|
პაციენტების საკონსულტაციო კაბინეტი
|
სავალდებულოა არანაკლებ
2 კაბინეტისა
|
|
3.
|
სპერმის შესაგროვებელი სპეციალური ოთახი
|
შენიშვნა:
ა) განთავსებული უნდა იყოს მოსაცდელი სივრცის ან/და ანდროლოგიური ლაბორატორიის მიმდებარედ;
ბ) სივრცეში სავალდებულოა ხელსაბანის არსებობა
|
|
4.
|
ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის კაბინეტი
|
სანიტარიული კვანძით (ტუალეტი და ხელსაბანი)
შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, თუ ეს კაბინეტი განთავსებულია მოსაცდელი სივრცის მიმდებარედ, დამოუკიდებელი სანიტარიული კვანძი არ არის აუცილებელი
|
|
5.
|
ანდროლოგიური ლაბორატორია სპერმის ნიმუშების შეფასების, კვლევის, მომზადებისა და შენახვის უზრუნველსაყოფად აღჭურვილი უნდა იყოს შემდეგი ინვენტარითა და აპარატურით:
|
ა) დაუშვებელია მისი განთავსება საოპერაციო/სამანიპულაციო ოთახში/დარბაზში;
ბ) ამ სივრცეში დაუშვებელია სპერმის მომზადება ინვიტრო განაყოფიერების ან საშვილოსნოს შიდა ინსემინაციისათვის;
გ) აქვს მუდმივი დენის წყარო მაცივრის ტემპერატურის კონტროლისთვის;
დ) შესასვლელთან არის ხელსაბანი ნიჟარა და პერსონალის გამოსაცვლელი სივრცე;
ე) ლაბორატორიის დაგეგმარება უნდა უზრუნველყოფდეს რეპროდუქციულ ქსოვილებზე მუშაობის პროცესის ასეპტიკურად პირობებში წარმართვას;
ვ) უზრუნველყოფილია ტენიანობის (20 – 60%) და ტემპერატურის (22 – 260C) კონტროლი;
შენიშვნა:
თუ ანდროლოგიურ ლაბორატორიაში ხორციელდება სპერმის კრიოპრეზერვაცია, სპერმის მომზადება საშვილოსნოს შიდა ინსემინაციის და/ან ინვიტრო განაყოფიერებისთვის, მაშინ სავალდებულოა, აღჭურვილი იყოს ჰაერის გაუვნებელყოფის საშუალებებით (მათ შორის, ჰეპაფილტრაციის, CODA-ს ფილტრაციისა და სხვა მსგავსი სისტემებით)
|
|
5.1
|
ლაბორატორიული მაგიდები და შესანახი სათავსები/თაროები
|
|
|
5.2
|
ჰაერის ლამინირებული ნაკადი სამუშაო კაბინებში
|
|
|
5.3
|
სინათლის მიკროსკოპი, რომელიც აღჭურვილია 10, 20, 100 გადიდების მქონე ლინზებით
|
|
|
5.4
|
ვარიაბელური აჩქარების ცენტრიფუგა
11 – 15 მლ ზომის სინჯარებისათვის, არანაკლებ 1500 ბრუნი/წთ-ში უზრუნველყოფით
|
|
|
5.5
|
აღჭურვილობა სპერმოგრამისთვის: სპერმის ავტომატური ანალიზატორი ან მაკლერის კამერა და/ან ერთჯერადი სათვლელი კამერები
|
|
|
5.6
|
ავტომატური პიპეტები სხვადასხვა ზომის (კლინიკის სტანდარტული ოპერაციული პროცედურით განსაზღვრული წესის შესაბამისად)
|
|
|
5.7
|
ვარიაბელური სტერილური ერთჯერადი
(ე. წ. პასტერის) პიპეტები
|
|
|
5.8
|
ლაბორატორიული მაცივარი (+4 – +80C რეჟიმით) და საყინულე -180C რეჟიმით
|
|
|
6.
|
ემბრიოლოგიური ლაბორატორია ადამიანის გამეტების (სპერმატოზოიდები და ოოციტები) დამუშავების, მომზადების, კულტივირებისა და შენახვისთვის, სადაც ხორციელდება:
ა) კვერცხუჯრედების მოძიება ფოლიკულურ სითხეში, კვერცხუჯრედის ინსემინაცია სტანდარტული ან ICSI მეთოდით, განაყოფიერებული ემბრიონების კულტივირება მაქსიმუმ 7 დღემდე, ემბრიონის გაყინვა და გაყინული ემბრიონების გამოლღობა-გადატანა, ემბრიონის ბიოფსია;
ბ) სპერმის ასპირაციის დროს სპერმის მოძიება და დამუშავება, შესაძლებელია სპერმის საბოლოო დამუშავება ინ ვიტრო განაყოფიერებისა და საშვილოსნოს შიდა ინსემინაციისათვის მოხდეს აქვე, თუ ანდროლოგიის ლაბორატორია არ არის განთავსებული სუფთა ზონაში;
ლაბორატორია აღჭურვილია შემდეგი ინვენტარითა და აპარატურით:
|
ა) განთავსებული უნდა იყოს
კლინიკური მოვლის სივრცეებისგან იზოლირებულ, უსაფრთხო და დაცულ სტერილურ ზონაში და ოოციტების შესაგროვებელი საპროცედურო კაბინეტის მიმდებარედ;
ბ) უშუალოდ უკავშირდება საოპერაციო/სამანიპულაციო ოთახს კარით ან/და ფანჯრით;
გ) უზრუნველყოფილია მუდმივი დენის წყაროთი;
დ) ლაბორატორიის დაგეგმარება უზრუნველყოფს რეპორდუქციულ ქსოვილებზე მუშაობის პროცესის ასეპტიკურ პირობებში წარმართვას;
ე) ლაბორატორია აღჭურვილია ჰაერის გაუვნებელყოფის სისტემით (მათ შორის, ჰეპაფილტრების სისტემა);
ვ) უზრუნველყოფილია ტენიანობის (20 – 60%) და ტემპერატურის (22 – 260C) კონტროლი
|
|
6.1
|
ლაბორატორიული მაგიდები და შესანახი სათავსები/თაროები
|
ანტივიბრაციული მაგიდა მიკროსკოპებისთვის ინვერსიული და სტერეო მიკროსკოპებისთვის
|
|
6.2
|
ჰაერის ლამინირებული ნაკადი სამუშაო კაბინებში
|
|
|
6.3
|
სხვადასხვა ზომის სინჯარების გასათბობი ბლოკები
|
|
|
6.4
|
მიკრომანიპულატორი დამაგრებული ინვერსიულ მიკროსკოპზე
|
სავალდებულოა, თუ კლინიკა ახორციელებს ICSI-ს ან/და ემბრიონის ბიოფსიას
|
|
6.5
|
ლაზერული სისტემა დამაგრებული ინვერტირებულ მიკროსკოპზე
|
სავალდებულოა, თუ კლინიკა აკეთებს ემბრიონის ზონის დარღვევასა და ბიოფსიას
|
|
6.6
|
ოთახში აქროლადი ჰაერში შეწონილი ორგანული ნივთიერებების მაკონტროლებელი აპარატი
|
|
|
6.7
|
გაზების ანალიზატორი ინკუბატორებისთვის
|
|
|
6.8
|
სხვადასხვა ზომის სპეციალური მიკროპიპეტები კვერცხუჯრედზე მანიპულაციისათვის
|
|
|
6.9
|
ვარიაბელური სტერილური ერთჯერადი
(ე. წ. პასტერის) პიპეტები
|
|
|
6.10
|
CO2 და N2 მიწოდების უსაფრთხო ქსელი, კონცენტრაციის კონტროლის უზრუნველყოფით
|
|
|
6.11
|
ლაბორატორიული მაცივარი (+4 – +80C რეჟიმით) და საყინულე -180C რეჟიმით
|
|
|
6.12
|
CO2 ინკუბატორი, სადაც უზრუნველყოფილია ტემპერატურისა და ტენიანობის მუდმივი კონტროლი
|
|
|
6.13
|
აბაზანა თხევადი აზოტისთვის
|
|
|
6.14
|
ოთახში CO2-ისა და O2-ის კონცენტრაციების მაკონტროლებელი სისტემა/სენსორი (ცვლილების შემთხვევაში, ირთვება განგაშის სისტემა)
|
|
|
7.
|
გენეტიკური ლაბორატორია
|
კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად
შენიშვნა:
შესაძლებელია სხვა შესაბამისი სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებასთან ხელშეკრულების ფარგლებში უზრუნველყოფა
|
|
8.
