„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2010 ძალადაკარგული 30.06.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
040090000.35.112.016016
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 03/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2010 წლის 26 ნოემბერი

ქ. ლანჩხუთი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (გარდა მოძრავი ნივთებისა) სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე:

ა.ა) ქ. ლანჩხუთის ტერიტორიაზე – 1 კვ.მ.-ზე 0,456 ლარი;

ა.ბ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – 1 კვ.მ.-ზე 0,159 ლარი;

ა.გ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში – 1 კვ.მ.-ზე 0,114 ლარი;

ა.დ) სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფასწყლამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალებში – 1 კვ.მ.-ზე 0,456 ლარი;

ა.ე) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი  „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის N287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)– 0,228 ლარი.

ბ) სხვა უძრავ ნივთებზე – (გარდა მიწისა) „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 27 სექტემბრის №898 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული ღირებულების არანაკლებ 5% ოდენობით.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ნოემბრის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 08.11.2012 წ.

2. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობა განისაზღვროს ნივთის ღირებულების არანაკლებ 5 %-ის ოდენობით.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე      რ . ჩიტიძე

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ", №46, 26.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 040090000.35.112.016016 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.11.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1115771-1/