"ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.11.2010 ძალადაკარგული 06.02.2017
გამომცემი ორგანო
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.143.016025
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 02/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს

დადგენილება №61

2010 წლის  26  ნოემბერი

ქ. ხაშური

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

1. შემოღებულ იქნ ე ს ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 250 ლარის ოდენობით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარის ოდენობით;

ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 000 ლარის ოდენობით.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

3. ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განსაზღვრის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 23 იანვრის №4 დადგენილება.

4. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

      საკრებულოს თავმჯდომარე     დ. ლომიძე

      შეტანილი ცვლილებები:

 1. ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №52 - ვებგვერდი, 30.12.2011 წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ", №61, 26.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.143.016025 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1117658-1/