|
საპროცედურო/საოპერაციო კვერცხუჯრედების შესაგროვებლად და ინსემინაციისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
|
გამოიყენება მხოლოდ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების ფარგლებში განსახორციელებელი პროცედურების/ოპერაციებისთვის
|
|
8.1
|
არის ჰაერის მაღალი სისუფთავის სივრცე, რომელიც გამოყოფილია, სულ მცირე, 1 კარით დაწესებულების სხვა სივრცეებისაგან
|
|
|
8.2
|
აქვს წინასოპერაციო ოთახი, რომელიც მოიცავს:
ა) პაციენტის გასახდელ სივრცეს;
ბ) პერსონალის გამოსაცვლელ სივრცეს;
გ) ხელის ჰიგიენის სივრცეს ხელსაბანით
|
|
|
8.3
|
აქვს ვენტილაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დადებითი ატმოსფერული წნევის შენარჩუნებას, ჰაერცვლას არანაკლებ 15-ჯერ საათში, რომელთაგან 3-ჯერ მაინც უნდა ხდებოდეს სუფთა ჰაერით ჩანაცვლება; როგორც რეცირკულირებული, ასევე სუფთა ჰაერი იფილტრება HEPA ფილტრებში
|
|
|
8.4
|
აღჭურვილია ულტრაბგერის აპარატით, რომელსაც აქვს ტრანსვაგინალური გადამწოდი და ნემსის მიმმართველი
|
|
|
8.5
|
აღჭურვილია ვაკუუმ ასპირატორით კვერცხუჯრედის ასპირაციისათვის
|
|
|
8.6
|
აღჭურვილია კოაგულატორით სპერმის ასპირაციისათვის
|
|
|
8.7
|
საჭიროების შემთხვევაში, გაუტკივარების მიზნით გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია და მონიტორირებული სედაცია
|
შენიშვნა:
ზოგადი ანესთეზიის (ე. წ. ნარკოზის) გამოყენების შემთხვევაში სავალდებულოა:
ა) სერვისის სტაციონარული დაწესებულების (რეანიმაციული მომსახურების სანებართვო დანართის მქონე) ფარგლებში განხორციელება;
ბ) სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებასთან (რეანიმაციული მომსახურების სანებართვო დანართის მქონე), ერთ შენობაში განთავსებულ ამბულატორიულ დაწესებულებაში, პაციენტის დროული და ადეკვატური რეფერალის უზრუნველყოფის პირობით
|
|
8.8
|
პაციენტთა დროებითი დაყოვნების პალატა/დარბაზი, რომელშიც უზრუნველყოფილია პირობები ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რიტმი, არტერიული წნევა) მონიტორინგისათვის
|
ერთ საწოლზე არანაკლებ 12მ2 ფართობით
|
|
8.9
|
დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რიტმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის
|
|
|
9.
|
კრიოკონსერვაციის სივრცე, სადაც აუცილებელია:
|
|
|
9.1
|
კრიოკონსერვაციისთვის დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ცალკე გამოყოფილი ოთახი გაყინული ქსოვილების (გამეტები, განაყოფიერებული კვერცხუჯრედები და ემბრიონები) თხევად აზოტში შესანახად. თხევადი აზოტი უნდა ინახებოდეს სპეციალურად გამოყოფილ დახურულ სივრცეში, რათა თავიდან იქნეს აცილებული აზოტის გაჟონვა
|
უზრუნველყოფილი უნდა იყოს აზოტის დონის მონიტორინგი
|
|
10.
|
სასტერილიზაციო
|
კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად
შენიშვნა:
დაწესებულებაში ცენტრალური სასტერილიზაციოს არსებობის შემთხვევაში, სავალდებულოა ამ სერვისისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი გამოყენების ინსტრუმენტების გაუვნებელყოფის მთელი ციკლისათვის სხვა სერვისებისგან დამოუკიდებელი ტექნოლოგიური ხაზის (მათ შორის, წინასასტერილიზაციო დამუშავების, შეფუთვისა და სტერილიზაციის ეტაპებზე) უზრუნველყოფა
|
|
11.
|
დეტალური სახელმძღვანელოები, კლინიკური, ემბრიოლოგიური, ანდროლოგიური სერვისითვის, ასევე:
ნიმუშების შენახვისა და მარკირების შესახებ;
ინფექციის პრევენციასა და კონტროლის (გაყინული ნიმუშების ჯვარედინი კონტამინაციის პრევენციის მიზნით);
მარკირების, შეფუთვისა და დოკუმენტირების წარმოების შესახებ;
აპარატურის ინსპექტირებისა და მოვლის სქემა/გრაფიკი
|
|
|
12.
|
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში რეპროდუქტოლოგიური მომსახურების მიმართულებით და ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს 30 უსგ ქულას
|
|
| 13. |
დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან (მდრ) დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, ყველა მოპოვებული, დამუშავებული, შენახული და განაწილებული რეპროდუქციული ქსოვილის, უჯრედისა და ემბრიონის, ასევე მათ შესახებ მონაცემებისა და მათთან კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, დონორიდან რეციპიენტამდე და პირიქით
|
მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიან ეროვნულ რეესტრში დაცულია შემდეგი ინფორმაცია:
ა) მდრ-ის განმახორციელებელი დაწესებულებების/ბანკების შესახებ;
ბ) მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ;
გ) მდრ-ის განხორციელებით ჩასახული ბავშვის დაბადების შესახებ;
დ) რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების დონორების შესახებ;
ე) რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების რეციპიენტის შესახებ;
ვ) დონაციური რეპროდუქციული უჯრედების, ქსოვილებისა და ემბრიონების შესახებ;
ზ) ინ-ვიტრო განაყოფიერების მონაცემების შესახებ.
|
|
XIII
|
პირობები ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელთათვის
|
|
|
1.
|
სარეგისტრაციო სივრცე
|
ა) არაიზოლირებული სივრცე, რომელიც განთავსებულია ქიმიოთერაპიულ/ონკოლოგიურ განყოფილებაში/ერთეულში პაციენტების შესასვლელის ახლოს/მიმდებარედ;
ბ) მოსაცდელი სივრცისაგან განცალკევებულია სივრცობრივი ზონირების პრინციპით;
გ) ერთ დაწესებულებაში ქიმიოთერაპიული სერვისის რამდენიმე ერთეულის (მათ შორის, ამბულატორიული და სტაციონარული) არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი სარეგისტრაციო სივრცის გამოყენება.
|
|
2.
|
პაციენტის მოსაცდელი სივრცე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
|
ერთ დაწესებულებაში ქიმიოთერაპიული სერვისის რამდენიმე ერთეულის (მათ შორის, ამბულატორიული და სტაციონარული) არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი მოსაცდელი სივრცის გამოყენება
|
|
2.1.
|
განთავსებულია ვენტილირებულ (ხელოვნური ან ბუნებრივი ვენტილაცია) სივრცეში
|
|
|
2.2.
|
იზოლირებულია დაწესებულების სხვა სერვისების მოსაცდელი სივრცეებისგან
|
|
|
2.3.
|
აღჭურვილია დასაჯდომი სავარძლებით და/ან სკამებით, რომელიც ექვემდებარება სველი წესით დამუშავებასა და დეზინფექციას
|
|
|
2.4.
|
სივრცეში ხელმისაწვდომია ხელის დასამუშავებელი ანტისეპტიკური საშუალებები/სანიტაიზერი
|
|
|
2.5.
|
სივრცეში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია სანიტარიული კვანძი (ტუალეტი, ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპნითა და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცებით)
|
|
|
2.6.
|
აქვს პაციენტის გასახდელი/გამოსაცვლელი სივრცე
|
ა) აღჭურვილია საწოლების/სავარძლების რაოდენობის შესაბამისი ტანსაცმლის შესანახი კარადებით/საკიდებით;
ბ) პალატური მოწყობის შემთხვევაში, შესაძლებელია ასეთი კარადების/საკიდების პალატაში განთავსება
|
|
3.
|
აქვს პაციენტის საკონსულტაციო ოთახ(ებ)ი
|
ა) საკონსულტაციო ოთახების რაოდენობა გაიანგარიშება საპროცედურო სივრცეში ქიმიოთერაპიული პაციენტებისთვის განსაზღვრული საწოლების/სავარძლების რაოდენობაზე თანაფარდობით და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1:15-ს;
ბ) საკონსულტაციო ოთახი უნდა მდებარეობდეს მოსაცდელის მიმდებარედ ან მასთან ახლოს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მასში ქიმიოთერაპიულ სერვისზე მისული პაციენტის თავისუფალი მოხვედრა, ამავე განყოფილების/ერთეულის სხვა კლინიკური სივრცეების გავლის გარეშე
|
|
4.
|
საპროცედურო სივრცე ქიმიოთერაპიული ინფუზიებისთვის (დარბაზი/პალატა), რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
|
|
|
4.1.
|
საპროცედუროში უზრუნველყოფილია ცენტრალური ვენტილაცია, რომელიც უზრუნველყოფს ინფექციების გადაცემის რისკების შემცირებასა და იმუნოკომპრომენტირებული პაციენტების დაცვას დაწესებულების სხვა სივრცეებიდან გავრცელებული ჰაერით გადაცემადი ინფექციებისგან
|
|
|
4.2.
|
საპროცედურო უზრუნველყოფილია გათბობისა და გაგრილების სისტემებით
|
|
|
4.3.
|
აქვს ზოგადი განათების წყარო, ადეკვატური განათების უზრუნველსაყოფად
|
|
|
4.4.
|
ერთეულის სივრცეები (სადაც პაციენტები იმყოფებიან) და პაციენტების სველი წერტილები უზრუნველყოფილ უნდა იქნეს გადაუდებელი გამოძახების სისტემით
|
|
|
4.5.
|
საერთო ფართობი ერთ საწოლზე გადაანგარიშებით უნდა იყოს არანაკლებ 8 კვ/მ-ისა, სავარძლების შემთხვევაში − 6კვ/მ
პედიატრიული სერვისის შემთხევაში − 6 კვ/მ
|
ა) შერეული (ბავშვთა და მოზრდილთა) სერვისების მიწოდების შემთხვევაში, ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილი სივრცეები უნდა იყოს ერთმანეთისგან იზოლირებული;
ბ) ერთადგილიანი სრულად იზოლირებული სივრცეების (ოთახების) შემთხვევაში, თითოეულის ფართობი უნდა იყოს საწოლის შემთხვევაში არანაკლებ 10 კვ/მ-ისა, ხოლო სავარძლის შემთხვევაში − არანაკლებ 8 კვ/მ-ისა, ამ ფართობში იანგარიშება სანიტარიული კვანძისა და გასახდელი სივრცის ფართობებიც
|
|
4.6.
