საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2010 ძალადაკარგული 30.12.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.130.016010
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 03/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 33

  2010 წლის 26 ნოემბერი

ქ.  საჩხერე

    საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

    მუხლი 1

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შემოღებულ იქნეს საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

    მუხლი 2

დადგინდეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის განაკვეთები, სათამაშო ბიზნესის ცალკეული სახეების მიხედვით, შემდეგი ოდენობით:

1. კაზინო (სამორინეს) თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარი.

2. თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 (ორი ათასი) ლარი.

3. ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს თითოეულ სალაროზე – კვარტალში 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.

4. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%.

5. სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშებზე – კვარტალში 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარი.

6. ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების 15%.

7. გარეთ განთავსებული სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე-კვარტალში 5000 (ხუთიათასი) ლარი.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №2 6 – ვებგვერდი, 30 . 12 .2011წ.

    მუხლი 3

 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების და მოსაკრებლის ოდენობის დადგენის შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №17 დადგენილება.

   მუხლი 4

    ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        ნ . აბჟანდაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201 1 წლის 29 დეკემბრის დადგენილება №2 6 – ვებგვერდი, 30 . 12 .2011წ.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №33, 26.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.130.016010 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1116171-1/