|
თითოეული საწოლი/სავარძელი აღჭურვილი უნდა იყოს:
|
|
|
ა)
|
აღჭურვილია სრული არაინვაზიური, უწყვეტი ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებით: გულის რითმი, არაინვაზიური წნევა – NIBP, პულსოქსიმეტრი;
სავალდებულო მონიტორების რაოდენობა გაინგარიშება საწოლთან/სავარძელთან თანაფარდობით და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1:5-ს
|
შენიშვნა:
პედიატრიული პაციენტების მომსახურების შემთხვევაში, ფიზიკალური მონიტორინგის საშუალებებს უნდა გააჩნდეთ ასაკის შესაბამისი მახასიათებლები, ასევე აქსესუარებში გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვილისა და პედიატრიული ასაკის შესაბამისი SPO2 და NIBP მიმღებები
|
|
ბ)
|
ერთი ჟანგბადის წყარო ფლოუმეტრითა და 4 დენის წყაროს მიმღებით
|
|
|
გ)
|
მონიტორისა და ტუმბოს (ინფუზიის პამპის) სამაგრი (საკიდით ან სადგამით)
|
|
|
დ)
|
ინფუზომატი
|
ინფუზომატს აქვს აკუმულატორით მუშაობის შესაძლებლობა
|
|
4.7.
|
საწოლებს/სავარძლებს შორის დაშორება – არანაკლებ 1,2 მ-ისა
|
|
|
4.8.
|
ერთ დარბაზში საწოლების/სავარძლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20-ს
|
|
|
4.9.
|
აქვს მუდმივად განახლებადი გულ-ფილტვის რეანიმაციის მობილური ტუმბო (CPR CART) საჰაერო გზების ადეკვატური მართვისთვის საჭირო საშუალებების სრული კომპლექტით (მათ შორის, ლარინგოსკოპით)
|
|
|
4.10.
|
საპროცედურო სივრცეში უნდა იყოს ხელსაბანი, რომელიც აღჭურვილია თხევადი საპნისა და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცების დისპენსერებით
|
ა) თუ სივრცეები არის ერთიანი სივრცის ნაწილი, შესაძლებელია, იყოს ერთი ხელსაბანი;
ბ) დისპენსერები უნდა იყოს ფუნქციონირებადი და შევსებული
|
|
4.11.
|
საპროცედურო სივრცის თითოეული ოთახი/დარბაზი აღჭურვილია სანიტარიული კვანძით (ტუალეტი, ხელსაბანი)
|
ა) სანიტარიულ კვანძში ტუალეტების კაბინებისა და ხელსაბანების სავალდებულო რაოდენობა იანგარიშება საწოლზე/სავარძელზე თანაფარდობით და უნდა შეადგენდეს მინიმუმ 1/10-ს;
ბ) ყველა ხელსაბანი აღჭურვილია თხევადი საპნისა და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცების დისპენსერებით;
გ) ტუალეტი (უნიტაზი) ფუნქციონირებს გამართულად (თავსახური მუშაობს და არ არის დაზიანებული, ასევე მუშაობს ჩამრეცხი სისტემა);
დ) შესაძლებელია სანიტარიული კვანძის განთავსება დარბაზის შესასვლელის მიმდებარედ.
|
|
4.12.
|
საექთნო პოსტი − უშუალოდ დარბაზში/პალატაში ან მის მიმდებარე სივრცეში
|
ექთნის დამოუკიდებელი პოსტი – თითოეულ დარბაზზე, სადაც ხელმისაწვდომია:
ა) ხელსაბანი (პოსტის უშუალოდ დარბაზში განთავსების შემთხვევაში, შესაძლებელია დარბაზში არსებული ხელსაბანის გამოყენება) და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განსათავსებელი სივრცე/კარადა/ტუმბო;
ბ) გლუკომეტრი, წნევის აპარატი, თერმომეტრი და პაციენტის ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა;
გ) მოძრავი საინექციო სივრცე − ურიკა, რომლის ზედაპირი ექვემდებარება სველი წესით წმენდასა და დეზინფექციას და აღჭურვილია სამედიცინო ნარჩენების წარმოქმნის ადგილზე სეპარაციისთვის საჭირო კონტეინერებით (ე. წ. „სამი კონტეინერის“ სისტემა);
დ) ხელების დასამუშავებელი ანტისეპტიკური ხსნარი/სანიტაიზერი
|
|
4.13.
|
საპროცედურო სივრცის (დარბაზის /ოთახის) კარის სიგანე უნდა იყოს არანაკლებ 1,2 მ-ისა და იგი უნდა იძლეოდეს პაციენტის საწოლის/სავარძლის (მასზე მიმაგრებულ აღჭურვილობასთან ერთად ) გადაადგილების საშუალებას
|
|
|
5.
|
იზოლირებული ოთახი ციტოსტატიკური მედიკამენტების ცენტრალიზებული გახსნისთვის შემდეგი პირობების დაცვით:
|
ერთ დაწესებულებაში ქიმიოთერაპიული სერვისის რამდენიმე ერთეულის (მათ შორის, ამბულატორიული და სტაციონარული) არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია ერთი ასეთი ოთახის არსებობა, საიდანაც გახსნილი მედიკამენტების საპროცედუროში ტრანსპორტირება ხორციელდება დროულად, სპეციალური სატრანსპორტო კონტეინერებითა და პროტოკოლით გაწერილი ფიქსირებული მარშრუტით (სერვისების სხვადასხვა სართულზე განთავსების შემთხვევაში, თუ დაშორება 2 და მეტი სართულია, მედიკამენტების ქიმიოთერაპიული სერვისების სივრცეებს შორის ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ლიფტი) ფარმაკო-ქიმიური თვისებების შენარჩუნებისა და სტერილობის დარღვევის პრევენციის უზრუნველყოფით
|
|
5.1.
|
დერეფნიდან/ერთეულის სხვა სივრცეებიდან გამოყოფილია რაბით (ოთახში პერსონალის მოსახვედრად) | სავალდებულოა 2024 წლის 1 სექტემბრიდან |
|
5.2.
|
ვენტილაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სათავსის ჰაერის მაქსიმალურ სისუფთავეს, უარყოფითი წნევითა და HEPA ფილტრებით | სავალდებულოა 2024 წლის 1 სექტემბრიდან“; |
|
5.3.
|
აღჭურვილობისა და სათავსის დაგეგმარება უზრუნველყოფს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ნაკადების გადაკვეთის პრევენციას
|
აღნიშნული პირობის დასაკმაყოფილებლად მედიკამენტების გასაცემად დამოუკიდებელი კარის/ფანჯრის არარსებობისას, ნაკადების მართვის უზრუნველყოფისთვის შესაძლებელია სათანადო პროტოკოლის (მათ შორის, დროში გამიჯვნის) გამოყენება.
|
|
5.4.
|
აქვს მინიმუმ 1 ბიოუსაფრთხოების კაბინა გამწოვი სისტემით ციტოსტატიკური მედიკამენტების გახსნისთვის (მინიმუმ კლასი II, ტიპი B)
|
|
|
5.5.
|
ხელსაბანი
|
|
|
5.6.
|
მაცივარი მედიკამენტებისთვის
|
|
|
6.
|
ფარმაცევტული საშუალებების შესანახი ოთახი, რომელიც აღჭურვილია:
|
თუ დაწესებულებას აქვს ფარმაცევტული საშუალებების შესანახი საერთო ოთახი, მაშინ ქიმიოთერაპიული საშუალებები ინახება კლინიკაში სპეციალურად მათთვის განკუთვნილ, იზოლირებულ კარადაში/თაროზე/ მაცივარში
|
|
6.1.
|
ტემპერატურული რეჟიმის დაცვის რეგულირებადი სისტემით
|
|
|
6.2.
|
მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების შესანახი კარად(ებ)ით და/ან თაროებით
|
|
|
6.3.
|
მაცივრით, რომელშიც უზრუნველყოფილია ტემპერატურის რუტინული კონტროლი
|
არსებობს სპეციალური აღრიცხვის ჟურნალი
|
|
6.4.
|
ხელსაბანით
|
|
|
6.5
|
იატაკის, კედლების, აღჭურვილობის ზედაპირები ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფექციას
|
|
|
7.
|
მოთხოვნები პერსონალისადმი:
|
|
|
7.1
|
მინიმუმ 1 ექიმი-ონკოლოგის ხელმისაწვდომობა ერთეულში/განყოფილებაში
|
სავალდებულოა არანაკლებ 1
ექიმ-სპეციალისტი ყოველ 15 საწოლზე/სავარძელზე
|
|
7.2.
|
უზრუნველყოფილი უნდა იყოს სხვა ექიმ-სპეციალისტების (მათ შორის, კონსულტანტი) მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა პაციენტის პრობლემის პროფილის შესაბამისად (პედიატრიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის ექიმ-სპეციალისტის უზრუნველყოფით)
|
ექიმ-სპეციალისტები ხელმისაწვდომნი უნდა იყვნენ სათანადო სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში (SOP)/ პროტოკოლში მითითებულ ვადაში − აღნიშნული ვადის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რათა საფრთხე არ შეექმნას მის სიცოცხლეს და/ან ჯანმრთელობას
|
|
7.3.
|
მინიმუმ 1 ექთნის ხელმისაწვდომობა ადგილზე ყოველ 5 საწოლზე/სავარძელზე
|
|
|
7.4.
|
ფარმაცევტული საშუალებების შენახვაზე პასუხისმგებელი პირი ადგილზე/დაწესებულებაში
|
|
|
8.
|
ყველა ექთანი უნდა გადიოდეს მზადების კურსებს გულის გაჩერებისას რეანიმაციული ღონისძიებების, ასევე ადგილზე გადაუდებელი დახმარების განხორციელების მიმართულებით
|
2 წელიწადში ერთხელ
|
|
9.
|
ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელი უნდა აწარმოებდეს რეგულარულ ანგარიშგებას კიბოს ეროვნულ რეგისტრში კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად
|
|
|
10.
|
დაწესებულებას უნდა ჰქონდეს გაწერილი სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (SOP)/პროტოკოლები, მათ შორის:
ქიმიოთერაპიული პროცედურები;
სამკურნალო პროტოკოლები, ნოზოლოგიებისა და სამკურნალო რეჟიმების მიხედვით;
ციტოსტატიკური მედიკამენტების გახსნისა და განზავების სტანდარტები;
ექსტრავაზაციის პროტოკოლი;
ინფუზიური რეაქციის მართვის პროტოკოლი;
ციტოსტატიკური მედიკამენტის გარემოში დაღვრის მართვის პროტოკოლი;
ხარისხის მართვის პროცედურები;
კაბინეტის დამუშავების პროცედურა;
პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება
|
|
|
11.
|
ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების/ერთეულის ყველა ექიმი-ონკოლოგი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ონკოლოგიური მომსახურების მიმართულებით და ყოველწლიურად უნდა აგროვებდეს 20 უსგ ქულას
|
იგულისხმება საერთაშორისო ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობაც
|
|
12.
|
სანიტარიული ოთახი
|
განკუთვნილია მხოლოდ ქიმიოთერაპიული/ონკოლოგიური სერვისის/განყოფილების/
ერთეულის დასალაგებელი ინვენტარის რეცხვა-დეზინფექციისთვის, შრობისა და შენახვისთვის, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) განთავსებულია უშუალოდ ერთეულში სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებულ ოთახში ან მის გარეთ, მისი შესასვლელის მიმდებარედ;
ბ) არის ვენტილირებადი (აქვს ბუნებრივი ვენტილაცია ან უზრუნველყოფილია გამწოვით) ოთახი;
გ) აღჭურვილია უჟანგავი ლითონის არანაკლებ ორგანყოფილებიანი ჩანით (დასალაგებელი ინვენტარის რეცხვისა და დეკონტამინაციისთვის) ონკანითა და წყალგაყვანილობით;
დ) აქვს ნარეცხი სითხეების ჩასაღვრელი ჩანი
|
|
13.
|
ნარჩენების პირველადი შეგროვების სივრცე
|
წარმოქმნილი ნარჩენების პირველადი შეგროვებისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც შესაძლებელია, მოგროვდეს სამედიცინო ნარჩენები ნარჩენების დროებითი შენახვის სათავსში გადატანამდე, ამასთან,
ნარჩენების პირველადი დაყოვნების მიზნით განკუთვნილი კონტეინერები მჭიდროდ თავდახურული და მარკირებულია; ამ მიზნით დაუშვებელია მყარი კონტეინერების გარეშე პოლიეთილენის ტომრების გამოყენება
|
|
14.
|
აქვს სპეციალური ოთახი, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და სტაბილიზაციისთვის, რომელშიც უზრუნველყოფილია:
ა) დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რიტმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის;
ბ) მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი;
გ) ექიმი-რეანიმატოლოგის ან გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) სპეციალისტების ხელმისაწვდომობა ადგილზე მუდმივად ქიმიოთერაპიული სერვისის ყველა სეანსის განმავლობაში;
დ) პრეჰოსპიტალური სერვისი და რეფერალურ ქსელში ჩართულობის დეტალური გეგმა
|
არ არის სავალდებულო:
ა) სტაციონარული დაწესებულებისთვის (გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY)/რეანიმაციის სერვისის არსებობის შემთხვევაში) ან მათ შენობაში განთავსებული ამ ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებისთვის;
ბ) მაღალი რისკის სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებებისთვის, რომლებსაც აქვთ გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) განყოფილება/ერთეული/მომსახურება.
|
|
XIV
|
პირობები სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიწოდების შემთხვევაში
სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურება მოიცავს ექიმის/მულტიდისციპლინური გუნდის მიერ გულსისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული და სხვა სისტემების დაავადებებისა და ტრავმული დაზიანებების მქონე პაციენტის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, სარეაბილიტაციო პროგრამის მართვის გეგმის შემუშავებას, ფიზიკური ფაქტორების შერჩევას და/ან სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელებას
|
XIV ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) სარელაქსაციო-გამაჯანსაღებელი სერვისების მიმწოდებელ არასამედიცინო დაწესებულებებზე (სარელაქსაციო მასაჟი/წყლის პროცედურები/ცურვა/წყლის აბაზანები და სხვ.);
ბ) სოციალური რეაბილიტაციის, ბავშვთა ადრეული ინტერვენციის/განვითარებისა და აბილიტაციის/რეაბილიტაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებზე;
გ) ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის ექიმ-სპეციალისტის კაბინეტზე (თუ იგი ახორციელებს მხოლოდ საკონსულტაციო სამედიცინო მომსახურებას)
|
|
1
|
საპროცედურო სივრცე(ები) − პროცედურებთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სერვისებისთვის, როგორებიცაა: სამკურნალო მასაჟი, მანუალური თერაპია, ფიზიოთერაპია, ინჰალაცია და სხვა პროცედურული სერვისები, რომლებიც საჭიროებს დამოუკიდებელ საწოლს/სავარძელს
|
ა) სავალდებულოა პროცედურებთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სერვისების არსებობის შემთხვევაში;
ბ) სულ მცირე 1 − არანაკლებ 12 კვ/მ სივრცისა;
გ) რამდენიმე სხვადასხვა სახეობის პროცედურის ერთდროულად მიწოდების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს როგორც იზოლირებული სივრცეები, ასევე სივრცობრივი ზონირების პრინციპი, საჭიროებისას, ზონების გამიჯვნა შესაძლებელია ტიხრებით (შირმა, თეჯირი);
დ) 3-ზე მეტი პაციენტის მომსახურებისთვის განკუთვნილ სივრცეში თითოეულ პაციენტზე დამატებით სავალდებულოა არანაკლებ 4 კვ/მ ფართობისა
|
|
2
|
ექიმის/რეაბილიტაციის სპეციალისტის საკონსულტაციო სივრცე(ები), ფართობით არანაკლებ 12 მ2-ისა
|
საკონსულტაციო სივრც(ებ)ის ჯგუფური თერაპიული სეანსების მიზნით გამოყენების შემთხვევაში, სავალდებულოა არანაკლებ 4 კვ/მ ფართობისა ყოველ დამატებით პაციენტზე
|
|
3
|
სარეაბილიტაციო სივრცე (სივრცეები) − ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სერვისებისთვის, როგორებიცაა: ფიზიკური მედიცინა − სამკ. ვარჯიში, აპარატურული კინეზოთერაპია და სხვა მომსახურებები, რომლებიც საჭიროებს სივრცეს სავარჯიშო/ფიზიკური აქტივობებისთვის
|
ა) სავალდებულოა ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებული სარეაბილიტაციო სერვისების არსებობის შემთხვევაში;
ბ) სულ მცირე 1 − არანაკლებ 12 კვ/მ-ისა;
გ) რამდენიმე სხვადასხვა სახეობის სარეაბილიტაციო სერვისის ერთდროულად მიწოდების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს როგორც იზოლირებული სივრცეები, ასევე სივრცობრივი ზონირების პრინციპი, საჭიროებისას, ზონების გამიჯვნა შესაძლებელია ტიხრებით (შირმა, თეჯირი);
დ) 1-ზე მეტი პაციენტის მომსახურებისთვის განკუთვნილ სივრცეში თითოეულ პაციენტზე დამატებით სავალდებულოა არანაკლებ 4 კვ/მ ფართობისა
|
|
4
|
მოსაცდელი სივრცე (ჰოლი, დერეფანი)
|
მომლოდინე პაციენტებისთვის, ასევე მათი ახლობლებისათვის
|
|
5
|
სველი წერტილი (ტუალეტი, ხელსაბანი)
|
ა) შესაბამისი სათავსების ერთზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში, სველი წერტილი (ტუალეტი, ხელსაბანი) ყველა სართულზე;
ბ) ადაპტირებული სველი წერტილი შშმ პირებისთვის ყველა სართულზე, სადაც ხდება აღნიშნული სერვისის მიწოდება
|
|
6
|
უნდა იყოს ოთახ(ებ)ი მომსახურე პერსონალისათვის
|
სავალდებულოა ფიზიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ სეანსებში ჩართული პერსონალისთვის (ტანსაცმლის გამოსაცვლელი/მოსასვენებელი)
|
|
7
|
უნდა იყოს ფუნქციონირებადი ლიფტი და პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის
|
შესაბამისი სათავსების ერთზე მეტ სართულზე განლაგების შემთხვევაში
|
|
8
|
ჰიდროთერაპიული აუზის არსებობის შემთხვევაში
|
არ ვრცელდება ბუნებრივი მინერალური წყლების ან სამკურნალო ტალახის გამოყენებისთვის განკუთვნილ აუზებზე
|
|
8.1
|
აუზის ფართობი 1 პაციენტზე 2 მХ2 მ
|
|
|
8.2
|
სიღრმე 80 სმ-დან 1,5 მეტრამდე, კონტინგენტის სიმაღლის გათვალისწინებით
|
|
|
8.3
|
აუზის პანდუსის სიგანე არანაკლებ 1,2 მ-ისა
|
ასეთის არსებობის შემთხვევაში
|
|
8.4
|
აუზს უნდა ჰქონდეს ამწე მოწყობილობა, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების აუზში მოთავსებისთვის/აუზიდან ამოყვანისთვის
|
|
|
8.5
|
აუზში წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 30-350C
|
|
|
8.6
|
აუზის მიმდებარედ უნდა იყოს გასახდელები/გამოსაცვლელი ოთახ(ებ)ი პაციენტებისა და პერსონალისთვის
|
ადაპტირებული გასახდელი/გამოსაცვლელი ოთახი შშმ პაციენტებისთვის
|
|
9
|
ბუნებრივი მინერალური წყლების ან სამკურნალო ტალახის გამოყენებისთვის განკუთვნილი აუზების/აბაზანების/ მაგიდების/ზედაპირების არსებობის შემთხვევაში, უნდა ჰქონდეს, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მიერ სერვისის მისაღებად/ გადაადგილებისთვის საჭირო მექანიკური/ელექტრო ამწე მოწყობილობა/გადაადგილების საშუალება
|
ასეთი მომსახურების არსებობის შემთხვევაში
|
|
10
|
რენტგენოლოგიური სერვისის უზრუნველყოფა
|
შესაძლებელია, განხორციელდეს ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე
|
|
11
|
ულტრაბგერითი გამოკვლევის უზრუნველყოფა
|
შესაძლებელია, განხორციელდეს ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე
|
|
12
|
ლაბორატორიული სერვისის უზრუნველყოფა
|
შესაძლებელია, განხორციელდეს ასეთი მომსახურების სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების საფუძველზე
|
|
13
|
მომსახურების მიმწოდებელმა დაწესებულების/ერთეულის მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის
|
დერეფნისა და კარის სიგანე უნდა იძლეოდეს ეტლის გადაადგილების შესაძლებლობას
|
|
14
|
განათებისა და სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფა
|
|
|
15
|
უწყვეტი ელექტრომომარაგება
|
ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო
|
|
16
|
უწყვეტი წყალმომარაგება
|
მათ შორის, ცხელი წყლით მომარაგება
|
|
17
|
დაწესებულებაში/ერთეულში უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრები
|
ა) პირველადი გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სავალდებულო ნუსხა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით;
ბ) ჰიდროთერაპიული აუზისა და ფიზიკური აქტივობის სივრცეების არსებობის შემთხვევაში, დაწესებულებაში/ერთეულში უნდა იყოს დეფიბრილატორი
|
|
18
|
უნდა არსებობდეს სამედიცინო დანიშნულების საგნებისა და აღჭურვილობის შესანახ(ებ)ი (მათ შორის, კარადები)
|
|
|
19
|
სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი საქმიანობისთვის გამოყენებულ მინერალურ წყალს/სამკურნალო მიზნით გამოყენებულ ტალახს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული მოპოვების ლიცენზია და რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების სახელმწიფო ნუსხაში
|
ასეთი მომსახურების არსებობის შემთხვევაში
|
|
20
|
დაწესებულებას/ერთეულს უნდა ჰყავდეს ექიმი − ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის სპეციალისტი
|
|
|
21
|
ფიზიკური თერაპიისა (ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია) და ოკუპაციური თერაპიის სერვისის მიწოდების შემთხვევაში, შესაბამისი დიპლომირებული სპეციალისტები
|
ფიზიკური თერაპიის (ფიზიკური მედიცინა და რეაბილიტაცია)/ოკუპაციური თერაპიის სერვისის მიწოდების შემთხვევაში, დღეში არაუმეტეს 10 პაციენტისა 1 სპეციალისტზე ინდივიდუალური მუშაობისას, არაუმეტეს 25 პაციენტისა, ჯგუფური მუშაობის შემთხვევაში
|
|
22
|
საექთნო მომსახურება
|
ექთნების რაოდენობა და სამუშაო ადგილებზე განაწილება განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით
|
|
23
|
სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი სერვისის ფარგლებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალი (ექიმები, ექთნები) და ფიზიკური და ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მონაწილეობდნენ მზადების პროგრამებში გულის გაჩერებისას პირველადი სამედიცინო დახმარებისა და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის მიმართულებით (როგორც მოზრდილთა, ასევე ბავშვთა ასაკის)
|
2 წელიწადში ერთხელ
სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს 2025 წლის 1 იანვრიდან
|
|
24
|
ერთეულში/დაწესებულებაში უნდა არსებობდეს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც მოიცავს შესაბამისი გამოსავლების იდენტიფიცირებისა და გაზომვის საშუალებას
|
ა) სტანდარტები და კრიტერიუმები რეაბილიტაციის პროგრამისა და მიწოდებული სერვისის ხარისხის შეფასებისთვის, ასევე გამოყენებული რესურსების შესაბამისობის განსაზღვრისთვის;
ბ) სარეაბილიტაციო გამოსავლების შეფასება;
გ) სარეაბილიტაციო გამოსავლების შედეგების ანალიზი;
დ) შედეგების ანალიზიდან გამომდინარე, ექიმის/მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ინდივიდუალური სარეაბილიტაციო პროგრამებისა და სერვისების მუდმივი გადახედვა/განახლება.
|
[1] მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებას/ჩაბარებას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ), გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით, მოეთხოვებათ მხოლოდ ამ პუნქტით (X) დადგენილი პირობების დაკმაყოფილება (X1, X2, X3, X4 და X5 პუქტებით განსაზღვრული მოთხოვნების გარეშე).
[2] X1, X2, X3, X4 და X5 პუნქტებით განსაზღვრული სერვისის მიწოდების შემთხვევაში, მოეთხოვებათ როგორც X, ასევე შესაბამისი პუნქტით (X1, X2, X3, X4 და X5) განსაზღვრული მოთხოვნების დაკმაყოფილება.
[3] იზოლირებული - ცალკე სათავსი ან განცალკევებული, იზოლირებული ფართობი, რომელიც შემოსაზღვრულია სრული სტაციონარული ტიპის ტიხრ(ებ)ით.
[4] სივრცობრივი ზონირება არ ნიშნავს იზოლირებას.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 აპრილის დადგენილება №128 - ვებგვერდი, 12.04.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის დადგენილება №159 – ვებგვერდი, 17.02.2014წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 მარტის დადგენილება №92 – ვებგვერდი, 10.03.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ივლისის დადგენილება №343 – ვებგვერდი, 13.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის დადგენილება №203 - ვებგვერდი, 26.04.2016წ.
1
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №359
2010 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 154-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის თანდართული ტექნიკური რეგლამენტი.
მუხლი 2
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლებმა 2011 წლის 15 იანვრამდე უზრუნველყონ შესაბამისი ღონისძიებები ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 დეკემბრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი
მუხლი 1
რეგლამენტი შემუშავებულია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობისადმი მინიმალურ მოთხოვნებს სამედიცინო აპარატურის, ხელსაწყოების, ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით.
მუხლი 2
1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ადმინისტრირებასა და რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მზადყოფნისათვის საჭირო ღონისძიებების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) კონტროლის, რეაგირებისა და მზადყოფნის უზრუნველსაყოფად, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება (ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ადამიანის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას) შესაძლებელია, დროებითი ღონისძიების სახით, ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლდეს ამ დადგენილებით შესაბამისი საქმიანობისათვის განსაზღვრული მოთხოვნებისაგან, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, პირობებითა და ვადის განმავლობაში.
საქართველოს მთავრობის 2012 წლის 4 იანვრის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 06.01.2012წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №77 – ვებგვერდი, 15.02.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №523 – ვებგვერდი, 07.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 18 ივნისის დადგენილება №373 – ვებგვერდი, 18.06.2020წ.
მუხლი 3
აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი გამოიყენება ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელ მაღალი რისკის შემცველ ისეთ სამედიცინო საქმიანობებზე (შემდგომში – მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა) როგორებიცაა:
ა) სტომატოლოგია;
ბ) ქირურგია (ყველა პროფილის);
გ) მეანობა-გინეკოლოგია;
დ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (Emergency);
ე) დერმატო-ვენეროლოგია;
ვ) სამედიცინო რადიოლოგია (გარდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკისა);
ზ) დიალიზი;
თ) ინფექციურ დაავადებებთან (მათ შორის, აივ ინფექციასთნ/შიდსთან) დაკავშირებული საქმიანობა;
ი) ფთიზიატრია;
კ) ენდოსკოპია;
ლ) იმუნიზაცია (2015 წლის 1 ოქტომბრიდან);
მ) ოფთალმოლოგიური სერვისის ფარგლებში ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების აღება და/ან შენახვა და/ან გადანერგვა.
ნ) ლაბორატორია (ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ადამიანის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას);
ო) ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპია;
პ) დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურება;
ჟ) ქიმიოთერაპიული მომსახურება.
ჟ) ქიმიოთერაპიული მომსახურება;
რ) სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურება.
მუხლი 4
ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში დაწესებულება აწარმოებს დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, რეაბილიტაციასა და პალიატიურ მზრუნველობასთან დაკავშირებულ სამედიცინო მომსახურებას, ამასთან, პაციენტის დაყოვნება არ აღემატება 24 საათს.
მუხლი 41🔗
ამბულატორიულ დაწესებულებაში (გარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის (EMERGENCY) განმახორციელებლებისა) შესაძლებელია ისეთი სირთულის სამედიცინო ჩარევების განხორციელება, რომელთა დროსაც, გაუტკივარების მიზნით (საჭიროების შემთხვევაში), გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივი ანესთეზია.
მუხლი 5
თუ გადაუდებელი დახმარების (EMERGENCY) სერვისები მიეწოდება სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების მიერ, იგი განიხილება სტაციონარული დაწესებულების ნებართვის ფარგლებში. გადაუდებელი დახმარების სერვისების მიმწოდებელი, თუ იგი ფუნქციონირებს დამოუკიდებელი იურიდიული პირის სახით, ექვემდებარება რეგულირებას ტექნიკური რეგლამენტით.
მუხლი 6
15-დან 18 წლამდე ასაკის კონტინგენტის სამედიცინო მომსახურების გაწევა შესაძლებელია როგორც პედიატრიულ, ისე მოზრდილთა სერვისების მიმწოდებელთა მიერ.
მუხლი 7
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი შეტყობინებას საქმიანობის დაწყების/დასრულების შესახებ უგზავნის სააგენტოს დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 71🔗
1. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიისა და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.
1. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურებისა და სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების შერჩევითი კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ საქმიანობის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 2 თვის განმავლობაში.
2. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიისა და სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი სააგენტოს შეტყობინებას საქმიანობის დაწყების თაობაზე უგზავნის საქმიანობის დაწყებამდე 2 თვით ადრე.
3. სააგენტო ვალდებულია, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან 2 თვის ვადაში განახორციელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავით (სტომატოლოგიური საქმიანობის/ მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია) დადგენილი პირობების ადგილზე შემოწმება. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა განხორციელებული შემოწმება, დაწესებულებას უფლება აქვს, დაიწყოს სტომატოლოგიური საქმიანობა.
31. სააგენტო ვალდებულია, ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობის დაწყების თაობაზე შეტყობინების წარდგენიდან 2 თვის ვადაში განახორციელოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავით („ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) დადგენილი პირობების ადგილზე შემოწმება. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა განხორციელებული შემოწმება, დაწესებულებას უფლება აქვს, დაიწყოს ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობა.
4. დაწესებულება უფლებამოსილია, სტომატოლოგიური საქმიანობა და ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობა დაიწყოს სააგენტოს დადებითი შეფასების/დასკვნის საფუძველზე, დასკვნის გაცემის თარიღიდან. სააგენტოს უარყოფითი შეფასება/დასკვნა შეტყობინების გაუქმების საფუძველია.
მუხლი 72🔗
სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება, რომლებსაც წარდგენილი აქვთ შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე, ვალდებული არიან, 2024 წლის 1 იანვრამდე თავიანთი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანონ ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის VII თავით („სტომატოლოგიური საქმიანობის/ მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია“) დადგენილ პირობებთან, ამასთან, სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყების თაობაზე სააგენტოში შეტყობინების წარმდგენი სუბიექტებისთვის ზემოაღნიშნული პირობების დაკმაყოფილება ტექნიკური რეგლამენტის საერთო მოთხოვნებთან ერთად სავალდებულოა დადგენილების ამოქმედებისთანავე.
მუხლი 73🔗
მუხლი 73🔗
1. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2024 წლის 1 ივლისამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან.
2. ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის საქმიანობის დაწყების თაობაზე სააგენტოში შეტყობინების წარმდგენი სუბიექტი ვალდებულია, სრულად დააკმაყოფილოს ამ დადგენილებით განსაზღვრული პირობები (გარდა ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის XI თავის მე-12 პუნქტისა, რომლის დაკმაყოფილებაც სავალდებულოა ამავე პუნქტში განსაზღვრული ვადის მხედველობაში მიღებით), ტექნიკური რეგლამენტის საერთო სანებართვო პირობებთან ერთად.
მუხლი 74🔗
სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება ვალდებულია, 2025 წლის 1 იანვრამდე თავისი საქმიანობა შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ დამატებით პირობებთან და შეტყობინება საქმიანობის დაწყების თაობაზე წარადგინოს სააგენტოში.
მუხლი 8
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულება მოწმდება შერჩევითი კონტროლით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 თებერვლის დადგენილება №77 – ვებგვერდი, 15.02.2019წ.
მუხლი 9. (ამოღებულია)
მუხლი 10
მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის შემოწმება შერჩევითი კონტროლით ხორციელდება წელიწადში სამჯერ. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი.
მუხლი 11. (ამოღებულია)
მუხლი 12
თუ სამედიცინო საქმიანობის/მომსახურების მიმწოდებელი ახორციელებს ლიცენზიით/ნებართვით გათვალისწინებულ საქმიანობას, მას უფლება აქვს, შეტყობინების გარეშე აწარმოოს მე-3 მუხლით განსაზღვრული რომელიმე საქმიანობა იმ შემთხვევაში, თუ მისი სალიცენზიო/სანებართვო პირობები მოიცავს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თუ ეს საქმიანობა ხორციელდება ერთ ფაქტობრივ მისამართზე. ამ შემთხვევაში, შერჩევითი კონტროლი ხორციელდება მხოლოდ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 13
ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგი სახით:
საერთო მოთხოვნები
შენიშვნა
1
2
სამედიცინო ნარჩენების მართვა კანონმდებლობით დადგენილი წესით
აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას.
3
დაწესებულების ეზო უნდა იყოს სუფთა და თავისუფალი ნარჩენებისგან
ეზოს არსებობის შემთხვევაში, საერთო სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული ეზოს სისუფთავის უზრუნველყოფა ამ ტერიტორიაზე განთავსებული, ამ დადგენილებით გათვალისწინებული შეტყობინების წარმდგენი თითოეული სუბიექტის ვალდებულებაა.
აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას.
4
დეზინფექციისა და სტერილიზაციის (მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნებისა და მასალებისათვის) სათანადო რეჟიმითა და აღრიცხვით უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად
5
პირობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებისათვის
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის სავალდებულო პირობას წარმოადგენს 2014 წლის პირველი მაისიდან.
აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას.
6
სამედიცინო და სტატისტიკური დოკუმენტაციის წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით
7
სამედიცინო პერსონალი, რომლის სერტიფიკატი/კვალიფიკაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს
8
სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტთათვის თვალსაჩინო ადგილას განთავსებული ან ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია ამ დაწესებულების მიერ მიწოდებული სერვისების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით დაფარვის შესახებ. ამასთან, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამასთან“ დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის შინაარსი და ფორმატი განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით
9
სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების კონტროლი და პრევენცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10
პოლიფარმაციის შემთხვევებზე რეაგირების შიდა სისტემის არსებობა, რომელიც მოიცავს პაციენტის დანიშნულებების მონიტორინგს, პოლიფარმაციის შემთხვევების იდენტიფიცირებას, შესწავლას, აღრიცხვასა და მართვას (მ.შ. რეაგირებას)
აუცილებელ პირობას არ წარმოადგენს:
ა) „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურების იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც იმუნიზაციის სერვისს აწვდიან სოფლის მოსახლეობას;
ბ) სამედიცინო რადიოლოგიური საქმიანობის მიმწოდებლებისათვის;
გ) ლაბორატორიული (ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელი, რომელიც ახორციელებს ადამიანის ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას) საქმიანობის მიმწოდებლებისათვის.
11 შესაბამისი სერვისის მიწოდებისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (იდს) მარაგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად
12 დაწესებულება უფლებამოსილია, ჩაერთოს სამედიცინო მოწყობილობების კლინიკურ კვლევაში და გამოიყენოს საკვლევი სამედიცინო მოწყობილობა კვლევაში ჩართული სუბიექტებისთვის, „ტექნიკური რეგლამენტის – სამედიცინო მოწყობილობების კლინიკური კვლევის განხორციელების შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად.
I
სამეანო-გინეკოლოგიური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
1
გინეკოლოგიური სავარძელი
2
აღჭურვილობა და ხელსაწყოები ორსულთა პატრონაჟის განსახორციელებლად
II
ფთიზიატრიული ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
1
ფთიზიატრიული მომსახურების კაბინეტი განთავსებული უნდა იყოს სხვა კაბინეტებისაგან იზოლირებულად
2
პაციენტების მოსაცდელი დერეფნები და ექიმების კაბინეტები აღჭურვილი უნდა იყოს ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)
III
რენტგენო-რადიოლოგიური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
რენტგენის კაბინეტის საპროცედუროები, სხივური თერაპიისა და აგრეთვე რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიები, სადაც განთავსებულია მაიონებელი გამოსხივების წყაროები, არ შეიძლება განთავსებული იყოს ორსულთა პატრონაჟისა და პედიატრიული კაბინეტების მომიჯნავედ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გაცემული ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზია
IV
ინფექციური ამბულატორიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
1
შესაბამისი კაბინეტი აღჭურვილი იყოს ვენტილაციით (რომელიც უზრუნველყოფს უარყოფით წნევას)
2
თხევადი ინფექციური ნარჩენების დამუშავების უზრუნველყოფა
V
ქირურგიული სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
1
საოპერაციო დარბაზში მიკროორგანიზმებისა და ვირუსების არანაკლებ 95%-ის ინაქტივაციის უზრუნველყოფა
2
უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა
VI
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საქმიანობის (EMERGENCY) შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
1
საოპერაციო მცირე ოპერაციებისა და ინვაზიური ჩარევებისათვის
2
დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რიტმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის
3
შემდეგი მოწყობილობები რეანიმაციისათვის: სარეანიმაციო საწოლი, ხელოვნური სუნთქვის აპარატი, ჟანგბადის წყარო, ლარინგოსკოპი და ენდოტრაქეალური მილები ყველა ასაკისათვის, დეფიბრილატორი
4
პაციენტთა დროებითი დაყოვნების პალატა/დარბაზი
ერთ საწოლზე არანაკლებ 6 მ2 ფართობით.
5
პრეჰოსპიტალური სერვისის უზრუნველყოფა ან/და რეფერალურ ქსელში ჩართულობის გეგმა
6
უწყვეტი წყლითა და ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფა
VII
სტომატოლოგიური საქმიანობის/მომსახურების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
1
ფართობი უნდა შეადგენდეს ძირითად სტომატოლოგიურ სავარძელზე − არანაკლებ 12 მ2-ს და ყოველ დამატებით სავარძელზე − არანაკლებ 6 მ2-ს
2
2.1
2.2
2.3
2.4
2.5
2.6
2.7
3
3.1
3.2
3.3
3.4
3.5
3.6
3.7
3.8
3.9
ინსტრუმენტები ინახება განსაზღვრულ ტემპერატურასა (არაუმეტეს 240C-ისა) და ტენიანობაზე (არაუმეტეს 70%-ისა)
4
4.1
4.2
4.3
4.4
4.5
4.6
4.7
4.8
4.9
5
6
7
8
9
იმუნიზაციის სერვისის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
1
2
IX
ოფთალმოლოგიური სერვისის ფარგლებში ორგანოს , ორგანოთა ნაწილების , ქსოვილებისა და უჯრედების აღება და / ან შენახვა და / ან გადანერგვა
1
2
3
4
X
ლაბორატორიული სერვისების მიწოდების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია [1] , [2]
1
უწყვეტი ელექტრომომარაგება; ელექტროენერგიის ავტონომიური წყარო
2
სავენტილაციო საშუალებები (ხელოვნური ან/და ბუნებრივი ვენტილაცია)
3
სტაბილური ტემპერატურული რეჟიმის - 18-250C-ის უზრუნველყოფის შესაძლებლობა
შესაძლებელია ±30C ვარირება
4
ადვილად დასასუფთავებელ-დასამუშავებელი და სითხეების, ქიმიური ნივთიერებებისა და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მდგრადი იატაკი, კედლები და სამუშაო ზედაპირები
5
არანაკლებ ერთი სველი წერტილი (ხელსაბანი გამდინარე წყლით)
6
საოფისე (მ.შ. პაციენტთა რეგისტრაციისათვის) და საკუთრივ ლაბორატორიული სივრცეები
ა) ლაბორატორიული სერვისის სხვა ამბულატორიულ სერვისებთან ინტეგრირების შემთხვევაში შესაძლებელია ერთიანი საოფისე სივრცის არსებობა. ერთიანი საოფისე სივრცის არსებობის შემთხვევაში საკუთრივ ლაბორატორიული სივრცე იზოლირებული[3] უნდა იქნეს საოფისე სივრცისგან;
ბ) ერთიანი საოფისე სივრცის არარსებობისას, ლაბორატორიის საოფისე სივრცე შესაძლებელია ინტეგრირებულ იქნეს საკუთრივ ლაბორატორიულ სივრცესთან. ამ შემთხვევაში დაცულ უნდა იქნეს სივრცობრივი ზონირება[4] ;
გ) საკუთრივ ლაბორატორიული სივრცე, თავის მხრივ, მოიცავს სივრცეებს ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღების/ჩაბარების, ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღების/გამოყოფის, ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისათვის, რომლებიც შეიძლება იყოს როგორც იზოლირებული, ასევე გამიჯნული, სივრცობრივი ზონირების პრინციპით (ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად);
დ) სივრცე ლაბორატორიული კვლევების ჩატარებისათვის აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს სერვისის იმ მიმწოდებლებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით.
7
რამდენიმე სახის ლაბორატორიული სერვისის ინტეგრირების შემთხვევაში ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღება/ჩაბარება და ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღება/გამოყოფა (მ.შ. სისხლის აღება) შესაძლებელია წარმოებდეს როგორც იზოლირებულ სათავსებში, ასევე ერთიან სათავსში შემდეგი წესის დაცვით:
ა) სივრცე ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღებისათვის/გამოყოფისათვის (მ.შ. სისხლის აღებისათვის) გამოყოფილ უნდა იქნეს სხვა სივრცეებისაგან ზონირების შემდეგი პრინციპის დაცვით - ნიშა, შირმა, თეჯირი;
ბ) სივრცე ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებისათვის/ჩაბარებისათვის გამოყოფილ უნდა იქნეს სხვა სივრცეებისაგან ზონირების პრინციპის დაცვით (სულ მცირე, გამოყოფილ უნდა იქნეს ცალკე მაგიდა, შესაბამისი კონტეინერ(ებ)ით (თავდახურული)).
ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღება/გამოყოფის (მ.შ. სისხლის აღება) მიზნით გამოყოფილ სივრცეში შესაძლებელია გათვალისწინებული იქნეს სწრაფი ტესტების ჩატარების შესაძლებლობა.
8
სივრცე სისხლის აღებისათვის, რომელიც აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა (სისხლის ასაღები სავარძელი/ან სკამი პაციენტისათვის და პაციენტის გასასინჯი ტახტი; საპროცედურო მაგიდა/თარო) და მასალის ასაღები ერთჯერადი საშუალებებით (კანის მთლიანობის დარღვევისათვის გამოყენებული ინსტრუმენტები (სკარიფიკატორი, შპრიცი ნემსით)
აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს შესაბამისი სერვისის მიმწოდებელი სუბიექტებისათვის
9
შესაბამისი იზოლირებული სათავსები მიკრობიოლოგიური და მოლეკულური კვლევების წარმოებისათვის
ა) რამდენიმე ლაბორატორიული სერვისის ინტეგრირების შემთხვევაში, მიკრობიოლოგიური/ მოლეკულური დიაგნოსტიკის მიზნით, ნიმუშების მიღება/ჩაბარება და/ან ბიოლოგიური მასალის ნიმუშების აღება/გამოყოფა შესაძლებელია წარმოებდეს როგორც იზოლირებულ, ასევე სხვა ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღების/ჩაბარების და აღების/გამოყოფის მიზნით გამოყოფილ სათავსში, ამ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად;
ბ) არ ეხებათ სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით.
10
იზოლირებული ან საერთო სათავსები კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური და სეროლოგიური კვლევების წარმოებისათვის
ა) საერთო სათავსის არსებობისას დაცულ უნდა იქნეს სივრცობრივი ზონირება;
ბ) არ ეხებათ სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით.
11
სამარაგო სივრცე (რეაგენტებისა და დამხმარე მასალებისათვის), რომელიც უზრუნველყოფს განთავსებული მასალის (მ.შ. რეაგენტების) შენახვას, მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად
ა) აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს იზოლირებული სამარაგო სივრცის არსებობა;
ბ) ლაბორატორიული სერვისის სხვა სტაციონარულ სერვისებთან ინტეგრირების შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია, მათთან საერთო სათავსის არსებობა.
12
ცენტრიფუგა (ვარიაბელური სიჩქარით)
13
ავტომატური პიპეტები
14
თერმომეტრები (ლაბორატორიის ოთახის, მაცივრის)
15
საშრობი კარადა
ა) მრავალჯერადი ჭურჭლის გამოყენების შემთხვევაში;
ბ) არ მოეთხოვებათ სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით.
16
წამმზომი
17
არანაკლებ 2 მაცივარი (რეაგენტებისა და ნიმუშებისათვის), თითოეული, სულ მცირე, 2 ტემპერატურული რეჟიმით
სერვისის იმ მიმწოდებლების შემთხვევაში, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით - ერთი მაცივარი, სულ მცირე, 2 ტემპერატურული რეჟიმით.
18
უსაფრთხოების პროცედურების პროტოკოლები (მ.შ., ქაღალდის მატარებელზე) შემდეგი საკითხების შესახებ: ხელის დაბანა, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, კონტამინირებული ნივთების დეზინფექცია/სტერილიზაცია, ნარჩენების მართვა, ლაბორატორიის დალაგება-დასუფთავება, ინფექციურ მასალასთან მოპყრობა, ინფექციურ მასალასთან პირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში მოქმედების გეგმა
19
ხარისხის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, სულ მცირე: ა) შიდა კონტროლის პროცედურებთან; ბ) პრევენციულ ღონისძიებებთან (პრევენციული პროცედურები თითოეული აპარატის მიხედვით და ჟურნალები/დოკუმენტები (ქაღალდის მატარებელზე) შესაბამისი ჩანაწერებისათვის) დაკავშირებით
ა) შიდა კონტროლის პროცედურები: ხარისხის შიდა კონტროლის ჩატარების გეგმა ინდივიდუალურად ყველა პარამეტრზე;
ბ) პრევენციული ღონისძიებები: გეგმა, მიმართული აპარატურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად, რომელიც ეფუძნება მწარმოებლის რეკომენდაციებს, ჟურნალები/დოკუმენტები (ქაღალდის მატარებელზე) პრევენციული ღონისძიებების აღრიცხვისათვის;
გ) სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით, არ მოეთხოვებათ ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულების შესრულება.
20
მაცივრებისა და ინკუბატორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეგულარული (არანაკლებ 24 საათში ერთხელ) ტემპერატურული მონიტორინგის განხორციელების საშუალება
შესაბამისი ჩანაწერები, მ.შ. ცხრილები (ქაღალდის მატარებელზე)
21
ბიოლოგიური მასალის შესაბამისი წესებით (მ.შ. ცივი ჯაჭვის პრინციპით) ტრანსპორტირების საშუალება და გაწერილი პროცედურა შეფუთვის/ტრანსპორტირების პირობების (მ.შ. ტრანსპორტირების ვადები) შესახებ, საკვლევი მასალის სახეობის შესაბამისად
მოეთხოვებათ სერვისის იმ მიმწოდებლებს, რომლებიც ახორციელებენ ბიოლოგიური მასალის ნიმუშების მიღებას/ჩაბარებას და აღებას/გამოყოფას სხვა დაწესებულებაში (მათ შორის, ქვეყნის გარეთ) გამოსაკვლევად გაგზავნის მიზნით.
X1
კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში, დამატებით, აუცილებელია
1
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრად ავტომატური ჰემატოლოგიური ანალიზატორი
არ მოეთხოვებათ სერვისის იმ მომწოდებლებს, რომლებიც აწარმოებენ კლინიკურ დიაგნოსტიკას მანუალური მეთოდით
2
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრადავტომატური შარდის ანალიზატორი
არ მოეთხოვებათ სერვისის იმ მომწოდებლებს, რომლებიც აწარმოებენ კლინიკურ დიაგნოსტიკას მანუალური მეთოდით (მანუალური ტესტ-სისტემებით)
3
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი მიკროსკოპი
4
ფორმიანი ელემენტების მთვლელი
5
ლაბორატორიული სასწორი
ანალიზატორის არარსებობის შემთხვევაში (რეაგენტის მომზადების საჭიროებისას)
X2
ბიოქიმიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში, დამატებით, აუცილებელია
1
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრად ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი
2
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრად ავტომატური კოაგულომეტრი
3
სისხლის გაზებისა და ელექტროლიტების აპარატი
ა) აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება აუცილებელია გადაუდებელი მედიცინის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებისათვის;
ბ) შესაძლებელია აღნიშნული აპარატი განთავსებულ იქნეს გადაუდებელი მედიცინის სერვისის მიმწოდებელ ერთეულში
X3
მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში, დამატებით, აუცილებელია
1
სულ მცირე, 3 სივრცე:
ა) ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფის (ექსტრაქცია);
ბ) სადიაგნოსტიკო რეაქტივების შერევის;
გ) გენეტიკური მასალის ამპლიფიკაციისა (გამრავლება) და დეტექციის უზრუნველსაყოფად
ა) აუცილებელ მოთხოვნას არ წარმოადგენს მითითებული სივრცეების იზოლირება;
ბ) აღნიშნული სივრცეების გამოყოფა არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას მოლეკულური დიაგნოსტიკის სრული ავტომატური ანალიზატორის გამოყენების შემთხვევაში. ასეთი აპარატების მონტაჟის და ფუნქციონირების პირობები განისაზღვრება ავტომატური ანალიზატორის ინსტრუქციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია) აღჭურვილი უნდა იქნეს დნმ-ზე/რნმ-ზე სამუშაოდ განკუთვნილი ბოქსით (პჯრ-ბოქსი ან ლამინარული კარადა), რომელსაც გააჩნია ულტრაიისფერი გამოსხივების წყარო და ჰაერის ნაკადის ცირკულირების დანადგარი
პჯრ - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR)
3
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს ულტრაცენტრიფუგით (ბრუნვის სიჩქარე არანაკლებ 6000 ბრ/წუთში)
4
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს თერმობლოკით
5
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს ვორტექსით (სანჯღრეველა)
6
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა ზომის პიპეტებით ან ვარიაბელური პიპეტით
7
სივრცე, სადაც ხორციელდება ბიოლოგიური მასალიდან გენეტიკური მასალის (დნმ/რნმ) გამოყოფა (ექსტრაქცია), აღჭურვილი უნდა იყოს ფილტრიანი ბუნიკებით
8
სივრცე, სადაც ხორციელდება სადიაგნოსტიკო რეაქტივების შერევა, უნდა წარმოადგენდეს: ა) ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროთი აღჭურვილ ლაბორატორიულ არეს ან; ბ) ან წარმოდგენილი იყოს დნმ/რნმ-ზე სამუშაოდ განკუთვნილი ბიოუსაფრთხოების ბოქსით (საკმარისია ე.წ. მკვდარი (უძრავი) სივრცის უზრუნველყოფა)
9
სივრცე, სადაც ხორციელდება სადიაგნოსტიკო რეაქტივების შერევა, აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა ზომის პიპეტებით ან ვარიაბელური პიპეტით
10
სივრცე, სადაც ხორციელდება სადიაგნოსტიკო რეაქტივების შერევა, აღჭურვილი უნდა იყოს ფილტრიანი ბუნიკებით
11
სივრცე, სადაც ხორციელდება გენეტიკური მასალის ამპლიფიკაცია (გამრავლება) და დეტექცია, აღჭურვილი უნდა იყოს ულტრაიისფერი გამოსხივების წყაროთი
ულტრაიისფერი გამოსხივების წყარო შესაძლებელია საერთო იყოს ლაბორატორიის სხვა სივრცეებთან.
12
გენეტიკური მასალის ამპლიფიკაცია (გამრავლება) და დეტექცია უნდა წარმოებდეს სივრცეში, რომელშიც განთავსებულია ამპლიფიკაციისათვის საჭირო აღჭურვილობა (თერმოციკლერი ან მისი ანალოგი)
13.
გენეტიკური მასალის ამპლიფიკაცია (გამრავლება) და დეტექცია უნდა წარმოებდეს სივრცეში, რომელშიც განთავსებულია დეტექციისათვის საჭირო შემდეგი აღჭურვილობიდან ერთ-ერთი მაინც: ოპტიკური ბლოკი - რეალურ-დროითი პჯრ-ისთვის ან იმუნოფერმენტული ანალიზატორი - პჯრ-ELISA მეთოდისთვის ან გელში ელექტროფორეზის მოდული სტანდარტული პჯრ მეთოდისათვის ან სხვა ტიპის სადეტექციო სისტემა, გამოყენებული მეთოდიკის შესაბამისად
X4
იმუნოლოგიური და სეროლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიული სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
1
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი ავტომატური ან ნახევრად ავტომატური ანალიზატორი
არ მოეთხოვება ლაბორატორიას, რომელიც აწარმოებს დიაგნოსტიკას სკრინინგული ტესტების მეშვეობით.
X5
მიკრობიოლოგიური ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სერვისის მიწოდების შემთხვევაში დამატებით აუცილებელია
1
სათავსთა ისეთი განლაგება, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოძრაობის ნაკადურობა, რათა არ მოხდეს „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ ზონების გადაკვეთა
2
იზოლირებული სათავსი, სადაც განთავსებულია, სულ მცირე, ერთი ავტოკლავი
უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნიადაგებისა და გამოყენებული ლაბორატორიული მასალის სტერილიზაციისა და გაუვნებელყოფის ციკლების რეჟიმის მკაცრი დაცვა
3
სივრცე, სადაც წარმოებს კულტივირება, იდენტიფიკაცია, ანტიბიოტიკომრგძნობელობის განსაზღვრა, აღჭურვილი უნდა იყოს:
ა) ბიოუსაფრთხოების ბოქსთან კაბინით (მ.შ. ლამინარული ჰაერის ნაკადით); ან
ბ) ბაქტერიოციდული ნათურებით, ვენტილაციითა და პერსონალური დაცვის საშუალებებით
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს იზოლირებული სივრცის არსებობა;
ბ) აღნიშნულ სივრცეში (მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნტების შემთხვევაში) შესაძლებელია წარმოებდეს საკვები ნიადაგის ჩამოსხმა, თუ დაცული იქნება გარემო ზედაპირების სათანადო რეჟიმით დამუშავება (მექანიკური დასუფთავება, გარემოს გაუვნებელყოფა), ჰაერისა და მაგიდის ზედაპირების მიკრობული მოთესვიანობის რეგულარული კონტროლით
4
იზოლირებული სივრცე, სადაც განთავსებულია საპრეპარატორო
აღნიშნულ სივრცეში საკვები ნიადაგების ჩამოსხმის შემთხვევაში დამატებით აუცილებელია ბიოუსაფრთხოების ბოქსის/კაბინის (მ.შ. ლამინარული ჰაერის ნაკადით) ან ბაქტერიოციდული ნათურის არსებობა (ჰაერისა და ზედაპირების მიკრობული მოთესვიანობის რეგულარული კონტროლით)
5
ph-მეტრი
6
ვარიაბელური ტემპერატურული რეჟიმის მქონე (ავტომატურად მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნების უნარით) წყლის აბაზანა
7
თერმოსტატი
სულ მცირე, ერთი მაინც
8
ლაბორატორიული სასწორი
9
ფუნქციონირებადი, გამართულ მდგომარეობაში მყოფი მიკროსკოპი
XI
№
შენიშვნა
1
2
3
4
4.1
4.2
4.3
4.4
4.5
4.6
5
5.1
5.2
5.3
5.4
5.5
6
7
8
9
9.1
9.2
10
11
12
13
14
15
XII
1.
2.
3.
4.
5.
ვ) უზრუნველყოფილია ტენიანობის (20 – 60%) და ტემპერატურის (22 – 260C) კონტროლი;
5.1
5.2
5.3
5.4
5.5
5.6
5.7
5.8
ლაბორატორიული მაცივარი (+4 – +80C რეჟიმით) და საყინულე -180C რეჟიმით
6.
ვ) უზრუნველყოფილია ტენიანობის (20 – 60%) და ტემპერატურის (22 – 260C) კონტროლი
6.1
6.2
6.3
6.4
6.5
6.6
6.7
6.8
6.9
CO2 და N2 მიწოდების უსაფრთხო ქსელი, კონცენტრაციის კონტროლის უზრუნველყოფით
ლაბორატორიული მაცივარი (+4 – +80C რეჟიმით) და საყინულე -180C რეჟიმით
CO2 ინკუბატორი, სადაც უზრუნველყოფილია ტემპერატურისა და ტენიანობის მუდმივი კონტროლი
ოთახში CO2-ისა და O2-ის კონცენტრაციების მაკონტროლებელი სისტემა/სენსორი (ცვლილების შემთხვევაში, ირთვება განგაშის სისტემა)
7.
8.
8.1
8.2
8.3
8.4
8.5
8.6
8.7
8.8
ერთ საწოლზე არანაკლებ 12მ2 ფართობით
8.9
დაკვირვების ავტომატური სისტემა ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების (პულსისა და სუნთქვის სიხშირე, რიტმი, არტერიული წნევა) უწყვეტი მონიტორინგისათვის
9.
9.1
10.
11.
12.
13.